Jump to content
Planeta.Ge

ოდესმე მიუტოვებიხართ ადამიანს, რომელიც გიყვარდათ?


Recommended Posts

ოდესმე მიუტოვებიხართ ადამიანს, რომელიც გიყვარდათ?

და თუ ხო, მაშინ რამდენ ხანს გრძნობდით თავს უბედურად? რამდენ ხანში ჩაიარა მწუხარებამ , რამდენ ხანში გამოცოცხლდით?

 

ერთმა მიმატოვა, მაშინ როცა ქორწინებაც კი გადაწყვეტილი გვქონდა და დათქმული.... ორი კვირა მკვდარი ვიყავი... მერე ცოტა მოვსულიერდი, მაგრამ დანაკარგი გრძნობა ახლაც არ გამდის... ახლაც არ ვიცი რა მოხდა... :))

 

მეორედ, სამი დღე ვიავადმყოფე :)) ეს არ იყო სერიოზული ამბავი... უბრალოდ მომწონდა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 142
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ერთმა მიმატოვა, მაშინ როცა ქორწინებაც კი გადაწყვეტილი გვქონდა და დათქმული.... ორი კვირა მკვდარი ვიყავი... მერე ცოტა მოვსულიერდი, მაგრამ დანაკარგი გრძნობა ახლაც არ გამდის... ახლაც არ ვიცი რა მოხდა... :))

 

ინგლისურად წავიდა? :blink:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგი თემები გაქვთ საერთოდ

irene

უღრმესი მადლობა. გაიხარე :2kiss:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ინგლისურად წავიდა? :blink:

:))

საქმე ისაა, რომ მიზეზიც ვერ გავიგე, რატომ და რისთვის...

ეს ახლაც მაწუხებს... 10 წელიწადზე მეტი გავიდა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოდესმე მიუტოვებიხართ ადამიანს, რომელიც გიყვარდათ?

არ მიუტოვებივარ, მე კი მიმიტოვებია :))

 

cvimis gogo

როცა მიგატოვებს უფრო ადვილია, ვიდრე შენ რომ ტოვებ..

საკამათოა ეს.

ტოვებენ იმ შემთხვევაში, თუ არ ან აღარ უყვარხარ ( გარდაცვალებაზე არ მაქ საუბარი)

სიყვარულის გარეშე კი ადამიანთან ყოფნა საკუთარ ტავზე ძალადობაა - გულახდილობა სჯობს ყველაფერს.

კი ძალიან მტკივნეულია ეს პროცესი ორივე მხარისათვის, მაგრამ აუცილებელი - როგორც გადაუდებელი ოპერაცია

რა ვიცი მე ესე ვფიქრობ

 

იმიტომ რომ გიჯობს მსხვერპლი იყო, ვიდრე ჯალათი?

ჯალათი და მსხვერპლი?

რავიცი - მე ესე არ აღვიქვამ

სიყვარულის გარეშე ადამიანთან ყოფნა ( მხოლოდ სიბრალულის გაამო - რამდენად მორალურია?) ჩემთვის მუდმივ ტყუილში ცხოვრებას ნიშნავს, არადა ეს ხომ მაინც ჩანს - უარესი წამებაა ორივესთვის ვიდრე ერთხელ და სამუდამოდ გარკვევა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ ვიცი მიყვარდა თუ არა და რა არის სიყვარული, ამაშიდაც ვერ გავერკვიე მე მგონი, მაგრამ უკვე ისე შეჩვეულები ვიყავით, 5 წელზე მეტი გვქონდა ურთიერთობა... უმისოდ ვერ წარმომედგინა ცხოვრება, არა იმიტომ ალბათ, რომ ტარიელივით ველად გავიჭერი, არა, მე მგონი მიჩვეული ვიყავი იმას, რომ იყო ვიღაც ჩემ ცხოვრებაში...

 

იმდენად მოულოდნელი და აუხსნელი იყო ჩემთვის, რომ ახლაც ვერ გამიგია რა მოხდა მაშინ... :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:))

საქმე ისაა, რომ მიზეზიც ვერ გავიგე, რატომ და რისთვის...

ეს ახლაც მაწუხებს... 10 წელიწადზე მეტი გავიდა...

