Jump to content
Planeta.Ge

მრცხვენია, რომ ოდესღაც რაღაც კავშირი მქონდა, იმ ხალხთან, ვისაც პუტინი ჩვენი მეგობარი ჰგონია


Recommended Posts

დიახ, რუსეთთან დალაპარაკება აუცილებელია, მაგრამ ეს უნდა გააკეთოს ქვეყნის ხელისუფლებამ და არა ცალკეულმა ოპოზიციონერმა

 

 

მერე ლიც,ელაპარარაკება კიდეც ნოღაიდელის სახით.შეიძლება არ გეჯეროთ,მაგრამ მალე დარწმუნდებით. :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 36
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

shamili

ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ საქართველო ანალოგიური წყობით და ესპანეთს რომ პრობლემა ექმნება მსგავსი წყობით წარმოიდგინეთ საქართველოში რეებს დაატრიალებს

ამაზე უარესი რაც ეხლა მოხდა რა უნდა დატრიალდეს ეს გამაგებინეთ და მეტი არაფერი არ მინდა.

ესპანეთში კი ამ წყობამდე ქონდათ პრობლემები და სწორედ ამითი გადარჩენ. თორემ ფრანკოს შემდეგ დაშლის პირას იდგნენ. ჩემი თუ არ გჯერათ ბატონ ჯონათან ლივინგსტონს მიმართედ. კაცი ბასკეთში ცხოვრობს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატომ ფრანკოს დროს არ ჰქონდათ დაშლის საფრთხე ? იმიტომ რომ ეროვნული იყო და მოღალატეებს საკუთარ ადგილს უჩენდა . აი რა მოუტანა ამ ლიბერალიზმმა ზედმეტმა ლოიალურობამ .

ესპანეთი ესპანეთია და საქართველო ვერ გადაიტანს მსგავს ტერიტორიულ მოწყობას .

 

საქმემან შენმან გამოგაჩინოს . 1 . ალიანსის შემადგენელი რესპუბლიკური პარტიის ლიდერები უსუფასვილი და ბერძენიშვილი 2008 წლის საქართველო რუსეთის ომის დაწყებაში ( ყველა ოფიციალურ ექსპერტიზაზე და კომისიაზე ადრე ) ოფიციალურად ადანაშაულებდნენ სააკაშვილს ანუ ქართულ მხარეს ( ისევე როგორც სალომე ზურაბისვილი , სანიკიძე და სხვები რასაც დღეს აგრესიის გამოქართული სარჩელის საწინააღმდეგოდ კონტრ არგუმენტად იყენებს რუსეთი ) . რაც არის პირდაპირი ღალატი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით .

2 . რესპუბლიკური პარტიის მიზანია საქართველოს ფედერაციულ მოწყობაზე გადაყვანა ( არამარტო აფხაზეთის ) , რაც მე ისედაც ვიცოდი და რაც ბატონი ძუკუს მიერ დადებულ დოკუმენტშიცაა დადასტურებული ეგრეთ წოდებულ ზაქარეიშვილის კონცეფციაში . მართალია ისინი ამას ასიმეტრიულ მოწყობას უწოდებენ მაგრამ არსით მაინც ფედერაციული მოწყობაა , ანუ რესპუბლიკური პარტია რუსეთს ,,ღალად'' მიართმევს საქართველოში სეპარატიზმის გასარვივებლად გაცილებით გაიოლებულ ბერკეტებს და ამავდროულად არამარტო აფხაზეთსა და სამაცაბლოში . სხვათა შორის მაგ სახელმწიფო მოწყობამ გამოიწვია ესპანეთში კატალონიაში არაოფიციალური რეფერენდუმის ჩატარება კატალონიის ესპანეთიდან გამოყოფის სესახებ , კატალონია ალბათ ვერ გამოეყოფა ესპანეტს , მაგრამ მაინც პრობლემაა ესპანეთისთვის რომელსაც გაცილებით უკეთესი გეოპოლიტიკური მდებარეობა და სამეზობლო გააჩნია ვიდრე საქართველოს და გაცილებით ძლიერი ბერკეტებიგააჩნია მსოფლიო გეოპოლიტიკურ რუკაზე ვიდრე საქართველოს და ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ საქართველო ანალოგიური წყობით და ესპანეთს რომ პრობლემა ექმნება მსგავსი წყობით წარმოიდგინეთ საქართველოში რეებს დაატრიალებს რუსეთი მსგავსი ტერიტორიული მოწყობის შემტხვევაში . გასაგებია რომ ესპანეთი გაუმკლავდება როგორმე მაგ პრობლემას , მაგრამ შეადარეთ ესპანეთის და საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა , სამეზობლო და ბერკეტები მსოფლიო გეოპოლიტიკურ რუკაზე და გაითვალისწინეთ რუსეთის ფაქტორი , ერთმანეთს ადარებთ ესპანეთს და საქართველოს სეპარატიზმთან გამკლავების პოტენციალით , მით უმეტეს რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით ? ანუ რესპუბლიკური პარტიის მიზანია რუსეთს მიართვას ,,ღალად'' მარტივად დაშლადი და შესაბამისად დაშლის მუქარით კონტროლირებადი საქართველო . სხვატა შორიუს არა მარტო მატი პროექტია ეგ , ფორუმი , ნოღაიდელი და ბურჯანაზე გაჩეჩილაზეც ,,მაგათიანები '' არიან მაგ საკითხში .

