Jump to content
Planeta.Ge

ვისი დამსახურება და გამარჯვებაა ის, რომ დღეს მსოფლიო რუკაზე ჩვენ ჩვენი ფერი გვაქვს?


Recommended Posts

shavlego91

ზვიად გამსახურდიას კავკასიის ხალხები -ჩეჩნები,ინგუშები, ლეკები,ყარაჩაელები,ყაბარდოელ

 

ები...მთელი კავკასიის პრეზიდენტად აღიარებდნენ

 

...........................

 

ანუ? :D

მასე მიშას რომ აღიარებდნენ დემოკრატიის შუქურად და მსოფლიო პოლიტიკის პიტერ პენად, მასეთი უნდა აღიარება. და თან თვით დიდი ჯორჯ ბუში, ამერიკის დიადი პრეზიდენტი და იქვე მთელი საერთაშორისო პოლიტიკის კიტებიც, სხვათა შორის :))

 

მარა კითხვა სხვაგვარად იყო დასმული პირადად ჩემს პოსტში.

თუ გინდათ ზვიადს მიაწეროთ ეს დამსახურებად თუნდაც მთელ კავკასიაში - კი ბატონო, მარა იქნებ შუა აზიაშიც მისი დამსახურება იყო, კარგად მოიძიეთ და ამ კაცს ნუ დაუკარგავთ თავისას :Dრა თქმა უნდა, თუმცა იმ დროს რომ საბჭოთა კავშირი ისედაც დაინგრეოდა და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ასევე თავის კოლორს ნახავდნენ მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე, მაშინ როდესაც ჩვენ უაზრო ომებით, მსხვერპლით და ამის შედეგად დღეს შაგრენის ტყავივით შეკუმშული საქართVერლო მივიღეთ სხვადასხვა ფრად აჭრელებული, ესეც ხომ ქართVელების "დამსახურებაა"

თქვენი ლოგიკით წმ. მეფე დავით აღმაშენებელმა დიდგორზე უაზროდ დაღვარა სისხლი ,რადგან ევროპიდან ჯვაროსნები დაიძრნენ და როგორც ბიზანტიის ტერიტორიები გაანთავისუფლეს ,ისე გაანთავისუფლებდნენ საქართველოსაც :rolleyes: ვაცლავ ჰაველის აზრი, ლანდსბერგისის აზრი... თქვენთვის არაფერს ნიშნავს! :blink: .................................................... ზვიად გამსახურდიას კავკასიის ხალხები -ჩეჩნები,ინგუშები, ლეკები,ყარაჩაელები,ყაბარდოელ

 

ები...მთელი კავკასიის პრეზიდენტად აღიარებდნენ ...............ვაცლავ ჰაველმა -ჩეხეთის პ რ ე ზ ი დ ე ნ ტ მა ზ ვ ი ა დ გ ა მ ს ა ხ უ რ დ ი ა აღმოსავლეთ ევროპისა და საბჭოთა რესპუბლიკების გამანთავისუფლებელად აღიარა?!...

 

საბჟოთა დისიდენტური მოძრაობის ერთერთი ლიდერი პეტრე გრიგორენკო წერს:"მჯერა, დადგება დრო,როდესაც ქართველი ხალხი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თავის უდიდეს ეროვნულ გმირებად შერაცხავს"("თავისუფლების ტრიბუნა", პარიზი, 1978წელი,N1). 1978 წელს აშშ-ს კონგრესმა ზვიად გამსახურდია წარადგინა ოფიციალურად ნობელის პრემიაზე! 1991 წელს აშშ-ს კონგრესმენების მიერ, დემოკრატიასა და თავისუფლებაში შეტანილი წვლილისათვის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საპატივცემლოდ კაპიტოლიუმის შენობის თავზე აღიმართა ამერიკის დროშა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 46
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

shavlego91

 

ერთხელ ერთმა ავსტრალიელმა ჩემმა ნაცნობმა ფანტასტიური მაგალითით ამიხსნა, თუ ჩვენ, კავკასიელები ზოგადად როგორ აღვიქმებით ჩვენი მუდმივი გახსენებით ჩვენი დიდებული, თუმცა ნამეტანი დიდებულს მე ვერაფერს ვხედავ ამ სიტყვის რეალური გაგებით, წარსულით :D

თქვენო მაგონებთო ბოლო მოდელის უსწრაფესი მანქანის მძღოლსო, ვინც საშიშ უფსკრულის პირას მიექანება უდიდესი სიჩქარით და ამ დროს წინ კი არ იყურება, უკანა სარკეს ვერ სწყვეტსო თვალს.

უმწარესად, მაგრამ უზუსტესად არის ნათქვამი :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...