Guest ჭანო Posted January 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 8, 2010 ახვი (Castor fiber), ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა. შეგუებულია წყალში და ხმელეთზე არსებობას. მისი სხეულის სიგრძე 100 სმ აღწევს, წონა - 30 კგ. აქვს მასიური სხეული, შედარებით პატარა თავი, მოკლე და მსხვილი კისერი. ყურის პატარა ნიჟარები ჩაყვინთვის დროს გასწვრივ იკეცება და ფარავს ყურის ხვრელს. თვალებიც პატარა აქვს, კუდი - ბრტყელი, 15 სმ სიგანისა, თითქმის უბეწვო, რქოვანი ფარებით დაფარული; კიდურები - მოკლე, უკანა კიდურების თითებს შორის განიერი საცურავი აპკია. თახვი ძვირფასბეწვიანია. უმეტესობა ღია წაბლისფერია, მუქი მურა, ზოგჯერ - შავიც. ანალურ ხვრელთან მოთავსებული წყვილი ჯირკვლიდან გამოყოფს ბეწვის გასაპოხ ცხიმოვან ემულსიას. მამალს სასქესო ორგანოსთან წყვილი მუშკის ჯირკკვალი აქვს, რომელიც გამოყოფს სეკრეტს - თახვის ყაირს. ბინადრობს ტყის მდორე მდინარეებში. იკვებება რბილმერქნიანი ხეების აღმონაცენითა და ქერქით. სახლობს სოროებში. ხის ტოტებისაგან, ლომისა და მიწისაგან აშენებს 2,5 მ სიმაღლის "ფაცხებს", პატარა მდინარეებში აგებს ჯებირებს. მონოგამიური ცხოველია. მაკეობის ხანგრძლივობა 105-107 დღეა. შობს3-4 ნაშიერს. თახვი გავრცელებული იყო ევროპის, სამხრეთ ციმბირის დიდ ნაწილში, შუა აზიის ნაწილსა და მთელ ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში, ზოგიერთ ადგილას ნაპოვნია თახვის ძვლოვანი ნაშთები. მტაცებლური ნადირობის შედეგად თახვების რიცხვი ძლიერ შემცირდა. ამჟამად ცდილობენ მათ რეაკლიმატიზაციას.http://upload.wikimedia.org/wikipedia/de/0/09/Biber.Biberach.jpg http://mein.salzburg.com/fotoblog/heimat/assets_c/2008/12/bieber.2-thumb-600xauto-17753.jpg თითქოსდა მავნე მღრნელია, მაგრამ მისი დანიშნულება ბუნებაში შეუცვლელია.ნეტავი როგორი მდგომარეობა საქართველოში? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted May 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 8, 2010 Wood Buffalo National Park-ში იქნა სატელიტის საშუალებით თახვების მიერ სარეკორდო 850 მეტრის სიგძის საგუბარი აღმოჩენილი, როგორც წესი მისი სიგრძე 450 მეტრს არ აღემატება. http://d.yimg.com/i/ng/ne/ynews/20100507/12/2515659552-tierische-gigantomanie.jpg http://d.yimg.com/i/xp/afp/20100507/15/2679895363.jpg წყარო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted May 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 8, 2010 აბა ვინ იცის თუ რატომ აგუბებს წყალს ჩვენი თახვი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted May 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 8, 2010 აბა ვინ იცის თუ რატომ აგუბებს წყალს ჩვენი თახვი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted May 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 8, 2010 motskena.gifდაგუგლვა ნებადარტულია, თუ გინდა მიმართეთ შესაბამის ინტერნეტ სამსახურ :რაიკომის თავჯდომარის სმაილიკი: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted May 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 8, 2010 თახვი აშენებს თავის სახლს მდინარეზე - ეს სახლი არის მეტად უცნაური კონსტრუქციის - ანუ შესასვლელი ამ სახლში არის მდინარიდან და წყალში ჩაყვინთვით შედის ამ კაშხალის შიგნით ოთახში - ეს არის დაცვა მტაცებელი ცხოველებისგან- ამ სახლში აჩენს თახვი შვილებს და იცავს მათ ასე გამოიყურება თახვის კაშხალი გარედან - http://s55.radikal.ru/i147/1005/cb/3a66932b388e.jpg იგი მეტად მტკიცე კონსტრუქციისაა - თახვი ერთანეთზე ისე ადებს ხეებს, რომ მათი დაშლა შეუძლებელია - ვერანაირი ძალა ვერ აიძულებს თახვს შეაჩეროს ეს მშენებლობა - ყოფილა შემთხვევები როცა თახვს დინამიტით აუფეთქეს ეს კაშხალი - მან რამდენიმე დღეში ისევ ააგო ისhttp://i029.radikal.ru/1005/7b/d95586415c4d.