Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

საქართველოში კოაქსილი ასეულობით ოჯახის ტრაგედიის მიზეზი ხდება, რომ არაფერი ვთქვათ იმ ათეულობით დაინვალიდებულ ახალგაზრდაზე, რომელთაც კოაქსილის მორიგი დოზა სიკვდილთან ყოველდღიურად აახლოებს.

ნატა ასათიანი, ექიმი ნარკოლოგი: - კოაქსილი ანტიდეპრესანტია და მედიცინაში დეპრესიის მოსახსნელად გამოიყენება. პაციენტისთვის მისი დანიშვნა მხოლოდ სპეციალისტის ანუ ფსიქიატრის, ნევროპათოლოგის და ნარკოლოგის მიერ უნდა მოხდეს. მისი ინიექციური გამოყენება ნარკოტიკების მომხმარებლებში შეიძლება ბევრი დაავადების გამომწვევ მიზეზად იქცეს. რადგან კოაქსილს ნარკოტიკული თრობის ეფექტი ძალიან ხანმოკლე აქვს, ნარკომანები მას დღეში რამდენჯერმე იკეთებენ, რაც შემდგომში ვენების თრომბოფლებიტსა და სეფსისს იწვევს (რაც მხოლოდ კოაქსილის მომხმარებელთათვის არის დამახასიათებელი). კოაქსილი იწვევს სწრაფ მიჩვევას, თავიდან პაციენტი მის მოხმარებას 5-6 ტაბლეტით იწყებს, თუმცა შემდგომში სასურველი ეფექტის მისაღწევად მას უკვე 100 ტაბლეტი(!) სჭირდება, რაც შესაბამისად, ძალიან აზიანებს ღვიძლსა და თირკმელს. გარდა ფიზიოლოგიური გართულებებისა, კოაქსილის მოხმარება იწვევს მრავლობით ფსიქოლოგიურ დარღვევებს, როგორიცაა: ტოქსიკური ენცეფალოპათია (მეხსიერების დაქვეითება), ყურადღების გაფანტულობა, ჭკუასუსტობა, ნაადრევი სიბერე... მინდა გითხრათ რომ ასეთ "შედეგამდე" სხვა ნარკოტიკს მხოლოდ წლების შემდეგ მიჰყავს ნარკომომხმარებელი.”

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, კოაქსილის პოპულარობას მისი ხელმისაწვდომობა განაპირობებს. პრეპარატი იაფი ღირს და აფთიაქშიც თავისუფლად იყიდება(?!), თუმცა ნარკოლოგები პირად საუბრებში ამბობენ, რომ ზოგიერთი პაციენტი კოაქსილს "ლომკის" შესაჩერებლად იყენებს.

 

სუსტი ფსიქიკის ფორუმელები ნუ ნახავენ ამ ვიდეოს:

 

 

P.S მოდერს ვთხოვ ვიდეო აქვე ჩასვას, მე ვარეფრით გავაკეთე.... :))

 

 

p.p.sისე, ცალკე თემა რომ იყოს – ნარკოლოგია არ იქნებიდა ურიგო

Edited by Jonathan Livingston
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველას მინდა მოვუწოდო რომ თავი შეიკავეთ

 

"პირველადი გასინჯვისგან"

 

აი ეს არის მთავარი პრობლემა

 

ჩვენ ვებრძვით ნარკომანიას როგორც შეგვიძლია

 

მოქალაქეების მხრიდან უნდ აიყოს ოპერატიული ინფორმაციის მიწოდება პოლიციაზე

 

და ამას არ უნდა დავარქვათ "ჩაშვება" და "ბოზობა"

 

კრიმინალური პოლიცია განსაკუთრებით ებრძვის ნარკო მოვაჭრეებს ეგრედ წოდებულ "ბარიგებს"

 

ამ შემხვევაშიც მოქალაქეების მხრიდან დახმარებას ძალიან დიდი შედეგების მოტანა შეუძლია ამ ბრძოლაში

 

არ გასინჯოთ არცერთი ნარკოტიკული საშუალება

 

დაწყებული ისეთი უწყინარი საშუალებებით როგორიცაა ეგრედ წოდებული :"ენერჯაიზი" ბარებში იყიდება და ჩვეულებრივ მაღაზიებშიც იწვევს დამოკიდებულებას ასევე ვითომ უწყინარი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა "პლანი" იწვევს ძალიან სერიოზულ პრობლემებს ტვინზე სპერმაზე და აქვს ნარკო დმაოკიდებულება

 

დამთავრებული ჰეროინით სუბოტექსით მორფით

 

მაგალითად მორფი მასიური აღნაგობის ფიზიკურად ძლიერ კაცს შეიძლება დაჭირდეს 2-თვეში ერთხელ და ამხელა ინტერვალში ანუ 60-დღე ნარკოტიკული დმაოკიდებულება "ლომკა" არ ქონდეს შემდეგ ეს 60-დღე კლებულობს და უფრო და უფრო მალმალე ჭირდება დოზის მიღება და მასიური აღნაგობის ფიზიკურად ძლიერი კაცი ვაჟკაცი

 

გადაიქცევა ნაძირალა ვირთხათ ლოყებ ჩაცვენილ ავადმყოფათ რომელიც ცოლს "პანელზე" დააყენებს რომ დოზა იყიდოს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასევე ვითომ უწყინარი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა "პლანი" იწვევს ძალიან სერიოზულ პრობლემებს ტვინზე სპერმაზე და აქვს ნარკო დმაოკიდებულება

ისეთ დამოკიდებულებას არ იწვევს, როგორც სხვა შემთხვევებში... :)

თითქმის არც იწვევს... :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისეთ დამოკიდებულებას არ იწვევს, როგორც სხვა შემთხვევებში... :)

თითქმის არც იწვევს... :D

 

 

იწვევს უბრალოდ დიდი დრო ჭირდება და ინტენსიური მოხმარება

 

თუ მაგ საშუალების მომხმარებელი ხარ

 

გირჩევდი თავი დაანებო

 

დანარჩენი შენზეა დამოკიდებული

 

და თუ დაგიჭირეს

 

არ გაგიკვირდეს

 

"უწყინარი პლანია"

 

და ნუ მიჭერთო

 

თავიდან ჯარიმა შემდეგ ციხე

 

არ გინდა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დამიჯერე არ იწვევს, ამას გეუბნები როგორც ყოფილი მომხმარებელი, ასევე როგორც რაღაც ინფოს მცოდნე ამ საკითხში... :D

 

ხოდა, მეც არავის ვურჩევ მოხმარებას... :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო

FRIDRIX

ისე მოწოდება-პროპაგანდას, რაიმე სერიოზული სამეცნიერ-სამედიცინი ინფორმაციები ანაც სტატისტიკური მონაცემები დადო ბევრად უფრო ეფექტური იქნება

 

ისე სიგარეტიც და ალკოჰოლიც მავნეა და რატომ არ იჭერენ ხალხს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

ისე მოწოდება-პროპაგანდას, რაიმე სერიოზული სამეცნიერ-სამედიცინი ინფორმაციები ანაც სტატისტიკური მონაცემები დადო ბევრად უფრო ეფექტური იქნება

 

ისე სიგარეტიც და ალკოჰოლიც მავნეა და რატომ არ იჭერენ ხალხს?

 

 

სტატისტიკურ მონაცემებს

 

ეხლავე გეტყვი

 

ძალიან ბევრი სტუმარი გვყავს

 

ნარკომანიის მუხლით

 

ოღონდ სტუმრობა გაუგრძელდებათ წლები

 

 

 

და რაც შეეხება პროპაგანდას ნარკო მოვაჭრის დაჭერაში დახმარება ყველა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქის ვალია

 

 

 

 

FRIDRIX

ისე მოწოდება-პროპაგანდას, რაიმე სერიოზული სამეცნიერ-სამედიცინი ინფორმაციები ანაც სტატისტიკური მონაცემები დადო ბევრად უფრო ეფექტური იქნება

 

ისე სიგარეტიც და ალკოჰოლიც მავნეა და რატომ არ იჭერენ ხალხს?

 

 

რასაც კოდექსი კრძალავს

 

იმის მიხედვით იჭერენ

 

აკრძალოს კოდექსმა სიგარეტი და ალკოჰოლი

 

