Jump to content
Planeta.Ge

ეგვიპტის ისტორია


Recommended Posts

აქ დავდებ ძველი ეგვიპტის მთელ ისტორიას. რა თქმა უნდა ძალიან მოკლედ. მხოლოდ მნიშვნელოვან მოვლენებს შევეხები, რადგან სხვა შემთხვევაში ძალიან დიდხანს მომიწევს წერა და ჩემი წვრილფეხობა ისე დამრჩება :) ყოველ დღე თითო პერიოდს დავდებ. თუ ვინმე რამეს დაამატებს კარგი იქნება :D

იმედია გამოგადგებათ რამეში :D მოკლედ დავიწყე:

 

1) ეგვიპტის გეოგრაფიული საზღვრები და ბუნებრივი პირობები

 

ძველი ეგვიპტე მდებარეობდა თანამედროვე ეგვიპტის ადგილზე აფრიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ცხოვრებისათვის ვარგისი ადგილები მხოლოდ ნილოსის ნაპირზე იყო ამიტომ ძველი ეგვიპტური ქალაქები ძირითადად ნილოსის ზოლს მიუყვებიან. ნილოსმა უდიდესი როლი ითამაშა ეგვიპტის მთელი პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების ისტორიის მანძილზე. ჰეროდოტემ ეგვიპტეს სამართლიანად უწოდა "ნილოსის ნობათი", რადგან მისი წყალობით ეგვიპტის ნიადაგი წელიწადში ორჯერ იძლეოდა მოსავალს. მისი მნიშვნელობა კარგად ესმოდათ ეგვიპტელებს და ამიტომ გაღმერთებული ჰყავდათ. მას დიდი ჰაპი ერქვა და ყოველ გაზაფხულზე მისი სადიდებელი დღესასწაული იმართებოდა. ნილოსის მთელ გაყოლებაზე გათხრილი იყო საირიგაციო არხები, რომლებიც სახნავად ვარგისი მიწების მორწყვას უზრუნველყოფდა. საირიგაციო სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ეგვიპტელებს შიმშილი ემუქრებოდათ.

ეგვიპტის სიმდიდრეს ასევე განაპირობებდა ბუნებრივი რესურსების სიმდიდრე. აქ მოიპოვებოდა მარმარილო, გრანიტი, ალებასტრი, უდაბნოს ოქრო, ნახევრადძვირფასი ქვები, როგორიცაა ამეთვისტო, მალაქიტი და სხვ.

ეგვიპტეს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება სუეცის არხი- ერთადერთი დამაკავშირებელი გარესამყაროსთან. დასავლეთით ლიბიის უდაბნო, სჩრდილოეთით ხმელთაშუა ზღვა, სამხრეთით კი ნილოსი, რომელიც მას აფრიკიდან გამოჰყოფდა.

http://i027.radikal.ru/0911/35/5fb72b29beb1.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...