3 . ირაკლი ალასანია ემხრობა აფხაზეთთან ფაქტობრივ კაპიტულაციას და სამხედრო ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულების გახსნას .

4 . ალიანსი მუშაობს აფხაზეთისა და სამაჩაბლოსთვის ოკუპირებული ტერიტორიის სტატუსის მოხსნის პროექტზე და შასაბამისად რუსეთისთვის ოკუპანტი ქვეყნის სტატუსის მოხსნაზე რაც რუსეთს უდიდეს დისკომფორტს უქმნის საერთასორისო სარბიელზე .

5 . ედიკას კომკავშირელ მემარჯვენეებზე მეზარება წერა . მკვდრებზე ან კარგს ამბობენ ან არაფერს

 

ამაზე ერიდებიან პასუხს ყოველთვის ეს ძალები და ცდილობენ ლიბერალიზმით ხელოვნურად მიიკერონ დასავლური საგარეო კურსის იმიჯი . აი ამაზე ერიდებიან კიდევ შეკითხვებს :

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

5 . რესპუბლიკელი ზაქარეიშვილისგან ქართული მხარის მიერ დაკავებული ოსი მკვლელებისა და სეპარატისტების ოფიციალურად პოლიტპატიმრებად შერაცხვა ანუ 90 წლიდან ყბადაღებული ქართული სახელმწიფოს დადანაშაულება ოსების დევნასა და ფაშიზმში ( შედარებისთვის : ზვიადის ოპოზიციის მიერ ( ანუ იგივე ხალხის მიერ ) ტორეზ ყულუმბეგოვის პოიტპატიმრად შერაცხვა არ დაგავიწყდეთ 91 წელს და გამსახურდიას დადანაშაულება ოსების განოციდში )

აი ამ კრემლის ემისრებს აქვთ პრეტენზია დასავლურ საგარეო კურსზე . მე პირადად არ ვეხები არავის , სულ ხუთ ექვს ადამიანზე მაქვს მაგ ალიანსიდან საუბარი ( ალასანია , ბერძენიშვილები , ზაქარეიშვილი , უსუპოვი , ივლიანე ხაინდრავა , ედიკას კომკავშირელ მემარჯვენეებზე მეზარება საერთოდ წერა , თუმცა მიკვირს დანარჩენები რატომ ჩერდებიან მაგ ალიანსში )

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

რატომ ფრანკოს დროს არ ჰქონდათ დაშლის საფრთხე ? იმიტომ რომ ეროვნული იყო და მოღალატეებს საკუთარ ადგილს უჩენდა

თქვენი ჭირიმე ბატონო შამილ, ნამდვილად წესიერ ახალგაზრდათ მიმაჩნიხართ, მაგრამ პოლიტიკაში რაღაც ელემენტარული რამე უნდა იცოდეთ. ვერც ფრანკოს დროს დაიშლებოდა ესპანეთი და ვერც სტალინის დროს ს.ს.რ.კ

რა სტალინიც ეროვნული იყო და ბევრ ქართველ მამულიშვილს(მოღალატეს) მიუჩინა თავისი ადგილი?