 

ხოდა მაგას ვკითხულობდი რატომ დარჩა მიზეზი გაუგებარი - განმარტების გარეშE და დამშვიდობების გარეშე წავიდა?... უკაცრავად... რას ჩაგეძიეთ...

Edited by irene
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ ვიცი მიყვარდა თუ არა და რა არის სიყვარული, ამაშიდაც ვერ გავერკვიე მე მგონი, მაგრამ უკვე ისე შეჩვეულები ვიყავით, 5 წელზე მეტი გვქონდა ურთიერთობა... უმისოდ ვერ წარმომედგინა ცხოვრება, არა იმიტომ ალბათ, რომ ტარიელივით ველად გავიჭერი, არა, მე მგონი მიჩვეული ვიყავი იმას, რომ იყო ვიღაც ჩემ ცხოვრებაში...

 

იმდენად მოულოდნელი და აუხსნელი იყო ჩემთვის, რომ ახლაც ვერ გამიგია რა მოხდა მაშინ... :))

 

ბევრი ყოფილა ისეთი შემეთხვევები, ასე მიუტოვებიათ, მერე რაღაც დროის შემდეგ ისევ ერთად ყოფილან მაგრამ ის მიტოვებული მიმხვდარა რომ ის სულაც არ ყოფილა ის ადამიანი ვინც სჭირდებოდა.. მაინც დაშორებულან...

 

მხოლოდ მიზეზი გტანჯავს, თორე შეიძლება არც გიყვარდეს ...

Edited by Pariz
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქმე ისაა, რომ მიზეზიც ვერ გავიგე, რატომ და რისთვის...

არ არის ეს კარგი საქიელი, მაგრამ იმაზე ხომ არ გიფიქრია, რომ რაღაცის ისე შეეშინდა, რომ ვერც კი გაბედა ახსნა :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

georgekh13

არც იმის ვარიანტი არ გქონია გაგერკვია? არსად შეგხვედრია ამ ხნის მანძილზე?

არა...

ბოლო შეხვედრა რომ გვქონდა, არაფრით არ მითხრა... კარგი ხარო, ანგელოზი ხარო, მაგრამ არაო...

რა მოხდა მეთქი და არაო, უბრალოდ გადავიფიქრეო...

ბოლოს რომ ვშორდებოდით, მითხრა, შეიძლება მალე გავთხოვდეო... და მართლაც ორ კვირაში გათხოვდა...

:))

მის მერე 10 წელი გავიდა, მეტიც კი, და არ მინახავს... მე არ ვარ საქართველოში...

ორი წლის წინ დავურეკე დაბადების დღეზე... ორი ბავშვი ყავს... და ისე ვისაუბრეთ, თითქოს გუშინ ვილაპარაკეთ ტელეფონით ბოლოს... თითქოს არც ყოფილა ის 10 წელი ჩვენ შორის...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ არის ეს კარგი საქიელი, მაგრამ იმაზე ხომ არ გიფიქრია, რომ რაღაცის ისე შეეშინდა, რომ ვერც კი გაბედა ახსნა :))

კი, რა თქმა უნდა...

 

რა თქმა უნდა ჰქონდა სერიოზული მიზეზი...

არ იყო შტერუკა გოგო და არც პატარა... სამედიცინოში ერთად დავდიოდით 5 თუ 6 წელი, მიუხედავად იმისა, რომ მე უნივერსიტეტში ვსწავლობდი :))

 

და საკმაოდ უარყოფითად აისახა ჩემი სამედიცინოში სიარული ჩემ ჩათვლის წიგნაკზე :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

georgekh13 :maladec:

:))

 

ერთი თვე მოვუნდი სამედიცინო ინსტიტუტის ლექციების სისტემის გარკვევას...

:))

 

ერთხელ მორგშიც კი მომიწია შესვლამ (არ ვიცოდი მორგი თუ იყო... ასე ეწერა, პათანატომიის კათედრაო... )... შევიჭყიტე, აქ თუ არის მეთქი, ტყუილად რომ არ ველოდო-თქო და კინაღამ გული გამოსკდა შიშისგან... :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღემდე გიყვარს.... :))

 

თუმცა თუ განშორებისას ფსიქოლოგიური წყვეტა არ შედგა მით უფრო დიდხანს გრძელდება ხოლმე "გლოვა" ... :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...