lasha1997 Posted January 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 8, 2010 (edited) მიხეილ სააკაშვილი სრულიად ჯანმრთელია და გერმანიაში მხოლოდ სამუშაო ვიზიტად იმყოფება საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სრულიად ჯანმრთელია და გერმანიაშიც მხოლოდ სამუშაო ვიზიტად იმყოფება. როგორც "პირWელს" მანჯგალაძემ განუცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტმა ბათუმში ფეხი იღრძნო და გერმანიაში სამკურნალოდ წავიდა, სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე ინფორმაციით, პრეზიდენტის გერმანიაში ვიზიტთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება. შეგახსენებთ, რომ ქართულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ფეხი იღრძნო. აღსანიშნავია, რომ ორი დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა პირადად ვერ მიულოცა დაბადების დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს. მაშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ "პირWელს" ამის მიზეზად სააკაშვილის ბათუმში ყოფნა დაუსახელა. პრეზიდენტი საზოგადოების წინაშე არც წუხელ, სამების საკათედრო ტაძარში საშობაო წირვისას გამოჩენილა. http://pirweli.com.ge/index.php?option=com...7&Itemid=49 ვინმემ იცით ამ ყვარყვარეს ასავალ დასავალი გერმენიაში და რა სამუშაო ვიზიტით არის წასული? ეს იქით იყოს და ესეთი ძნელი იყო,რომ ან ტელეფონით ან ტელევიზიის საშუალებით მიელოცა პატრიარქისთვის დაბადების დღე? ეს მანამდე ქალ.კისას გახსნილი თემა და იმ თემაში პროსტა ვღადაობდი და არ არის საღადაოთ საქმე თურმე. http://planeta.ge/index.php?showtopic=14720 Edited January 8, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
vitaminC Posted January 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 9, 2010 ნუ, ბალანსზე არ ჰქონდა ფული, ხომ შეიძლება? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted January 9, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 9, 2010 vitaminC შეიძლება,მაგრამ თეა თუთბერიძის უკან ვინ დგას მალე გაირკვევა ალბათ.ისედაც ვიცოდი,მაგრამ დღეს უფრო ვრწმუნდები. მიშას ეშინია პატრიარქის და თან ძალიან მაგრათ ეშინია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 9, 2010 მე მგონი მიშას რაღაც სერიოზული სჭირს არ ვიცი ფსიქური, თუ რა ჯანდაბა, მარა ფაქტია პატრიარქისთვის უნდა მოელოცა...ცუდად აღიქმება ეგ ძალიან საზოგადებაში...თუმცა ეს ვინმე შეამჩნია?!რო არ მოულოცა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted January 9, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 9, 2010 მე მგონი მიშას რაღაც სერიოზული სჭირს ეგ არ მაინტერესებს,მაგრამ პატრიარქს რომ არ მიულოცა,ეგ არის საინტერესო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
fashisti Posted January 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 9, 2010 უცნობმა ხო ჩეფჩიკი მოიგლიჯა მილოცვებით... განსაკუთრებით ის ექნება პატრიარქს მისალოცი პლენს თუ დაახწია თავი და მაგ ფეხის ღრძობაზე ესეთი ისტერიკები რატომ ატეხა ხალხმა არ მესმის ან სააკაშვილი რას მალავს თუ მართლა იღრძო და ან ესეთი აჟიოტაჟი რატოა შექმნილი არავინ არ დავარდნილა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 9, 2010 fashisti უცნობმა ხო ჩეფჩიკი მოიგლიჯა მილოცვებით... განსაკუთრებით ის ექნება პატრიარქს მისალოცი პლენს თუ დაახწია თავიუცნობი ქვეყნის პრეზიდენტია? და მაგ ფეხის ღრძობაზე ესეთი ისტერიკები რატომ ატეხა ხალხმა არ მესმის ან სააკაშვილი რას მალავს თუ მართლა იღრძო და ან ესეთი აჟიოტაჟი რატოა შექმნილი არავინ არ დავარდნილა?პრეზიდენტია და ხალხს აინტერესებს, რა და როგორ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
