Jump to content
Planeta.Ge

ქრისტიან დემოკრატები ნაციონალებთან ერთად


Recommended Posts

ფონდის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ: სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდი შეიქმნა პრეზიდენტის ინიციატივით. კერძოდ, 2009 წლის 11 მაისის 233 ბრძანებულების საფუძველზე. ფონდი ფინანსდება საქართველოს ბიუჯეტიდან. მიუხედავად ამისა, ფონდი დამოუკიდებელია გადაწყვეტილებების მიღებისას, კერძოდ, ფონდის მთავარი გადაწყვეტილების მიმღები სტრუქტურაა სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც კომპლექტდება საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლების, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ.

 

როგორც პირველ, ასევე მეორე საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა კავშირმა “ქრისტიან დემოკრატი ქალები”. მათ ჯერ განახორციელეს პროექტი სახელწოდებით, “ქალი ლიდერი - პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები”, ხოლო მეორე ეტაპზე – პროექტი “გურიის ქალთა რეგიონალური ქსელი”.

 

“ქრისტიან დემოკრატი ქალები” პოლიტიკური პარტიის – ქრისტიან-დემოკრატების სტრუქტურის შემადგენელი ნაწილია და ამ ორგანიზაციის გამარჯვება, თანაც ორივე კონკურსში იმ პირობებში, როცა გადაწყვეტილებას ამის შესახებ იღებდა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მაგდალინა ანიკაშვილი, „პრინციპული ოპოზიციონერი“ უპრინციპო მმართველი ძალის წარმომადგენლებთან და მათ სატელიტებთან ერთად, რაც ნამდვილად აჩენს ეჭვებს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ტენდენციურობას ჰქონდა ადგილი. ჩნდება ეჭვი, რომ ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ საბიუჯეტო სახსრების განკარგვა პარტიული და არა სახელმწიფოებრივი ინტერესების ნიშნით ხდება.

 

კონკურსში ერთ-ერთი გამარჯვებულია საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭო, რომელმაც განახორციელა პროექტი “საქართველოს ახალგაზრდობის ნაციონალური კვლევა“. თავისთავად, ამაში არაფერია გასაკვირი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ალეკო სილაგაძე, რომელიც არის სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე, “საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭოს“ ვებ-გვერდზე მითითებულია, როგორც ორგანიზაციის გამგეობის წევრი. ამით, ალბათ, ყველაფერი ნათქვამია. როგორც ირაკლი ყიფშიძე იტყოდა, ეს ხომ საქართველოა და აქ უმრავლესობას, ვინც სხვადასხვა კონკურსსა თუ შეჯიბრობითობის პრინციპზე აგებულ აქტივობებში იღებს მონაწილეობას, წარუმატებლობის მიზეზებს გადაწყვეტილებების მიმღებთა უსამართლობაში ეძებს და არა საკუთარ შეცდომებში.

 

http://presa.ge/index.php?text=news&i=11615

პ.ს. მე მგონი ამ ვითომ წვრილმანიამბით სრულად დასტურდბა რომ ქრისტიან–დემოკრატები ნაცების სატელიტი პარტიაა და არაფერი მეტი

 

თქვენ რას იტყვით უზერნო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ამ ფონდის საიტი არსად დევს?

ძალიან მაინტერესებს ტენდერის განაცხადი.

ხო, მართლა - "ქრისტიან დემოკრატ ქალების" დაფინანსება სხვა ფონდსაც შეეძლო, ქალების ორგანიზაციებს ძალიან ბევრი ხელშეწყობა აქვთ საერთაშორისო ფონდებში. ერთი ვიცი ეგეთი ჰოლანდიაში ( გადავხედავ იმათ საიტს)

 

მე მგონი ამ ვითომ წვრილმანიამბით სრულად დასტურდბა რომ ქრისტიან–დემოკრატები ნაცების სატელიტი პარტიაა და არაფერი მეტი

თეთრი ძაფითაა ნაკერი - 100%

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნაციონალ-სოციალიზმს ქართულად ქრისტიან-დემოკრატები ჰქვია.. :DD

 

ბოლშევიკებს კი ქართულად ნაციონალური მოძრაობა ჰქვია..

 

 

რიბერტროპ-მოლოტოვის ზავია :DD

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფონდის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ: სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდი შეიქმნა პრეზიდენტის ინიციატივით. კერძოდ, 2009 წლის 11 მაისის 233 ბრძანებულების საფუძველზე. ფონდი ფინანსდება საქართველოს ბიუჯეტიდან. მიუხედავად ამისა, ფონდი დამოუკიდებელია გადაწყვეტილებების მიღებისას, კერძოდ, ფონდის მთავარი გადაწყვეტილების მიმღები სტრუქტურაა სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც კომპლექტდება საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლების, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ.

 

როგორც პირველ, ასევე მეორე საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა კავშირმა “ქრისტიან დემოკრატი ქალები”. მათ ჯერ განახორციელეს პროექტი სახელწოდებით, “ქალი ლიდერი - პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები”, ხოლო მეორე ეტაპზე – პროექტი “გურიის ქალთა რეგიონალური ქსელი”.

