irene Posted January 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 2, 2010 მეგობრებო, ვინ მეტყვის განსხვავებას მიშისტების, გრეჩიხისტების, ზვიადისტების და ყველანაირი ისტების მომხრეთა და დამხვედრთა აპლოდისმენტებს შორის? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted January 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 2, 2010 Siknadmo მე ვიყავი სტადიონზე და აპლოდისმენტებით შევხვდი უცნობს,ანუ მე ტალპა ვარ თანაც ისეთივე როგორიც მიშისტები????ანუ ჩვენ, იქ სტადიონზე მყოფნი ვიყავით ეგზალტირებული მოზვიადისტ მიმიშისტობრბო ხო?მე არ ვფიქრობ,რომ პროტესტის ნიშნად გასული ხალხი ბრბოა - ეს ამჟამიდელ ხელისუფლებას აწყობს ესე მონათლონ ის პროტესტი რომელიც გააჩნია დღეს ადამიანებს.აქვე ერთი კითხვა მაქ - 2003 ნოემბერში არ იყვნენ "ტოლპა" და ეხლა გახდა?არადა ერთი და იგივე ხალხი იყო გასული ქუჩაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted January 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 2, 2010 (edited) irene მეგობრებო, ვინ მეტყვის განსხვავებას მიშისტების, გრეჩიხისტების, ზვიადისტების და ყველანაირი ისტების მომხრეთა და დამხვედრთა აპლოდისმენტებს შორის?"ისტობა" - სხვაა, მომხრეობა სხვა და პოლიტიკური მრწამსი კიდე სულ სხვა რამაა.უბრალოდ ხარისხს გააჩნია.მე იცი რის წინააღმდეგი ვარ - აი გადაფიჩინების და ანგარებით მომხრეობის, თორემ ამ გაზაფხულზე ქუჩაში "ისტობის" გამო არავინ იყო გასული - აქ ამ ხალხს პროტესტი და გამოხატა - ამის სრული უფლება აქვთ.ეს ნაციკებს აწყობთ ეხლა ის მოვლენები ესე "მონათლონ" - მეტი არაფერი საშიში სხვა რამ მგონია - აი ადამიანი, რომ სასტიკია, ცემს ვიღაცას და ამით ამაყოფს - ეს საშინელებაა.ძალიან ვწუხვარ, რომ ამის მიმართ არავის არავითარი პროტესტი არ უჩნდება.ზის აგერ ძალიან კომფორტულად და ყველა ტემაში ( ეხება ამას თუ არა) ტრაბახობს იმით თუ რა "მაგარი" ბიჭია. ხო, მართლა - "გრეჩიხა" ქალივით ზლუქუნებდა - მეტი არ დამარტყათ, მაშინ როდესავ მთელი სამინისტროს ჯალათობა ურტყავდა, მიშა კი თვითმფრინავის ხმაზე მტვერში გორაობდა, როდესაც არავის შეშინები ( ჩანს ეს კადრებში) - ეხლა მითხარით - ვინაა უფრო მხდალი?მე მრცხვენია ესეთი პრეზიდენტი რომ მყავს Edited January 2, 2010 by kisa Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 2, 2010 მე მიშა მირჩევნიაT_A_T ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
irene Posted January 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 2, 2010 კეთილი მასე იყოს, მაგრამ აპლოდისმნეტებს შორის განსხვავება მაინც არ ჩანს და ვინ იცის ხალხი რატომ გადის ქუჩაში? ხალხმა იცის თვითონ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted January 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 2, 2010 irene და ვინ იცის ხალხი რატომ გადის ქუჩაში? ხალხმა იცის თვითონ?კითხე ძალიან ბევრი არის ესეთი ადამიანი თუნდაც ამ ფორუმზევკითხოთ - რამ გაგიყვანა?მიშას სიძულვილმა , თუ მისი და მისი პოლიტიკური ხროვის მოქმედებებმა?შენ irene , პროტესტის გრძნობა სულ არაფერზე გაგჩენია?ვიღაც ჩუმად "სამზარეულოში" გამოხატავს ამ პროტესტს , ვიღაც კი ქუჩაში გადის - სრული უფლება აქვს ყველას ისე მოიქცეს, როგორც მას სწორად მიაჩნია.ის გახსოვს?"კაჟდოე დეისტვიე ვიზივაეტ პროტივოდეისტვიე" - ჩათვალონ ნაციკებმა ეს ხალხი საზოგადოებად, ადამიანებად და არავინ არ გავა ძალიან მარტივია ეს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
