Jump to content
Planeta.Ge

"ქართული იმპერიალიზმი " მითი თუ რეალობა?!


Recommended Posts

ისე მეგობრებო იმპერაიალიზმის განმარტებაზე რა გსმენიათ :D

ამ ხალხს იმპერია,კოლონია და ვასალი ერთმანეთში ეშლებათ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 59
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ასეთი "მოაზროვნეები" მრავლად არიან ამ ფორუმზეც..."დედა ვატირე მე მათი ,მონატრებიათ მამათი!" :D "ყორღან ოღლი ქარაფიდან ხელი ჰკრეს და გადაფრინდა!" :) :) :D

:rolleyes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

3 660 000 ადამიანის არჩეული დეპუტატი გაანთავისუფლა კიტოვანმა და იოსელიანმა...დემოკრატიის ნიმუშია მადლობა

 

ქართველნო!

გახსოვდეთ საქართველოს დამაქცეველთა სახელები და გვარები!!!

 

საქართველოს მოღალატეთა საბჭო, სახელმწიფო საბჭოდ მონათლულნი, 1992 წელი

 

საბჭოს შემადგენლობა

 

ხელმძღვანელები:

 

ედუარდ შევარდნაძე – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე;

 

ჯაბა იოსელიანი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დრამატურგი, დოქტორი, პროფესორი;

 

თენგიზ სიგუა - საქართველოს სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის წევრი, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

 

თენგიზ კიტოვანი - საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის წევრი, საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე:

 

ვახტანგ გოგუაძე - საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს მდივანი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

 

ირაკლი ანდრიაძე - საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს საქმეთა მმართველი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი;

საბჭოს წევრები:

 

ვალერიან ადვაძე - საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ეროვნული თანხმობისა და აღორძინების კავშირის თავმჯდომარე;

 

ლევან ალექსიძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი;

 

მერაბ ალექსიძე - გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი, ფიზიკა -მათემატიკის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი;

 

ჭაბუა ამირეჯიბი - მწერალი, ამერიკა-საქართველოს ერთობლივი საწარმოო ”ისრის” გენერალური დირექტორი,ეროვნული თანხმობისა და აღორძინების კავშირის წევრი;

 

ჯემალ აჯიაშვილი - მთავარი მთარგმნელობითი ცენტრის უფროსი მეცნიერი, რედაქტორი, მწერალი;

 

ირაკლი ბათიაშვილი – ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;

 

აკაკი ბაქრაძე - მწერალი, ლიტერატორი;

 

გურამ ბერიშვილი - კიბერნეტიკის ინსტიტუტის მოდელირების განყოფილების გამგე, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, რესპუბლიკური პარტიის წევრი;

 

დავით ბერძენიშვილი –ბათუმის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, რესპუბლიკური პარტიის წევრი;

 

იგორ ბოგომოლოვი - მეცნიერებათა აკადემიის ეროვნულ ურთიერთობა-თა შემსწავლელი ცენტრის განყოფილების გამგე, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

 

კოტე გაბაშვილი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი;

 

თამაზ გამყრელიძე – აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი აკადემიკოსი,საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი;

 

გურამ გეგეშიძე - მწერალი, რუსთაველის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი;

 

ნაირა გელაშვილი - მწერალი, კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის დირექტორი;

 

არჩილ გოგელია - დამოუკიდებელ გაზეთ „დრონის” მთავარი რედაქტორი;

 

ვასილ გოცირიძე - ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმის განყოფიელბის გამგე, ლიბერალურ-დემოკრატიული ეროვნული პარტიის თავმჯდომარე;

 

რომან გოცირიძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის კათედრის დოცენტი;

 

გურამ თევზაძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილო-სოფიის ისტორიის კათედრის გამგე, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეცნიერებათა აკადემიის წევრ -კორესპოდენტი;

 

ალექსანდრე კავსაძე – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის კომიტეტის თავმჯდომარე;

 

თამაზ კვაჭარნტირაძე –ჟურნალ ”ბალავარის” მთავარი რედაქტორი, სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი;

 

პაატა კოღუაშვილი - საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე;

 

რაულ კუპრავა - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტრო-სამედიცინო აპარატურის კათედრის დოცენტი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი;

 

დავით კუპრეიშვილი – მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფო და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი;

 

ოთარ ლითანიშვილი – ქალაქ თბილიისის მერი;

 

ნოდარ ლომოური - აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის განყოფი-ლების გამგე, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

 

მირზა მაშოვი - ტელე-რადიო დეპარტამენტის რედაქტორი, რუსთაველის საზოგადოებასთან არსებული აზერბაიჯანული ასოციაციის პასუხისმგებელი მდივანი;

 

ლევან მესხი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბირთვუ-ფიზიკის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი;

 

ზურაბ მურვანიძე - თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ნეიროქირურგიის კათედრის ასისტენტი;

 

გურამ მუჩაიძე - სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტის კათეფრის გამგე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე;

 

მიხეილ ნანეიშვილი – ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი, ლიბერალურ დემოკრატიული ეროვნული კავშირის თავმჯდომარე;

 

თევდორე ნინიძე - ჟურნალ ”სამართლის” რედაქტორი, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი;

 

თემურ ნერგაძე - ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი;

 

იზა ორჯონიკიძე - ქართული ლიტერატურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი, პოეტი;

 

თედო პაატაშვილი - ინჟინერ-ფიზიკოსი, ”ქარტია-91” თავმჯდომარე;

 

დავით პატარაია - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი;

 

ზურაბ ჟვანია - მწვანეთა პარტიის სპიკერი;

 

თეიმურ ჟორჟოლიანი –მონარქისტული პარტიის თავმჯდომარე;

 

ვიქტორ რცხილაზე - ჟურნალ ”რელიგიის” რედაქტორი;

 

ირინა სარიშვილი - ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პრეს-მდივანი;

 

ფრიდონ საყვარელიძე –ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კათედრის ასისტენტი, “დემოკრატიული არჩევანი საქართველოსათვის” წევრი;

 

გიორგი სიგუა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკის კათედრის მეცნიერი თანამშრომელი;

 

თემურ ფიფია - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;

 

თორნიკე ფიფია - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის ინჟინერ-ფიზიკოსი;

 

ირაკლი ქადაგიშვილი –ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის მოადგილე;

 

ლანა ღოღობერიძე - კინორეჟისორი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი;

 

რევაზ შავიშვილი - გეოფიზიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, ”დემოკრატიული არჩევანი საქართველოსათვის” თავმჯდომარე;

 

ლუიზა შაკიაშვილი - ტელე-რადიო დეპარტამენტის რეჟისორი;

 

თეიმურაზ შაშიაშვილი- დროებით უმუშევარი;

 

გივი შაჰნაზარი - მწერალთა კავშირის მთავარი მთარგმნელობითი ცენტრ ”ხომლის” უფროსი მეცნიერი რედაქტორი

 

გიორგი შენგელაია - კინორეჟისორი;

 

ელდარ შენგელაია - კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე, კინორეჟისორი;

 

ჯანსუღ ჩარკვიანი - ჟურნალ ”დროშის” მთავარი რედაქტორი;

 

თამარ ჩხეიძე - საქართველოს სახელმწიფო არქივის მეცნიერი თანამშრომელი, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გამგეობის წევრი;

