Jump to content
Planeta.Ge

დიდი პრობლემა უმუშევართა არმია


Recommended Posts

მეც როგორც ამ არმიის რიგითი სერიოზულად მაშფოთებს სიტუაცია.

ამ ეტაპისთვის მოსახლეობის 17% უმუშევარია, ეს ოფიციალური მონაცემებით. არაოფიციალურად ეს ციფრი ბევრად მეტია - დაახლოებით, 25-30%. თუ ადრე სტატისტიკის დეპარტამენტი 13,4%-ს,ანუ 300-350 ათას უმუშევრს აფიქსირებდა, ახლა აღიარეს, რომ უმუშევრობა 3%-ით გაზარდა. მიაჩნიათ, რომ ეს არის 16-17%-ის ფარგლებში, ანუ ბოლო წელიწადნახევარში 80-100 ათასი სამუშაო ადგილი გაუქმდა.

 

ცხადია, რომ ეს რეალური ციფრები არ არის და რეალურად ქვეყანაში ბევრად მეტი უმუშევარი გვყავს. ექსპერტები წლის დასაწყისში ვარაუდობდნენ, რომ 2010 წლამდე, დაახლოებით, 200 ათასი ადამიანი სამსახურს დაკარგავდა და როგორც დღეს ისინი ამბობენ, პროგნოზიც გამართლდა კიდეც. სამომავლო პროგნოზი კი არანაკლებ საგანგაშოა, საუბარია ათეულობით ათასს ადამიანზე, რომლებიც დღეს უკვე პოტენციურ უმუშევრებად ითვლებიან, უფრო ზუსტად კი, სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგანან.

დანარჩენი იხილეთ აქ:

http://business.presa.ge/?p=4633

არაა კარგად საქმე...... :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

prologic

ეტო მიაჰკო სკაზანო, პრაქტიკულად გვენძვრის....

ეტო ტოჟე მიაჰკო სკაზანო :))

 

პრაქტიკულად პერსპექტივა არ არის რომ რაიმე გვეშველება...

 

მიხოს წასვლის არაფერი ეტყობა,

რაიმე სერიოზულის შეცვლის პერსპექტივა ნულის ტოლია,

აშშ-რუსეთი რაღაც უცნაურ თამაშებს ტამაშობენ,

პოლიტ ელიტა არ იცვლება,

ვანო+ადე+ფინანსური+სასამართლო = ეკონომიკის კრახი, და ეს შემდგარია...

 

 

და პლიუს ამ ყველაფერს ... დედაარღნიანი მაკეინი ჩამოდის...

მოკლედ...

 

პიიიიიიპეეეეეეეეეეეეეეეც....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

დიდი პრობლემა უმუშევართა არმია
მეც როგორც ამ არმიის რიგითი სერიოზულად მაშფოთებს სიტუაცია

შენ რა გენაღვლება, ამხელა ბიზნესი გაქვს ამ ფორუმის სახით :))

 

dire

მიხოს წასვლის არაფერი ეტყობა

აბა შენ რომ ამბობდი ოქტომბერში რომაო ერთ თვეში შეეტყობაო? მოგვატყუე? :mad2:

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

შეეტყო, მაგრამ ძალით წასვლა...

მე რა წასვლაც მინდა და ქვეყანას რა წასვლაც გამოადგება ის არ ეტყობა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დიდი პრობლემა უმუშევართა არმია
არაა დიდი ციფრი

 

 

ამერიკაში და ინგლისში,ათი პროცენტი გახდა უმუშევართა რიცხვი და ყველა დროის რეკორდები მოხსნა მე მგონია და როგორ არ არის დიდი 17%–ი?

 

აქ მომუშავე ასაკი ითვლება და არა ბავშვები და მოხუცები.ეს ერთი და მეორეც,მეტი იქნება.ვისაც ვიცნობ,არავინ მუშაობს თბილისში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვისაც ვიცნობ,არავინ მუშაობს თბილისში.

ალბათ გიმალავენ, ეხლა მოდაშია საკუთარი მატ. კეთილდღეობის დამალვა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ალბათ გიმალავენ, ეხლა მოდაშია საკუთარი მატ. კეთილდღეობის დამალვა

 

 

შეიძლება. :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

ბევრად მეტია - დაახლოებით, 25-30%

და ესენი ყვეკლანი მიშა–უგულავას მხარდამჭერები არიან ცხადია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

 

და ესენი ყვეკლანი მიშა–უგულავას მხარდამჭერები არიან ცხადია

 

კაი, ამავე ლოგიკით, გრეჩიხა -კუკავა რომ მოვლენ ხელისუფლებაში, მერე მიშას და უგულავას მომხრეები დარჩებიან უმუშევრები და ამით რამე შეიცვლება???

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სამწუხაროდ ეგ არმია გაერთიანებული არ არის და ვერავის ვერ უქმნის პრობლემას , საკუთარი თავის გარდა.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
მეც როგორც ამ არმიის რიგითი სერიოზულად მაშფოთებს სიტუაცია.

პრობლემა მარტივია, აქამდე სად მუშაობდნენ ხალხის უმრავლესობა? შეღებვა და გზის მშენებლობაზე + ბანკები,ხო?

 

ანუ ქვეყანაში არ მოხდა რეალურად რაიმეს წარმოებაზე ფიქრი, სანამ საქართველოში წარმოება არ დაიწყება როგორც შინა ასევე საექსპორტოდ, დღითი დღე დამძიმდება სიტუაცია.

არადა რესურსები ბევრია:

1.სოფლის მეურნება,

2. განახლებადი ენრგია(განსაკუთრებით პირველ ეტაპზე წყლის საშუალო და პატარა კაშხლები)

3. მეცნიერება, ანუ განათლების დონის აწევა და მეცნიერების როგორც ექსპორტი ასევე სხვადასხვა მეცნიერული პროექტების საქართველოსი მოზიდვა

4. ტურიზმი, რომელსაც ჯერ-ჯერობით ინფრა სტრუქტურის და მომსახურების არ არსებობის გამო არანაირი შანსი არ აქვს,რამოდენიმე ადგილის გამოკლებით + ნახევრად საომარ მდგომარეობასი მყოფ სახელმწიფოს, როგორც შინა ასევე გარე ომების საშისორება იგულისხმება,რთულია ამ სფეროზე იფიქრო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჭანო

რაზე ლაპარაკობ - ჭანო ?

 

შიდა პროდუქტი არ იქმნება სახელმწიფოში :D

ქართული კვების პროდუქტი ვე მიპოვია ვერსად ბაზრისა და "ნიკორას" მაღაზიის გარდა ( იქაც დიდი ეჭვი მაქ ქართული ხორცისგან არც არის დამზადებული)

სოფლის მეურნეობა არის "პირველქოფილ" დონეზე :D

გადამუშავება საერთოდ არ ხდება, იყო რამოდენიმე ხნის წინ ფირმა "გრები" - კიტრის წნილს ვყიდულობდი და მომწონდა, მერე რაღაც მარნეულის ქარხნის გამოჩნდა - აღარც ერთი არ არის, ისეთი ეჭვი მაქ, რომ ეს ერთი და იგივე ქარხანაა უბრალოდ ხელიდან ხელში გადადის და სახელები ეცვლება - ეტყობა ეხლა ახალი მეპატრონის მოლოდინშია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...