irene Posted January 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 2, 2010 (edited) irene ხო, მართლა - "გრეჩიხა" ქალივით ზლუქუნებდა - მეტი არ დამარტყათ, მაშინ როდესავ მთელი სამინისტროს ჯალათობა ურტყავდა, მიშა კი თვითმფრინავის ხმაზე მტვერში გორაობდა, როდესაც არავის შეშინები ( ჩანს ეს კადრებში) - ეხლა მითხარით - ვინაა უფრო მხდალი?მე მრცხვენია ესეთი პრეზიდენტი რომ მყავს ის რომ მიშა მხდალია არ ამართლებს გრეჩიხას ქალურ ზლუქუნს. ვიღაცას შუძლია თქვას, რომ მას სცხვენია ასეთი ოპოზიციის ლიდერი რომ ყავს - იმიტომ რომ ცივილიზებულ სახელმწიფოში ოპოზიციის ლიდერიც ისეთივე ღირსების თემაა, როგორც ქვეყნის პირველი პირი, იმიტომ, რომ ისიც ქვეყნის ერთ-ერთი ლიდერია ... ნუ თუმცა ეს ცივილიზებულ სახელმწიფოში ... ჩვენ კი..... თუ ჩვენი მოწონებული ოპოზიციის ლიდერი ქალივით ატირდება, თავს იმით დავიმშვიდებთ, რომ სამაგიეროდ პრეზიდენტი მხდალია... მიშა სიმხდალით ჩასვრილი მიშისტები, როგორც კი ოპოზიციის ლიდერი ქალივით აზლუქუნდება, მაშინვე თავს წამოყოფენ ამაყად.... ნუ მოკლედ, რააააააააააააა ანუ ჩვენ გვყავს მხდალი, ქალივით მოზლუქუნე ლიდერები, ხოდა მორჩა ....საერთო ჯამში საზოგადოებაა სამარცხვინო ... და ასეთივე ლიდერები ყავს .... irene კითხე ძალიან ბევრი არის ესეთი ადამიანი თუნდაც ამ ფორუმზევკითხოთ - რამ გაგიყვანა?მიშას სიძულვილმა , თუ მისი და მისი პოლიტიკური ხროვის მოქმედებებმა?შენ irene , პროტესტის გრძნობა სულ არაფერზე გაგჩენია?ვიღაც ჩუმად "სამზარეულოში" გამოხატავს ამ პროტესტს , ვიღაც კი ქუჩაში გადის - სრული უფლება აქვს ყველას ისე მოიქცეს, როგორც მას სწორად მიაჩნია.ის გახსოვს?"კაჟდოე დეისტვიე ვიზივაეტ პროტივოდეისტვიე" - ჩათვალონ ნაციკებმა ეს ხალხი საზოგადოებად, ადამიანებად და არავინ არ გავა ძალიან მარტივია ეს მე პროტესტი ძალიან არაპოპულარული მიამრთულებებით მიჩნდება და ნელ-ნელა კი გახდება გასაგები... Edited January 2, 2010 by irene Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Private Nodari Posted January 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 2, 2010 მე მიშა მირჩევნიამეც Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted January 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 2, 2010 წმინდა უცნობ მხსნელის და ბატონი პრეზიდენტისბატონ პრეზიდენტს ეს მიშისტები მაგარი სასაცილოები ხართ, რა. ყველას პერსონალური ფსიქოლოგი გჭირდებათ :eshmak: . Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted January 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 2, 2010 (edited) irene მეგობრებო, ვინ მეტყვის განსხვავებას მიშისტების, გრეჩიხისტების, ზვიადისტების და ყველანაირი ისტების მომხრეთა და დამხვედრთა აპლოდისმენტებს შორის?