Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ოსმა სეპარატისტებმა ფლიევის "გატაცებაზე" სისხლის სამართლის საქმე აღძრეს

თბილისი 17:23 - 05.01.10 "ჯი-ეიჩ-ენი"

ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ე. წ. გენპროკურატურამ გენადი ფლიევის "გატაცების" ფაქტზე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით საქმე აღძრა.

ე. წ. გენპროკურატურის ინფორმაციით, გენადი ფლიევი სამხრეთ ოსეთის "სახელმწიფო" დაცვის სამსახურის თანამშრომელი იყო. ე. წ. გენპროკურატურა ასევე იუწყება, რომ ფლიევი "საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მაშინ დააკავეს, როდესაც სამსახურში მიდიოდა. ამ დილით სეპარატისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, ფლიევის დაკავება მაშინ მოხდა, როდესაც იგი დილის გამაჯანსაღებელ ვარჯიშს ასრულებდა.

 

"გენპროკურატურის მიერ ხელთ არსებული ინფორმაციით, დაკავებისას ფლიევს თავდამსხმელებმა ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიაყენეს და ამჟამად იგი საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ერ-ერთ საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება", _ იუწყება ოსური მხარე.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა გორის რაიონის სოფელ ნიქოზში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარებით შეიარაღებული ოსური უკანონო ბანდფორმირების წევრი, 35 წლის გენადი ფილიევი დააკავეს. ფლიევის დაკავების საკითხზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს მიჯილი.

 

 

ოსები თუ მართალს ამბობენ გამოდის, რომ მაგარი ჯეიმს ბონდები გვყოლია :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოსები თუ მართალს ამბობენ გამოდის, რომ მაგარი ჯეიმს ბონდები გვყოლია

ჯეიმს ბონდები არ ვიცი და სპეც სამსახურები საკმაოდ მაღალი დონის ჰყავს საქართველოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯეიმს ბონდები არ ვიცი და სპეც სამსახურები საკმაოდ მაღალი დონის ჰყავს საქართველოს.

 

ანუ რეალურად შეუძლიათ ცხინვალიდან ბოევიკების მოტაცება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

კე გლეჯამენ ჩვენი სოფლელი სპეცნაზებლები. დააჭერინე სკამის ფეხები 9 ცალს და აცემინე 16 წლის ბავშვი. რა თქმა უნდა თან უნდა გამოთქმით აგინონ.

იმენა "სპეცნაზი" ანუ კოდუას ხალხი მაგარი არაპროფესიონალები ყავს შსს-ს და ეგენი მხოლოდ და მხოლოდ ერთგულების ნიშნით ყავთ დაკომპლექტებული, ძირითადად სოფლელი, უსწავლელი ( მათ შორის სპეცმომზადება გაუვლელი) მუტრუკებით.

ძალიან ძლიერი კონტრდაზვერვა გვყავს, საკმაოდ მაღალ დონეზე მომზადებული კრიმინალისტები, პატრულის მომზადების დონეც დამაკმაყოფილებელზე მეტია აშკარად. მომსახურების სააგენტოც საკაიფოდ მუშაობს.

სოდ-ი, კუდ-ი და სპეცნაზი არი მძღნერობა და ერთადერთი მიზეზით არსებობენ, რეჟიმის ყველა საშუალებით გასამყარებლად და შესაბამისად იქ მოსახვედრად არანაირი მნიშვნელობა არა აქვს მომზადების დონეს და პროფესიონალიზმს. ერთადერთი კრიტერიუმი უსაზღვრო ერთგულებაა. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nostradamusi

სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ე. წ. გენპროკურატურამ გენადი ფლიევის "გატაცების" ფაქტზე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით საქმე აღძრა.

მაპატიეთ ყველამ და ამ ინფორმაციაში ეს მჭრის თვალს

საერთოდ ჩამოყალიბდნენ რა - რა კანონები აქვთ ამ ეგრეთწოდებულ "სამხრეთ ოსეთში" თუ ჯანდაბაში!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯეიმს ბონდები არ ვიცი და სპეც სამსახურები საკმაოდ მაღალი დონის ჰყავს საქართველოს.

კარგია თუ გარისკეს (აბსოლიტურად გულწრფელად) თუ პასუხისთვის მზად არიან გამეხარდება. ალბათ ყველას გვესმის ჭადრაკის დაფაზე თეთრები სვლას რომ გააკეთებენ(თუნდაც ლაზიერის მკვლელობა) , შავებმა შეიძლება ქიში დასვან .

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ეიმს ბონდები არ ვიცი და სპეც სამსახურები საკმაოდ მაღალი დონის ჰყავს საქართველოს.

ფხუკ. კი. პოლიტ ოპონენტებს კარგად დასდევენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

პოლიტ ოპონენტებს კარგად დასდევენ

და უიარაღო ხალხზეც კარგად არიან დაგეშილები

წაიღეს ტვინი ამდენი მუქარითა და დუბინკების ქნევით!

რუსებს აქვთ ერთი გამოთქმა - если ты такой умный, чего ты такой бедный?

ასეა ამათი საქმეც - ესეთი ძლიერები ტუ არიან, ტერიტორია რატომ გვაქ ახეული?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

რუსებს აქვთ ერთი გამოთქმა - если ты такой умный, чего ты такой бедный?

მერე ეთანხმები მაგ გამოთქმას?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მერე ეთანხმები მაგ გამოთქმას?

პროვოკაციებს შეეშვი))

 

შენ ის თქვი, ჩვენი სპეცსამსახურები მართლა ყოვლისშემძლეები არიან?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

შენ ის თქვი, ჩვენი სპეცსამსახურები მართლა ყოვლისშემძლეები არიან?!

რა ყოვლისშემძლეობა უნდა ვიღაც ოსის დაკავებას?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

რა ყოვლისშემძლეობა უნდა ვიღაც ოსის დაკავებას?

აგაშენა ღმერთმა, მეც მაგას ვფიქრობ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

არც ჩვენი ბავშვების დაკავებას უნდა ყოვლადშემძლეობა :)

გამოუშვეს ის ორი რომ ყავდათ დატოვებული?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...