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted May 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 8, 2010 (edited) თახვს აქვს ოთხი დიდი მჭრელი კბილი. ამ კბილებს იგი ერთმანეთზე წკაპუნით განუწყვეტლივ ლესავს, ვინაიდან დღე-ღამეში კბილები 0,7-0,8 სმ-ით ეზრდება. ასე, რომ ლესვის შეწყვეტას მათი უზომო ზრდა-განვითარება, და, ბუნებრივია ცხოველის დაღუპვა მოჰყვება. სამართებელივით მჭრელი კბილებით თახვს შეუძლია ცერად გაკვნიტოს ნეკა თითისსიმსხო ვერხვის ტოტი ერთი დარტყმით. ამ კბილებით იგი თავისუფლად ჭრის დიდ ხეებსაც. ცნობილია, რომ უძველესი ადამიანი თახვის კბილებს საჭრელ იარაღად იყენებდა. მას აქვს წინა ორი მჭრელი ეშვი-კბილი - რომლითაც იგი ხეებს აქცევს ეს არის უმტკიცესი კბილები - მათ თავისუფლად შეუძლიათ ერთი დარტყმით მოკვნიტონ მის ცხვირთან მიტანილი ადამიანის თითიhttp://s51.radikal.ru/i133/1005/ac/19463eee84b0.jpg თათებზე მას აქვს აპკები - ლასტებივით - რაც საშუალებას აძლევს სწრაფად იცურაოს მდინარეში - და მოუხედავად იმისა, რომ იგი მღრღნელია ანუ ხმელეთის ცხოველია - წყალში თახვი ბევრად სწრაფად მოძრაობს, ვიდრე ხმელეთზეhttp://i032.radikal.ru/1005/ea/f4479a0814d0.jpg ლო წლებში გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ თახვის ოჯახი ეს არის ნამდვილი მიკროეკოსისტემა ბუნებაში - იქ სადაც ცხოვრობს თახვი, თავს იყრიან ფრინველთა და ცხოველთა (მწერთა) გარკვეული სახეობები - იცვლება ლანდშაფტი, ნიააგი, ფლორა და მლიანად ბუნება, ჩნდება ახალი ნორჩი ტყეები - ეს იმდენად ტიპიური მოვლენა ყოფილა, რომ ბოლ ოწლებში დაიწყეს თახვის ოჯახების ხელოვნურად გადაყვანა ამათუ იმ ადგილებში - სადაც ნიადაგს უჭირს... შეამჩნიეს ,რომ როცა გადაჰყავდათ ხელოვნურად თახვის ოჯახი - მათ უკან მოსდევდატ გარკვეული ჯიშის ფრინველები და თახვებსი გადაყვანა ტრანსპორტით ნამდვილ ექსკორტს ჰგავდა.. ერთი ამერიკელი აგრონომის აზრით, აშშ - ის შტატ ვისკონსინის ფერმერთა მოსავლის შემცირების მიზეზი გამხდარა ნიადაგის მკვეთრი სწრაფად პროგრესირებადი ეროზია წყალდიდობების და წვიმების შედეგად, რის გამოც ბოლო 100 წლის მანძილზე წარმოქმნილი საუკეთესო შავმიწა ნიადაგები ჩამოირეცხა და წყალმა ზღვაში ჩაიტანა... მკვლევარებმა დაიწყეს მიზეზის ძიება - და აღმოჩნდა რომ ამ მდინარეების სათავეებიდან სხვაგან გადასულა საცხოვრებლად თახვების ოჯახები... აგრონომები პირდაპირ ამას უკავშირედბნენ ნიადაგს გაფუჭებას http://s47.radikal.ru/i117/1005/cd/5c779f6c3b87.jpg როცა თახვს გამოელევა საკვები ერთ ადგილას - იგი გადადის სხვაგან საცხოვრებლად - ტოვებს რა თავის კაშხალს (სახლს). ამ ადგილას კი, სადაც ადრე იყო დაგუბებული წყალი, - შემდეგ ნელ ნელა ჩნდება ახალი ფლორა, დატბორილ ადგილზე ილექება უამრავი ფოთოლი, მერქანი, ტოტები, თახვის ექსკრემენტები, მოჭრილი ხეებიც ნელ ნელა ლპება. წყლის ზედაპირზე ჩნდებიან მწერები, მათი ჭუპრები - ეს კი კარგი საკვებია თევზისათვის - ამ ადგილას თევზივ მრავლდება.. თევზიანი ტბები იზიდავენ ცხოველებს, საუკუნეების მანძილზე აქ წარმოიქმნება შავმიწა საუკეთესო ნიადაგი... ერთხელ ერთი ამერიკელი ფერმერი წააწყდა საუკეთესო შავმიწა ნიადაგს და გარკვეული მიზნებისათვის დაიწყო მისი სიღრმეში თხრა - რაოდენ დიდი იყო მისი გაკვირვება, როცა მან ნახა რომ შავმიწა ნიადაგის ფენა ვრცელდებოდა ხუთი მეტრის სიღრმეზე უკვე ინტერესში ჩავარდნილი - იგი აგრძელებდა თხრას - მას აინეტერსებდა ამ შავმიწა ნიადაგის საზღვარი - და რაოდენ დიდი იყო მისი გაკვირვება, როცა ამ ფენის ძირში იგი წააწყდა თახვის კაშხალის ნარჩენებს... ანუ ეს 5 მეტრიანი