lasha1997 Posted January 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2010 Nukriko მემარცხენეობამ რომ გაამართლა ეს ჩინეთის საკითხშიც კარგად ჩანს.. მემარჯვენისტული ამერიკა ვალებს კრედიტებში იღებს მემარცხენულ ჩინეთისგან სად იცხოვრებდი,ჩინეთში თუ შტატებში? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted January 6, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2010 lasha1997 სად იცხოვრებდი,ჩინეთში თუ შტატებში?შვედეთში რომელიც არის სოციალისტური ან რომელიმე სკანდინავიურ ქვეყანაში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted January 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2010 შვედეთში რომელიც არის სოციალისტური ან რომელიმე სკანდინავიურ ქვეყანაში ეგრე მე ახალ ზელანდიაში ვიცხოვრებდი და სიტყვას ბანზე ნუ მიგდებ. : Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted January 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2010 Nukriko მითხარი საქართველოში მილიონერი რომელმაც პატიოსანი შრომით მოიპოვა მილიონებიკახა კალაძე მაგალითისთვის. მაგრამ ჩვენ საქართველოზე არ ვმსჯელობთ ახლა. საუბარია იდეოლოგიაზე. lasha1997 სად იცხოვრებდი,ჩინეთში თუ შტატებში?ეს ხალხი ვინც პრო ბოლშევიკურ ლოზუნგებს ისვრის მართლა უნდა შეყარო ჩინეთში და ამუშავო იქ ვირივით ბრინჯის აღებაზე, მერე მოვლენ აზრზე : Nukriko შვედეთში რომელიც არის სოციალისტური ან რომელიმე სკანდინავიურ ქვეყანაშიშენი აზრით ქვეყნის მოწყობის და მართვის სტილის მიხედვით შვედეთს და აშშ-ს უფრო მეტი საერთო აქვს თუ შვედეთს და კუბას? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted January 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2010 lasha1997 ეგრე მე ახალ ზელანდიაში ვიცხოვრებდი და სიტყვას ბანზე ნუ მიგდებ. პირველად არ მესმის ეს და რა ხდება იქ ისეთი - აღთქმული ქვეყანაა თუ რა არის იმნაირი ამერიკას რომ ჯობია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted January 6, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2010 lasha1997 ეგრე მე ახალ ზელანდიაში ვიცხოვრებდი და სიტყვას ბანზე ნუ მიგდებბანზე არ ვაგდებ სიტყვას, არსებობს უამრავი მიზეზი რატომაც არ ვიცხოვრებდი ჩინეთში 1) კულტურული და მენტალური განსხვავებულობაა 2) მოსახლეობა არის ძალიან ბევრი, შესაბამისად ქონება იყოფა თანაბრად, ამის და მიუხედავად მოსახლეობის სიმრავლის გამო, ცოტა რაოდენობით აქვთ ხოლმე შემოსავალი. ამერიკული სისტემა რომ იყოს ეხლა ჩინეთში, ყოველთვიურად მილიონობით ადამიანი შიმშილისგან მოკვდებოდა... პრობლემები უფრო სერიოზული აქვს ჩინეთს ვიდრე ამერიკას, მარა მისი სისტემის წყალობით ის ხვალინდელი მსოფლიო ჰეგემონია... ასე რომ საცხოვრებლად ჩინეთი (თუ არ ჩავთვლით რამოდენიმე ქალაქს) არ გამოდგება, რადგან იქ რადიკალურად განსხვავებული პრობლემებია.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted January 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2010 Nukriko მოსახლეობა არის ძალიან ბევრი, შესაბამისად ქონება იყოფა თანაბრად, ამის და მიუხედავად მოსახლეობის სიმრავლის გამო, ცოტა რაოდენობით აქვთ ხოლმე შემოსავალი.კუბაზე ცხოვრობს ცოტა ხალხი. წახვალ? : Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted January 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2010 Saturn მემარცხენეობას, ბევრ ნაკლთან ერთად, ორი დიდი სიკეთე გააჩნია - ხელმისაწვდომი განათლება და ხელმისაწვდომი მედიცინა. ჩვენთან რა სიტუაციაა ორივე ამ სფეროში, ყველამ კარგად ვიცით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted January 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2010 (edited) Saturn მემარცხენეობას, ბევრ ნაკლთან ერთად, ორი დიდი სიკეთე გააჩნია - ხელმისაწვდომი განათლება და ხელმისაწვდომი მედიცინა. ჩვენთან რა სიტუაციაა ორივე ამ სფეროში, ყველამ კარგად ვიცით.ჩვენთან არ არის ჩამოყალიბებული არც მემარცხენეობა და არც მემარჯვენეობა, ჩვენ ვართ სისტემის ჩანასახის მდგომარეობაში. მაგრამ განვითარებულ ქვეყნებს გადახედე. ის შვედეთიო რომ იძახიან, არ არის ეგ ტიპიური მემარცხენე წყობის მქონე ქვეყანა. შვედური სოციალიზმი სხვა წყობაა და ჩე გევარას იდეებთან არაფერი აქვს საერთო. ამ მედიცინაზე ერთ ამბავი გამახსენდა. აშშ-დან იყო საბჭოთა კავშირში დელეგაცია ჩამოსული, წაიყვანეს და აჩვენეს საავადმყოფოები და უთხრეს "ჩვენთან ეს საავადმყოფოები უფასოა"-ო. "მასეთი საავადმყოფოები ჩვენთანაც უფასოა"-ო იყო პასუხი : Edited January 6, 2010 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted January 6, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2010 Saturn კახა კალაძე მაგალითისთვის.