fashisti Posted January 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 9, 2010 ნუ მიშა თუ არაკაცია და ქვეყნის მტერი მისგან ლოგიკურიც უნდა იყოს პატრიარქს რომ არ მიულოცოს დაბადების დღე და აი ჭეშმარიტ ოპოზიციამ რომ დაიკიდეს ეგ ცუდია... ეხლა გამახსენდა მიტინგების დროს პატრიარქმა სინანულის დღე რომ გამოაცხადა და ოპოზიციამ მოთხოვნები წაუყენა ჯერ რაღაცეები გააკეთოს ხელისუფლებამო ისე არანაირი სინანულიო და სამებაშიც არ მივიდნენ გასაგებია რომ პრეზიდენტია მაგრამ ასეთ გაცხოველებულ ინტერესს რატო იწვევს მიშამ ფეხი იღრძო თუ არა ვერ გავიგე... ჩემთვის არაა საინტერესო მაგრამ ხალხი რომ ზის და განიხილავს მაგ საკითხს ნეტა მიშა როგორ დავარდა და რახდება ეხლა ან სააკაშვილი რომ მალავს და ყველაფერს უარყოფს...რავიცი აბა დავარდნის გამო ესეთი აჟიოტაჟი არაა ასატეხი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted January 9, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 9, 2010 (edited) fashisti მიშა არის საქართველოს პრეზიდენტი,რომელმაც მაგალითი უნდა მისცეს თავის ხალხს,თუ როგორ უნდა მოვიქცეთ.ჰალსტუკის ღეჭვა,წაკუზული წოლა და დღეს კიდევ პატრიარქის უპატივცებულობა არ არის მართალი საქციელი პრეზიდენტის მხრიდან. მართლა ყველას გთხოვთ.თუ რამე ინფორმაცია გაქვთ რა საქმეზეა წასული გერმანიაში დამიდეთ რა ლინკი. Edited January 9, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
fashisti Posted January 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 9, 2010 პირადად თუ ვერ შესძლო მისვლა და მილოცვა რამეს გაუგზავნიდა ან დაურეკავდა მაინც მაგრამ პატრიარქის შეურაწყოფა ის კი არაა რომ მას დაბადების დღეს არ მიულოცავ არამედ ისაა სირცხვილი რომ ყვირიხარ პატრიარქმა ჩვენ არ მოგვისმინაო და პატრიარქი პლენში ყავთ აყვანილიო თურმე შეაშინეს პატრიარქი და არ ათქმევინეს რაღაცეები და კიდევ ისაა სირცხვილი რომ იტყვი მერავიშვილი სულ პატრიარქთან არ არისო? მიშამ თუ არ მიულოცა ეს ცუდია მაგრამ ესეთი რაღაცეების ძახილი გაცილებით უარესია... ამ პატარა მონაკვეთის მიხედვით დასკვნა: უმჯობესია გვყავდეს მიშა ვიდრე მოვიდნენ რადიკალები... მთლად უკეთესი იქნება ვინმე ნორმალური რომ გამოჩნდეს თუმცა ჯერ ჯერობით დიდი არჩევანი არ არის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted January 9, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 9, 2010 (edited) fashisti პირადად თუ ვერ შესძლო მისვლა და მილოცვა რამეს გაუგზავნიდა ან დაურეკავდა მაინც მაგრამ პატრიარქის შეურაწყოფა ის კი არაა რომ მას დაბადების დღეს არ მიულოცავ არამედ ისაა სირცხვილი რომ ყვირიხარ პატრიარქმა ჩვენ არ მოგვისმინაო და პატრიარქი პლენში ყავთ აყვანილიო თურმე შეაშინეს პატრიარქი და არ ათქმევინეს რაღაცეები და კიდევ ისაა სირცხვილი რომ იტყვი მერავიშვილი სულ პატრიარქთან არ არისო? მიშამ თუ არ მიულოცა ეს ცუდია მაგრამ ესეთი რაღაცეების ძახილი გაცილებით უარესია... მე არასოდეს ეგეთი რაღაცეები არ მითქვამს და მარტო ჩემი მხრიდან ვლაპარაკობ იმას,რასაც ვლაპარკობ. სირცხვილი ჩემის აზრით ის არის უფრო,როცა ქვეყნის მთავარსარდალი აკეთებ იმას,რაც ზემოთ დავწერე. Edited January 9, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
fashisti Posted January 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 9, 2010 გადატანითი მნიშვნელობით ვიგულისხმე, ოპოზიცია ამბობდა ამგენს... პატრიარქმა არ მოგვისმინაო ზურაბიშვილს ეკუთვნის, პლენში აყვანა შეშინება და ეგეთები უცნობს ხოლო მერაბიშვილი სულ პატრიარქთან არ არისო კითხვა ჩვენ კინაღამ პრეზიდენტს ეკუთვნის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted January 9, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 9, 2010 (edited) fashisti გადატანითი მნიშვნელობით ვიგულისხმე, ოპოზიცია ამბობდა ამგენს... პატრიარქმა არ მოგვისმინაო ზურაბიშვილს ეკუთვნის, პლენში აყვანა შეშინება და ეგეთები უცნობს ხოლო მერაბიშვილი სულ პატრიარქთან არ არისო კითხვა ჩვენ კინაღამ პრეზიდენტს ეკუთვნის რავი ალბათ წაგიკითხია ჩემი პოსტები და არა ვარ ის კაცი,რომელიც მარაზმს დაუჭერს მხარს. მე ჩემი ქვეყნის კეთილდღეობისკენ ვარ და პირველი პასუხი მიდა მოვთხოვო იმას,ვინც არის ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი.ოპოზიცია არ მართავს ქვეყანას. Edited January 9, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 9, 2010 fashisti http://planeta.ge/index.php?s=&showtop...st&p=165527 ეს ნახე ვიტამინც-ს პოსტი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
fashisti Posted January 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 9, 2010 დღეს ჩემთან უბანში 2 კაცი გამწარებული განიხილავდა მიშა დავარდა თუ არა და კაცი რომ ვარდება როგორი ფორმით შეიძლება ფეხი იღრძოს :rolleyes: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.