საუკეთესო ხარისხის ნიადაგი წარმოქმნილა სწორედ თახვის კაშხალის ადგილას. სავარაუდოდ იგი რამდენიმე საუკუნის წინ იქნებოდა აგებული აქ. Edited May 8, 2010 by asesino_141 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted May 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 8, 2010 ნამდვილად საინტერესო ცხოველია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted May 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 8, 2010 http://i020.radikal.ru/1005/3f/f1a315230bda.gifძველ ქართულ მედიცინაში თუ რა ადგილი ეკავა ამ ცხოველის ფიზიკურ ღირსებებს, მეტყველებენ არქეოლოგიური მასალები. საქართველოს ტერიტორიაზე – მედიცინის უძველესი ხანიდან განვითარებაზე მეტყველებს ზედა პალეოლითის სადგომში – საკაჟიას გამოქვაბულში ნაპოვნი ცხოველის ქონისა და ძვლის ტვინისაგან შემზადებული მალამო სამკურნალო დანიშნულებისა რომ აღმოჩნდა. ამ აღმოჩენილი ცხოველის ძვლების მიხედვით ირკვევა, რომ ის თახვისა ყოფილა. ძველ ქართულ სამკურნალო წიგნებში იხსენიება თახვის ყუერი. ზაზა ფანასკერტელი თავის `კარაბადინში~ გვთავაზობს ღვიძლის, სტომაქის ტკივილის, თირკმელებისა და შარდში ქვის გამოსადევნად, თიაქრის შესაჩერებლად. ეს ცხოველი დედამიწის ზურგზე 30 მლნ წლის წინათ ანუ ოლიგოცენეზში წარმოიშვა. დღეს მსოფლიოში გავრცელებულ სახეობათა წინაპრად მიჩნეულია ჩრილოეთ ამერიკის ერთ-ერთ გამოქვაბულში ნაპოვნი გიგანტიც მღრღნელი ცხოველის ნაშთები, რომლის წონა დრევანდელ სახეობებთან შედარებით ათჯერ მეტი ყოფილა, ხოლო სიგრძით 2-3 ჯერ დიდი. ქვის ეპოქაში თახვზე ნადირობა საფრთხეს ვერ უქმნიდა ამ სახეობას. რკინის და ცეცხლსასროლი იარაღის შექმნის მერე იწყება სისტემატიური ნადირობა ამ ცხოველზე მისი ბეწვის, ყაირისა და ხორცისათვის. XIX – XX საუკუნისთვის გამალებულმა ნადირობამ მსოფლიოს ბევრ რეგიონში საერთოდ ამოწყვიტა ისინი. თახვი თანდათან აღიგავა საქართველოს მიწა-წყლიდან. მათ გაწყვეტას ხელი შეუწყო ტყეების მასიურმა გაჩეხვამ, სადაც შემდეგ მოშენდა ტუნგოსა და ჩაის პლანტაციები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Private Nodari Posted May 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2010 პირველ სურათში რა საყვარელია ტო მოფერება მოგინდება, არადა ეგრევე მოგრგღნავს :vischemivis: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted May 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2010 asesino_141 ყოჩაღ კარგად გიმუშავია ვერანაირი ძალა ვერ აიძულებს თახვს შეაჩეროს ეს მშენებლობა -ყოფილა შემთხვევები როცა თახვს დინამიტით აუფეთქეს ეს კაშხალი -მან რამდენიმე დღეში ისევ ააგო ისმაგრამ არსებოსბს ერთი ხერხი, მაგ კაშხლებში ამაგრებენ დრენაჟებს, რაც არ აძლევს წყლის დონის მომატების საშუალებას, და ამ დრენაჟების აღმოჩენა ძალიან უჭირს თახვებს, რადგან ისინი ძირითადად ზედაპირულ (ანუ კაშხლის ზემოთა ნაწილზე) არიან კონცენტრირებული. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted May 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 14, 2010 XIX – XX საუკუნისთვის გამალებულმა ნადირობამ მსოფლიოს ბევრ რეგიონში საერთოდ ამოწყვიტა ისინი.თახვი თანდათან აღიგავა საქართველოს მიწა-წყლიდან. მათ გაწყვეტას ხელი შეუწყო ტყეების მასიურმა გაჩეხვამ, სადაც შემდეგ მოშენდა ტუნგოსა და ჩაის პლანტაციები.დღეს არცერთს აღარ ვიყენებთ, ჩEმის აზრით აუცილებელია თახვების ისევ მოშენება, მაგრამ ასეთი "მონადირე" ერის შემხედვარე ძალიან რთული იქნება, არადა უცილებელი რამა.განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში შეიძლება მისი მეტნაკლებად ადვილი მომრავლებ(იგულისხმება ბუნებრივი პირობები). Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.