ლ ი ც ი Posted January 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 7, 2010 ლევან ბერძენიშვილი-“საერთოდ, სამარცხვინოა, როდესაც ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგებმა მეგობრად გაიხადეს ზურაბ ნოღაიდელი. როგორც ჩანს, ნოღაიდელმა და პუტინმა კარგად იციან, როგორ ელაპარაკონ ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს. ნოღაიდელი ხვდება პუტინს, მაგრამ შეიძლება ვიღაცამ რუსეთის აგენტი რესპუბლიკელებს ეძახოს. კარგია, რომ გამოჩნდა ვინ ვინ არის. პუტინის “მეგობარი” ადამიანის ლიდერად დაყენებას, ზოგიერთებს ვურჩევდი, გაერკვნენ ჩვენს ისტორიაში და კარგად დაითვალონ რუსეთმა რამდენჯერ და როგორ მოატყუა საქართველო. შეიძლება სააკაშვილი გძულდეს, მაგრამ არ მესმის, ამის სანაცვლოდ პუტინი როგორ უნდა შეგიყვარდეს! ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, სააკაშვილს შევხვდი და პუტინს რატომ არ შევხვდებიო. ამ ლოგიკის არაფერი მესმის”, - დასძენს ლევან ბერძენიშვილი.“დიახ, რუსეთთან დალაპარაკება აუცილებელია, მაგრამ ეს უნდა გააკეთოს ქვეყნის ხელისუფლებამ და არა ცალკეულმა ოპოზიციონერმა. არ დაგავიწყდეთ, პუტინი არის მტრულად და აგრესიულად განწყობილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. როდესაც მასთან მოლაპარაკებაზე ოპოზიციონერი მიდის, ჩნდება ეჭვი, რომ ის კრემლში მფარველსა და მხარდამჭერს ეძებს. ყველასთვის ცხადია, რომ ნოღაიდელი მოსკოვში ეძებს ფინანსურ მხარდაჭერას. ფულს სუნი არა აქვსო, ძველი ნათქვამია, მაგრამ ამ ნათქვამით ყველაფრის გამართლება არ შეიძლება, დაფინანსებას სუნიც აქვს და ქართული კანონმდებლობით იკრძალება კიდეც. ლოგიკა, რომ სააკაშვილი მტერია, ჩემი მტრის მტერი კი ჩემი მეგობარი, სრულიად მიუღებელია. ამის მიხედვით, პუტინი ჩვენი ოპოზიციის მეგობარი ყოფილა. მრცხვენია, რომ ოდესღაც რაღაც კავშირი მქონდა იმ ხალხთან, ვისაც პუტინი ჩვენი მეგობარი ჰგონია”. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/122088.html საღოლ, ლევან :maladec: ერთი რამ მიკვირს და ახსნას ვერ ვპოულობ: კოლაბორაციონიზმი არა მარტო საზოგადოების მიერ არის გასაკიცხი, არამედ კანონის მიხედვითაც ისჯება, და თუ ეს ასეა, მაშინ რატომ დადის "სვაბოდაზე" ნაბოზარი ნოღაიდელი, გულაშვილი, და კიდევ ძალიან ბევრი ღანდონი? უზერებო, გაქვთ ამ კითხვაზე პასუხი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Pariz Posted January 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 7, 2010 ამ დილიდან პოლიტიკა? არ მინდა, ვერ დავძაბავ ამისთვის გონებას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted January 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 7, 2010 (edited) ლ ი ც ი საოცარი კიდევ ის არის მე მგონი მარტო რესპებმა გავკიცხეთ ნოღაიდელი და ამას რაც მოყვა რუსთავი2-ს მონაწილეობით, ყველამ ვნახეთ. ბევრჯერ მითქვია გინდა ამერიკის აგენტები დაგვიძახონ, თუ გინდ ბირმის, მაგრამ რუსეთის აგენტობა ჩემთვის ისე მიუღებელია რომ მზად ვარ ყელი გამობრვღდნა ამისთვის. Edited January 7, 2010 by ძუკუ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted January 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 7, 2010 კოლაბორაციონიზმი არა მარტო საზოგადოების მიერ არის გასაკიცხი, არამედ კანონის მიხედვითაც ისჯებაკოლაბორაციონიზმი ზოგადად ნიშნავს თანამშრომლობას სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის. ტერმინმა ნეგატიური მნიშვნელობა შეიძინა მეორე მსოფლიო ომის დროს და მომდევნო წლებში. საფრანგეთში კოლაბორაციონისტებს უწოდებენ იმ პირებს, რომლებიც ევროპაში ფაშისტური გერმანიის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე 1939-1945 წლებში თანამშრომლობდნენ ნაცისტებთან. ჩვენს კანონში მუხლი კოლაბორაციონიზმის შესახებ რამდენადაც ვიცი არაა. პუტინთან შეხვედრაც არაა დასჯადი ქმედება. თუ ნოღაიდელი ამ თანამშრომლობის დროს კონკრეტულ დანაშაულს ჩაიდენს, დაისჯება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted January 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 7, 2010 კოლაბორაციონიზმზე გამახსენდა... ეს ნაწყვეტი ილარიონოვის გამოსვლიდანაა. იგი შედგა 2009 წლის 25 თებერვალს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მოსმენაზე. თემა: «კონკურენციიდან კოლაბორაციონიზმამდე: აშშ-რუსეთის ურთიერთობების განმტკიცებისთვის» უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ამერიკა-რუსეთის ურთიერთობათა ევოლუციაზე უბრალო თვალის შევლებითაც იკვეთება გასაოცარი ფაქტი: ამ ორმხრივი ურთიერთობების დროს ამერიკული მხარე პრაქტიკულად ყველა საკითხში მუდმივად იხევს უკან. ათი წლის წინ კლინტონის ადმინისტრაციამ აშკარად და ენერგიულად გამოხატა თავისი შეშფოთება ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევების გამო. რუსეთის ხელისუფლებამ ამერიკელ პარტნიორებს ურჩია, არ ჩარეულიყვნენ რუსეთის შინაურ საქმეებში. საბოლოო ჯამში, აშშ-ის ადმინისტრაცია ასეც მოიქცა. შემდგომ პერიოდში აშშ-ის ადმინისტრაციამ არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება, უკმაყოფილება, პროტესტი რუსეთში თავისუფალი მედიის მოსპობის, ბატონი ხოდორკოვსკის დაპატიმრების, მართლწესრიგის, საარჩევნო სისტემის მოშლის, პოლიტიკური ოპოზიციის შევიწროების, არასამთავრობო ორგანიზაციების განადგურების, საკუთრების უფლების შელახვის, პოლიტიკური მკვლელობების, მეზობლების მიმართ აგრესიული პოლიტიკის და ბოლოს, გაეროს წევრი და სუვერენული სახელმწიფოს - საქართველოსადმი რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო, რასაც მოჰყვა საქართველოს ორი ტერიტორიის - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ფაქტობრივი ანექსია, იქ რუსეთის სამხედრო ბაზების შექმნა და რუსეთის რეგულარული ჯარის ჩაყენება. ყველა ამ შემთხვევაში რუსეთი აშშ-ის ადმინისტრაციას ხმის ჩაკმენდას სთავაზობდა. და ყველა შემთხვევაში, ამერიკა, ადრე თუ გვიან, ამ რჩევას მიჰყვებოდა. ბუნებრივია, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ამგვარი ქცევის გამო სანქციები არ გამოყენებულა. ცოტა ხნის წინ აშშ-მა საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიიდან, საერთაშორისო სამართლის, გაეროს წესდებისა და 1974 წლის 14 დეკემბრის რეზოლუციის უკიდურესად უხეში დარღვევიდან 6 თვეზე ცოტა ნაკლებ დროში, ნატოს რუსეთთან თანამშრომლობის განახლებაზე შეზღუდვაც კი მოუხსნა. ამასწინანდელ წინადადებას ამერიკულ-რუსული ურთიერთობების «გადატვირთვის» თაობაზე ჩეკისტები დაუფარავი სიხარულითა და კმაყოფილებით შეხვდნენ. მათთვის ეს იმას ნიშნავს, რომ ნაოცნებარიდან ბევრს მიაღწიეს. ამ, ე.