კარგი ერთი კაცო, :DD მოიყვანა უსერიოზულესი მაგალითი. მე გეუბნები საქართველოში რომელი ბიზნესი გაკეთდა პატიოსნათ სუფთა ფულით. რჩეულიშვილი რომ არის და მისი ცოლი და ცოლის და, ეხლა კარგი რა, ყველამ ვიცით რომ ტიპს სახელმწიფოსგან მოპარული აქვს ფული.. ნოღაიდელი და ბურჯანაძე იგივე, სააკაშვილის ოჯახი, მისი ძმების ბიზნესი :DD მაგრამ ჩვენ საქართველოზე არ ვმსჯელობთ ახლა. საუბარია იდეოლოგიაზე.შენ ეხლა რაღაც ცარიელი იდეოლოგია თუ მოგაქვს ფაქტების გარეშე, ესე შეიძლება იდეალურად გამოიყვანო ყველანაირი იდეოლოგია..შენი აზრით ქვეყნის მოწყობის და მართვის სტილის მიხედვით შვედეთს და აშშ-ს უფრო მეტი საერთო აქვს თუ შვედეთს და კუბას?კუბა კომუნისტურია და არა სოციალისტური. ამის მიუხედავად არსებობს რამოდენიმე კონპნენტი მემარცხენეობა ეკონომკაში არის ან სახელმწიფოს კონტროლი ეკონომიკაზე რაც კომუნიზმია, ან სახელმწიფოს მიერ ეკონომიკის დარეგულირება რაც სოციალიზმია. მემაჯვენეობა თავისუფალ ბაზრის იდეას აწვება. მემარჯვენეობაც და მემარცხენეობაც იყო დემოკრატიულიც და ავტორიტარულიც, უამრავი მაგალითია ამის. ასევე სამოქალაქო სექტორის განვითაღება მემაცხენულ იდეოლოგიშიც დევს და მემარჯვენულშიც. მარა მემარჯვენეები ამბობენ რომ სოციალური წყობა იერარქიულიაო, მემარცხენეები თანასწორობის იდეის ერთგულნი არიან. ასე რომ ჩემი აზრით აშშ, შვედეთი და კუბა სამი განსხვავებული სისტემებია, რომლებიც შეიძლება რაღაცით ჰგავდნენ ერთმანეთს, მარა შინაარსით განსხვავებულები არიან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted January 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2010 ნაცმოური მემარჯვენეობა იმაში გამოიხატებარომ მოსახლეობა რაც შეიძლება სოციალურად დაუცველი იყოს,ანუ არ დაფინანსება განათლების, სამედიცინო მომსახურების,დაქირავებულების უუფლებობა,+სახელმწიფო ქონების გაყიდვა-ეგ. წ. პრივატიზაცია ხოლო მემარცხენეობა კი იმაში რომ სახელმწიფო თავისი დილიხორით როცა გაუსწორდებაერევა ბიზნესის საქმეებში და მესაკუთრეების დედას ტირობს ბოლშევიკურად Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted January 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2010 ამერიკული სისტემა რომ იყოს ეხლა ჩინეთში, ყოველთვიურად მილიონობით ადამიანი შიმშილისგან მოკვდებოდა... აი ეს მბრიდავს რა და კომუნისტი ხარ? თქვენ რომ ზანგებს აწვალьებთ?: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted January 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2010 Nukriko რჩეულიშვილი რომ არის და მისი ცოლი და ცოლის და, ეხლა კარგი რა, ყველამ ვიცით რომ ტიპს სახელმწიფოსგან მოპარული აქვს ფულიგიპასუხეთ მაგაზე:ჩვენთან არ არის ჩამოყალიბებული არც მემარცხენეობა და არც მემარჯვენეობა, ჩვენ ვართ სისტემის ჩანასახის მდგომარეობაშიველური კაპიტალიზმსაც უწოდებენ ასეთ წყობას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted January 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2010 კუბაზე ცხოვრობს ცოტა ხალხი. წახვალ? კუბას შევედეთისა და აშშ-ს კონტექსტში ნუ განიხილავ, ჰაიტისა და დომინიკის რესპუბლიკას - უახლოეს მეზობლებს - შეადარე. ან საქართველოს - ცეერუს მონაცემებით (მშპ ერთ სულ მოსახლეზე) კუბა 85-ეა, ჩვენ - 114-ე. და, შენ წარმოიდგინე, უკრაინასაც უსწრებს - 99-ე. http://en.wikipedia.org/wiki/List_of_count...PPP)_per_capita Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted January 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2010 Saturn ჩვენთან არ არის ჩამოყალიბებული არც მემარცხენეობა და არც მემარჯვენეობა, ჩვენ ვართ სისტემის ჩანასახის მდგომარეობაში. მაგრამ განვითარებულ ქვეყნებს გადახედე. ის შვედეთიო რომ იძახიან, არ არის ეგ ტიპიური მემარცხენე წყობის მქონე ქვეყანა. შვედური სოციალიზმი სხვა წყობაა და ჩე გევარას იდეებთან არაფერი აქვს საერთო. კი ბატონო - არ არის ჩამოყალიბებული პოლიტიკურ დისკურსში, მაგრამ არა საკუთრივ პოლიტიკურ აქტივობაში. მაგ., ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა არის ულტრა-მემარჯვენე. (ბოლო დროს არა მარტო ეკონომიკური - იხ. არხი 'საქართველო' და მასხარაშვილის მიერ ისტორიის გამასხარავება). ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ თავად საჰაკა ვარდიანობის დროს ულტრა-მემარცხენე ლოზუნგებით მოდიოდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.