Jump to content
Planeta.Ge

უდიდესი უზნეობა, გნებავთ "ზეიმი უზნეობისა" გახლავთ, ხელისუფლების მხრიდან უდიერი დამოკიდე


Recommended Posts

აკაკი წერეთელი: "მეგრული დღეს სალაროა ნამდვილი ქართული სიტყვებისა, აღმოსავლეთ საქართველოს დაჰკარგვია ნამდვილი ქართული სიტყვები, მათ ნაცვლად თათრულ-სომხურ-სპარსული შემოუღია, რომელიც ქართველის ყურს ცუდად ეჩხირება და გულსა სწყენს...მეგრულ ენაში კი შემონახულან ობოლ მარგალიტებად ის ძველი სიტყვები. ჩვენ ვურჩევთ ჩვენს მწიგნობრებს მეტი ყურადღება მიაქციონ მეგრულს, რომ იქიდან ამოკრეფილი სიტყვებით შეივსონ დღეს მათი შელახული ლექსიკონი".

 

 

 

ლიცემერი: უდიდესი უზნეობა, გნებავთ "ზეიმი უზნეობისა" გახლავთ, ხელისუფლების მხრიდან უდიერი დამოკიდებულება ქართული ენისადმი.

თუკი თანამედროვე ქართული იქამდეა შეჭირვებული, რომ ჩვენს ლექსიკურ მარაგს უცხოურით ვავსებთ, მაშინ შევავსოთ მეგრულით ან სვანურით და არა ინგლისურით ან ფრანგულით.

მეგრული და სვანურის "მარაგი" ხომ კეთილად შეაშფოთებდა ყველა სხვა ენას ერთად აღებულს. ხელისუფლების წახალისებით და წაყრუებით კი, ჩვენ ვიღებთ იმას, რასაც ბარბარიზმი ჰქვია და რასაც "ბარაბიზმიც" შეიძლება ვუწოდოთ.

უზერებო!, მეთანხმებით თუ არა იმაში, რომ ერთხელ და სამუდამოდ მტკიცე უარი უნდა ვუთხრათ ქართულში უცხოს?

 

 

პ.ს. რომელ ქართულ ცნობიერებაზეა საუბარი, როცა ქართულ ცნობიერებიდან საერთოდ ვმიჯნავთ მეგრულს და სვანურს, როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ ქართული ვიცით, როცა არ ვიცით ის ძირი და ფესვები, რაზეც ქართულია აღმოცენებული. ამიტომაც არის, რომ სვანურის და მეგრულის გაგონებაზე ბევრ ჩვენს თანამემამულეს ტანში უსიამოვნოდ ცრის და აჟრიალებს. მოკლედ, როგორც აკაკიმ ბრძანა: "იქიდან ამოკრეფილი სიტყვებით შეივსონ დღეს მათი შელახული ლექსიკონი". თუ ეს მოხდება, მაშინ ჩემი აზრით, ეს გაუცხოება ნაწილობრივ განეიტრალდება.

 

 

რაში მეთანხმებით და რაში არ მეთანხმებით?

 

 

არჩილ, ლაშა, თემა პოლიტიკურია, უფრო პოლიტიკური ვიდრე ყველა სხვა თემა ერთად აღებული.

 

ლიცემერის ციკლიდან: "ფერადი სიზმრები" :yes:

 

იხ. ნაწილი პირველი: http://planeta.ge/index.php?showtopic=14497

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 235
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

მეგრული დღეს სალაროა ნამდვილი ქართული სიტყვებისა, აღმოსავლეთ საქართველოს დაჰკარგვია ნამდვილი ქართული სიტყვები, მათ ნაცვლად თათრულ-სომხურ-სპარსული შემოუღია, რომელიც ქართველის ყურს ცუდად ეჩხირება და გულსა სწყენს...მეგრულ ენაში კი შემონახულან ობოლ მარგალიტებად ის ძველი სიტყვები. ჩვენ ვურჩევთ ჩვენს მწიგნობრებს მეტი ყურადღება მიაქციონ მეგრულს, რომ იქიდან ამოკრეფილი სიტყვებით შეივსონ დღეს მათი შელახული ლექსიკონი".