 

ვახტანგ ძაბირაძე - რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე;

 

ნიკო ჭავჭავაძე - ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი, ფილოსოფიის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, დოქტორი, პროფესორი, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გამგეობის წევრი;

 

გიორგი ხაინდრავა - კინოოპერატორი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ”ტმს”-ის სამხატვრო ხელმძღვანელი;

 

ივლიანე ხაინდრავა - ერთობლივი საწარმოო ”უნიფარმის” განყოფილების გამგე, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის მოადგილე;

 

ვახტანგ ხმალაძე - ცენტრალური საარჩევნო კიმისიის თავმჯდომარის მოადგილე, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, ”დემოკრატიული არჩევანი საქართველოსათვის” თავმჯდომარის მოადგილე

 

ალექსანდრე ჯავახიშვილი - ს. ჯანაშიას სახელობის მუზეუმის დირექციის მრჩეველი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეცნიერებათა აკადემიის წევრ -კორესპოდენტი;

 

თამაზ ჯანელიძე - კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის დირექტორი, გეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი;

საბჭოს სხდომის

ო ქ მ ი N1

 

თავმჯდომარეობდა საკონსულტაციო საბჭოს წევრი ე. შენგელაია.

 

ესწრებოდნენ: ე. შევარდნაძე, სამხედრო და საკონსულტაციო საბჭოს წევრები, რიგი პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი

 

ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

I. საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს დადგენილების განხილვა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს შექმნისა და საქართველოს სამხედრო საბჭოს უფლებამოსილებათა შეწყვეტის შესახებ.

 

(ჯაბა იოსელიანი, თენგიზ კიტოვანი, ლევან ალექსიძე, აკაკი ბაქრაძე, ნოდარ ნათაძე, ედუარდ შევარდნაძე)

 

სხდომის მონაწილეებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი საქართველოს სამხედრო საბჭოს წინადადებას მისი უფლებამოსილების შეწყვეტისა და საქართველოს მოღალატეთა, იგივე სახელმწიფო საბჭოს შექმნის შესახებ.

 

ამ ჯგუფმა, მეხუთე კოლონამ გადაჩეხა საქართველო რუსეთის სამხედრო ოლქის,როსტოვისა და პეჩორის სპეცნაზების ,ედუარდ ბალტინის საზღვაო ფლოტის,345-ე სადესანტო პოლკის დახმარებით,ამ ძალებით მოახდინეს სამხედრო გადატრიალება.აფხაზეთის ,სამაჩაბლოსაა და სამეგრელოს ოკუპაცია...ამ გამორჩეულების კისერზე მრავალი ადამიანის სიკვდილი მათი "მამის" ედუარდ ორჯონიკიძის მეთაურობით!!!

სანამ ამათ "მოღვაწეობას " არ მიეცემა შეფასება,მანამ ვივლით მოსეს უდაბნოში! :rolleyes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1991 წ.შემუშავდა ორმხრივი კომისიის( ქართულ-აფხაზური) მიერ დროებითი საარჩევნო კანონი..აფხაზურ მხარეს ეძლეოდა დეპუტატების 28 ადგილი(43%),ქართული დეპუტაციისთვის-26 ადგილი(40%) წინა მოწვევისაში (37%),სხვა ეროვნების ადამიანებისთვის 11 ადგილი,აფხაზებს კონსტიტუციურ ცვლილებებისთვის სჭირდებოდათ 43 ხმა,ფლობდნენ 35 ხმას( ევროპელები ამ მოდელის ცდილობდნენ ბალკანეთში გამოყენება),ქართული ორიენთაციის დეპუტაციამ შეადგინა 47,8%-მა (მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი...) აფხაზები ამ უმრავლესობით კონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს ვერ იღებდნენ...ამ არჩევნებით მოსკოვმა ვერ მოახდინა კონფლიქტის პროვოცირება და თავიდან იქნა აცილებული ომი, ქართველთა გენოციდი და დეპორტაცია-ესაა ქართული დიპლომატიის გამარჯვება......ეს იყო ე.წ. აპარტეიდული და იმპერიალისტური კანონის არსი...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ქართველები გენოციდს უწყობენ ოსებს ,ავიწროებენ ეროვნულ უმცირესობებს...აჭარლებს,მეგრელებს,სვანებს,სომხებს, აფხაზებს..." ჩაწერეს პრაღის დისიდენტთა 24-ე რეზოლუციაშიგ. ჭანტურიამ,პ. აირიკიანმა, ბუკოვსკიმ, ზ.ჟვანიამ, დ.ბერძენიშვილმა კრემლის დავალებით 1991 წელს... იგივეს წერდნენ დიდი ბელადი სტალინი, ჟორდანია, კაკი წერეთელი...ახლა ფაქტობრივად ქვეტექსტით იგივეს ამბობს ტალიავინის დასკვნა სუბეთნიკურობის შესახებ საუბარში,სადაც აღნიშნულია მეგრელები,სომხები, სვანები,აჭარლები ..სხვა ეთნოსად ...გამოდის,რომ თვითგამორკვევის დეკლარაციით ოსების,აფხაზების შემდეგ სვანებს,მეგრელებს,აჭარლებს, ჯავახებს აქვთ სახელმწიფოს შექმნის უფლება...ე.ი. ამ იდეოლოგიით საფუძველს უყრიან ქართული სახელმწიფოს ლიკვიდაციას :rolleyes:

ამ იდეოლოგიას ატარებს "თავისუფლების ინსტიტუტი", რესპუბლიკელები, სოროსის ფონდი...პერსონები- ზაქარეიშვილი, ბერძენიშვილ-ხაინდრავები,ხიდაშელი,ჯგერენაია....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ესენი ყველანი "ქართულ იმპერიალიზმს" ებრძოდნენ!!!ყარყარაშვილი იყო რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციის-'"შევის"თავდაცვის მინისტრი,მან 1991წლის დეკემბერში მიატოვა ცხინვალი და რუსების დავალებით თბილისში ჩამოვიდა ეროვნული ხელისუფლების დასამხობად. მან ხელი შეუწყო რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციის-სერგო შევარდნაძის გაბატონებას,რასაც მოყვა აფხაზეტისა და სამაჩაბლოს რუსებისატვის მირთმევა-დაგომისის 1992 წლის,მოსკოვის 1992 წლის,სოჭის 1993 წლის 27 ივლისის გარიგებებს ,ამის შემდეგ ტექნიკისა და ჯარის გამოყვანას ჯერ გაგრიდან,შემდეგ ერთი წლის შემდეგ დათუაშვილთან ერთად სოხუმიდან!(ტექნიკა რუსული გემებით გამოზიდეს,რადგან ჩვენ ზუგდიდიდან გამოზიდვის უფლება არ მივეცით!). 1992წ.იანვარში იყო კომენდატი და მიტინგების დახვრეტებზე მთავარი პასუხისმგებელი იყო,აქტიურად მონაწილეობდა აბაშის,სენაკის,ზუგდიდის,წალენჯიხის "აღებაში".. სამეგრელოს დარბევებში...რუსეთ-საქართველოს ომის(აფხაზეთი-სამაჩაბლო) 1992-93წწ. შემდეგ იგი სწავლობს მოსკოვის სამხედრო აკადემიაში?!...როგორც ღალატის მოწმე სცადეს მისი მოშორება(მარინაშვილი-გაგრა მოიშორეს,დათუაშვილიც)

