Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

"ხოსე კარერასი აქ მუქთად არ ჩამოვიდოდა"

 

იანვრის პირველი დღეები საქართველოში ნამდვილ დღესასწაულად იქცა. ახალ წელს ყველა ქალაქში ზეიმით შეხვდნენ, მაგრამ გამორჩეული მაინც ბათუმი იყო. 30-31 დეკემბერს 200-მდე სანტა-კლაუსმა და თოვლის ბაბუამ სადღესასწაულო აღლუმი მოაწყო ქალაქის ქუჩებში, 31 დეკემბერს ევროპის მოედანზე მშვენიერი და გრანდიოზული კონცერტი გაიმართა, რომელშიც სახელგანთქმული საოპერო მომღერლები მონაწილეობდნენ, მათ შორის - ხოსე კარერასიც. კონცერტს ამშვენებდა ლაზერშოუ და ფეიერვერკი.

 

ქართველ საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა - რა თანხა დაიხარჯა საახალწლო ღონისძიებებში? ამ კითხვით "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ზურაბ მელიქიშვილს მივმართეთ: "მნიშვნელოვანია, რომ საახალწლო ღონისძიებები მთელ საქართველოში ჩატარდა და არა მხოლოდ თბილისში ან ბათუმში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ლამაზად შეხვდა ახალ წელს. რაც შეეხება ხარჯებს, ამის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია ღონისძიების ორგანიზატორებს ექნებათ".

 

ზუსტ ციფრს ვერ ასახელებს ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი ჩავლეიშვილიც: "ოფიციალური მონაცემები, თუ რა დაიხარჯა საახალწლო ღონისძიებებში, ჯერჯერობით ხელთ არა გვაქვს. ისე კი, საშობაო-საახალწლო დღესასწაულებისთვის ბათუმის ბიუჯეტში 391 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. ამ თანხაში შედიოდა ქალაქის მორთვა, განათება, აქსესუარები, სადღესასწაულო ღონისძიებები. 50 ათასი ლარი კი ცალკე გამოიყო ფეიერვერკებისთვის. რაც შეეხება კონცერტს, პრეზიდენტმა კი თქვა, ცენტრალური ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარი გამოიყოო, მაგრამ ბათუმში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გაცილებით მეტი დაიხარჯა. ყველა სხვადასხვა ციფრს ასახელებს - 5 მილიონს, 7 მილიონს და ა.შ.…ამ თვის ბოლოს საკრებულოს სხდომა უნდა ჩატარდეს და იმედია, ყველაფერი გაირკვევა".

http://www.kvirispalitra.ge/public/2133-qv...-milionebi.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 76
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

და ამის ფონზე დღევანდელი ფაქტი გონიოში - ოჯახი აფეთქდა რუსულ ნაღმზე, გაჭირვებამ მიიყვანა ძველ რუსულ ბაზაზე ჯართის ასაგროვებლად ;)

მოკლედ რა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...