ისე მეც მიფიქრია მაგაზე, ამბობენ რომ ქართულში დაახლოებით 50% არაბულ-თურქულ-ირანული სიტყვები არისო,

სუფრა, ვარდი, აქანდაზი, ფანჯარა,

სუფრაა, სუფრააა :resent:

იქნებ მეგრულიდან და სვანურიდან შევავსოთ, რატომაც არა

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აუუუუ... ეგ ამბავი რომ ხელისუფლებამ ოფიციალურად წამოიწყოს... რა ამბავი ატყდებაააააააააააააააააააააააააააააააააააააააა

 

ურააა

 

:)) :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უზერებო!, მეთანხმებით თუ არა იმაში, რომ ერთხელ და სამუდამოდ მტკიცე უარი უნდა ვუთხრათ ქართულში უცხოს?

50 პროცენტი სიტყვებისა მაინც უნდა გადავაგდოთ :)):

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეგრული და სვანური ენები საქართველოს ორი კუთხის დიალექტებია. და არამგონია იქაური სიტყვების ქართულ ენაში ჩანერგვის იდეა მოეწონოს სრულიად საქართველოს. სიმართლე გითხრათ მეც არ მომწონს კუთხურობის წინა პლანზე წამოწევა. თუმცა ამ ორივე ენა-დიალექტს დიდ პატივს ვცემ.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეგრული და სვანური ენები საქართველოს ორი კუთხის დიალექტებია. და არამგონია იქაური სიტყვების ქართულ ენაში ჩანერგვის იდეა მოეწონოს სრულიად საქართველოს. სიმართლე გითხრათ მეც არ მომწონს კუთხურობის წინა პლანზე წამოწევა. თუმცა ამ ორივე ენა-დიალექტს დიდ პატივს ვცემ.

ხელოვნურად არ უნდა მოხდეს, სპეციალისტებმა უნდა იმუშავონ

და ძალიან ფრთხილად, ეს შესაძლებელია, არაერთ ენას განუცდია

ცვლილება, გაცილებით უფრო ძლიერი მაგრამ წარმატებულად განხორციელებულა

 

 

სვანურიც და მეგრულიც იბერიულ-კავკასიურ ენათა ჯგუფში შედის, არ დაგვავიწყდეს რომ

მეგრული და სვანური ქართულის მონათესავო ენებია,

 

გარდა ამის მიზანი არის ბარბარიზმებისგან ქართული ენის გაწმენდა

სვანურსა და მეგრულში ძირძველი ქართული სიტყვებია შენარჩუნებული,

ანუ მშობლიურია ეს ყველაფერ ჩვენთვის

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

მიზანი არის ბარბარიზმებისგან ქართული ენის გაწმენდა

რომელ ბარბარიზმებს გულისხმობ? თუ "ტრანსპარენტურს" და "კაროჩეს", მაშინ ამ სიტყვებს უკვე აქვთ ქართული შესატყვისები: "გამჭვირვალე" და "მოკლედ".

 

ვარდის და სუფრის ჩანაცვლება კიდევ არ მიმაჩნია სწორად. ჩემთვის ვარდი და სუფრა უფრო მშობლიურია, ვიდრე ამ სიტყვების მეგრული ან სვანური შესატყვისები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasalexx

რომელ ბარბარიზმებს გულისხმობ? თუ "ტრანსპარენტურს" და "კაროჩეს", მაშინ ამ სიტყვებს უკვე აქვთ ქართული შესატყვისები: "გამჭვირვალე" და "მოკლედ".

 

ვარდის და სუფრის ჩანაცვლება კიდევ არ მიმაჩნია სწორად. ჩემთვის ვარდი და სუფრა უფრო მშობლიურია, ვიდრე ამ სიტყვების მეგრული ან სვანური შესატყვისები.

შენ იცი ამ სიტყვების მეგრულ-სვანური შესატყივისი?