 

რუსეთმა საქართველოში დასვა თავისი საოკუპაციო რეჟიმი(შევარდნაძე),როგორც 1921წ.ორჯონიკიძის რევკომი, რის შედეგადაც რუსეთს ხონჩით მიართვეს აფხაზეთი და სამაჩაბლო, როგორცეს გააკეთა ორჯონიკიძემ სოჭის,დვალეთის,საინგილოს,ალავერდის,ტაო- კლარჯეთის გასხვისებით!!! ისე სკამისათვის მსგავსი რამ გააკეთა ვარაზ-ბაკურმა 368 წელს,როცა სკამისათვის ირანელებს გადასცა რანი და მოვაკანი,ხოლო ბიზანტიელებს გადასცა-ტაო- კლარჯეთი!!! 1992 წლის 24 ივნისს დაგომისის გარიგებით შევარდნაძემ(ამ დროს რუსეთის მოქალაქე იყო! თან საიდუმლო დოკუმენტით აფხაზეთშიც იგივე ვარიანტზე-აფხაზეთის ჩაბარებაზეც მოეწერა ხელი!!!) რუსი და ოსი ოკუპანტები შემოიყვანა სამაჩაბლოში"მშვიდობისმყოფელთა "მანტიით!1992 წლის 3 სექტემბერს მოსკოვში შევარდნაძემ ხელი მოაწერა ცალმხრივად გაგრიდან ქართული ჯარისა და ტექნიკის გამოყვანას,რის გამოც დაეცა ერთ თვეში გაგრის მხარე,1993 წლის 27 ივლისს სოჭში ხელი მოაწერეს ქართული მხარის მიერ სოხუმიდან ჯარისა და ტექნიკის გამოყვანას,რუსულმა გემებმა ეს ტექნიკა ზღვით გამოზიდეს!(მა ვიდეოზე ორივე გარიგებაზე დევს ვიდეო),რის გამოც დაეცა სოხუმი, მთლიანად აფხაზეთი... ყველაფერი შევის თბილისში ჩამოსვლამდ სკამის სანაცვლოდ იყო გადაწყვეტილი!!! მოქკავშირის გვარდია,ე.წ ოპოზიცია-ხაინდრავა,მაღრაძე(კულტურისმინისტრი),ჟორჟოლიანი,ბურჯანაძე,დავითაშ-

ვილი,მაჭავარიანი,მისი "პარლამენტი"-ბერძენიშვილები,სარიშვილი,ყარყარაშვილი(თავდაცვის მინისტრი),ბათიაშვილი(უშიშროების ),ფ. ჩიხრაძე,გრეჩიხა-პარლამენტის კომიტეტის თავრე-აქტიური მოქკავშირელი...პასუხისმგებელია ტერიტორიების რუსებისთვის გადაცემაზე,ათიათასობით ადამიანის სიკვდილზე,მილიარდობით ანაბრებისა და კრედიტების მითვისებაზე,პურის კრიზისზე...

 

გამსახურდიასთან ბრძოლის კომიტეტი:ჯაბა,ჭანტურია,დავით მაღრაძე,ყარყარაშვილი,ი.ბათიაშვილი,ვ.ლორთქიფანიძე,გოგა ხაინდრავა,გ. ჟორჟოლიანი,... დავით მაღრაძე ფულს აგროვებდა,...ჭანტურია კითხავდა ზვიადისტებს,იყო ფეხებში სროლები,დაჭრებიც..."" ( ჯაბა- სამი განზომილება"გვ.360),.....

 

....

Edited by bimo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საბჭოთა კავშირის მხრივ დაიწყო პროვოკაციებისა და შანტაჟის კამპანია, რომლის კულმინაციაც გახდა გორბაჩევის მუქარა პრეზიდენტ ზ.გამსახურდიასადმი: „საქართველოს საბჭოთა კავშირიდან შეუძლია გავიდეს, მაგრამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარეშე“-ო.მუქარის უკან ედუარდ შევარდნაძეც იდგა

 

საქართველოს ხელისუფლება არ აპირებდა ასეთი რადიკალური ზომების მიღებას რასაც ოლქის გაუქმება ქვია, მაგრამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით ყველა ნორმატიული აქტის დაცვით, ხელისუფლებამ სამართლიანად გააუქმა "სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი"

 

უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ცდილობდა მშვიდობიანი, სამართლებრივი ფორმების გამოყენებით მოეგვარებინა საბჭოთა ხელისუფლების მიერ ინსპირირებული კონფლიქტები სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქსა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

 

1990 წლის 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭომ (წაქეზებულმა ანდრეი სახაროვის ლოზუნგით „საქართველო მცირე იმპერიაა“) მიიღო დადგენილება ოლქის „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ“. ეს გადაწყვეტილება საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა გააუქმა 21 სექტემბერს. მიუხედავად ამისა, ოლქის საბჭოს მეთხუთმეტე სესიამ ძალაში დატოვა თავისი გადაწყვეტილება, აირჩია ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის აღმასრულებელი კომიტეტი“ და მიიღო დროებითი დებულება უზენაესი საბჭოსა და ადგილობრივი საბჭოების არჩევნების შესახებ და ეს არჩევნები დანიშნა 1990 წლის 2 დეკემბერს.

 

ამის საპასუხოდ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1990 წლის 22 ნოემბერს მიიღო დადგენილება:

 

„გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს დადგენილება ავტონომიური ოლქის ე. წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად“ გარდაქმნის შესახებ და, აქედან გამომდინარე, მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის 1990 წლის 2 დეკემბრისათვის არჩევნების დანიშვნისა და ჩატარების შესახებ, რადგანაც ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუციის, აგრეთვე სსრ კავშირის კონსტიტუციის დებულებებსა და საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 21 სექტემბრის დადგენილებას.

 

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მიმართავს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მცხოვრებ ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით ოსი ეროვნების მოქალაქეებს მოწოდებით, გამოიჩინონ კეთილგონიერება, პოლიტიკური წინდახედულება, სიფრთხილე და სწორად შეაფასონ სეპარატისტული ძალების სახიფათო მოქმედება, რომელსაც შეიძლება საერთო დესტაბილიზაცია და უაღრესად მძიმე, გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს.

 

რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ იგი განუხრელად იბრძოლებს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისათვის. ამასთან ერთად იგი ადასტურებს თავის გადაწყვეტილებას, რომ კვლავაც დაიცავს საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნული უმცირესობის უფლებებს საერთაშორისო საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად“.

 

მიუხედავად აღნიშნულისა, მოსკოვის მიერ წაქეზებული ოსი სეპარატისტები აგრძელებდნენ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედებას, რასაც მოჰყვა იძულებითი ნაბიჯი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით და მიღებული იქნა საქართველოს რესპუბლიკის კანონი - „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ“ და დადგენილება - „ქ. ცხინვალისა და ჯავის რაიონის ტერიტორიაზე საგანგებო წესების გამოცხადების შესახებ“ (1990 წლის 11 დეკემბერი).