ოქროსა და ფეკალურ მასას შორის სხვაობა იცი რა არის? Edited January 2, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted January 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 2, 2010 (edited) ისე კი, საკმაოდ ეჭვის თვალით ვუყურებ ათეისტებს,მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთები ჩემში სიმპატიასაც კი იწვევენ,იმის არ დანახვა რომ ღმერთი არსებობს თავისთავად მიუთითებს იმაზე რომ ად ადამიანებს მათი ინტელექტის და მორალური პრინციპების მიუხედავადრაღაც ძალიან მნიშვნელოვანის დანახვის უნარი არ შესწევთ :eshmak: რა უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში ისეთი ტრაგიკული რომ ვთქვამე მიშა მირჩევნია,მე პირადად თუკი ამაზე ხელი მოვაწერე ამის შემდეგ ყველაფერზე ხელს მოვაწერ, ისე კი ძაან მეწყინა, სამწუხაროა :rolleyes: Edited January 2, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted January 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 2, 2010 irene ის რომ მიშა მხდალია არ ამართლებს გრეჩიხას ქალურ ზლუქუნს. ვიღაცას შუძლია თქვას, რომ მას სცხვენია ასეთი ოპოზიციის ლიდერი რომ ყავს - იმიტომ რომ ცივილიზებულ სახელმწიფოში ოპოზიციის ლიდერიც ისეთივე ღირსების თემაა, როგორც ქვეყნის პირველი პირი, იმიტომ, რომ ისიც ქვეყნის ერთ-ერთი ლიდერია ...მაპატიე, irene , ვერ დაგეთანხმები - "გრეჩიხა უმცროსი" საერთოდ არ მიმაჩნია "ლიდერად", ასე რომ ცუდი შედარებაა.არის ერთი მსახიობი კაცი, "პოლიტიკოსის" ძმა - ჩემთვის პირადად მეტი არაფერი არ არის. სხვათაშორის არც თავად არ გამოუთქვამს პოლიტიკაში ყოფნის პრეტენზია - ასე, რომ უადგილო შედარებაა - მიშა და გია გაჩეჩილაძე.შეიძლება არ მოგწონდეს ან მოგწონდეს მისი შემოქმედება ( ამ შემთხვევაში სატელევიზიო პროექტ "საკანს" ვგულისხმობ) მაგრამ "ლიდერად" და "პოლიტიკოსად" ნუ მიიჩნევთ, იმიტომ რომ არც არის და ვერც გახდებათუ ჩვენი მოწონებული ოპოზიციის ლიდერი ქალივით ატირდება, თავს იმით დავიმშვიდებთ, რომ სამაგიეროდ პრეზიდენტი მხდალია... მიშა სიმხდალით ჩასვრილი მიშისტები, როგორც კი ოპოზიციის ლიდერი ქალივით აზლუქუნდება, მაშინვე თავს წამოყოფენ ამაყად.... ნუ მოკლედ, რააააააააააააა ანუ ჩვენ გვყავს მხდალი, ქალივით მოზლუქუნე ლიდერები, ხოდა მორჩა ....საერთო ჯამში საზოგადოებაა სამარცხვინო ... და ასეთივე ლიდერები ყავს ....არ არის ეს სწორი შედარებები - სახელმწიფოს მეთაურსა და "ასლუკუნებული მსახიობს" შორის ( სხვათაშორის ცემითაც შეიძლება მიკლა ადამიანი) ძალიან დიდი განსხვავებაა.აი "ჯალათის" მიმართ კი ყველა ნორმალურ ადამიანს უნდა უჩნდებოდეს პროტესტი იმისდა მიუხედავად, თუ რომელ პოლიტიკურ მიმართულებას მიეკუთვნება - ძალადობას არავითარი გამართლება არ აქ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted January 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 2, 2010 irene ის რომ მიშა მხდალია არ ამართლებს გრეჩიხას ქალურ ზლუქუნს. ვიღაცას შუძლია თქვას, რომ მას სცხვენია ასეთი ოპოზიციის ლიდერი რომ ყავს - იმიტომ რომ ცივილიზებულ სახელმწიფოში ოპოზიციის ლიდერიც ისეთივე ღირსების თემაა, როგორც ქვეყნის პირველი პირი, იმიტომ, რომ ისიც ქვეყნის ერთ-ერთი ლიდერია ...