კიდევ ერთი ადამიანის უსუპოვად მოხსენიება,რბილად რომ ვთქვათ არ არის მთლად ზნეობრივი, ისე როგორც მიშას სააკოვად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არც ფრანკოს და სტალინის ერთმანეთთან შედარებაა ზნეობრივი და მე რომ ესპანელი პატრიოტი ვიყო ამას შეურაცხყოფად მივიღებდი . ფრანკოს სტალინისგან განსხვავებით ესპანეთის მიწები არ გაუჩუქებია როგორც სტალიანმ გააჩუქა ტაო კლარჯეთი და ჰერეთ საინგილო ( არ დამიწყოს ეხლა დავა არავინ , უეჭველი ფაქტები მაქვს მაგის წაკითხული როგორ სწერდა სტალინი ლენინს შექმნილი ვითარების გამო და თურქების მხარდაჭერის მოსაპოვებლად ართვინისა და არტაანის ოლქები თურქეთს უნდა დავუთმოთო ) და არც ესპანეთის ოკუპაციაში დახმარებია ვინმეს სტალინივით . ასე რომ ამ ორ ადამიანს ერთმანეთს ნუ შევადარებთ .

რაც შეეხება იმ კონკრეტულ გვარს მართლა არ იყო სწორი რო დავფიქრდი ეგრე მოხსენიება და ბოდიშს ვიხდი . მხოლოდ იმ ადამიანის უსუპოვად მოხსენიების გამო ვიხდი ბოდიშს და რაც შეეხება პოლიტიკურ ბრალდებებს აბსოლიტურად ვიმეორებ თითოეულ სიტყვას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

არც ფრანკოს და სტალინის ერთმანეთთან შედარებაა ზნეობრივი და მე რომ ესპანელი პატრიოტი ვიყო ამას შეურაცხყოფად მივიღებდი .

ეგ რა შუაშია? სტალინი შამილ ბატონო საქართველოს კი არა ს.ს.რკ-ს(რუსეთს) მართავდა მას რაც ხელისუფლებაში მოვიდა ტერიტორიები ნამდვილად არ გაუჩუქებია, პირიქით მეორე მსოფლიო ომის წინ და შემდეგ განსაკუთრებით შემდეგ ბლომად შემოიერთა, ისეთებიც კი რომლებიც რუსეთის იმპერიაში არ შედიოდნენ(აღმოსავლეთ პრუსია). თურქებსაც უპირებდა წართმევას, მაგრამ ჩვენმა ძმებმა ამერიკელებმა არ დაანებეს, ირანიდანაც გამოაპანღურეს სამარცხვინოდ. სწორედ მის დროს ვერ დაიშლებოდა ს.ს.რ.კ რადგან როგორც ფრანკოს რკინის მარწუხებში ეჭირა ის.

რა ესპანელები რატომ იტყოდნენ უარს სტალინზე ძველი ესპანური იმპერია რომ აღედგინა

ბოდიშისთვის მადლობა.ეს კიდევ ერთხელ მიდასტურებს რომ წესიერი ადამიანი ბრძანდებით. პოლიტიკური ბრალდებები აყენეთ რამდენიც გინდათ, ოღონდ კარგი იქნება დასაბუთებული.

Edited by ძუკუ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სტალინს მე ვცამბობ საქართველოსთან მიმართებაში თორემ საბჭოთა რუსეთს რა შემატა რაში მაინტერესებს მე .

ფრანკო ესპანელთათვის იყო ეროვნული მმართველი ხოლო სტალინი იყო ერთერთი მოღალატე ვინც კი საქართველოს ისტორიის მანძილზე გვყოლია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თინა ხიდაშელი - ნოღაიდელის პუტინთან შეხვედრა ამაზრზენი და მიუღებელია

 

“ნოღაიდელი ჩემს გეგმებში არ შედის. ნოღაიდელი-პუტინის შეხვედრასთან დაკავშირებით პარტიამ თავისი პოზიცია ნათლად გამოხატა. მე ვფიქრობ, რომ სრულიად სხვა საკითხია რუსეთთან პრობლემების მოგვარება, დარეგულირება. ეს აუცილებელი და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ერთს ვიტყვი - ნოღაიდელის პუტინთან შეხვედრა ამაზრზენია და ასევე დაუჯერებელია ქართველი ხალხის კულტურასა და ტრადიციებზე მზრუნველი პუტინი, რომლის გვერდით იჯდა ქართველი პოლიტიკოსი. ეს არის ამაზრზენი და მიუღებელი”, - აცხადებს რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ნოღაიდელის მუქარის არ გვეშინია!