 

კრემლის მიერ ინსპირირებული საომარი მოქმედების პასუხად გაისმა ზვიად გამსახურდიას მოწოდება ოსი მოსახლეობისადმი, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამი იყო:

 

“... ქართველები და ოსები, რომლებიც ხანგრძლივი დროის მანძილზე მშვიდობიანად და მეგობრულად ცხოვრობდნენ ამ მიწაზე, ახლა ურთიერთს ხოცავენ, ეომებიან გარეშე ძალის წაქეზებით. ვინაიდან ეს ძმათამკვლელი ომი ვიღაცის იმპერიულ ამბიციების დასაყრდენია, სირცხვილი იქნება, თუ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით არ აღდგება მშვიდობა და თანხმობა ჩვენს ხალხებს შორის. ამის უპირველესი და აუცილებელი პირობაა ყველა უკანონო შეიარაღებული ფორმირების მიერ იარაღის ჩაბარება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, მათი სრული და უსიტყვო განიარაღების, რაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ცხინვალი გამონაკლისი არ უნდა იყოს. შეიარაღებული ჯგუფები უნდა განიარაღდნენ. სამაგიეროდ ჩვენ სრული ხელშეუხებლობის გარანტიას ვაძლევთ მათ, ვინც ნებაყოფილობით ჩააბარებს იარაღს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება... ოსებისათვის შენარჩუნებული იქნება კულტურული ავტონომიის ყველა უფლება, რომელიც მათ ოლქის არსებობის პერიოდში ჰქონდათ. ის უფლებები კიდევაც გაიზრდება, გაფართოვდება და განმტკიცდება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით... ქართველები და ოსები თანაბარი უფლებებით ისარგებლებენ. გარანტირებული იქნება მათი ხელშეუხებლობა, შრომითი მოწყობა და მშვიდი ცხოვრება შიდა ქართლის მთელ ტერიტორიაზე...

 

მოვუხმოთ კეთილგონიერებას, სანამ გვიან არ არის, ვინაიდან ჩვენი კონფლიქტი და სისხლის ღვრა მხოლოდ ჩვენს მტერს აძლევს ხელს“ (1991 წლის 4 მარტი).

 

ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტის მოგვარების მიზნით 1991 წლის 23 მარტს საქართველოს ტერიოტორიაზე, ყაზბეგში ერთმანეთს შეხვდნენ რსფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბორის ელცინი და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია. დაიგეგმა მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიებანი. უპირველესი და უმთავრესი მათ შორის იყო გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რომელიც დაიგეგმა თბილისში. გაფორმდა შეხვედრის და მოლაპარაკების ოქმი, რომელშიც, კერძოდ, აღინიშნა:

 

1. 1991 წლის აპრილის მანძილზე ხელმოსაწერად მომზადდეს რუსეთის სფსრ და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობის ხელშეკრულების პროექტი, რისთვისაც შეიქმნას სამუშაო ჯგუფები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რეგიონში ვითარების სტაბილიზაციისათვის, ერთობლივი მოქმედების მიზნით შეთანხმების შედეგად მხარეები მორიგდნენ:

2. რუსეთის სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 დღეში შექმნან ერთბლივი კომისია აღნიშნულ რეგიონში ვითარების შესასწავლად და მიმდინარე წლის 20 აპრილამდე სიტუაციის ობიექტურად შეფასების მიზნით.

3. რუსეთი სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 აპრილამდე შექმნან მილიციის გაერთიანებული რაზმი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ყველა უკანონო ფორმირების განსაიარაღებლად. ამ რაზმს დაევალება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა მოცემულ ტერიტორიაზე ვითარების სტაბილიზაციამდე.

4. სსრ კავშირის თავდაცვის სამინისტროს წინადადება მიეცეს გაიყვანოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან აქ დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები.

5. რუსეთის სფსრ, საქართველოს რესპუბლიკის და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მინისტრთა საბჭოებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ საიმისო მუშაობა, რომ ლტოლვილებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების საშუალება შეექმნათ, უზრუნველყონ ადგილობრივი ხელისუფლების კანონიერი ორგანოების აღდგენა.

6. საქართველოს რესპუბლიკის, რუსეთის სფსრ და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მთავრობებმა შექმნან ლტოლვილებისათვის მიყენებული ზარალის შემფასებელი კომისია და დამატებითი მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური სახსრები გამოყონ ამ ზარალის ასანაზღაურებლად.

7. შექმნილი კომისიებისა და რაზმების საბოლოო ამოცანად ჩაითვალოს რეგიონში მშვიდობისა და სიმშვიდის აღდგენა.

8. შეიქმნას მუდმივი ჯგუფი, რომელიც კონტროლს გაუწევს ამ ოქმის შესრულებას და განიხილავს წამოჭრილ მიმდინარე საკითხებს.

 

 

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე: ზვიად გამსახურდია

 

რუსეთის სფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე: ბორის ელცინი

 

დაბა ყაზბეგი, 1991 წ. 23 მარტი

 

დოკუმენტიდან ჩანს, რომ რუსეთი სცნობს სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს გაუქმებულად. შეთანხმებაში ყველგან ნახმარია "ყოფილი სამხრეთ ოსეთი"! უფრო მეტიც, მოლაპარაკებებში იგი საერთოდ არ ფიგურირებს როგორც არსებული სუბიექტი ...

ასევე წერია-"გაიყვანოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან აქ დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები."----- ეს იყო ეროვნული ხელისუფლების უდიდესი მიღწევა...!!!!!დიდება უფალს!!!

 

სანამ რუსეთი ასე თავისუფლად პარპაშებს კავკასიაში,მანამ ეს ეკონომიკური,კულტურული, ადათობრივი,დემოკრატიული ინსტიტუტების ამოქმედება,სახალხო დიპლომატიის ჩართვა არის ილუზია,რომელიც რეალობას არის მოწყვეტილი...ასეთი ინტელექტუალური პროექტები მაშინ განხორციელდება,როცა ეს ხალხები თვითონ დაიწყებენ საკუთარი მომავლის გადაწყვეტას და არა სხვის კარნახით...კავკასიის თავისუფლება რუსეთისაგან აი,თითოეული ქართველის,კავკასიელის საფიქრალი-წმიდა ილია მართალი...

Edited by shavlego91
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს მითი ეს რუსეთის კგბ-ს შემოქმედებაა და ამას ახლა რუსეთის ფსბ ამუშავებს ედუარდ! ჯაბაევიჩ !კოკოითის!, ბაგაფშის, ულვაშა ჩოჩიევის,შამბას, ტალიავინის პირით....ყორღან ოღლი ქარაფიდან ხელი ჰკრეს და გადაფრინდა!