წ. «მიუნხენის განცხადებას» ისინი აღიქვამენ, როგორც აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის თანხმობას იდეაზე, რომელიც რუსეთის ხელმძღვანელობამ შარშან ზაფხულში წამოაყენა - ეს არის რუსი ჩეკისტების (სპეცსამსახურების) ძალაუფლების აღდგენა პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის ე.წ. «პრივილეგირებული ინტერესების» არსებობის საბაბით. როგორც ვხედავთ, ეს იდეა უსწრაფესად ხორციელდება: შეიქმნა 10 მლრდ დოლარიანი ფონდი; რუსეთი დიდ კრედიტებს აძლევს ყირგიზეთს, ბელორუსიას, უკრაინას. 7 ქვეყანა, რომელიც შედის კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის ხელშეკრულებაში, შეთანხმდა, რომ შეიქმნება სწრაფი რეაგირების ერთობლივი ჯარი; ხორციელდება მტკიცე ფინანსური და პერსონალური კონტროლი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე. რუსეთის ხელისუფლება გამუდმებით ცდილობს უკრაინაში პოლიტიკური რეჟიმისა და მისი პროდასავლური კურსის შეცვლას და საქართველოს ბოლომდე დაპყრობას. გამოცხადებული «თანამშრომლობის» სტრატეგიის, «კონკურენციიდან კოლაბორაციონიზმზე გადასვლის», რუსეთის ამჟამინდელ პოლიტიკურ რეჟიმთან «ურთიერთობების გაუმჯობესების» შედეგები სრულიად ნათელია. ამგვარ ქცევას აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან «დაშოშმინების პოლიტიკასაც» ვერ უწოდებ, რომელიც ჩვენთვის, სამწუხაროდ, კარგად არის ცნობილი 1938 წლის «მიუნხენის გადაწყვეტილების» შემდეგ. ეს კაპიტულაციაა. ეს არის სრული, აბსოლუტური და უპირობო კაპიტულაცია თანამედროვე რუსეთის სპეცსამსახურების, ჩეკისტების, მაფიოზებისა და ბანდიტების რეჟიმის წინაშე. ეს არის ჩეკისტების ხელისუფლების წინაშე რუსეთის დემოკრატების, აგრეთვე პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების ხალხთა იმედების სრული კაპიტულაცია. ხალხებისა, რომლებიც თითქმის საუკუნის განმავლობაში ოცნებობდნენ ამ, მათი მაკონტროლებელი და მატერორებელი სისტემიდან თავის დაღწევას. მაგრამ ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის. ეს რუსეთისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოების დემოკრატიული და ლიბერალური ძალებისთვის იმის დემონსტრირებაა, რომ ამიერიდან აშშ მათ უარს ეუბნება მორალურ დახმარებაზეც კი წარსულის ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში და მათი დაუძინებელი მტრების მხარეს გადადის. ამის შედეგი ისაა, რომ ჩეკისტური რეჟიმი პოსტსაბჭოთა სივრცესა და მის ფარგლებს გარეთ ახალი ავანტიურებისთვის ღია შეთავაზებას იღებს. ტერმინი, ამგვარი სახის პოლიტიკის აღსანიშნავად, «კოლაბორაციონიზმი», მე არ შემირჩევია. ეს კონგრესში მიმდინარე მოსმენების ორგანიზატორთა მიერაა შემოთავაზებული. შესაბამისად, ტერმინი მათთვის, ვინც უნდა განახორციელოს აშშ-ის ადმინისტრაციის სტრატეგია, უკვე შერჩეულია - კოლაბორაციონისტები. დღეს კოლაბორაციონიზმი ორ მთავრობას შორის შესაძლებელია მხოლოდ რუსეთის რეჟიმის პირობებზე თანხმობით და მისი მიზნების მისაღწევად. XX საუკუნის ევროპის ისტორიიდან ვიცით, რას ნიშნავს, როცა რევიზიონისტული «დერჟავა» მტკიცედ დაისახავს მიზნად აღადგინოს კონტროლი მეზობლებზე, სხვა «დერჟავები» კი ამჯობინებენ, არ დაიცვან აგრესიული თავდასხმის მსხვერპლი, პირიქით - აგრესორთან თანამშრომლობას ამჯობინებენ. ჩვენ ისიც ვიცით, რა შედეგი მოჰყვება ხოლმე კოლაბორაციონისტულ პოლიტიკას: ის, ვინც უკან იხევს და ნებდება, მშვიდობას კი არა, ომს მიიღებს, ომს გაუთვლელი და საშინელი შედეგებით. გამორიცხული არ არის, რომ ეს ომი ერთადერთი არ იქნება. და როცა მსოფლიო ამ დღეში ჩავარდება, კოლაბორაციონისტებო, გახსოვდეთ, რომ გაფრთხილებდნენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted January 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 7, 2010 ლ ი ც ი საოცარი კიდევ ის არის მე მგონი მარტო რესპებმა გავკიცხეთ ნოღაიდელი და ამას რაც მოყვა რუსთავი2-ს მონაწილეობით, ყველამ ვნახეთ. ბევრჯერ მითქვია გინდა ამერიკის აგენტები დაგვიძახონ, თუ გინდ ბირმის, მაგრამ რუსეთის აგენტობა ჩემთვის ისე მიუღებელია რომ მზად ვარ ყელი გამობრვღდნა ამისთვის.მარტო რესპუბლიკელებს არ გაუკიცხავთ ამის გამო , სხვა ძალებმა , ეროვნულმა ძალებმა გაცილებით ადრე დაგმეს მისი ქმედება , თუმცა რუსთავმა და სხვა ტელევიზიებმა მარტო რესპები გაუშვეს ეთერში და ეროვნულმა ძალებმა ოდენ გაზეთის ფურცლიდან მოახერხეს ნოღაიდელის კოლაბორაციონიზმის დაგმობა . არ მეტანხმებით რომ ეს ასეა ?სხვათა შორის ვინ გააშუქა ამას წინათ მერაბ კოსტავას საზოგადოებამ საკმაოდ მრავალმონაწილიანი საპროტესტო აქცია რომ მოაწყო საფრანგეთის საელჩოსთან რუსეთისთვის მისტრალის მიყიდვის გამო ? ან რომელი პარტია და პოლიტიკური ძალაშეუერთდა მათ ამ აქტიური ძალებიდან ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted January 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 7, 2010 (edited) ლევან ბერძენიშვილი-“საერთოდ, სამარცხვინოა, როდესაც ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგებმა მეგობრად გაიხადეს ზურაბ ნოღაიდელი. როგორც ჩანს, ნოღაიდელმა და პუტინმა კარგად იციან, როგორ ელაპარაკონ ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს.არადა საქმე სხვა რამეშია პლებისცისტის გამო, ოპოს რომ ალასანიასთვის მხარი დაეჭირანოღაიდელის ვიზიტს ნეგატიურად მხოლოდ ნაცმო შეაფასებდა,მე პირადად ნოღას პუტინთან ვიზიტში ცუდს ვერაფერს ვხედავ, საქ. ინტერესების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად არ მიმაჩნია Edited January 7, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted January 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 7, 2010 არადა საქმე სხვა რამეშია პლებისცისტის გამო, ოპოს რომ ალასანიასთვის მხარი დაეჭირანოღაიდელის ვიზიტს ნეგატიურად მხოლოდ ნაცმო შეაფასებდააი პირველად გეთანხმები მგონიამ ფორუმზე ოღონდ მარტო რესპუბლიკელებს არ გაუკიცხავთ ამის გამო , სხვა ძალებმა , ეროვნულმა ძალებმა გაცილებით ადრე დაგმეს მისი ქმედება , თუმცა რუსთავმა და სხვა ტელევიზიებმა მარტო რესპები გაუშვეს ეთერში და ეროვნულმა ძალებმა ოდენ გაზეთის ფურცლიდან მოახერხეს ნოღაიდელის კოლაბორაციონიზმის დაგმობა . არ მეტანხმებით რომ ეს ასეა ?