analgin Posted January 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2010 თავდაპირველად, ასაკით პატარებს ამ აბრევიატურებს გაგიშიფრავთ: სკკპ - საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია სუკ - სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი თანამედროვე საქართველოში, ზემოთაღნიშნულ ორგანიზაციებში, გათვალისწინებულ იქნა რა, ცივილიზაციისა და მეცნიერების მიღწევები, წარმატებით განხორციელდა რეფორმები და ახლა ასეთი ფორმა მიიღო: სყყპ - სააკაშვილის ყურმოჭრილ ყმათა პარტია ( ხუმრობით: "სამყაროს ყველაზე #### პრეზიდენტის" ფან-კლუბი) სუკ - საჯდომში უყენია კამერა ... აი რამ გადამაწყვეტინა ამ თემის დაწერა: რამდენიმე თვის წინ ჩემი საცოლის დეიდა გაანთავისუფლეს სამსახურიდან ("ყაზტრანსგაზი"-დან), თუმცა მაშინ ეს არ გამკვირვებია. მისი მეუღლე ანზორ ბურჯანაძის ბიძაშვილია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქალი 32 წელი მუშაობდა ყაზტრანსგაზში (მანამდე საქგაზი), ხოლო გათხოვილია სულ რაღაც 23 წელია, მაინც ვიფიქრე პროსტა ბურჯანაძის გამწარების პონტში მიაყოლეს მეთქი. არადა, კაცმა რომ თქვას წელიწადში ერთხელ თუ შეხვდებიან ხოლმე ეს ოჯახები ერთმანეთს, ვინმე ნათესავის გასვენებაში და მაქსიმუმ დღესასწაულები მიულოცონ ერთმანეთს ტელეფონით.მოკლედ, ეს არ გამკვირვებია მეთქი, მაგრამ იმ დღეს ერთ ძველ მეგობართან ვიყავი, კახელი ბიჭია, რაც ინსტიტუტია დაამთავრა, იმის მერე მოიყვანა ცოლი და ბინაც იყიდა თბილისში, პატარა, ოთახნახევრიანი. თვითონ, მისი მეუღლე და მათი 6 წლის ქალიშვილი ცხოვრობენ, საკმაოდ ხელმოკლე ოჯახი იყო. ეს ბიჭი გაზეთ ლელოში მუშაობდა რეპორტიორად და ასე 300-400 ლარი გამოსდიოდა თვეში, მისი ცოლი იქვე სახლთან, კერძო აფთიაქში (ოღონდ არა პსპ, ავერსი და ა.შ.; არაქსელური, ცალკე პატარა ბანძი აფთიაქი იყო...) მუშაობდა.180 ლარი ჰქონდა ხელფასი. შემოდგომაზე ყურძენს, ღვინოს და ატამს თუ მიაშველებდა ხოლმე მამამისი. ეგ იყო და ეგ. ეკონომიკური კრიზისის გამო "ლელო" ხელფასს ვეღარ აძლევდა და წამოვიდა, 100-120 ლარს მაძლევენ მარტო, ზარალში ვრჩები, ამ ფულის გამო ყოველდღე ვარკეთილიდან დიღომში (რედაქცია ძველი კინოსტუდიის შენობაში იყო) და იქიდან კიდე სხვადასხვა სპორტულ ობიექტზე თუ ღონისძიებაზე არ და ვერ ვივლიო. დარჩნენ ცოლის 180 ლარზე, თუმცა შემოდგომა როგორღაც გადააგორეს, ცოტა ღვინო გაყიდეს, ცოტა არაყი და გამოძვრნენ. ამას წინათ კი იმ აფთიაქის გვერდზე სადაც ამის მეუღლე მუშაობდა, ცოტა დიდი აფთიაქი გახსნილა და განცხადება აუკვრიათ " გამყიდველის ადგილას გვესაჭიროება გამოცდილი ფარმაცევტი. ანაზღაურება - 300 ლარი", გადასულა ამისი ცოლი, მიუღიათ...ოთხ დღეში გაანთავისუფლეს. მაღაზიის მეპატრონეს ოფიციალური წერილი უჩვენებია, სადაც ეწერა : "ბატონო, X..., გაცნობებთ რომ თქვენს მიერ სამსახურში მიღებული N-ის ოჯახი გახლავთ ოპოზიციურად განწყობილი. თავად N კი არჩევნების დროს აქტიურ პროპაგანდას ეწევა ნაციონალური მოძრაობის და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ" წერილის ავტორი ნაციონალური მოძრაობის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ყოფილა. წერილი კი უბნის კოორდინატორს (ნაციონალების) გადაუცია უბნის ინსპექტორებთან ერთად და მოუთხოვიათ მისი გაშვება...