Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

oddo

კაროჩე აზრი არაქ მეორე თარხნიშვილი იქნება ახალი თავჯდომარე.... ამათ არჩევნებით ვერ გაისტუმრებ რა შანსია... მე კი მივალ მივცემ ხმას მარა... აი მერე აქციებთ თუ ეყოფათ ტრაკი შეცვალონ ეგ ვნახოთ....

5 იანავარსაც ესე იყო.

+1

 

იმ განსხვავებით რომ არც მივალ და არც ხმას არ მივცემ :)

მკიდია...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

ყველაფერი მარტივადააა.....ცესკოს თავმჯდომარეზე ოპოზიციური წარმომადგენლობები ვერ შთანხმდებიან და საბოლოოდ, ხმათა აუმრავლესობით მას პარლამენტი დაამტკიცებს.... პარლამენტში კი უმრავლსობით ნაცები არიან...

 

ერთი შენიშვნა, ნამდვილად ვერ ჩავთვლი ასლანიჩებს,მე თვითონ და მრეწველებს ოპოზიციურად, რაც საარჩევნო კოდექსზე მუშაობისას ცალსახად დაამტკიცეს.ამიტომ ხელისუფლებას სამი ხმა გარანტირებული აქვს თავისი კანდიდატისთვის.მეოთხესაც თუ მიიღებს ხომ კაი, თუ არა როგორც თქვენ ბრძანეთ პარლამენტი და მაგის ჯანი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

ერთი შენიშვნა, ნამდვილად ვერ ჩავთვლი ასლანიჩებს,მე თვითონ და მრეწველებს ოპოზიციურად, რაც საარჩევნო კოდექსზე მუშაობისას ცალსახად დაამტკიცეს.ამიტომ ხელისუფლებას სამი ხმა გარანტირებული აქვს თავისი კანდიდატისთვის.მეოთხესაც თუ მიიღებს ხომ კაი, თუ არა როგორც თქვენ ბრძანეთ პარლამენტი და მაგის ჯანი.

 

დაა.. რა ქნეს ამისთანა მაგათ კოდექსზე მუშაობისას ასეთი???? 30 პროცენტიან ბარიერის გარდა////

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრამდე, ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცებმა კონსულტაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ ოფისში გამართეს.

თერთმეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ერთიან კანდიდატურაზე შეთანხმდა. არასამთავრობო ორგანიზაციების არჩევანი „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებეი მდივანზე ეკა სირაძეზე შეჩერდა. არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ იგი არის ნეიტრალური პიროვნება და მას არჩევნების ჩატარების დიდი გამოცდილება გააჩნია.

თავად ეკა სირაძე მიიჩნევს, რომ ცესკო-ში სერიოზული რეფორმებია ჩასატარებელი, თუმცა არჩევნებამდე დარჩენილი ვადა რადიკალური ცვლილებისთვის და არჩევნებისთვის იდეალური ვითარების შესაქმნელად საკმარისი არ არის. ამასთანავე, იგი თვლის, რომ ცესკო-მ მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ღიად უნდა იმოქმედოს.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

პ.ს. ეგ ვიღაა იცის ვინმემ?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევნები

 

ლიტვა

 

პარლამენტი ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის თავმჯდომარეს.

თავმჯდომარეს, ისევე როგორც საარჩევნო კომიტეტის წევრებს, უწყდებათ იმ

პარტიებისა და პოლიტიკური ორგანიზაციების წევრობა, რომელთა წევრებიც ისინი

დანიშვნამდე იყვნენ.

 

სლოვაკეთი

 

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და ვიცე-თავმჯდომარეს ირჩევს თვითონ

კომისია წევრების ურთიერთშორის შეთანხმებით. თუ არ მიიღწევა შეთანხმება,

არჩევა მოხდება წილის ყრის საფუძველზე. თავმჯდომარე და ვიცე-თავმგდომარე

არ შეიძლება იყვნენ ერთი და იგივე პარტიის წევრები.

 

თურქეთი

 

უმაღლესი საარჩევნო საბჭოს წევრები ირჩევენ თავმჯდომარეს და

თავმჯდომარის მოადგილეს, ასევე ფარული კენჭისყრით და უბრალო

უმრავლესობით.