მე19 საუკუნეში საშინლად დაბინძურებული ენა გვქონდა რუსულით და მერე წვალებ წავლებით გაიწმინდა,

ეს კი არა სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ

მაგიდას სტოლს ეძახდნენ, სკამს სტულს,

ზალა, კუხნა, სპალნა, კარაკოშკა,

ლუდს პივას ვეძახდით და საკმაოდ ძნელად დამკვიდრდა ლუდი,

ნაყინი,

მაგრამ ხომ დამკვიდრდა,

 

ყველა სიტყვა მექანიკურად კი არ უნდა შეიცვალოს, არამედ შერჩევით, ფრთხილად,

 

ფანჯარაც კი არაა ქართული სიტყვა, მისი შესატყვისია ვთქვათ სარკმელი, მშვენიერი სიტყვაა,

გარდა ამისა გვაქვს ეს სიტყვები ქართულში მივიწყებული და სვანურ მეგრულში შემორჩენილი,

რატომ უნდა ვთქვათ უარი ჩვენს სიმდიდრეზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasalexx

მეგრული და სვანური ენები საქართველოს ორი კუთხის დიალექტებია.

ნურას უკაცრავად :))

ჯერ ერთი დიალექტი სულ სხვა რაღაცას ნიშნავს და მეორეც, თანამედროვე ქართული უფრო ჩაითვლება მეგრულის ან სვანურის დიალეტად, ვინმე პირიქით.

სვანური საერთოდ არქაული ენაა.

 

რაც შეეხება თემას - არაჩვეულებრივია. პათოსს და მოთხოვნას ვეთანხმები ორივე ხელით!

მგონი ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელსაც ენის პოლიტიკა არ გააჩნია. არანაირი ვალდებულება არ არსებობს კანონის წინაშე, რომელიც ყველას აიძულებს პატივი სცეს ქართულ ენას.

ენის პალატაც კი გააუქმეს და საერთოდაც, გამყიდველსაც კი სეილს-მენეჯერი ქვია უკვე :):

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაც შეეხება თემას - არაჩვეულებრივია. პათოსს და მოთხოვნას ვეთანხმები ორივე ხელით!

გაიხარე, ჩემო ბატონო analgin .

 

 

მეგრული და სვანური ენები საქართველოს ორი კუთხის დიალექტებია. და არამგონია იქაური სიტყვების ქართულ ენაში ჩანერგვის იდეა მოეწონოს სრულიად საქართველოს

lasalexx

კარგია ევროპასთან ინტეგრაცია, მაგრამ ხომ არ აჯობებს ჯერ საქართველოში გავერთიანდეთ? გაერთიანება კი ურთიერთგაგების, ურთიერთპატივისცემის გარეშე-შეუძლებელია. ჰოდა, წავიდეთ ამ გზით და ეს იქნება ნაბიჯი ურთიერთგაგებისკენ და ურთიერთპატივისცემისკენ

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგი იდეაა, მაგრამ უპერსპექტივო. იმხო

 

გლობალიზაცია, რასაც ვერც უარყოფ და ვერც შეეწინააღმდეგები, ენებს კლავს. ზოგიერთი ლინგვისტი იმაზეც წუხს, ინგლისური ენა საფრთხის ქვეშ არისო. :help:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგი იდეაა, მაგრამ უპერსპექტივო. იმხო

 

გლობალიზაცია, რასაც ვერც უარყოფ და ვერც შეეწინააღმდეგები, ენებს კლავს. ზოგიერთი ლინგვისტი იმაზეც წუხს, ინგლისური ენა საფრთხის ქვეშ არისო. :help:

 

ის გამნახსენდა ეხლა ამერიკანიზაციის შედეგებს ძლივს რომ გაუმკლავდა ევროპა. სპეც. კანონები შემოიღეს მაშინ მაგალითად საფრანგეთში ....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

სვანურიც და მეგრულიც იბერიულ-კავკასიურ ენათა ჯგუფში შედის

 

ნუ გვატყუებ,

იბერიულ-კავკასიური ენათა ჯგუფი არ არსებობს ბუნებაში :D

 

 

არ დაგვავიწყდეს რომ

მეგრული და სვანური ქართულის მონათესავო ენებია,

 

არ დაგვავიწყდება. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...