ამ მითის ერთერთი პროპაგანდისტი , "დინამოს"( სტადიონის )ტრიუმფატორი ყარყარაშვილი 1992წ.3იანვარს დიდუბის მეტროსთან,7 იანვარს დელისის მეტროსთან,2თებერვალს ცირკთან დახვრეტილ გიზო ხატიაშვილის,გივი რეხვიაშვილის,ბაადურ მჭედლიშვილის,ტერიშვილის, ჯავახიშვილის... სხვათა დახვრეტის დროს თბილისის კომენდატი ანუ რუსეთის გუბერნატორი იყო,სამეგრელოს ეგზეკუციებისას ჯაბასთან ერთად მშვიდობიანი მოსახლეობა მრავალგზის ააწიოკა,გაძარცვა,დახვრიტა...1993 წლის 27 ივლისის სოჭის გარიგებით მხოლოდ ქართულმა მხარემ გამოიყვანა,მძიმე ტექნიკა,ჯარი ,რუსული გემებით ყარყარაშვილმა და დათუაშვილმა,რუსებისათვის გაწეული სამსახურისათვის იგი და დათუაშვილი მოსკოვის სამხედრო აკადემიის მსმენელები გახდნენ? მისმა სიტყვებმა "აფხაზები ერთი სტადინიოს ხელაა, ჩვენც გავწყდებით მაგრამ 90 ათასს გავწვეტთ..".ამან მსოფლიო შემოიარა და ჩვენ მცირე ერების გენოციდში რუსებმა დაგვადანაშაულეს...გორში ფიცს იძლევა ცხინვალთან ბრძოლისას და ორ კვირაში ფიცს ტეხს და რუსების დავალებით მთავრობის სახლს უტევს!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სამწუხაროა,რომ ამდენი მტერი ჰყავს საქართველოს...მტრები ქართველების ხელით აკეთებენ ყველაფერს ანუ შაჰ-აბასის მეთოდები დღესაც მუშაობენ!

იმპერიის მსახურნი ცდილობენ საქართველო იმპერიად წარმოაჩინონ,რათა იმპერიების იმპერიული მოქმედებები გადაფარონ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმპერიათა შეუცვლელი გეგმა

"გათიშე და იბატონე"

 

იმპერიები

ყველა მოძალადე დამპყრობი იმპერია ცდილობდა საქართველოს არა მარტო პირდაპირ დანაწევრებას, არამედ ქართველთა ცალკეული ტომების ერთმანეთთან ენობრივად და სულიერად გაუცხოებას. დამპყრობლებმა კარგად იცოდნენ, რომ ერის დასანაწევრებლად პირველ რიგის ამოცანაა "ენათმეცნიერული თავდასხმებით" ერის შემქნელი დედაენის დანაწევრება რამდენიმე ენად. ამჟამინდელი მოძალადე იმპერიები (რუსეთი, ამერიკა, თურქეთი) ახლა უფრო დახვეწილი ხერხებით ცდილობს დამპყრობლური მიზნის მიღწევას -

ქართველი ერის დანაწევრების გზით კავკასიაში სამუდამო გაბატონებას.

"ენათმეცნიერული თავდასხმები" განსაკუთრებული სიძლიერით განხორციელდა გასული საუკუნის 30-იანი წლების საქართველოში. რუსეთის მიერ 1921 წელს, საქართველოს ხელმეორედ დაპყრობის შემდეგ ძალმომრეობა მძვინვარებდა. თუ მეფის რუსეთი თავისი გენერლების, სასულიერო პირებისა ( იანოვსკებს, ვოსტორგოვებს, გერშელმანებს...) და თითო-ოროლა ადგილობრივი მოღალატის (აშორდიების) საშუალებით ცდილობდა ქართველთა დანაწევრებას, ხაზარულ-მასონური ბოლშევიკების რუსეთი თავისი არსითა და ყოვლისმომცველობით იგი ბევრად აღემატებოდა XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისის გამრუსებელ-გადამგვარებელ ქმედებებს, რომლებიც მთლიანად მიმართული იყო ქართველური ენის, როგორც ქართველი ერის საარსებო საშუალების გასაქრობად.

გეგმა უფრო ვერაგული გახლდათ:

ე.წ. "დემოკრატიისა" და "თანასწორების" მოწოდებით მოსული დამპყრობელი თავის მიზნის აღსრულებას შეეცადა ადგილობრივი მასონ-ბოშლშევიკ-კომუნისტების გამოყენებით.

ძირითადი გეგმა იგივე იყო:

გრძელდებოდა საქართველოში მოსახლე არამარტო აფხაზების, ოსების, სომხების, აზერბაიჯანელებისა და სხვათა ამხედრება ქართველი ერის წინააღმდეგ, არამედ გეგმაზომიერად ხორციელდებოდა ქართველთა ენობრივ-ტომობრივი დანაწევრებაც. მეფის რუსსეთის მოხელეების მსგავსად, მასონ-ბოლშევიკებმაც გამოაცხადეს, რომ მეგრელები, აჭარლები, სვანები, ლაზები, იმერლები ქართველები არ არიან და

ქართველებისგან იჩაგრებიანო.

აქვე უნდა აღინიშნოს:

აფხაზს ჩააგონებდნენ, რომ ქართველები მათი მტრებია, რომ თითქოს, ქართველები იტაცებენ აფხაზთა მიწებს, ჩუმ-ჩუმად სახლდებიან იქ, ხელს უშლიან აფხაზური თვითმყოფადობის განვითარებას და სურთ მოსპონ აფხაზი ერი...

მარღანიას გვარით გამოქვეყნდა ასეთი სულისკვეთებს წერილი:

"აფხაზ ძმებს", რომელშიც არ ჩანს რუსების მიერ აფხაზთა გაწყვეტის საშინელება, არც ის, თუ როგორც მეფის რუსეთი,

ისე მასონ-ბოლშევიკთა რუსეთი როგორ ცდილობდა მიეტაცებინა საქართველოს ეს მხარე (იხ., გერშელმანის დოკუმენტში

აფხაზეთში რუსების ჩამოსახლების გეგმა; "საარქიოვო მოამბე, VI, 2009, გვ.119-125).

აფხაზეთი მხარის მსგავსად, სამეგრელოს მიმართ

იმ განსხვავებით, რომ აქ წინ სხვა "გარემოებები" წამოიწია;

კერძოდ, რუსები მეგრელ მასონ-ბოლშევიკებს იმავეს ვერ ათქმევინებდნენ,

რასაც აფხაზებს, ამიტომ სხვა მიმართულება მონახეს;

სანიმუშოდ წარმოვადგენთ მასონ-ბოლშევიკ ი. ჟვანიას მსჯელობას:

მენშევიკებს შემოეცალნენ მუშები და გლეხები, რომელთა ნაცვლად ხელში შერჩათ მღვდლები, თავადაზნაურობა

და ეროვნული მოაზროვნეები და საქმოსანი ხალხი...

რუსეთის დამპყრობლური 21-ე ლაშქრის შემოსვლის შემდეგ საქართველოში ყველაფერი სწორი გზით წარიმართა. ერთ-ერთი "მონაპოვარი" იყო 1929 წელს ბოლშევიკურ მთავრობის მიერ გამოცემული დადგენილება, რომლის მიხედვით ზუგდიდის მაზრის იმ ადგილებში, სადაც მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა ქართული ენა არ იცოდა (!), საქმის წარმოება და სასამართლოს წარმოება მეგრულ ენაზე უნდა შესრულებულიყო... (ი. ჟვანია, 1931, გვ. 147)32.

ამ დადგენილების I და II ნაწილებში ერთმანეთს უპირისპირდება ქართული და მეგრული; IV ნაწილში კი მითითებულია,

რომ დადგენილებები, განკარგულებები უნდა გამოქვეყნდეს როგორც სახელმწიფო ენაზე, ისე მეგრულ ენაზეც.

ამგვარი ენობრივი დაგეგმვა შეუძლებელი იყო რუსეთის მთავრობის, კერძოდ კი სტალინის ნებართვის (ან მითითების) გარეშე. რუსული იმპერია XVIII საუკუნეში დაწყებულ სვლას განაგრძობდა. "მავრის" როლის შემსრულებელი სხვა იყო: ბოლშევიკი ფილიპე მახარაძისა და ისაკ ჟვანიას ("მაფალუისტების") ჯგუფი.