 

უკრაინა

 

კომისიის წევრები თავისი რიგებიდან ირჩევენ კომისიის თავმჯდომარეს,

თავმჯდომარის მოადგილეს და კომისიის მდივანს.

 

ალბანეთი

 

ცსკ-ს თავმჯდომარე აირჩევა ფარული კენჭისყრით კომისიის წევრებიდან

ხმების უმრავლესობით. თუ ვერც ერთი წევრი ვერ დაწინაურდება, კენჭისყრის

მეორე რაუნდი ჩატარდება იმ ორ წევრს შორის, რომლებიც დააგროვეს ხმების

მეტი რაოდენობა პირველ რაუნდში. თავმჯდომარის არჩევა ხდება სამი წლის

ვადით. მას უფლება აქვს მხოლოდ ერთხელ იქნას ხელახლა არჩეული.

 

ესტონეთი

 

ეროვნული საარჩევნო კომიტეტის თავმჯდომარეს და თავმჯდომარის

მოადგილეს ირჩევენ კომიტეტის წევრები კომიტეტის შემადგენლობიდან.

 

ლატვია

 

ლატვიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში შედის 9 წევრი,

რომელთაგან თავმჯდომარესა და 7 წევრს ირჩევს სეიმი, ხოლო 1 წევრს _

უზენაესი სასამართლო თავის პლენუმზე მოსამართლეთა რიგებიდან.

 

პოლონეთი

 

ეროვნული საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნას ხელს აწერს პოლონეთის

პრეზიდენტი. მათი შემადგენლობიდან ირჩევენ თავმჯდომარეს და ორ მოადგილეს.

 

მოლდავეთი

 

ცსკ-ს თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს და მდივანს ირჩევენ

კომისიის წევრები თავისი შემადგენლობიდან ხმათა უმრავლესობით.

 

უზბეკეთი

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აირჩევა კომისიის წევრთა

შემადგენლობიდან კომისიის სხდომაზე უზბეკეთის პრეზიდენტის წარდგინებით.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს სხვა საარჩევნო

კომისიის ან პოლიტიკური პარტიის წევრი. თუ კომისიის წევრი კანონით

დადგენილი წესით, დარეგისტრირებულია პრეზიდენტობის კანდიდატად,

პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატად, ნდობით აღჭურვილ პირად ან

ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრად, ავტომატურად ითვლება კომისიის

შემადგენლობიდან გარიცხულად.

 

აშშ

 

ფედერალური საარჩევნო კომისია თავის წევრთაგან (გარდა სენატის მდივნისა

და წარმომადგენელთა პალატის კლერკისა) 1 წლის ვადით ირჩევს კომისიის

თავმჯდომარეს. კომისიის თითოეული წევრი მხოლოდ ერთხელ შეიძლება იყოს

არჩეული თავმჯდომარის პოსტზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

დაა.. რა ქნეს ამისთანა მაგათ კოდექსზე მუშაობისას ასეთი???? 30 პროცენტიან ბარიერის გარდა////

ქალბატონო machkatela,მე მგონი თქვენ ერთხელ უკვე დამისვით ეს კითხვა და მე დაწვრილებით მოგახსენეთ, თუ რა არის ამ კოდექსში 30%-ს გარდა ცუდი.

ხოლო რაც შეეხება თქვენს მიერ ჩამოთვლილ სიას, მე მგონი მაგ სახელმწიფოებში არჩევნებს არ აყალბებენ უზბეკეთის გარდა.იუშჩენკოს იმიტომ ვცემ პატივს, რომ მისი პრეზიდენტობიას ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მისმა პარტიამ მესამე ადგილი დაიკავა და არავის შედეგებზე პრეტენზია არ გამოუთქვამს.მოლდავეთში რაც მოხდა ყველას გვახსოვს.ალბანეთი რომ ალბანეთია იქაც არჩევნებს არ აყალბებენ.ჩვენთან კი მხოლოდ ერთხელ ჩავატარეთ ნორმალური არჩევნები, ისიც კომუნისტების დროს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხალხო არჩევნები არავის არ გაინტერესბთ?