 

“ქრისტიან დემოკრატი ქალები” პოლიტიკური პარტიის – ქრისტიან-დემოკრატების სტრუქტურის შემადგენელი ნაწილია და ამ ორგანიზაციის გამარჯვება, თანაც ორივე კონკურსში იმ პირობებში, როცა გადაწყვეტილებას ამის შესახებ იღებდა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მაგდალინა ანიკაშვილი, „პრინციპული ოპოზიციონერი“ უპრინციპო მმართველი ძალის წარმომადგენლებთან და მათ სატელიტებთან ერთად, რაც ნამდვილად აჩენს ეჭვებს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ტენდენციურობას ჰქონდა ადგილი. ჩნდება ეჭვი, რომ ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ საბიუჯეტო სახსრების განკარგვა პარტიული და არა სახელმწიფოებრივი ინტერესების ნიშნით ხდება.

 

კონკურსში ერთ-ერთი გამარჯვებულია საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭო, რომელმაც განახორციელა პროექტი “საქართველოს ახალგაზრდობის ნაციონალური კვლევა“. თავისთავად, ამაში არაფერია გასაკვირი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ალეკო სილაგაძე, რომელიც არის სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე, “საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭოს“ ვებ-გვერდზე მითითებულია, როგორც ორგანიზაციის გამგეობის წევრი. ამით, ალბათ, ყველაფერი ნათქვამია. როგორც ირაკლი ყიფშიძე იტყოდა, ეს ხომ საქართველოა და აქ უმრავლესობას, ვინც სხვადასხვა კონკურსსა თუ შეჯიბრობითობის პრინციპზე აგებულ აქტივობებში იღებს მონაწილეობას, წარუმატებლობის მიზეზებს გადაწყვეტილებების მიმღებთა უსამართლობაში ეძებს და არა საკუთარ შეცდომებში.

 

http://presa.ge/index.php?text=news&i=11615

პ.ს. მე მგონი ამ ვითომ წვრილმანიამბით სრულად დასტურდბა რომ ქრისტიან–დემოკრატები ნაცების სატელიტი პარტიაა და არაფერი მეტი

 

თქვენ რას იტყვით უზერნო?

 

 

თარგამაზე მოღალატეა ბუნებით უღალატა ასლანს უღალატა ბადრის

 

უღალატა თავის ამომრჩეველს

 

თარგამაძე გაყიდულია

 

მყიდველი საქართველოს ნაციონალური მოძრაობა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რომელია აქ დამოუკიდებელი?

სამეთვალყურეო საბჭო

 

სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო. მისი დაკომპლექტება, ფონდის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ხდება კონსულტაციის საფუძველზე შერჩეული კანდიდატურებით არასამთავრობო სექტორიდან, საპარლამენტო უმცირესობიდან, საპარლამენტო უმრავლესობიდან და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. სამეთვაყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს თავჯდომარე, რომლის არჩევა ხდება საბჭოს შემადგენლობიდან.

 

სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე:

 

დავით აფრასიძე

 

სამეთვალყურეო საბჭოს წევრები:

 

ნათია ანასტასიადი

მაგდალინა ანიკაშვილი

ჩიორა თაქთაქიშვილი

ირაკლი ყიფშიძე

 

http://www.cidf.ge/index.php?option=com_co...=10&lang=ka

 

ფონდი პროექტების მიღებას 3 აგვისტოდან დაიწყებს

22 ივნისს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის წევრებმა ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგის თემა - ფონდში ახალი პროექტების მიღება და მათი დაფინანსება იყო. სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდიდან პირველ ეტაპზე 100 პროექტის დაფინანსებაა დაგეგმილი. ფონდი პრეზიდენტის ბრძანებულებით დაფუძნდა. მისი შექმნა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს დიმიტრი შაშკინს დაევალა. სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა - დავით აფრასიძე, საბჭოს წევრები - მაგდა ანიკაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი და ფონდის აღმასრულებელი დირექტორი - ლალი ყიფშიძე. საპარლამენტო უმცირესობის, უმრავლესობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებით ფონდის დაკომპლექტება მისი გამჭვირვალობისა და ეფექტური ფუნქციონირებისთვის მოხდა. ფონდის მიზანი არასამთავრობო სექტორის განვითარება და მისი როლის გაზრდაა. ფონდი ყოველწლიურად განსაზღვრავს პრიორიტეტებს და ეფექტური ფუნქციონირებისათვის აქტიურად იმუშავებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. როგორც მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ფონდის პრეზენტაციაზე განაცხადა - ”ეს იქნება საშუალება ყველა არასამთავრობო ორგანიზაციისათვის მიიღოს დაფინანსება და მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, რათა როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, გადაიჭრას სხვადასხვა სახის - საზოგადოებისთვის აქტუალური პრობლემა”.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...