1929 წლის იმ ავბედითი დადგენილების მერე ი. ჟვანიას და მის თანამზრახველებს ხელ-ფეხი გაეხსნათ. დაიწყო მეგრული სტყვებით ჟურნალ-გაზეთების ბეჭდვა. 1931 წ. იბეჭდება ი. ჟვანიას წიგნი "როგორ იბრძოდა სამეგრელოს მშრომელი გლეხობა საბჭოების ხელისუფლებისათვის". ამ წიგნს რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, ჩანს მისი 30-ათასიანი საცალო გამოცემითაც. მთავარი კი ის იყო, რომ სამეგრელოს მოსახლეობას არწმუნებდა დამოუკიდებელი საქართველოს მენშევიკური მთავრობის არამარტო სისასტიკესა და მეკობრულ შეხედულებებში.

სამეგრელოში ეს "ენობრივი დივერსია" აქტიურად ხორციელდებოდა 6 წლის მანძილზე (1929-1934). რამდენადაც

არის ცნობილი, 1934 წლის მერე მსგავსი გამოცემები შეწყდა, არსად ჩანს ი. ჟვანიაც. ეს მასალა მოგვაწოდა თსუ-ს ფორუმელმა დაჩიმ ...მადლობა მას ..

 

 

" ყოველ ერს აქვს მთავარი ენა, რომელიც საერთო საუნჯეს შეადგენს ამ ერის ყველა ნაწილისათვის და იწოდება მის დედა ენად და თემური კილოკავები, რომელნიც იხმარებიან ადგილობრივ. ხალხის განათლებაში ამ სიტყვიერების ფაქტორებს კაცობრიობის კეთილგონიერებამ ასეთი

დანიშნულება მისცა:

ყველა სასწავლებლებში სწავლა მოწყობილია დედა ენაზედ და ადგილობრივის კილოკავებს ხმარობენ ასახსნელად და განსამარტავად იმ საერთო სიტყვებისა, რომელნიც ადგილობრივ

ბავშვებს კარგად არ ესმით. ამ სახით ეფინება მთელს ხალხში დედა ენის სრული ცოდნა და მასთან ერთად ვრცელდება განათლება.

IV საუკუნიდგან დაწყებული დღეინდელ დღემდე ყველა ჩვენებურს სასწავლებელში, შავი ზღვიდგან მოკიდებული დაღისტნის საზღვრამდე, იხმარებოდა მხოლოდ წიგნები, საერთო სამწიგნობრო დედა-ენაზე დაწერილნი. განსამარტავად ადგილობრივ გაუგებარ სიტყვებისა და წინადადებებისა, მასწავლებლები ხმარობდნენ სიტყვიერად ადგილობრივს სიტყვებსა და წინადადებებსა, მაგ., სამეგრელოში და სვანეთში, და სწავლასთან ერთად ავრცელებდნენ დედა-ენის სრულს ცოდნასა.

ვინ მოიფიქრებდა, თუ ამ გონივრულს წესს, ღვთისაგან დალოცვილს და კაცთაგან მოწონებულს, მოწინააღმდეგენი გამოუჩნდებოდნენ ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში,

მაგრამ მოულოდნელი ახდა, შეუძლებელი აცხადდა, და აცხადდა მხოლოდ ჩვენში და სხვაგან არსად, არც სომეხთა შორის, არც თათართა შორის და არც სხვა კავკასიელებში არ აღმოჩენილია იმისთანა ჭკუამოკლე და უკუღმართი ადამიანი, რომელსაც ეთქვას, სასწავლებელში სწავლება თემურს კილოებზე უნდა იყოს და არა დედა ენაზეო.

ჩვენში კი აღმოჩნდნენ იმისთანა ჭკუით გლახაკნი, რომელთაც გაჰბედეს და წარმოთქვეს, რომ სამეგრელოსა და სვანეთის სკოლებიდგან დედა-ენა უნდა იქნას გამორიცხული, რადგან აქ ხალხი ადგილობრივს კილო-კავებსა ხმარობსო. რას გვიქადის ამ უკუღმართის აზრის სისრულეში მოყვანა, გახორციელება? რასაკვირველია, მეტად ცუდს მომავალსა...

.განცალკევება ჰღუპავს ეროვნულ ხესაც და მისგან მოშორებულს ტოტებსაც... ხოლო ღმერთს იმისთანა დიდებული

არსება, როგორც არის მთელი ერი, შეუქმნია არა გადაშენებისა და დაქვეითებისათვის, არამედ წარმატებისა და ბედნიერებისათვის. ამიტომ ჩვენ ყველამ წმინდა მოვალეობად უნდა დავსახოთ მტკიცედ დაცვა და აღორძინება ქართულის დედა-ენისა სამეგრელოსა და სვანეთის ეკლესიაში და სასწავლებელში, ისეთივე მტკიცე დაცვა, როგორც მტკიცედ იცავდნენ ამერნი, იმერნი _ მეგრელნი და სვანნი _ ამ ეროვნულს საუნჯეს მრავალ საუკუნის განმავლობაში, ნებითა და შეწევნითა ღვთისათა..." იაკობ გოგებაშვილი

 

რას ფიქრობდნენ საქართველოს ღირსეული მამულიშვილები

 

ნიკო მარი

საყურადღებოა ნ. მარის მსჯელობა (ქართველთა ეროვნება

- წერილი პროფესსორის ნ. მარრისა იმ სიტყვის გამო, რომელიც

დეკანოზს ი. ვოსტორგოვს წარმოუთქვამს საქართველოს ერზედ

უწმინდესის სინოდის წევრთა და სხვა წარჩინებულ პირთა კრების

წინაშე; ქუთაისი, 1905):

"ვოსტორგოვი შეუცდენია ვისიმე შინაურს კავკასიელ ენათმცოდნეს, რომელსაც ქართული ენის კილოთა განსხვავება, სხვა და სხვა ადგილობრივ გამოთქმითა და კილოთი საუბარი და ენა, რომელზედაც წერაკითხვა არ არსებობს, თუმცა ესენი, რასაკვირველია, განუყრელად ერთ მონათესავე ენას წარმოადგენენ, მიუღია იმისთანა ნიშნებად, რომლი-

თაც თითქო ირღვეოდეს ერთობა საქართველოისა...

"ვოსტორგოვს არა აქვს ნამდვილი წარმოდგენა იმისა, რომ საუკუნეების მანძილზე ერთიანი ქართული ეროვნული კულტურა შეიქმნა ყველა ქართველი ტომის მიერ; ამიტომაა, რომ "საღვთო წერილის ტექსტში ჩვენ ვპოულობთ წმინდა ჭანურს, ანუ მეგრულს და სხვა სიტყვებს. ამ სინამდვილის

კულტურულ-ისტორიულის შეხედულებით ქართული სამწიგნობრო ენა იმდენათვე სვანურია და მეგრული, იმდენათვე გურულია და იმერული, რამდენათაც ქართული. ის არის ღვიძლი სამწერლო ენა ყველა საქართველოს ტომებისათვის" (გვ. 7-10)... "

ეხლა მაინც გაიგონ რუსებმა, ნამდვილად თვალი გამოახილონ და დარწმუნდენ,

რომ კავკასია ის ქვეყანა არის, სადაც რუსები თვით რუსეთის წესების

დარღვევას სწავლობენ, ვითომც სახელმწიფო მიზნების გულისათვის..."

