Jump to content
Planeta.Ge

რა უნდა ამ დედაარღნიანს?


Recommended Posts

ამ "ხელისუფლებას" რომ შეეკითხო 2008 წლის აგვისტოს პროვოკაცია "ომი" იყო და ეს "ომი" მოვიგეთ!!!

ტყუილია ეგ. უფრო სწორად მორიგი ოპო მონაჩმახია. არ უთქვამთ რომ ომი მოვიგეთ. პროვოკაციებზე, ბრჭყალებზე და მსგავს სისულელეებზე კომენტარს აღარ გავაკეთებ. თუ ადამიანი აქამდე ვერ მიხვდა რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველომ ომი და აგრესია გადაიტანა რუსეთის მხრიდან, მეეჭვება რომ ამას ჩემი პოსტით მიხვდეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 62
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

ტყუილია ეგ. უფრო სწორად მორიგი ოპო მონაჩმახია. არ უთქვამთ რომ ომი მოვიგეთ. პროვოკაციებზე, ბრჭყალებზე და მსგავს სისულელეებზე კომენტარს აღარ გავაკეთებ. თუ ადამიანი აქამდე ვერ მიხვდა რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველომ ომი და აგრესია გადაიტანა რუსეთის მხრიდან, მეეჭვება რომ ამას ჩემი პოსტით მიხვდეს.

 

ჯერ ერთი პროვოკაცია აგრესიას არ გამორიცხავს, პირიქით! მეორე, ოპო-მონაჩმახი არაა და ცოტა მეხსიერების დაძაბვაა საჭირო!!! მესამე, შენი პოსტით ბევრი რამის მიხვედრაა შესაძლებელი, მაგალითად იმის, რომ რაც არ გსურს, იმას არასოდეს არ დაინახავ სულ რომ "დედიშობილა" ჭეშმარიტება დაგიდგეს წინ !!! :)) :) :yes2:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kontr-agent 007

ოპო-მონაჩმახი არაა და ცოტა მეხსიერების დაძაბვაა საჭირო!!!

დადე ვიდეო, სადაც სააკაშვილი ან რომელიმე მინისტრი ამბობს, რომ ომი მოვიგეთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

დადე ვიდეო, სადაც სააკაშვილი ან რომელიმე მინისტრი ამბობს, რომ ომი მოვიგეთ.

მოასწარით წაშლა?

:)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს მისიტოს სიტყვებია, ეეე, რამდენ რამეს იპოვის კაცი :)

 

ჩვენი პრობლემა ლოკალურიდან, რომელიც ჩვენს გარდა პრინციპში მაინცდამაინც არავისთვის პირველხარისხოვანი არ იყო, იქცა გლობალური პოლიტიკის პრინციპულ საკითხად,”- განაცხადა მან და განაგრძო: ”ამგვარად, რეალურად ჩვენი სოფლების ტრაგედიის ხარჯზე, ჩვენი დაღუპული ადამიანების ხარჯზე და თუნდაც, - რა თქმა უნდა, რამდენიმე ათეული სოფელი ჩვენთვის მძიმე დანაკარგია - დროებით მათი ოკუპაცია, დამატებით იმისა, რაც მათ ჰქონდათ ოკუპირებული, მაგრამ ამ მცირე ტერიტორიული მონაპოვრების - და რუსეთისთვის ეს იყო მცირე ტერიტორიული მონაპოვრები - ფასად მათ მიიღეს უზარმაზარი საგარეო პოლიტიკური პრობლემა”.
Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დადე ვიდეო, სადაც სააკაშვილი ან რომელიმე მინისტრი ამბობს, რომ ომი მოვიგეთ.

 

კარგი რაა Saturn , კარგი რაააა!!! :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამერიკელ სენატორ ჯონ მაკკეინთან შეხვედრას ოპოზიცია ორშაბათს გამართავს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა და “ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრა ამერიკელ სენატორთან 11 იანვარს ბათუმში გაიმართება.

“ეს თავისუფალი, არაოფიციალური შეხვედრა იქნება. წინასწარ არ არის გაწერილი, რა თემებზე იქნება საუბარი. თუმცა, მოგეხსენებათ, რომ სენატორი მაკკეინი საქართველოს გეოპოლიტიკური პრობლემების ღრმა ცოდნით გამოირჩევა და ჩვენი ქვეყნის დიდი გულშემატკივარია. სავარაუდოდ, ბოლო ვიზიტის შემდეგ მან საქართველოს შიდა პოლიტიკასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებთან მიმართებაში ბევრი რამ გადააფასა. ასე რომ, საინტერესო შეხვედრა გველის”, - განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, შეხვედრაზე ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებსაც განიხილავენ.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რას ერჩით ამ კაცს?