სხვათა შორის ვინ გააშუქა ამას წინათ მერაბ კოსტავას საზოგადოებამ საკმაოდ მრავალმონაწილიანი საპროტესტო აქცია რომ მოაწყო საფრანგეთის საელჩოსთან რუსეთისთვის მისტრალის მიყიდვის გამო ? ან რომელი პარტია და პოლიტიკური ძალაშეუერთდა მათ ამ აქტიური ძალებიდან ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted January 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 7, 2010 shamili მარტო რესპუბლიკელებს არ გაუკიცხავთ ამის გამო , სხვა ძალებმა , ეროვნულმა ძალებმა გაცილებით ადრე დაგმეს მისი ქმედება , თუმცა რუსთავმა და სხვა ტელევიზიებმა მარტო რესპები გაუშვეს ეთერში და ეროვნულმა ძალებმა ოდენ გაზეთის ფურცლიდან მოახერხეს ნოღაიდელის კოლაბორაციონიზმის დაგმობა . არ მეტანხმებით რომ ეს ასეა ?ერორმა აქცენტი ნოღაიდელის დაგმობაზე კი არ გააკეთა, არამედ იმაზე რასაც ნოღაიდელი ბლუყუნობდა.თქვენ ძალებს ბატონო შამილ ხელისუფლება ამ ეტაპზე არ მიიჩნევს მეტოქედ და შესაბამისად არ რეაგირებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 7, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 7, 2010 ერორმა აქცენტი ნოღაიდელის დაგმობაზე კი არ გააკეთა, არამედ იმაზე რასაც ნოღაიდელი ბლუყუნობდა.ძუკუ არა მგონია ნოღაიდელის ბლუყუნი ბევრმა დაიჯეროს, ჩემო მიშა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted January 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 7, 2010 ძუკუ არა მგონია ნოღაიდელის ბლუყუნი ბევრმა დაიჯეროს, ჩემო მიშანოღაიდელის ვისაც ჯერა გულით მეცოდება , მაგრამ იმ ხალხმა რა ქნან ვისაც ნოღაიდელიც და ალიანსიც რუსეთუმეებად მიაჩნია და მათი ,,დაპირისპირება'' ერისთვის თავბრუსდახვევის რუსულ გათამაშებად Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 7, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 7, 2010 (edited) ნოღაიდელის ვისაც ჯერა გულით მეცოდება , მაგრამ იმ ხალხმა რა ქნან ვისაც ნოღაიდელიც და ალიანსიც რუსეთუმეებად მიაჩნია ჩემო ბატონო shamili , შეგიძლიათ ალიანსის რუსეთთან კავშირის რაიმე ფაქტი მომიყვანოთ? არ შეგიძლიათ, ჩემო ბატონო, რამეთუ ეს "ფაქტი" ნაძირალა ნოღაიდელის ფანტაზიის ნაყოფია მხოლოდ და ბასტა! Edited January 7, 2010 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted January 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 7, 2010 ჩემო ბატონო shamili , შეგიძლიათ ალიანსის რუსეთთან კავშირის რაიმე ფაქტი მომიყვანოთ? არ შეგიძლიათ, ჩემო ბატონო, რამეთუ ეს "ფაქტი" ნაძირალა ნოღაიდელის ფანტაზიის ნაყოფია მხოლოდ და ბასტა!საქმემან შენმან გამოგაჩინოს . 1 . ალიანსის შემადგენელი რესპუბლიკური პარტიის ლიდერები უსუფასვილი და ბერძენიშვილი 2008 წლის საქართველო რუსეთის ომის დაწყებაში ( ყველა ოფიციალურ ექსპერტიზაზე და კომისიაზე ადრე ) ოფიციალურად ადანაშაულებდნენ სააკაშვილს ანუ ქართულ მხარეს ( ისევე როგორც სალომე ზურაბისვილი , სანიკიძე და სხვები რასაც დღეს აგრესიის გამოქართული სარჩელის საწინააღმდეგოდ კონტრ არგუმენტად იყენებს რუსეთი ) . რაც არის პირდაპირი ღალატი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით .2 . რესპუბლიკური პარტიის მიზანია საქართველოს ფედერაციულ მოწყობაზე გადაყვანა ( არამარტო აფხაზეთის ) , რაც მე ისედაც ვიცოდი და რაც ბატონი ძუკუს მიერ დადებულ დოკუმენტშიცაა დადასტურებული ეგრეთ წოდებულ ზაქარეიშვილის კონცეფციაში . მართალია ისინი ამას ასიმეტრიულ მოწყობას უწოდებენ მაგრამ არსით მაინც ფედერაციული მოწყობაა , ანუ რესპუბლიკური პარტია რუსეთს ,,ღალად'' მიართმევს საქართველოში სეპარატიზმის გასარვივებლად გაცილებით გაიოლებულ ბერკეტებს და ამავდროულად არამარტო აფხაზეთსა და სამაცაბლოში . სხვათა შორის მაგ სახელმწიფო მოწყობამ გამოიწვია ესპანეთში კატალონიაში არაოფიციალური რეფერენდუმის ჩატარება კატალონიის ესპანეთიდან გამოყოფის სესახებ , კატალონია ალბათ ვერ გამოეყოფა ესპანეტს , მაგრამ მაინც პრობლემაა ესპანეთისთვის რომელსაც გაცილებით უკეთესი გეოპოლიტიკური მდებარეობა და სამეზობლო გააჩნია ვიდრე საქართველოს და გაცილებით ძლიერი ბერკეტებიგააჩნია მსოფლიო გეოპოლიტიკურ რუკაზე ვიდრე საქართველოს და ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ საქართველო ანალოგიური წყობით და ესპანეთს რომ პრობლემა ექმნება მსგავსი წყობით წარმოიდგინეთ საქართველოში რეებს დაატრიალებს რუსეთი მსგავსი ტერიტორიული მოწყობის შემტხვევაში . გასაგებია რომ ესპანეთი გაუმკლავდება როგორმე მაგ პრობლემას , მაგრამ შეადარეთ ესპანეთის და საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა , სამეზობლო და ბერკეტები მსოფლიო გეოპოლიტიკურ რუკაზე და გაითვალისწინეთ რუსეთის ფაქტორი , ერთმანეთს ადარებთ ესპანეთს და საქართველოს სეპარატიზმთან გამკლავების პოტენციალით , მით უმეტეს რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით ? ანუ რესპუბლიკური პარტიის მიზანია რუსეთს მიართვას ,,ღალად'' მარტივად დაშლადი და შესაბამისად დაშლის მუქარით კონტროლირებადი საქართველო . სხვატა შორიუს არა მარტო მატი პროექტია ეგ , ფორუმი , ნოღაიდელი და ბურჯანაზე გაჩეჩილაზეც ,,მაგათიანები '' არიან მაგ საკითხში .3 . ირაკლი ალასანია ემხრობა აფხაზეთთან ფაქტობრივ კაპიტულაციას და სამხედრო ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულების გახსნას .4 . ალიანსი მუშაობს აფხაზეთისა და სამაჩაბლოსთვის ოკუპირებული ტერიტორიის სტატუსის მოხსნის პროექტზე და შასაბამისად რუსეთისთვის ოკუპანტი ქვეყნის სტატუსის მოხსნაზე რაც რუსეთს უდიდეს დისკომფორტს უქმნის საერთასორისო სარბიელზე .5 . ედიკას კომკავშირელ მემარჯვენეებზე მეზარება წერა . მკვდრებზე ან კარგს ამბობენ ან არაფერს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted January 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 7, 2010 5 . რესპუბლიკელი ზაქარეიშვილისგან ქართული მხარის მიერ დაკავებული ოსი მკვლელებისა და სეპარატისტების ოფიციალურად პოლიტპატიმრებად შერაცხვა ანუ 90 წლიდან ყბადაღებული ქართული სახელმწიფოს დადანაშაულება ოსების დევნასა და ფაშიზმში ( შედარებისთვის : ზვიადის ოპოზიციის მიერ ( ანუ იგივე ხალხის მიერ ) ტორეზ ყულუმბეგოვის პოიტპატიმრად შერაცხვა არ დაგავიწყდეთ 91 წელს და გამსახურდიას დადანაშაულება ოსების განოციდში ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 7, 2010 shamili 5 . რესპუბლიკელი ზაქარეიშვილისგან ქართული მხარის მიერ დაკავებული ოსი მკვლელებისა და სეპარატისტების ოფიციალურად პოლიტპატიმრებად შერაცხვა ანუ 90 წლიდან ყბადაღებული ქართული სახელმწიფოს დადანაშაულება ოსების დევნასა და ფაშიზმში ( შედარებისთვის : ზვიადის ოპოზიციის მიერ ( ანუ იგივე ხალხის მიერ ) ტორეზ ყულუმბეგოვის პოიტპატიმრად შერაცხვა არ დაგავიწყდეთ 91 წელს და გამსახურდიას დადანაშაულება ოსების განოციდში )ამ ბრალდებებს რომ ისვრ, იქნებ წყაროც მიგეყოლებია სად თქვა?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.