(გვ. 60).

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმპერიათა შეუცვლელი გეგმა

"გათიშე და იბატონე"

 

იმპერიები

ყველა მოძალადე დამპყრობი იმპერია ცდილობდა საქართველოს არა მარტო პირდაპირ დანაწევრებას, არამედ ქართველთა ცალკეული ტომების ერთმანეთთან ენობრივად და სულიერად გაუცხოებას. დამპყრობლებმა კარგად იცოდნენ, რომ ერის დასანაწევრებლად პირველ რიგის ამოცანაა "ენათმეცნიერული თავდასხმებით" ერის შემქნელი დედაენის დანაწევრება რამდენიმე ენად. ამჟამინდელი მოძალადე იმპერიები (რუსეთი, ამერიკა, თურქეთი) ახლა უფრო დახვეწილი ხერხებით ცდილობს დამპყრობლური მიზნის მიღწევას -

ქართველი ერის დანაწევრების გზით კავკასიაში სამუდამო გაბატონებას.

"ენათმეცნიერული თავდასხმები" განსაკუთრებული სიძლიერით განხორციელდა გასული საუკუნის 30-იანი წლების საქართველოში. რუსეთის მიერ 1921 წელს, საქართველოს ხელმეორედ დაპყრობის შემდეგ ძალმომრეობა მძვინვარებდა. თუ მეფის რუსეთი თავისი გენერლების, სასულიერო პირებისა ( იანოვსკებს, ვოსტორგოვებს, გერშელმანებს...) და თითო-ოროლა ადგილობრივი მოღალატის (აშორდიების) საშუალებით ცდილობდა ქართველთა დანაწევრებას, ხაზარულ-მასონური ბოლშევიკების რუსეთი თავისი არსითა და ყოვლისმომცველობით იგი ბევრად აღემატებოდა XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისის გამრუსებელ-გადამგვარებელ ქმედებებს, რომლებიც მთლიანად მიმართული იყო ქართველური ენის, როგორც ქართველი ერის საარსებო საშუალების გასაქრობად.

გეგმა უფრო ვერაგული გახლდათ:

ე.წ. "დემოკრატიისა" და "თანასწორების" მოწოდებით მოსული დამპყრობელი თავის მიზნის აღსრულებას შეეცადა -ბოშლშევიკ-კომუნისტების გამოყენებით.

ძირითადი გეგმა იგივე იყო:

გრძელდებოდა საქართველოში მოსახლე არამარტო აფხაზების, ოსების, სომხების, აზერბაიჯანელებისა და სხვათა ამხედრება ქართველი ერის წინააღმდეგ, არამედ გეგმაზომიერად ხორციელდებოდა ქართველთა ენობრივ-ტომობრივი დანაწევრებაც. მეფის რუსსეთის მოხელეების მსგავსად, მასონ-ბოლშევიკებმაც გამოაცხადეს, რომ მეგრელები, აჭარლები, სვანები, ლაზები, იმერლები ქართველები არ არიან და

ქართველებისგან იჩაგრებიანო.

აქვე უნდა აღინიშნოს:

აფხაზს ჩააგონებდნენ, რომ ქართველები მათი მტრებია, რომ თითქოს, ქართველები იტაცებენ აფხაზთა მიწებს, ჩუმ-ჩუმად სახლდებიან იქ, ხელს უშლიან აფხაზური თვითმყოფადობის განვითარებას და სურთ მოსპონ აფხაზი ერი...

მარღანიას გვარით გამოქვეყნდა ასეთი სულისკვეთებს წერილი:

"აფხაზ ძმებს", რომელშიც არ ჩანს რუსების მიერ აფხაზთა გაწყვეტის საშინელება, არც ის, თუ როგორც მეფის რუსეთი,

ისე მასონ-ბოლშევიკთა რუსეთი როგორ ცდილობდა მიეტაცებინა საქართველოს ეს მხარე (იხ., გერშელმანის დოკუმენტში

აფხაზეთში რუსების ჩამოსახლების გეგმა; "საარქიოვო მოამბე, VI, 2009, გვ.119-125).

აფხაზეთი მხარის მსგავსად, სამეგრელოს მიმართ

იმ განსხვავებით, რომ აქ წინ სხვა "გარემოებები" წამოიწია;

კერძოდ, რუსები მეგრელ მასონ-ბოლშევიკებს იმავეს ვერ ათქმევინებდნენ,

რასაც აფხაზებს, ამიტომ სხვა მიმართულება მონახეს;

სანიმუშოდ წარმოვადგენთ მასონ-ბოლშევიკ ი. ჟვანიას მსჯელობას:

მენშევიკებს შემოეცალნენ მუშები და გლეხები, რომელთა ნაცვლად ხელში შერჩათ მღვდლები, თავადაზნაურობა

და ეროვნული მოაზროვნეები და საქმოსანი ხალხი...

რუსეთის დამპყრობლური 11-ე ლაშქრის შემოსვლის შემდეგ საქართველოში ყველაფერი სწორი გზით წარიმართა. ერთ-ერთი "მონაპოვარი" იყო 1929 წელს ბოლშევიკურ მთავრობის მიერ გამოცემული დადგენილება, რომლის მიხედვით ზუგდიდის მაზრის იმ ადგილებში, სადაც მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა ქართული ენა არ იცოდა (!), საქმის წარმოება და სასამართლოს წარმოება მეგრულ ენაზე უნდა შესრულებულიყო... (ი. ჟვანია, 1931, გვ. 147)32.

ამ დადგენილების I და II ნაწილებში ერთმანეთს უპირისპირდება ქართული და მეგრული; IV ნაწილში კი მითითებულია,

რომ დადგენილებები, განკარგულებები უნდა გამოქვეყნდეს როგორც სახელმწიფო ენაზე, ისე მეგრულ ენაზეც.

ამგვარი ენობრივი დაგეგმვა შეუძლებელი იყო რუსეთის მთავრობის, კერძოდ კი სტალინის ნებართვის (ან მითითების) გარეშე. რუსული იმპერია XVIII საუკუნეში დაწყებულ სვლას განაგრძობდა. "მავრის" როლის შემსრულებელი სხვა იყო: ბოლშევიკი ფილიპე მახარაძისა და ისაკ ჟვანიას ("მაფალუისტების") ჯგუფი.

1929 წლის იმ ავბედითი დადგენილების მერე ი. ჟვანიას და მის თანამზრახველებს ხელ-ფეხი გაეხსნათ. დაიწყო მეგრული სტყვებით ჟურნალ-გაზეთების ბეჭდვა. 1931 წ. იბეჭდება ი. ჟვანიას წიგნი "როგორ იბრძოდა სამეგრელოს მშრომელი გლეხობა საბჭოების ხელისუფლებისათვის". ამ წიგნს რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, ჩანს მისი 30-ათასიანი საცალო გამოცემითაც. მთავარი კი ის იყო, რომ სამეგრელოს მოსახლეობას არწმუნებდა დამოუკიდებელი საქართველოს მენშევიკური მთავრობის არამარტო სისასტიკესა და მეკობრულ შეხედულებებში.