და იმათაც დაიჭერენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოში ექსპერტთა ვარაუდით ნარკოტიკულ ნივთიერებებს დაახლოებით 150,000 ადამიანი მოიხმარს. მათ უმრავლესობას ინექციური ოპიოიდების მომხმარებლები შეადგენენ. ჯერჯერობით საქართველომ მოახერხა თავიდან აეცილებინა აივ/შიდსის კატასტროფული გავრცელება, რასაც ადგილი აქვს ყოფილი საბჭოთა კავშირის ზოგიერთ ქვეყანაში (რუსეთი -– 1.5 მილიონი ინფიცირებული, უკრაინა –- 400,000 ინფიცირებული). მაგრამ არსებობს მრავალი მანიშნებელი იმისა, რომ ეს სურათი უახლოეს მომავალში შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს. შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის მონაცემებით რეგისტრირებულ აივ-ინფიცირებულთა 69%-ს, სწორედ ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები შეადგენენ. ნარკოლოგიის ინსტიტუტის მონაცემებით ქვეყანაში ბოლო წლების მანძილზე ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის, დრამატულად იზრდება და რისკ ქცევის დონე ძალზედ მაღალია. ნარკოტიკების ინტრავენურ მომხმარებელთა შორის ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით გამოკითხულთა 67,.2 %-ს ერთხელ მაინც გამოუყენებია საინექციო ინსტრუმენტები, რომლითაც მანამადე სხვამ ისარგებლა.

წამალდამოკიდებულება კომპლექსური სოციალური ფენომენია და იშვიათად თუ ექვემდებარება მხოლოდ საკანონმდებლო აქტებით რეგულირებას. Gგარდაუვალია, რომ ადამიანთა გარკვეული ნაწილი განაგრძობს ნარკოტიკული ნივთიერებების მიღებას დასჯის და ჯანმრთელობისათვის რისკის საშიშროების მიუხედავად. არსებული რეპრესიული კანონმდებლობა, მათი არჩევანის და ქცევის კატეგორიული განკიცხვა და სტიგმატიზაცია მხოლოდ უბიძგებს მათ კიდევ უფრო გაემიჯნონ საზოგადოებას და შეუძლებელს ხდის იმ პროგრამების განხორციელებას, რომლებიც მიზნად ისახავენ მათი და მათ გარშემომყოფთა ჯანმრთელობის დაცვას. მთელი ქვეყნის მასშტაბით წლის განმავლობაში ნარკოლოგიურ სამკურნლო დაწესებულებებს მხოლოდ 400-მდე ადამიანი მიმართავს, არ არსებობს არანაირი მონაცემი ნარკოტიკების ხმარებით გამოწვეული სიკვდილიანობის თაობაზე, რეპრესიების შიშის გამო ადამიანები ერიდებიან მიმართონ დახმარებას როდესაც საქმეში ნარკოტიკები ფიგურირებს. ასეთ პირობებში წამალდამოკიდებულების და აივ-ინფექციის გავრცელება რეალურ საფრთხეს წარმოადგენს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მარიჰუანა არავითარ დამოკიდებულებას არ იწვევს თუ იდიოტი ან ჩამოუყალიბებელი ადამიანი არ ხარ.

 

თუ მარიჰუანამ ლომკა აჰკიდა ადამიანს, ასეთი ადამიანი სულ რომ არ გაესინჯა პლანი ისედაც იდიოტი იქნებოდა. :D

 

 

არაყი რომ ვნებს ჯანმრთელობას მარიჰუანა მასთან შედარებით ნოშპა და სუპრასტინია :)

 

არ უნდა გამოიყენო უბრალოდ ბოროტად. ზომაზე მეტი მარიჰუანა კი არა კარტოფილი რომ ჭამო ის მოგკლავს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...
ნარკომანია, კოაქსილი

ოპიატის ჯგუფის ნარკოტიკები ვიცი...კოკაინიც, მაგრამ ეს სირობა პირველად გავიგე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოპიატის ჯგუფის ნარკოტიკები ვიცი...კოკაინიც, მაგრამ ეს სირობა პირველად გავიგე

 

 

"მარგანცოვკას" იკეთებენ უკვე ფული რო აღარ აქვთ

 

"ლომკაში"ყველაფერს გაიკეთებენ რაც ხელში მოხვდებათ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...

ნარკომანია (ბერძნ. νάρκη /narkē/ — „ძილი“, „გაშტერება“ და μᾰνία /mania/ — „სიგიჟე“, „ლტოლვა“, „მიდრეკილება“) — ქრონიკული დაავადების ბოლო სტადიაა, რომელიც კონკრეტული ნივთიერებების (ნარკოტიკების) მოხმარებითაა გამოწვეული. იგი ხასიათდება ფაზური მიმდინარეობით და თავის სტრუქტურაში რამდენიმე ეტაპოპრივად ფორმირებადი სინდრომის არსებობით:

შეცვლილი რეაქციის სინდრომი;

ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომი;

ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომი; (ეს სამი სინდრომი ერთიანდება ერთ დიდ ნარკომანიის სინდრომში)

ქრონიკული ნარკოტიზაციის შედეგების სინდრომი.