ამას წინათ ჩემმა მეგობარმაც მიიღო მონაწილეობა მერიის მიერ გამოცხადებულ ოფიციალურ კონკურსში, მერიის სპორტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, ჯერ რაღაც წერითი გამოცდა ქონდათ, ტესტების პონტში, შედეგები მეორე დღეს კედელზე გამოაკრეს. საუკეთესო შედეგი ჰქონდა ჩემს მეგობარს, დიდი უპირატესობით აჯობა ყველას. მეორე ეტაპი გასაუბრება იყო, უთხრეს ეხლა საუკეთესო რამდენიმეს ვარჩევთ და მესამე, საბოლოო ეტაპზე დავიბარებთო. თქვენი მონაცემები ჩაწერილი გვაქვს და თუ გახვალთ შემდეგ ეტაპზე, დაგირეკავთ და მობრძანდითო. მართლაც დაურეკეს. მივიდა. ისევ გაესაუბრნენ. ორ დღეში დაგირეკავთ ყველას და გეტყვით დაინიშნეთ თუ არაო. დაურეკეს და: გილოცავთ, გამარჯვებული ხართ და მიღებული ხართ ამ სამსახურშიო. შაბათი დღე იყო რო დაურეკეს და ორშაბათს მობრძანდით და ესა და ეს საბუთები მოიტანეთო. მივიდა, ეს საბუთები დაიტოვეს და კადრებშია გასატარებელი, რაღაც ფორმალობებია, საბUტებია დასამზადებელი, კაბინეტი მოსამზადებელიო, ბლაბლაბლაო, რამდენიმე დღე სჭირდებაო, მოვრჩებით და დაგიკავშირდებით ჩვენ თვითონოოო. ელოდა ერთი კვირა, არ დაურეკეს, თვითონ მიაკითხა და აი ცოტაღა დარჩაო, გავიდა კიდევ ერთი კვირა და ცოტაც-ცოტაცო...მერე თავმოყვარეობამ შესაწუხა და იქ აღარც მიდიოდა, აღარც რეკავდა. 3 თვის შემდეგ ჩემთან მოვიდა, ვინმეს ხო არ იცნობ მანდ, გამარკვიონ რა ხდებაო, იმავე დღეს გავურკვიე: რა კონკურსი, რის კონკურსი, რა ატამი, რი ატამიო?! ეგ კონკურსები "ტრუხაზე" ტარდება, კონკურსის ჩატარებამდე იცოდნენ ყველამ ვინც უნდა აეყვანათო. სახელმწიფო სამსახურებში საკონკურსო კომისიები 100%-ით ნაციონალური მოძრაობის წევრებიტაა დაკომპლექტებული და " მოვკლავ დედას, მოვკლავ მამას, თუკი პარტია მიბრძანებს ამასო..." თუ როგორცაა, აღარ მახსოვს : კაროჩე, სამი ტვეა მუშაობს მანდ უკვე კაცი, კონკურსის ბოლო, მესამე დღე რო ჩატარდა, იმის მეორე დილიდან მუშაობსო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kontr-agent 007 Posted January 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2010 და ამ ყოველივეს შემხედვარეს ვინმეს თუ კიდევ ეჭვი ეპარება, რომ ქვეყანას რეჟიმი მართავს კარგად ყოფილა მისი საქმე!!! მოგი...ნთ "დემოკრატიის შუქურა" და ფორპოსტი!!!! :puke: :D Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted January 4, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2010 ეს ყველაფერი არ არის. იმ დღეს ჩემს ეზოში (ვარკეთილში ვცხოვრობ) ყველაზე ცნობილი სიდედრი (რა თქმა უნდა მინაშვილისა) შევნიშნე და კიდევ ერთი წითელქურთუკიანი ქალბატონი, რომლებიც გახსოვთ საკნების დარბევაში მონაწილეობდნენ თავისუფლების მოედანზე და ვითომდა ადგილობრივ მოსახლეობად ასაღებდნენ თავ. ხოდა, უბის ნასედკას ელაპარაკებოდნენ. ეს უბნის ნასედკა მაგარი ანტიკვარია, სომეხი ქალბატონი ამალია, მეტრა ოცი სიმაღლე, რიჟად შეღებილი კაცურად შეჭრილი თმები, მარტოხელა.ნაცმოძრაობის ადგილობრივი კოორდინატორი, კორპუსის არარსებული ამხანაგობის ხელმძღვანელი და ჯერ კიდევ მილიციისდროინდელი ნასედკა. რაღაც ფურცლებს ჩაკირკიტებდნენ, თითებს იშვერდნენ სხვადასხვა ფანჯრის მიმართულებით. რომ მივუახლოვდი, მიიდო ამ ამალიამ ტუჩებზე საჩვენებელი თითი და გაისუსნენ. მეორე დღესაც იგივე მოხდა, ოღონდ ეხლა სრულიად შემთხვევით შევესწარი და სრულიად სხვა ადგილას (ოქროსუბანში), იგივე "სიდედრი" და წიტელკურტკიანი და თქვენ წარმოიდგინეთ იმ უბნის ცნობილ მილიციისდროინდელ ნასედკასთან...ვეღარ მოვისვენე რა ხდებოდა მაინტერესებდა და ერთ ჩემ "ნასედკას" მივადექი : : :ბოდიში და "პასტაიანკა" იყო ჩემი ეს გოგო წლები. მამა ყავს ბებერი მორფინისტი და "ძველი ბიჭი" (სინამდვილეში კაი ხნის გაფუჭებულ-გაბოზებული), 17 წლისამ ამ ათას იმაზე ხტუნაობით ვიღაცისგან შვილი აიკიდა და მარტო ზრდის, სამსახური არ აქვს, დედა პატარა იყო რომ გარდაეცვალა.