“პუტინმა, რომელმაც გუშინ ჯარისკაცები დაუხოცა საქართველოს, დღეს ქართველი ჯარისკაცების მემორიალის დადგმას აპირებს მოსკოვში. ეს არის მასხრად აგდება იმ ჯარისკაცებისა, რომლებიც გუშინ და გუშინწინ ცხინვალში დაიხოცნენ. ვფიქრობ, ამის უფლება არც ერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა არ უნდა მისცეს თავის თავს. ამას რაც გინდათ ის დაარქვით, მაგრამ ეს არ არის პოლიტიკა, რომელიც ქართული სახელმწიფოს საქმეს აკეთებს. დღეს სააკაშვილი ძალიან ბევრ რამეს იმსახურებს, მაგრამ სახელმწიფოებრივი ღირსება უფრო მაღლა დგას. პირადად მე სახელმწიფოებრივი ღირსების დაკნინების გამო ვარ სააკაშვილის ოპოზიციაში და არა იმის გამო, რომ მისი თვალის ფერი არ მომწონს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თინა ხიდაშელი.

“პრაიმერი ხელისუფლების თამაშია, ამაზე სულელური იდეა არ მსმენია. როგორ უნდა უზრუნველყონ, რომ პრაიმერზე მარტო ოპოზიციური ამომრჩეველი მივიდეს და ნაციონალების მხარდამჭერებმა არ შემოხაზონ ყველაზუ სუსტი კანდიდატი? ყველა პარტიას და ყველა პოლიტიკოსს საკუთარი გზა აქვს და იმ გზით მოქმედებს, რომელსაც ყველაზე სწორად მიიჩნევს. ჩვენი ტგზები ან სადმე გადაიკვეთება ან აღარ გადაიკვეთება. მე ეს არ ვიცი წინასწარ. მაგრამ თუ ყველას ერთი და იგივე ამოცანა გვაქვს, რომ ნაციონალური მოძრაობა და სააკაშვილი ხელისუფლებას ჩამოვაცილოთ, მაშინ იმედი მაქვს, რომ ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთება. სანამ სააკაშვილი ხელისუფლებაში იქნება სულ ასეთი პირობები იქნება და ამიტომ არჩევნებზე საერთოდ არ უნდა წავიდეთ? სამართლიანი არჩევნების მიღწევა საქართველოში ძნელია. მთავარია ხელისუფლებას აჩვენო შენი ძალა და საზოგადოების მხარდაჭერა. არ ვიცი ვინ რა შეცდომები დაუშვა. მე შემიძლია ვილაპარაკო საკუთარ შეცდომებზე”, - დასძენს თინა ხიდაშელი და შეკითხვას - “რა არის თქვენი შეცდომები?” - პასუხობს:

“რესპუბლიკელების ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, რომ შევუერთდით აქციებს, რადგან ჩვენ გაზაფხულზე დაგვაყენეს ფაქტის წინაშე. ქუჩაში იმიტომ გავედით, რომ ჩვენი ამომრჩევლები იქ იყვნენ. არ შეიძლება, როცა შენი ამომრჩეველი ქუჩაშია, შენ სახლში იჯდე. ახლაც რომ ქუჩის აქციები დაიწყოს, მე ხალხის გვერდით ვიქნები, თუმცა ტრიბუნაზე ნამდვილად არ დავდგები და სიტყვიცაც არ გამოვალ!”.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/122140.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რესპუბლიკელების ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, რომ შევუერთდით აქციებს

 

კარგი რა თინა რა კარგი რა!!!