სამეგრელოში ეს "ენობრივი დივერსია" აქტიურად ხორციელდებოდა 6 წლის მანძილზე (1929-1934). რამდენადაც

არის ცნობილი, 1934 წლის მერე მსგავსი გამოცემები შეწყდა, არსად ჩანს ი. ჟვანიაც. ეს მასალა მოგვაწოდა თსუ-ს ფორუმელმა დაჩიმ ...მადლობა მას ..

" ყოველ ერს აქვს მთავარი ენა, რომელიც საერთო საუნჯეს შეადგენს ამ ერის ყველა ნაწილისათვის და იწოდება მის დედა ენად და თემური კილოკავები, რომელნიც იხმარებიან ადგილობრივ. ხალხის განათლებაში ამ სიტყვიერების ფაქტორებს კაცობრიობის კეთილგონიერებამ ასეთი

დანიშნულება მისცა:

ასე ხელოვნურად ქმნიდნენ ერის გაქრობის მექანიზმებს :rolleyes: ... ასეა დღესაც ,რომელშიც ქართველი "მოღვაწეებიც"( რესპუბლიკელები,თავისუფლების ინსტიტუტი... ღებულობენ მონაწილეობას!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს მითი ეს რუსეთის კგბ-ს შემოქმედებაა და ამას ახლა რუსეთის ფსბ ამუშავებს ედუარდ! ჯაბაევიჩ !კოკოითის!, ბაგაფშის, ულვაშა ჩოჩიევის,შამბას, ტალიავინის პირით....ყორღან ოღლი ქარაფიდან ხელი ჰკრეს და გადაფრინდა!

ქართული "იმპერიალიზმის" მთავარი მასალების , უფრო სწორედ ფაბრიკაციის შემომქმედი ქართველები იყვნენ და არიან დღესაც...ამ დავალებას ისინი სხვადასხვა ქვეყნებს თუ ორგანიზაციებს უსრულებენ ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...

მეგობრებო,

ერთ ერთი ბინძური ცილისწამება, რომელიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიმართ იღვრებოდა და იღვრება გახლავთ მისთვის გამოთქმის „საქართველო ქართველებისათვის“ მიწერა და ამ გამოთქმის საფუძველზე მისთვის და მთელი ეროვნული, კანონიერი ხელისუფლებისათვის ფაშისტების, ნაცისტების სახის შექმნა.

 

აი რა სწრედა ამაზე დიდი გულისტკივილით თვით ბატონი ზვიად გამსახურდია:

 

«For its part, the Western mass media repeated in full the elaborate lies of Soviet propaganda - including the propagation of an image of myself as a cruel dictator of Georgia, a kind of Saddam Hussein of the Caucasus, who was engaged in the outright suppression of all personal freedoms, the arrest of political opponents, the wholesale violation of human rights, the oppression of national minorities, and the waging of 'fascist war' against them under the slogan 'Georgia for the Georgians'.»

 

წყარო: Zviad Gamsakhurdia, The Nomenklatura Revanche in Georgia

Published by 'SOVIET ANALYST', (Editor and Publisher Christopher Story), Vol. 21, N. 9-10, 1993

http://www.geocities.com/shavlego/zg_1d.html

--------------------------------------------------------------------------------

 

ამ ცილისწამების წყარო სამწუხაროდ ისევ საქართველოშია, ხოლო მისი მთავარი გამავრცელებელი კი არის ვინმე გია ნოდია, რომელმაც დასავლეთში კარიერა გაიკეთა ეროვნული, კანონიერი ხელისუფლებისა და პირადად პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ცილისწამებით:

გია ნოდია და მისი კამპანია

Like most nationalists, the new Georgian leaders in 1989-91 considered minorities to be a headache. The first Georgian president, Zviad Gamsakhurdia, claimed to be a democrat, but his beliefs were closest to "Georgia for the Georgians."...

 

...The new government of Eduard Shevardnadze branded Gamsakhurdia's movement as "parochial fascism"...

 

წყარო: Loyal or Dangerous? Georgians divided minorities into two categories, dangerous and non-dangerous. Likely territorial claimants were considered dangerous. By Ghia Nodia [Chairman of the Board of the Caucasian Institute for Peace, Democracy and Development] in Tbilisi. February 1997. © Copyright: The Institute for War and Peace Reporting 1996.

http://www.iwpr.net/index.pl?archive/war/war_48_199701-02_04 .txt

 

გია ნოდიას ცილისწამება მას შემდეგ აიტაცა ყველა ანტიქართულმა ძალამ და იგი უსაშველოდ და განუკითხავად მოედო და გავრცელდა მთელს მსოფლიოში. განსაკუთრებით ფართოდ ამ ცილისწამებას იყენებენ აფხაზი და ოსი სეპარატისტები.Grig-იც მათთანაა ანუ ამ მარხვაში ცილისწამებითაა გართული...ღმერთმა გიშველოს 005.gif ყორღან ოღლი ქარაფიდან ხელი ჰკრეს და გადაფრინდა! 011.gif

წყარო:

http://forum.ge/?f=29&showtopic=33725006&st=45

 

ესეც ყურადღებით წაიკითხეთ და შემდეგ თვითონ დაასკვენით, რამდენად "შოვინისტი" იყო ზვიად გამსახურდია:

http://mamuli.net/sinatle/default.asp?bpgpid=26&pg=1

 

დიდი ბელადი სტალინი, ჟორდანია, კაკი წერეთელი... იყვნენ ამ იდეოლოგიის მატარებელნი-"ქართველები გენოციდს უწყობენ ოსებს ,ავიწროებენ ეროვნულ უმცირესობებს...აჭარლებს,მეგრეებს,სვანებს,სომხებს, აფხაზებს..." ჩაწერეს პრაღის დისიდენტთა 24-ე რეზოლუციაში ჭანტურიამ, აირიკიანმა, ბუკოვსკიმ,ჟვანიამ, ბერძენიშვილმა კრემლის დავალებით 1991 წელს..

..ახლა ფაქტობრივად ქვეტექსტით იგივეს ამბობს ტალიავინის დასკვნა სუბეთნიკურობის შესახებ საუბარში,სადაც აღნიშნულია მეგრელები,სომხები, სვანები,აჭარლები ..სხვა ეთნოსად ...გამოდის,რომ თვითგამორკვევის დეკლარაციით ოსების,აფხაზების შემდეგ სვანებს,მეგრელებს,აჭარლებს, ჯავახებს აქვთ სახელმწიფოს შექმნის უფლება...ე.ი. ამ იდეოლოგიით საფუძველს უყრიან ქართული სახელმწიფოს ლიკვიდაციას...უნდა შეიქმნას მრავალი სახელმწიფო საქართველოს ტერიტორიაზე....იმპერიის მსახურნი ცდილობენ საქართველო იმპერიად წარმოაჩინონ,რათა იმპერიების იმპერიული მოქმედებები გადაფარონ! ქართული "იმპერიალიზმის" მთავარი მასალების , უფრო სწორედ ფაბრიკაციის შემომქმედი ქართველები იყვნენ და არიან დღესაც...ამ დავალებას ისინი სხვადასხვა ქვეყნებს თუ ორგანიზაციებს უსრულებენ ...

Edited by shavlego91
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საინტერესოა მათემატიკის, ფიზიკის,ქიმიის სახელმძღვანელოები როდის გამოვა სვანურად, მეგრულად, წოვა თუშურად,აჭარულად....იქნებ ლადარია მოიწვიოთ და ამ თემაზე გაგვცეს პასუხი...იქნებ ეკა ან რამიშვილი... :blink:

:):

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...