 

ეს არის ნარკომანიის სინდრომი, რომელიც დაავადების ჩამოყალიბების პირველი ეტაპის სინდრომია და გულისხმობს ნარკოტიკის მოხმარების ფორმის ცვლას; ზედმეტი დოზის მიღებისას, დამცავი რეაქციების გაქრობას; ტოლერანტულობის და გაბრუების ფორმის ცვლას.

მოხმარების ფორმის ცვლა — ნარკოტიკის ეპიზოდური მიღებიდან რეგულარულზე გადასვლა. ნარკოტიკის სისტემატური მიღება ჯანმრთელ ადამიანის ორგანიზმში კონკრეტულ დისფუნქციებს იწვევს, ნარკომანს კი უნარჩუნდება ფსიქიკური და ფიზიკური კომფორტი. მაგალითად, თუ ჯანმრთელი ადამიანი იძულებულია ზედიზედ რამდენიმე დღე მიიღოს ალკოჰოლი, მას უჩნდება ინტოქსიკაციის სიმპტომები და როგორც წესი, ეს მას ალკოჰოლზე უარის თქმას აიძულებს; ალკოჰოლიკს კი მსგავსი რამ არ ემართება. დროთა განმავლობაში, ვითარდება ნარკოტიკისადმი მიჩვევა და მისი სისტემატური მიღება უკვე იძულებით ხდება, რადგან იგი უკვე განპირობებულია ფსიქიკური და ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომების ფორმირებით, აბსტინენტური სინდრომით .

დამცავი რეაქციების გაქრობა — ორგანიზმის ფუნქციონირების ახალ დონეზე გადასვლის მაჩვენებელი, როცა ნარკოტიკის ადრინდელი დოზები უკვე აღარაა ტოქსიკური და შესაბამისად, აღარ საჭიროებს დაცვას. მოცემული სიმპტომის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია — გადამეტებული გაბრუების დროს, ალკოჰოლიკებში გულისრევის რეფლექსის გაქრობა. ნარკომანიის სხვა ფორმებისთვის დამცავ მექანიზმებად ანუ სიგნალებად (რომლებიც არასასიკეთო მდგომარეობის შესახებ იტყობინებიან) შეიძლება მივიჩნიოთ კანის ქავილი, ჭარბოფლიანობა, სლოკინი, ნერწყვის ჭარბი გამოყოფა, თვალების წვა, თავბრუხვევა, გულისრევის შეგრძნება, გულისრევა. ეს სიმპტომები, რომელიც დაავადების ფორმირების ადრეულ ეტაპზე შეინიშნება, მოგვიანებით უკვე აღარ ჩნდება, ღრმა სასიკვდილო ინტოქსიკაციის დროსაც კი.

ტოლერანტულობის ცვლა — ნარკომანიის მთავარი სინდრომი. ნარკომანიის უკლებლივ ყველა ფორმისთვის დასაწყისში დამახასიათებელია ტოლერანტულობის ზრდა, მისი მაღალ დონეზე სტაბილიზება და შემდეგ მისი კლება. სწორედ ამ სიმპტომითაა განპირობებული ნარკომანიის განვითარების სტადია. ნარკოტიკის სისტემატური მიღების დაწყებიდანვე, მისდამი ტოლერანტულობა შეუჩერებლად იზრდება, რომელიც საწყის, ფიზიოლოგიურ ტოლერანტულობას დაავადების პიკზე 5-10-ჯერ (ბარბიტურატებისთვის), 8-12 ჯერ (ტრანკვილიზატორებისთვის) და 100—200-ჯერ (ოპიატებისთვის) აღემატება. „ჩვეულებრივი“ ადამიანებისთვის ასეთი დოზები შეიძლება სასიკვდილოსას ბევრჯერ აღემატებოდეს.

გაბრუების ფორმის ცვლა — სიმპტომი, რომელიც რეაქციის ცვლის სინდრომის სტრუქტურაში ყველაზე ბოლოს ჩნდება. მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდა ნარკოტიკის სისტემატური მიღება, გაქრა დამცავი რეაქციები და მაღალი ტოლერანტულობა დამკვიდრდა. ნარკომანიის ყველა ფორმის დროს, ნარკოტიკის ფიზიოლოგიური მოქმედება, რომელსაც დაავადების ადრეულ ეტაპებზე ჰქონდა ადგილი, დროთა განმავლობაში ტრანსფორმირდება: ტრანკვილიზატორების, საძილე წამლების, ოპიატების მიღებისას ქრება მათი სედატიური ეფექტი, ალკოჰოლი აღარ იწვევს დადებით შედეგს, სტიმულატორები არ იწვევენ ტაქიკარდიას და ა. შ. ნარკოტიკით გამოწვეული ეიფორიის ადრეული ინტენსიურობის მიღწევა საწყის ეტაპზე დოზის თანდათანობითი ზრდის ხარჯზეა შესაძლებელი, მაგრამ დაავადების გარკვეულ ეტაპზე მაქსიმალური დოზა არ იძლევა ადრინდელი შეგრძნებების მსგავს სიძლიერეს, ხოლო მისი გადამეტება ზედმეტი დოზის მიღებას იწვევს. ამ ეტაპზე ხდება ეიფორიის ხარისხის ცვლა, მისი ფაზები განიცდიან ცვლილებას. ნარკომანიის ნებისმიერი ფორმის დროს, მაქსიმალური ტოლერანტულობის ფორმირებისას, ნარკოტიკი (თავისი ფარმაკოლოგიური კუთვნილების და საწყისი ფიზიოლოგიური მოქმედების თავისებურებების მიუხედავად) ორგანიზმზე მასტიმულირებელ ეფექტს ახდენს, ხოლო ტოლერანტულობის კლებასთან ერთად, ნებისმიერი ნარკოტიკი მხოლოდ და მხოლოდ ორგანიზმის ნორმალიზაციას ახდენს (მატონიზებელი ეფექტი).

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეცვლილი რეაქციის სინდრომი ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთგანმაპირობებელი სიმპტომებისგან შედგება, ნარკომანიის ფორმირებისას იგი პირველი ჩნდება და უწყვეტად განიცდის ტრანსფორმაციას განვითარებადი დაავადების ყველა სტადიაზე.

 

ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომი

ეს არის ნარკომანიის სინდრომი, რომელიც დაავადების განვითარების გარკვეულ ეტაპზე ჩნდება და გულისხმობს ფსიქიკურ (ობსესიურ) ლტოლვასა და ინტოქსიკაციის დროს ფსიქიკური კომფორტის მიღწევის უნარს. მას წინ უძღვის შეცვლილი რეაქციის სინდრომი.

ფსიქიკური (ობსესიური) ლტოლვა გამოიხატება ნარკოტიკზე გამუდმებულ ფიქრებში, დათრგუნვილობაში, ნარკოტიკის უქონლობის დროს დაუკმაყოფილებლობის გრძნობაში და განწყობილების გაუმჯობესებაში ნარკოტიკის მიღების მოლოდინით წინასწარ ტკბობის დროს. ობსესიური ლტოლვა ემოციურ ფონს განაპირობებს, მაგრამ მას არ შეუძლია (ფიზიკური, კომპულსიური ლტოლვისგან განსხვავებით) მთელი ცნობიერების დაკავება, ქცევის კარნახი. დაავადების ამ სტადიაში, როცა ობსესიური ლტოლვა ყალიბდება, ამ მოტივების ბრძოლა გრძელდება. ობსესიური ლტოლვა მძაფრდება კონფლიქტური სიტუაციების, არასასიამოვნო განცდების (მიზეზობრივად ნარკოტიკის მიღებასთან დაკავშირებით), ამა თუ იმ ადგილის მონახულების, ადამიანებთან შეხვედრის, ლიტერატურის კითხვის, საუბრების (ნარკოტიკის მიღებასთან დაკავშირებული) დროს. ლტოლვა შეიძლება შემცირდეს ისეთი კონფლიქტური სიტუაციების დროს, რომელიც მიზეზობრივად დაკავშირებულია ნარკოტიკის მიღებასთან, როცა ჩნდება ძლიერი გატაცება, პოზიტიური ემოციებით გაჯერებული მდგომარეობა. ობსესიური ლტოლვა არასპეციფიკურია, ანუ ის შეიძლება სხვა ნარკოტიკით დაკმაყოფილდეს, რაც კომპულსიური ლტოლვისგან მეორე მთავარი განმასხვავებელია.

 

ობსესიური ლტოლვა, როგორც დაავადების ერთ-ერთი ადრეული სიმპტომი, ძნელად ვლინდება, რადგან უმეტეს შემთხვევაში, თავად ავადმყოფი იტყუებს თავს.