 

თქვენ რომ იქ არ ყოფილიყავით, სამუდამოდ დამკარგავდით, როგორც მხარდამჭერს. თქვენი შეცდომა ის იყო და კვლავაც არის, რომ სუსტები ხართ და ამდენ ხანს ყოვლად უსარგებლო "ახალი მემარჯვენეების" გარდა საერთო ენა ვერავისთან გამონახეთ (ალასანია სხვა საქმეა), რა პირობა უნდა წამოაყენოს გუბაზ სანიკიძემ, კახა შარტავამ, კობა დავითაშვილმა, კახა კუკავამ ან ზვიად ძიძიგურმა ისეთი, რომ ვერ დაუკმაყოფილოთ? მაშინაც და ეხლაც კაპიკია თქვენი (და ჩემიც!) ღირებულებების ფასი, თუ წონითაც და რაოდენობითაც ყველაზე ძლიერის ნიშა არ დაიკავეთ ოპოზიციაში, ოღონდ ისეთი ძლიერის, რომელიც ყველა დანარჩენს ერთად აღებულს, ორჯერ მაინც აღემატება.

თქვენ ისე იქცევით, როგორც ცალკეული მოქალაქე ან ამომრჩეველი. წინა პლანზე ღირებულებებს აყენებთ, მაგრამ გავიწყდებათ, რომ თქვენ არა რიგითი მოქალაქე ხართ, რომელიც სხვას აძლევს ხმას, არამედ პოლიტიკოსი ხართ, რომელსაც უნდა მისცენ ხმა.

გახდით წონადი და ძლიერი პოლიტიკური ძალა და ღირებულებებზე მერე იბრძოლეთ. ეს ხომ პოლიტიკაა?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლევან ბერძენიშვილი-“საერთოდ, სამარცხვინოა, როდესაც ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგებმა მეგობრად გაიხადეს ზურაბ ნოღაიდელი. როგორც ჩანს, ნოღაიდელმა და პუტინმა კარგად იციან, როგორ ელაპარაკონ ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს. ნოღაიდელი ხვდება პუტინს, მაგრამ შეიძლება ვიღაცამ რუსეთის აგენტი რესპუბლიკელებს ეძახოს. კარგია, რომ გამოჩნდა ვინ ვინ არის. პუტინის “მეგობარი” ადამიანის ლიდერად დაყენებას, ზოგიერთებს ვურჩევდი, გაერკვნენ ჩვენს ისტორიაში და კარგად დაითვალონ რუსეთმა რამდენჯერ და როგორ მოატყუა საქართველო. შეიძლება სააკაშვილი გძულდეს, მაგრამ არ მესმის, ამის სანაცვლოდ პუტინი როგორ უნდა შეგიყვარდეს! ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, სააკაშვილს შევხვდი და პუტინს რატომ არ შევხვდებიო. ამ ლოგიკის არაფერი მესმის”, - დასძენს ლევან ბერძენიშვილი.

“დიახ, რუსეთთან დალაპარაკება აუცილებელია, მაგრამ ეს უნდა გააკეთოს ქვეყნის ხელისუფლებამ და არა ცალკეულმა ოპოზიციონერმა. არ დაგავიწყდეთ, პუტინი არის მტრულად და აგრესიულად განწყობილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. როდესაც მასთან მოლაპარაკებაზე ოპოზიციონერი მიდის, ჩნდება ეჭვი, რომ ის კრემლში მფარველსა და მხარდამჭერს ეძებს. ყველასთვის ცხადია, რომ ნოღაიდელი მოსკოვში ეძებს ფინანსურ მხარდაჭერას. ფულს სუნი არა აქვსო, ძველი ნათქვამია, მაგრამ ამ ნათქვამით ყველაფრის გამართლება არ შეიძლება, დაფინანსებას სუნიც აქვს და ქართული კანონმდებლობით იკრძალება კიდეც. ლოგიკა, რომ სააკაშვილი მტერია, ჩემი მტრის მტერი კი ჩემი მეგობარი, სრულიად მიუღებელია. ამის მიხედვით, პუტინი ჩვენი ოპოზიციის მეგობარი ყოფილა. მრცხვენია, რომ ოდესღაც რაღაც კავშირი მქონდა იმ ხალხთან, ვისაც პუტინი ჩვენი მეგობარი ჰგონია”.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/122088.html

საღოლ, ლევან :maladec: ერთი რამ მიკვირს და ახსნას ვერ ვპოულობ: კოლაბორაციონიზმი არა მარტო საზოგადოების მიერ არის გასაკიცხი, არამედ კანონის მიხედვითაც ისჯება, და თუ ეს ასეა, მაშინ რატომ დადის "სვაბოდაზე" ნაბოზარი ნოღაიდელი, გულაშვილი, და კიდევ ძალიან ბევრი ღანდონი?