 

 

როგორ არ მაინტერესებს და რა დავწერო არ ვიცი ამ თემაში. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

როგორ არ მაინტერესებს და რა დავწერო არ ვიცი ამ თემაში

 

ალბათ აქედან მოწოდებული ინფორმაცია საინტერესო იქნება თქვენთვის.

საფუძვლიანად მოემზადენ ნაცები ამ არცევნებისთვის ყოველნაირად. ყველაფერი კონტროლს ქვეშ აქვთ.კი რა ტქმა უნდა შეიძლება ედავო რომ 30%-იანი მერი ცუდია. მაგრამ ეს ვერ გამოდგება არგუმენტად იმისთვის რომ განაცხადო, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. იყვიან უცხოელები, რომ ეს მანდამაინც სამართლიანი არ იყოო, ხელისუფლებას ტელევიზები მონოპოლიზირებული ქონდაო,ადმინისტრაციულ რესურს ზედმეტად იყენებდაო, მაგრამ იასო და ესაო არც ოპოზიცია უქნიაო ღმერთსო. გვეყოლება გიგიკო კიდევ ოთხი წელი მერად.

თქვენ როგორც ვიცი ნიუჯერსიში ცხოვრობთ და არა მგონია ვთქვათ ნიუარკის მერობის კანდიდატი(მოქმედი მერი), რომ დადიოდეს ქალაქში და ქალაქის ბიუჯეტიდან გამოყოფილ ფულებს ხარჯავდეს მოსახლეობის მოსყიდვაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოკლედ, რა... ერთადერთი გამოსავალია: გაიხეს ყველა ერთ ადგილზე და ერთიანი კანდიდატი დააყენონ (არასაპარლამენტო ოპოზიციამ, თორე "კონსტრუქციული და საპარლამენტო" ანუ ედპ, ქდმ, მე თვითონის დედაც, ჯეკ. გიგი უფრო მოხსნის თავის კანდიდატურას, ვინემ ეგენი). Edited by analgin
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენ როგორც ვიცი ნიუჯერსიში ცხოვრობთ და არა მგონია ვთქვათ ნიუარკის მერობის კანდიდატი(მოქმედი მერი), რომ დადიოდეს ქალაქში და ქალაქის ბიუჯეტიდან გამოყოფილ ფულებს ხარჯავდეს მოსახლეობის მოსყიდვაში.

 

 

მხოლოდ საკუთარი ფულით და შემოწირულობებით შეუძლია პიარ კამპანიის ჩატარება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოკლედ, რა... ერთადერთი გამოსავალია: გაიხეს ყველა ერთ ადგილზე და ერთიანი კანდიდატი დააყენონ (არასაპარლამენტო ოპოზიციამ, თორე "კონსტრუქციული და საპარლამენტო" ანუ ედპ, ქდმ, მე თვითონის დედაც, ჯეკ. გიგი უფრო მოხსნის თავის კანდიდატურას, ვინემ ეგენი).

 

 

არ დააყენებენ.

 

ალასანაის გარდა ამ არჩევნებში პრასვეტი არავის არა აქვს.ეს თვითონაც იციან და ამ შანსს ფულის გასაკეთებლად არ გაუშვებენ.საკმაოდ დიდ თანხებზე იქნება ბაზარი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოში არჩევნები ყოველთვის გაყალბდება,,, იმიტომ, რომ არასოდეს აღიარებს ვინმე დამარცხებას
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

იმიტომ რომ არასოდეს დაილევიან ნამუსის მომწმენდი " პოლიტიკოსები " და მათი მხარდამჭერები... რომელთაც არ შერცხვებათ (!) ქალაქში თავის გამოყოფა ჩადენილი სიბინძურის შემდეგ....

ეგაა და ეგ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს პრეზიდენტი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სამ კანდიდატურას დღეს საღამოს ან მაქსიმუმ ხვალ დილით წარუდგენს.

ამის შესახებ განცხადება დღეს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებს საარჩევნო გამოცდილება უნდა ჰქონდეთ. სააკაშვილი ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ კანდიდატი საზოგადოების ნდობით სარგებლობდეს.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

პ.ს. ისევ ტარხნიშვილი რომ გაიჩითოს)))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...