сенатор завоевал репутацию одного из главных "русофобов" США. Он критиковал политический курс российского руководства и руководства союзной России Белоруссии, а также "пророссийскую" позицию Буша. Маккейн утверждал, что Россию – страну, в которой крайне слабы "проблески демократии" и которая сотрудничает с Ираном, – не следует допускать в клуб ведущих развитых стран, "Большую восьмерку". В 2006 году сенатор призывал Буша бойкотировать саммит "восьмерки" в Санкт-Петербурге.

რაში არ ეთანხმებით აქედან?

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

ეს საქებარია? ფობია საერთოდ არ არის კარგი

ფობია მანდ ბრჭყალებშია ჩასმული. მით უმეტეს პოლიტიკაში ფობიის ქვეშ სხვა რამე იგულისხმება მედიცინისაგან განსხვავებით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

. მით უმეტეს პოლიტიკაში ფობიის ქვეშ სხვა რამე იგულისხმება

რა იგულისხმება შენი აზრით ამ კონტექსტში?

რუსებს აქვთ ერთი ძალიან საზიზღარი გამოთქმა - дружить против кого-то

აი ამ გამითქმას მაგონებს ამგვარი მიდგომა - რახან "რუსოფობია" ამიტომ კაია ჩვენთვის?

რავიცი, რავიცი :)

Edited by kisa
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე როგორც გამიგია მაკკეინი პიროვნულად ვაჟკაცი ადამიანია და ფსბ - ს შეთითხნილი მასალა ნამდვილად არ მაინტერესებს , მაგრამ ეხლა სხვა რაღაცაზე მაქვს საუბარი . თქვენ ამ ფორუმის მონაწილეებს ვინმეს ეჭვი გეპარებათ რომ მაკკეინის ამერიკის ხელისუფლებაში მოსვლა უდიდესი დარტყმა იქნება რუსეთისთვის და დააჩქარებს საქართველოს დეოკუპაციას ? დარწმუნებული ვარ ამაში უმეტესობას ეწვიც არ ეპარება , აბა რატომ გულშემატკივრობდით ობამას არჩევნებში და რატომ ხართ მაკკეინის წინაარმდეგი , რაშია საქმე ? ჩემის აზრით საქმე იმაშია რომ იცით მაკკეინის მოსვლა უდიდესი მხარდაჭერა იქნება სააკაშვილის მიმართ და იმდენად დიდია პიროვნული ზიზღი სააკაშვილის მიმართ რომ სამწუხაროდ უმეტესობას ურცევნია რომ ამერიკის ხელისუფლებაში იყოს პიროვნება რომელიც არ დაუჭერს პირადად სააკაშვილს მხარს და გაატარებს ზომიერ მხარდამჭერ კურსს საქართველოს როგორც სახელმწიფოს მიმართ და რუსეთთან მიმართებაში იქნება გაცილებით ლმობიერი . აი ეს ურჩევნია უმეტესობას სამწუხაროდ ვიდრე იმას რომ ამერიკის ხელისუფლებაში მოვიდეს ისეთი პიროვნება როგორიცაა მაკკეინი და გაატაროს საქართველოს როგორც სახელმწიფოს მიმართ უდიდესი მხარდამჭერი პოლიტიკა და რუსეთის მიმართ უკიდურესად მკაცრი , უკიდურესად ანტირუსული პოლიტიკა და ამავდროულად მხარი დაუწიროს სააკაშვილს პიროვნულად . აი ესაა მიზეზი სამწუხაროდ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

რახან "რუსოფობია" ამიტომ კაია ჩვენთვის?

რავიცი, რავიცი

ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარიაო არ გაგიგია ასეთი გამოთქმა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი საქართველოში დღეს, 23.00 საათზე ჩამოფრინდება.

როგორც “ინტერპრესნიუსისთვის” აშშ-ს საელჩოში გახდა ცნობილი, სენატორი შეხვედრებს ხვალ დილიდან დაიწყებს. სასტუმრო “ინტურისტში”, დაახლოებით 08.30 საათზე დაგეგმილია ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა.

“ინტურისტიდან” რესპუბლიკელი სენატრი ფეხით გადაინაცვლებს სასტუმრო “შერატონში”, სადაც დაჯილდოების ცერემონია დაიწყება. პრეზიდენტიMმიხეილ სააკაშვილი სენატორს 10.00 საათისთვის დააჯილდოებს, რის შემდეგაც დაგეგმილია პრეზიდენტისა და ამერიკელი სენატორის განცხადებების გაკეთება.

ხვალვე სენატორი აპირებს ზუგდიდში ვერტმფრენით ჩაფრენას, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ჰანსიორგ ჰაბერს შეხვდება. გაფრენამდე ბათუმის აეროპორტში, მაკკეინი 10 წუთიან განცხადებას გააკეთებს. ზუგდიდიდან სენატორი ბათუმის აეროპორტში დაბრუნდება, საიდანაც იგი საქართველოს დატოვებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...