 

უზერებო, გაქვთ ამ კითხვაზე პასუხი?

ერთი კითხეთ ლევანს როცა სამეგრელოს იღებდა რუსეთის ადმინისტრატორი სერგო შევარდნაძე რატომ იძახდა მჯერას, როცა ჩააბარა რუს და ოს ოკუპანტებს სამაჩაბლო იძახდა მჯერას, როცა აბარებდა გაგრას და სოხუმს ( მოსკოვის და სოჭის ხელშეკრულებით) იძახდა მჯერას...ამიტომ იგი სერგომ და ჟვანიამ დააჯილდოეს პარლამენტის ბიბლიოთეკის დირექტორად... იყო და არის თუ არა ლევანი , უკაცრავად სელაპი კოლაბორაციონისტი?! ქვეყანა რომ გაიყიდა მაშინ ის ფეხებს ულოკავდა ელცინის გუბერნატორ ედიკას და ახლა ნოღაიდელის შეხვედრა პუტინთან რაიმეთი განსხვავდება მის საქციელთან?! :rolleyes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთი კითხეთ ლევანს როცა სამეგრელოს იღებდა რუსეთის ადმინისტრატორი სერგო შევარდნაძე რატომ იძახდა მჯერას, როცა ჩააბარა რუს და ოს ოკუპანტებს სამაჩაბლო იძახდა მჯერას, როცა აბარებდა გაგრას და სოხუმს ( მოსკოვის და სოჭის ხელშეკრულებით) იძახდა მჯერას...ამიტომ იგი სერგომ და ჟვანიამ დააჯილდოეს პარლამენტის ბიბლიოთეკის დირექტორად... იყო და არის თუ არა ლევანი , უკაცრავად სელაპი კოლაბორაციონისტი?! ქვეყანა რომ გაიყიდა მაშინ ის ფეხებს ულოკავდა ელცინის გუბერნატორ ედიკას და ახლა ნოღაიდელის შეხვედრა პუტინთან რაიმეთი განსხვავდება მის საქციელთან?! :rolleyes:

მეც ძალიან მაინტერესებს ამ კითხვაზე პასუხი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თინა ხიდაშელი (რესპუბლიკური პარტია): " აბხაზია სეგოდნია ნე ტაკაია ბოლშაია პრობლემა დლია გრუზიი, კაკ კორუპცია, პოტერია აბხაზიი ნე რაზრუშიტ გრუზინსკოე გოსუდარსტვო, ა კორუპცია მოჟეტ რაზრუშიტ!" (თ.ხიდაშელი,გვ.216).

დავით ბერძენიშვილი (რესპუბლიკური პარტია):"...აბხაზი იმეიუტ პრავო სოზდატ ოტდელნოე გოსუდარსტვო!"...."ბესპოლეზნო გოვორიტ ო ვხოჟდენიი აბხაზიი ვ სოსტავ გრუზიი"...(დავით ბერძენიშვილი, გვ.136, 137 )

 

ზურაბ ჭიაბერაშვილი (ნაციონალური მოძრაობა): "...ი გრუზინი, ი აბხაზი.. ნახოდიატსა ვ პროცესსე ფორმიროვანია სვოიხ ნაციონალნიხ გოსუდარსტვ".. (გვ.144)

"....ეშიო ოდინ პოდხოდ - ეტო აბსოლიუტნო რაზნიე გოსუდარსტვა - ეტო ზნაჩიტ, შტო გრუზია პრიზნაეტ ნეზავისიმოსტ აბხაზიი" ( ზურაბ ჭიაბერაშვილი, გვ.150)

 

 