 

ამავე დროს, ობსესიური ლტოლვა დაავადების ყველაზე ხანგრძლივი და ძნელად დასაძლევი სიმპტომია. დაავადების განვითარებასთან ერთად, და ნარკომანიის უფრო აშკარა ნიშნების გამოჩენისას, ისეთის როგორებიცაა კომპულსიური ლტოლვა და აბსტინენტური სინდრომი, ობსესიური ლტოლვა მეორე პლანზე გადადის. ამის მიუხედავად, მწვავე სიმპტომატიკის მოხსნის შემდეგ რემისიის დროს და შედარებით უკეთეს ფიზიკურ მდგომარეობაში, ობსესიური ლტოლვა არსებობას გამოხატულობის იგივე ხარისხით აგრძელებს არსებობას, როგორიც ის მკურნალობამდე იყო. უმეტესწილად, ნარკოტიკისადმი ფსიქიკური ლტოლვა არის დაავადების მუდმივი შემთხვევების ძირითადი და ერთადერთი მიზეზი.

ინტოქსიკაციის დროს, ფსიქიკური კომფორტის მიღწევის უნარი არ არის ეიფორიის სინონიმი, მასში არა იმდენად სიამოვნების განცდა იგულისხმება, რამდენადაც დაუკმაყოფილებლობის მდგომარეობიდან გაქცევა. თუ ჯანმრთელ ადამიანს მრავალ სიტუაციაში შეუძლია დაკმაყოფილება, მათ შორის ნარკოტიკული გაბრუების დროს, ნარკომანს — მხოლოდ ნარკოტიკის მიღების დროს. ამავე დროს, თუ ჯანმრთელი ადამიანის ფსიქიკური ფუნქციები ნარკოტიკული გაბრუების დროს ირღვევა, ნარკომანის ფსიქიკური ფუნქციები, პირიქით, ნარკოტიკის მიღების შემდეგ უმჯობესდება, რადგან ინტოქსიკაციის უქონლობის პირობებში ისინი ისედაც უკვე ძალზედ დაბალია. ინტოქსიკაციის დროს, დამაკმაყოფილებელი ფსიქიკური ფუნქციონირების სინდრომი ნარკომანიის ყველა ფორმის დროს ვლინდება, რამდენიმე ფსიქოდელიური საშუალების (ლსდ) მოხმარების შემთხვევების გარდა, როდესაც ფსიქიკა ყოველთვის მხოლოდ ირღვევა.

 

ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომი

იგი გულისხმობს ფიზიკურ (კომპულსიურ) ლტოლვას, ინტოქსიკაციის დროს ფიზიკური კომფორტის მიღწევის უნარს და აბსტინენტურ სინდრომს. ამ სინდრომის გამოჩენას წინ უწღვის ორი წინამავალი სინდრომი.

ფიზიკური (კომპულსიური) ლტოლვა ნარკოტიკის მიღების დაუძლეველ სწრაფვაში გამოიხატება, როდესაც ის ვიტალური ლტოლვების ინტენსივობას აღწევს და სხვა ვიტალური ლტოლვების — შიმშილის, წყურვილის (დაავადების კომპულსიური ლტოლვის ეტაპის დადგომისას, სექსუალური ლტოლვა უკვე ფაქტობრივად გამქრალია) — შევიწროება შეუძლია. კომპულსიურ ლტოლვას ავადმყოფის ცნობიერების მთლიანად დაპყრობა შეუძლია, ის არამარტო აფექტური ფონის განმსაზღვრელია, არამედ კარნახობს ქცევას და მსგავს ქცევებთან დაპირისპირებულ მოტივებს და კონტროლს ახშობს. წარმოშობის მიხედვით, კომპულსიური ლტოლვა არის სამი სახის:

კომპულსიური ლტოლვა, რომელიც ინტოქსიკაციით არ არის გამოწვეული და არ არის აბსტინენტური სინდრომის პირველი ნიშანი; რადგან, პირველ რიგში, ის შეიძლება გაჩნდეს დაავადების იმ სტადიაზე, როდესაც აბსტინენტური სინდრომი ჯერ ჩამოყალიბებული არ არის; ამას გარდა, კომპულსიური ლტოლვა ნარკომანიის იმ იშვიათი ფორმების დროსაც ჩნდება, რომელთაც აბსტინენტური სინდრომი საერთოდ არ ახასიათებთ (ლსდ-ს გამოყენება). დროული მკურნალობის არაღმოჩენის შემთხვევაში, ინტოქსიკაციის გარეშე გაჩენილი კომპულსიური ლტოლვა ხელახალ დაავადებას ან სხვა სახის ნარკოტიკის გამოყენებას იწვევს. კომპულსიური ლტოლვის თავისებურება არის ის, რომ განსხვავებული ნარკოტიკის მიღებას შეუძლია მოადუნოს ან შეამციროს ლტოლვა, მაგრამ სრული ფსიქიკური და ფიზიკური დაკმაყოფილების უზრუნველყოფა არ შეუძლია. აქედან გამომდინარე, კომპულსიურ ლტოლვას ორი ძირითადი თავისებურება ახასიათებს (რაც მას ობსესიური ლტოლვისგან განასხვავებს): ა) მაღალი ინტენსივობა, რომელიც ვიტალურ ლტოლვას უახლოვდება და შეუძლია მთელი ცნობიერება დაიპყროს; ბ) სპეციფიურობა, რაც გულისხმობს, რომ კომპულსიური ლტოლვა შეიძლება მხოლოდ იმ ნარკოტიკის საშუალებით დაკმაყოფილდეს, რომელმაც მისი წარმოშობა განაპირობა.

კომპულსიური ლტოლვა, რომელიც აბსტინენტური სინდრომის სტრუქტურის ნაწილია.

კომპულსიური ლტოლვა, რომელიც ინტოქსიკაციის დროს წარმოიშვება, დამახასიათებელი არ არის ნარკომანიის ყველა სახისთვის. კომპულსიური ლტოლვის ეს სახეობა ისეთი ნარკოტიკებით თრობის დროს აღიძვრება, რომელთათვისაც დამახასიათებელია გაბრუების და ცნობიერების დაბნელების ესა თუ ის ხარისხი. პირველ რიგში, ეს ნარკომანიის ის ფორმებია, რომლებიც ვითარდებიან საძილე საშუალებების, სტიმულატორების, ჰაშიშის, ალკოჰოლის გადამეტებული რაოდენობით მიღებისას. კომპულსიური ლტოლვის ეს სახე ნაკლები სიხშირით ვლინდება ფსიქოდელიური პრეპარატების, ტრანკვილიზატორების მიღების დროს და არასდროს — ოპიომანიის შემთხვევაში.

ინტოქსიკაციის დროს ფიზიკური კომფორტის მიღწევის უნარი გულისხმობს არანარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ყოფნისას, ფიზიკური ნეტარების შეგრძნების შეუძლებლობას (ბუნებრივია, ფსიქიკური ნეტარების უქონლობა ფიზიკური დამოკიდებულების ჩამოყალიბების მომენტისთვის ისედაც ვლინდება წინა ეტაპზე განხილული ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომის ერთ-ერთი სიმპტომის სახით). ფიზიკური კომფორტის მიღწევისთვის და ელემენტარული შრომისუნარიანობისთვის ნარკომანმა აუცილებლად უნდა მიიღოს ნარკოტიკის გარკვეული (ინდივიდუალური) დოზა, რომელიც ჯერ კიდევ არ იწვევს ეიფორიას, მაგრამ აუცილებელია ფიზიკური დაკმაყოფილებისთვის.

აბსტინენტური სინდრომი ნარკომანიის ყველა ფორმის დროს როდი ვითარდება (არ ვითარდება ლსდ-ს მიღების დროს). მისი ჩამოყალიბების დრო, კონკრეტული სიმპტომატიკა, სიმპტომების ამა თუ იმ ჯგუფის გამოხატულება ნარკომანიის სხვადასხვა ფორმისთვის ინდივიდუალურია. პათოგენური აბსტინენტური სინდრომი არის ორგანიზმის მცდელობა, საკუთარი რესურსებით, ნარკოტიკების გარეშე, შექმნას ნარკოტიკული ინტოქსიკაციის პირობები, რომლებიც ორგანიზმის დამაკმაყოფილებელი ფუნქციონირებისთვისაა აუცილებელი. აბსტინენტური სინდრომის პათოლოგიური სიმპტომატიკა ნარკოტიკების უქონლობისას, არასრული კომპენსაციის შედეგია.