ნუ მამამისი სულ კაიფშია და მთვრალია. თვითონ არის ერთერთი რაიონის ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორი. თან მაგარი სტაჟიანი და თან გრძელი ფეხების და ზედმეტად მიმზიდველი გარეგნობის გამო ბობოლა ნაცმოელებთან ნამეტანი ახლობლობს.ძალიან რომ უჭირდა და ბავშვის საჭმელი არ ქონდა, ფაქტიურად მე ვუნახავდი ოჯახს, არც დამამცირებლად ვეპყრობოდი და სამსახურიც კი ვუშოვე ადრე. ძალიან მადლიერია ამის გამო ჩემი. მეთქი, აბა ესე და ესეთ რაღაცეებს შევესწარი და რა ხდება, თან სხვათაშორის პირველ პოსტში აღწერილი სამსახურების ისტორიებიც მოვუყევი. რაღა რა ხდება კაცოო, არჩევნები მოდისო, დავალებული გვაქვს სათითაოდ ყველა ოჯახზე დოსიეები მოვამზადოთ, ვინ ჩვენია, ვინ ოპოზიცია, მთელი საქართველოს ერთიანი ბაზა უნდა მოვამზადოთო, ეს მერე კომპიუტერში აგროვდებაო. ეხლა კიდე დაკეტილი ბინები აინტერესბთ, ვისი პატრონებიც წლებია საზღვარგარეთ არიანო, იქ მიდის მოშნად ჩვენი სოფლელი ახლობლების, ოღონდ ჩვენიანების ჩაწერაო. ჩვენი (ნაცმოძრაობის კოორდინატორების და წევრების) ბინების საამისოდ გამოყენებას ვერიდებით, განსაკუთრებით აქტიური წევრებისო, ადვილი გადასამოწმებელი ვიქნებითო. ხოდა ეგ ქალები ალბათ მაგ მითითებებს გასცემდნენ და თან ამოწმებდნენ დაკეტილი სახლები სად რამდენიაო...ისე, ის ჩემი ბოზი მაგარი ცოდოა რა, მაგათთან რო არ იდგეს მამამისს მინიმუმ 15 წლიან სროკზე გაუშვებენ ეგრევე, ამის შვილიც მშიერი რჩება და ოფისში სიარულის ნაცვლად ისევ საუნაში მოუწევს მუშაობა... ისე, ჩვენში დარჩეს და სანამ გამებუტებოდა (რადგან უზულას შეგინების უფლებას არ ვაძლევ ჩემთან, ისევე როგორც უზულას მისი შეგინების), მანამდე მითხრა დიმპიტამ, ჩემი მეგობარი 14 წლის წასულია საქართველოდან, ბოლო 8 წელი საერთოდ არ იყო აქ ნამყოფი და ამ არჩევნებზე (2008წ. 5 იანვარი) სპეციალურად ჩამოვიდაო. ხოდა საარცევნო უბანზე რომ მივიდა, მისი გვარი უკვე გადახაზული იყო ანუ ვიღაცას ქონდა ხმა მიცემულიო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted January 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2010 analgin არ მიწყინო ეჭვი რომ მეპარება და ამას სრული სერიოზულობით წერ? 1 წლის წინ სამსახურიდან და საქართველოდან რომ წამოვედი ეჭვი მღრღნიდა ხოლმე, შევცდი მეთქი... თურმე მართლა შევმცდარვარ, უფრო ადრე უნდა წამოვსულიყავი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2010 (edited) Jonathan Livingston არ მიწყინო ეჭვი რომ მეპარება და ამას სრული სერიოზულობით წერ?კაი რა...სამსახურში აყვანის დროს პირველი რასაც გეკითხებიან, რომელიმე პარტიაშI ხომ არ ხარ და მიშა ხო მაგარიაო! http://www.myvideo.ge/?video_id=714986 ნახეთ ეს ვიდეო! Edited January 4, 2010 by newstudio Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted January 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2010 მაღაზიის მეპატრონეს ოფიციალური წერილი უჩვენებია, სადაც ეწერა : "ბატონო, X..., გაცნობებთ რომ თქვენს მიერ სამსახურში მიღებული N-ის ოჯახი გახლავთ ოპოზიციურად განწყობილი. თავად N კი არჩევნების დროს აქტიურ პროპაგანდას ეწევა ნაციონალური მოძრაობის და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ" წერილის ავტორი ნაციონალური მოძრაობის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ყოფილა. წერილი კი უბნის კოორდინატორს (ნაციონალების) გადაუცია უბნის ინსპექტორებთან ერთად და მოუთხოვიათ მისი გაშვება..