პაატა ზაქარეიშვილი (რესპუბლიკური პარტია): " ია ნე რაზ ზამეტილ, ჩტო ონი (ე.ი ქართველები) ნას ნე ნავიდიატ, პოტომუ ჩტო ონი ნამ ნე დოვერიაიუტ"(სიცილი დარბაზში . გვ.9)..." ვ გრუზიი იმენნო იხ სპრაშივაიუტ ვ პერვუიუ ოჩერედ, პოეტომუ იხ ნადო კაკ-ტო ნეიტრალიზოვატ. ესლი პრიზოვიტ ნა ტაკიე ვსტრეჩი პო ოდნომუ ჩელოვეკუ ი კაკ-ტო პროჩიშატ, ნეიტრალიზოვატ - ეტო ბილო ბი ოდნოი იზ სამიხ გლავნიხ ზადაჩ ნაშეგო პროეკტა" (გვ.13)

 

ემზარ ჯგერენაია : " ია გოლოსუიუ ზა ნეზავისიმოსტ აბხაზიი!" ( ე.ჯგერენაია, გვ. 152)

Edited by bimo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თინა ხიდაშელი (რესპუბლიკური პარტია): " აბხაზია სეგოდნია ნე ტაკაია ბოლშაია პრობლემა დლია გრუზიი, კაკ კორუპცია, პოტერია აბხაზიი ნე რაზრუშიტ გრუზინსკოე გოსუდარსტვო, ა კორუპცია მოჟეტ რაზრუშიტ!" (თ.ხიდაშელი,გვ.216).

დავით ბერძენიშვილი (რესპუბლიკური პარტია):"...აბხაზი იმეიუტ პრავო სოზდატ ოტდელნოე გოსუდარსტვო!"...."ბესპოლეზნო გოვორიტ ო ვხოჟდენიი აბხაზიი ვ სოსტავ გრუზიი"...(დავით ბერძენიშვილი, გვ.136, 137 )

 

ზურაბ ჭიაბერაშვილი (ნაციონალური მოძრაობა): "...ი გრუზინი, ი აბხაზი.. ნახოდიატსა ვ პროცესსე ფორმიროვანია სვოიხ ნაციონალნიხ გოსუდარსტვ".. (გვ.144)

"....ეშიო ოდინ პოდხოდ - ეტო აბსოლიუტნო რაზნიე გოსუდარსტვა - ეტო ზნაჩიტ, შტო გრუზია პრიზნაეტ ნეზავისიმოსტ აბხაზიი" ( ზურაბ ჭიაბერაშვილი, გვ.150)

 

 

პაატა ზაქარეიშვილი (რესპუბლიკური პარტია): " ია ნე რაზ ზამეტილ, ჩტო ონი (ე.ი ქართველები) ნას ნე ნავიდიატ, პოტომუ ჩტო ონი ნამ ნე დოვერიაიუტ"(სიცილი დარბაზში . გვ.9)..." ვ გრუზიი იმენნო იხ სპრაშივაიუტ ვ პერვუიუ ოჩერედ, პოეტომუ იხ ნადო კაკ-ტო ნეიტრალიზოვატ. ესლი პრიზოვიტ ნა ტაკიე ვსტრეჩი პო ოდნომუ ჩელოვეკუ ი კაკ-ტო პროჩიშატ, ნეიტრალიზოვატ - ეტო ბილო ბი ოდნოი იზ სამიხ გლავნიხ ზადაჩ ნაშეგო პროეკტა" (გვ.13)

 

ემზარ ჯგერენაია : " ია გოლოსუიუ ზა ნეზავისიმოსტ აბხაზიი!" ( ე.ჯგერენაია, გვ. 152)

მეც მაქვს წაკითხული მათი ეს გამონათქვამები და მაგიტომაა რომ ვიძახი კოაბორაციონისტები არიან რესპუბლიკელები მეთქი , თორემ პიროვნულად არც ვიცნობ არც ერთს და რას ვერჩი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეც მაქვს წაკითხული მათი ეს გამონათქვამები და მაგიტომაა რომ ვიძახი კოაბორაციონისტები არიან რესპუბლიკელები მეთქი , თორემ პიროვნულად არც ვიცნობ არც ერთს და რას ვერჩი

თუ გაქვს სადმე იქნებ მიმითითო წყარო და დადო ფორუმზე ნაწილი მაინც! ღმერთამა დაგლოცოს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...