Jump to content
Planeta.Ge

პატრიარქმა ხალხს თავმდაბლობისკენ მოუწოდა.


Recommended Posts

პატრიარქმა ხალხს თავმდაბლობისკენ მოუწოდა

07 / 01, 2010 11:09

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ხალხს თავმდაბლობისკენ მოუწოდა. უწმინდესმა საშობაო ეპისტოლეში ბრძანა, რომ ვინც წარმატებებს მხოლოდ საკუთარ თავს მიაწერს, ამპარტავნების მორევში იძირება.

“ღმერთი მას ტოვებს და ის უფლებები და შესაძლებლობები, რომელიც ღვთისაგან ჰქონდა ბოძებული, ერთმევა. ხალხისათვის ყოველთვის ის წინამძღოლია პატივსაცემი და საყვარელი, რომელიც ღირსეულია და თავმდაბალი. საქართველოს ისტორიაში ამის არაერთი მაგალითი გვაქვს. გავიხსენოთ წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი, თავმდაბლობის ნიმუშია მისი `გალობანი სინანულისანი~. წმიდა თამარი - თავისი ხელსაქმით გლახაკთათვის საზრდელის მიმცემი და დაუცხრომელი ლოცვით სამშობლოს დამცველი მეომრებისათვის შემწე. ბერად შემდგარი ჩვენი დიდებული მეფეები - დემეტრე I, დავით X, თეიმურაზ I... თავმდაბლობით და თავისი უბრალო ცხოვრებით გამორჩეული იყო მეფე ერეკლე II. როდესაც ძალაუფლების და დიდების მწვერვალზე მყოფი ხელისუფალნი თავმდაბლობის ასეთ უჩვეულო მაგალითს გვიჩვენებენ, რამდენად უფრო მეტად გვმართებს ეს ჩვენ?!”, - ბრძანა პატრიარქმა.

უწმინდესის ეპისტოლეში ასევე ნათქვამია, რომ თითოეული ჩვენგანის და საერთოდ, ჩვენი ერის უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ გვაკლია თავმდაბლობა და გვგონია, რომ ჩვენი ძალებით, ჩვენი ჭკუითა და უნარით შევძლებთ წარმატებების მიღწევას, რაც მადლის მოპოვებაში ხელისშემშლელ გარემოებად იქცევა.

“ღმერთის გარეშე თვით ანგელოზებსაც არ ძალუძთ არარა, მითუმეტეს ჩვენ. ამ დიდებულ დღეს მუხლმოდრეკით, უმორჩილესად შევთხოვ ყოვლადწმიდა სამებას, მოგვანიჭოს თავმდაბლობა”, - ბრძანა უწმინდესმა.

 

 

 

ლიცემერი: გასაგებია რომ ხალხი არაფერ შუაშია და ეზოპეს ენით მიშას ესაუბრება პატრიარქი, რომელსაც აშკარად ამპარტავნავნარევი მიუნჰაუზენიზმი სჭირს (მაგრად გააჭენა). მაგრამ , ჩემი აზრით, მიშა ისე მძიმედ არის ამ საშინელი სენით დაავადებული, რომ პატრიარქის ხმა ძალიან მაღალი ალბათობით დარჩება როგორც უდაბნოში მოღაღადე ხმა "უდაბნო, ლურჯად ნახავარდები".

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 31
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ლ ი ც ი

შობას გილოცავ რამაზ! მაგათზეა ნათქვამი იკითხე ვირის თავზე სახარება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

“ღმერთის გარეშე თვით ანგელოზებსაც არ ძალუძთ არარა, მითუმეტეს ჩვენ. ამ დიდებულ დღეს მუხლმოდრეკით, უმორჩილესად შევთხოვ ყოვლადწმიდა სამებას, მოგვანიჭოს თავმდაბლობა”,

მთელი საქართველო დაავადებული ამპარტავნობით და ესაა ჩვენი ეთნოსისი უბედურების უმთავრესი

წყარო, აქედან მოდის უამრავი კომპლექსი,

ამა ვჯობივარ, იმას ვჯობივარ, ამის დედა, იმის დედა,

ხოდა ბოლოს ეს ყველაფერი ჩვენსკენ ტრიალდება,

მერე ჩნდება დეპრესია და თვითგვემები, ანუ სასოწარკვეთილება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

შობას გილოცავ რამაზ

ძუკუ

მეც გილოცავ, ჩემო მიშა :maladec:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგათზეა ნათქვამი იკითხე ვირის თავზე სახარება

ვირის არა. მგლის თავზეა ნათქვამი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ვირის არა. მგლის თავზეა ნათქვამი.

სწორი ბრძანდებით, მაგრამ ამით არაფერი არ იცვლება.

შობას გილოცავთ სატურნ ბატონო ახლად შექმნილ ოჯახთან ერთად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

სწორი ბრძანდებით, მაგრამ ამით არაფერი არ იცვლება.

შობას გილოცავთ სატურნ ბატონო ახლად შექმნილ ოჯახთან ერთად.

გმადლობ. მეც გილოცავთ ყველას, მრავალს დაესწარით :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა გამოხტებიან ნაციკები და აჭიჭყინდებიან - ეკლესია სახელმწიფოს მართვის საქმეში ერევაო :))

არა და იმდენიც არ ესმით, რომ მხოლოდ რჩევას აძლევს - ძალას არავინ ატანთ, უნდათ შეისმინონ, უნდათ არა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა გამოხტებიან ნაციკები და აჭიჭყინდებიან - ეკლესია სახელმწიფოს მართვის საქმეში ერევაო :))

არა და იმდენიც არ ესმით, რომ მხოლოდ რჩევას აძლევს - ძალას არავინ ატანთ, უნდათ შეისმინონ, უნდათ არა

ახალგაზრდებს მოუწოდა ნუ ბილწსიტყვაობთ და განსაკუთრებით საკუთარ დედიკოების მიმართ..

და ეს, რომ დაფიქრდე ხომ არის საკუთარი აზრის გამოხატვის უფლების შეზღუდვა?

 

ეს ფანატიკოსები საკუთარი დედის გინებასაც არ გვაცლიან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა გამოხტებიან ნაციკები

kisa

ვისი თამადობით?

 

პროვოკატორსმაილიკოანიპოსტი :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ეს ფანატიკოსები საკუთარი დედის გინებასაც არ გვაცლიან

:))

თუ სერიოზულად ამაზე აზრზენი რამე ჩემთვის არ არის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

თუ სერიოზულად ამაზე აზრზენი რამე ჩემთვის არ არის.

პატრიარქმა ახალგაზრდების მოუწოდა რომ დანებით არ ეარათ ქუჩაში,

ეს მოწოდება ხშირად გადაიცემა საპატრიარქოს არხზე,

ხოდა ერთ-ერთ ფორუმზე, ერთ-ერთი მიშისტი წერს,

ესაო, თან მწვანე ღიმილიანი სმაილიკით, დანებით არ შეიძლება და ჯაყვებით და ყამებით შეიძლებაო? :))

(იტოგში ცივი იარაღი უნდა ეთქვა პატრიარქს მაგრამ რა დონეა რომ ეს ტერმინი არ გამოიყენაო რაა :)) ეს ჩემი კომენტარია)

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ აკლიათ ამის სპეციალისტები - მოიძებნება ვინმე

შემთხვევით "მენა" ხომ არ მგულისხმობთ? :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

შემთხვევით "მენა" ხომ არ მგულისხმობთ?

ნუ რა ეჭვიანი ხარ - რა გეშველება :D

რა თქმა უნდა - არა :2kiss:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...