თუ გახსოვთ მაისის თვეში გლდანის გზაზე სრულიად უმიზეზოდ ჩაცხრილეს გია კრიალაშვილი. უმიზეზოდ იმიტომ ვამბობ, რომ იმ ამბის შემდეგ 8 თვის მერეც ვერ დაადასტურა გამოძიებამ, რომ ეს ხალხი რუსების დახმარებით თბილისში გადატრიალებას გეგმავდა. არადა ერორმა პირველივე დღეს უაპელაციოდ გამოგვიცხადა რომ ეს ადამიანები ქვეყნის მოღალატეები იყვნენ. ანუ ერთი, რომ ადამიანი მოკლეს და მეორე რომ ადამიანს ცილი დასწამეს ყველაზე ცუდ რამეში, რისი ჩადენაც ადამიანს შეეძლო საკუთარი ქვეყნის წინაშე. ადამიანი ან ეგუები მსგავს რამეებს ან არა, რა მნიშვნელობა აქვს რა თქვა გრეჩიხამ საკანში? რაც არ უნდა ეთქვა, ამ ორი ფაქტის შედარება შეიძლება?? ერორები ნებისმიერი ოპოზიციის ლიდერის ანტიპიარზე იმუშავებენ. ადრე ასეთი გრეჩიხა იყო, ახლა ალასანიაა, ხვალ შეიძლება კიდევ ვინმე სხვა იყოს. უბრალოდ "მიშა მირჩევნიას" თქმით, თქვენ მათ კრიალაშვილის ამბის გამეორების უფლებას აძლევთ. შეიძლება ვცდები, არ ვიცი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted January 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 2, 2010 (edited) lasalexx თქვენ მათ კრიალაშვილის ამბის გამეორების უფლებას აძლევთ. შეიძლება ვცდები, არ ვიცი...სამწუხაროდ "ბეზ სუდა ი სლედსტვია" ადამიანების განადგურებაზე, უსაფუძვლო დადანაშაულებაზე ყველა ცოდვაში, ცემაზე და გაუმართლებელ ძალადობაზე ამ კატეგორიას პროტესტი არ უჩნდება.აქედან კი დასკვნა - თავად ხომ არ აკეთებენ ამას და ამიტომ გადააქვთ ყურადღება "გრეჩიხებზე"( კონკრეტულად არა - კრებსითი სახელია) Edited January 2, 2010 by kisa Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
irene Posted January 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 2, 2010 irene მაპატიე, irene , ვერ დაგეთანხმები - "გრეჩიხა უმცროსი" საერთოდ არ მიმაჩნია "ლიდერად", ასე რომ ცუდი შედარებაა.არის ერთი მსახიობი კაცი, "პოლიტიკოსის" ძმა - ჩემთვის პირადად მეტი არაფერი არ არის. სხვათაშორის არც თავად არ გამოუთქვამს პოლიტიკაში ყოფნის პრეტენზია - ასე, რომ უადგილო შედარებაა - მიშა და გია გაჩეჩილაძე.შეიძლება არ მოგწონდეს ან მოგწონდეს მისი შემოქმედება ( ამ შემთხვევაში სატელევიზიო პროექტ "საკანს" ვგულისხმობ) მაგრამ "ლიდერად" და "პოლიტიკოსად" ნუ მიიჩნევთ, იმიტომ რომ არც არის და ვერც გახდება არ არის ეს სწორი შედარებები - სახელმწიფოს მეთაურსა და "ასლუკუნებული მსახიობს" შორის ( სხვათაშორის ცემითაც შეიძლება მიკლა ადამიანი) ძალიან დიდი განსხვავებაა.აი "ჯალათის" მიმართ კი ყველა ნორმალურ ადამიანს უნდა უჩნდებოდეს პროტესტი იმისდა მიუხედავად, თუ რომელ პოლიტიკურ მიმართულებას მიეკუთვნება - ძალადობას არავითარი გამართლება არ აქრა გაქვს საპატიებელი - გაიხარე გენაცვალე და თქვი რასაც ფიქრობ- დაშაქრულ-დატკბილული ბაასისითვის არ მოვსულვარ აქ :eshmak: ეგ შესანიშნავი ჩემო კარგო, მაგრამ მგონი ეს შენი სიტყვები იყო : "ხო, მართლა - "გრეჩიხა" ქალივით ზლუქუნებდა - მეტი არ დამარტყათ, მაშინ როდესავ მთელი სამინისტროს ჯალათობა ურტყავდა, მიშა კი თვითმფრინავის ხმაზე მტვერში გორაობდა, როდესაც არავის შეშინები ( ჩანს ეს კადრებში) - ეხლა მითხარით - ვინაა უფრო მხდალი?" შენ ადარებდი და მე განვავრცე შენი შედარების ლოგიკა.... მეტი არაფერი შენ არ მიგაჩნია, სხვას მიაჩნია - მაგალითად ჩემი თანამშრომლების დაახლოებით 75 კაციან ჯგუფს ვიცნობ რა - რომლებიც მთელი სერიოზულობით მსჯელობენ როელი ძმა ჯობს იყოს პრეზიდენტი და რომელი პრემიერი მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ - რა გაცინებს მეცნენ ამის წინ რა პოლონეტსი რომ არიან ძმები რა პრობლემააო ,,, ასე რომ ....... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.