წერილი დაიდოს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted January 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2010 პოლნიი ზავალ!ძალიან ცუდ ხასიათზე დამაყენე analgin და აი ამის შემდეგ კიდე იტყვის ვინმე რომ ძალადობას არ აქ ადგილი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted January 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2010 kisa აი ამის შემდეგ კიდე იტყვის ვინმე რომ ძალადობას არ აქ ადგილი?ვერავინ ვერ იტყოდა მაგ წერილის ან ანალოგიურის თუნდაც ერთი ასლი რომ არსებობდეს ბუნებაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted January 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2010 Saturn ვერავინ ვერ იტყოდა მაგ წერილის ან ანალოგიურის თუნდაც ერთი ასლი რომ არსებობდეს ბუნებაში.რომ დაიდოს?თუმცა ვინ მისცემდა იმ ადამიანს ხელში ამ წერილს- ვეშდოკებს არ არიგებენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted January 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2010 არა დეპრეს, მჯერა, უბრალოდ თავიდან ამბავი ისე დაიწყო მეგონა გაზეთის ამონარიდს ყვებოდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted January 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2010 kisa თუმცა ვინ მისცემდა იმ ადამიანს ხელში ამ წერილს- ვეშდოკებს არ არიგებენკაი რა. როგორ წარმოგიდგენია ასეთი რაღაცის უკვალოდ კეთება? ბოლო-ბოლო ვიღაცას ხომ უნდა ევალებოდეს ამ "ოფიციალური დოკუმენტების" მომზადება. შეუძლებელია რომ ინფორმაციამ არ გაჟონოს თუ მასიური სახე აქვს ასეთ დათხოვნებს. ზღაპრებია ეგ. სადღაც ვიღაც ზის და იგონებს ამ ზღაპრებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted January 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2010 ვახ, ე.ი. გავიგებ ინფოს თუ რა ხდება პოლიტიკაშიდა ეგრევე გინების ხასიათზე მოვდივარხელისუფლების პირველ რიგშიდა არასდროს მე ხელისუფლებას და ოპოს არ ვაიგივებდა თანაბარ ჭირად არ მიმაჩნია,იმიტომ რომ მაქვს მხოლოდ ერთი რამის სურვილირომ პროცესი უკეთესობისკენ შეიცვალოს, თუკი ადამიან თვლის რომ ყველა ნაგავიამაშინ შეეშვი ამ პოლიტიკაზე ფიქრს და დაკავდი სხვა რამით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted January 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2010 ვიდეოზე ყბა ჩამომივარდა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted January 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2010 Saturn საღამოზე ამ ტემაში დაგიდებ სურათს, რომელიც გადავიღე მობილურით არჩევნების დროს - მაინდ ერთი ქალი ზის საარჩევნო უბნის კარებთან ( ჩვენ სახლმართველობაში მუშაობდა და ვცნობ მაგას), სიები აქ ხელში, და ვიღაც უბნის :შნირები" დარბოდნენ მტელი დღე მაგის გარშემო.არცევნებიდან მეორე ტუ მესამე დღეს ეზოდან ამ ქალის ხმა გავიგონე ( ფანჯარა ღია მქონდა), კორპუსის კომენდატს თუ რაც ქვია იმას ელაპარაკებოდა ( ის ქალი ჩემი მეზობელია) - დაარიგეო უკვე ფულიო არჩევნებში რომ გვეხმარებოდნენო?კარგად დააკვირდიო - არაფერი შგეშალოს, ხომ იცი ამ ხალხის ამბავი - დაგვატეხენ ამბავსო, თუ გაგვიგესო აი ეს მაქ მე მოსმენილი საკუთარი ყურითეხლა შენ იძახე - შეუძლებელიაო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted January 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2010 kisa ეგა კაცო რა დასამტკიცებელია, ჩემი უბნის ბიჭები ყოველ ნაც არჩევნებზე იკუჭავენ 50 ლარებს... (არამარტო ნაცარჩევნებზე, მანამდეც) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.