 

აბსტინენტური სინდრომი

ეს არის ფიზიკური და/ან ფსიქიკური დარღვევების სინდრომი, რომელიც ნარკომანიით დაავადებულებს უვითარდებათ, მას შემდეგ, რაც ისინი წყვეტენ ნარკოტიკის მიღებას ან ამცირებენ მის დოზას. აბსისტენტური სინდრომი ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომის შემადგენელი ნაწილია. ნარკოტიკის მიღების შეწყვეტის შემდეგ აბსტინენტური სინდრომის განვითარების დრო ინდივიდუალურია ნარკომანიის სხვადასხვა ფორმისთვის: ყველაზე სწრაფად ვლინდება აბსტინენცია ალკოჰოლიზმის დროს — რამდენიმე საათის შემდეგ; უფრო ნელა ვლინდება ოპიომანიისა და ჰაშიშიზმის დროს — 20-24 საათი.

 

აბსტინენტური სინდრომი დაავადების მანძილზე თანდათანობით ვითარდება, ნარკომანიის სხვადასხვა ფორმისთვის სხვადასხვა დროში: ყველაზე ნელა აბსტინენტური სინდრომი ყალიბდება ალკოჰოლიზმისას, სწრაფად — ჰაშიშიზმის დროს, უფრო სწრაფად — საძილე საშუალებებისა და სტიმულატორების მოხმარებისას და ყველაზე სწრაფად — ოპიომანიის და კოკაინიზმის დროს.

 

ქრონიკული ნარკოტიზაციის შედეგების სინდრომი

ყოველი სახის ნარკოტიკის მიღებას თავისებური შედეგი აქვს: ალკოჰოლი და საძილე საშუალებები — ანამნეზიური დარღვევები (აზროვნების, ინტელექტის დარღვევა) და მეხსიერების დარღვევა; ოპიუმი და სტიმულატორები — ნებასთან დაკავშირებული დარღვევები.

 

ზიანდება Ι — ენერგეტიკული ფუნქცია (აქტივობის, ენერგეტიკული პოტენციალის შემცირება, გატაცებების და მოთხოვნილებების გაქრობა, წინააღმდეგობის გაწევის უნარის დაქვეითება, პროგრესირებადი გამოფიტვა); ΙΙ — ტროფიკული ფუნქცია (სომატური ცვლილებები: გამოფიტვა, სიფერმკრთალე, კანის ჭკნობა, თვალებში სხივის გაქრობა, მტვრევადი და გახუნებული ფრჩხილები, თმა; წონაში დაკლება; ოპიომანები სწრაფად და უმტკივნეულოდ კარგავენ კბილებს; ვენების გაგანიერება, შემაერთებელი ქსოვილის განტოტვა — დაბუშტული ვენები, უჯრედული და ჰუმორალური იმუნიტეტის დარღვევა, რასაც თან ახლავს ჩირქოვანი გართულებები; კუჭნაწლავის დაავადებები — ოპიომანები, ბარბიტურომანები; გულსისხლძარღვთა სისტემაში — ინფარქტები, სუნთქვის ორგანოების გაღიზიანება — ჰაშიშის მოხმარებისას, ღვიძლის მოშლა — პოლინარკომანიის დროს). ΙΙΙ — ფსიქიკური გამოფიტვა ვლინდება გონების დაქვეითებით. ფსიქიკური გამოფიტვა სამ ეტაპად ვითარდება: 1) პიროვნების გაუხეშება (უარყოფითი თვისებების გამახვილება); 2) ფსიქოპათიზება; 3) დემენცია. ორგანული გონების დაქვეითება დამახასიათებელია იმ პირებისთვის, რომლებიც მოიხმარენ დიდი რაოდენობით ბარბიტურატებს, მფრინავ არომატულ ნივთიერებებს, ჰაშიშის ზოგიერთ სახეობას. დისფორია, როცა ნარკომანია განვითარდა აფექტური დარღვევის, მოუსვენრობის გზით. ასევე, მსგავს ავადმყოფებს ახასიათებთ ეგზოგენური ფსიქოზები, რომლებიც წარმოიშობა 1) გაბრუების პიკზე; 2) აბსტინენციის პიკზე (მიზეზი — ინტოქსიკაცია); 3) ნარკოტიკული ნივთიერებების შეცვლისას (მიზეზი — ინტოქსიკაცია) ვლინდება ცნობიერების დარღვევისით, რომელსაც დარღვევის პერიოდში თან ახლავს ამნეზია. ნარკომანული ფსიქოზების თავისებურება ემოციური დარღვევების აუცილებელ არსებობას, სავარაუდოდ ბოდვას, პარანოიის ან ჰალუცინაციის გამომწვევის არსებობას გულისხმობს. ასეთ დროს — კანქვეშის, ნათხემის, ჰიპოტალამუსის პოლინეფრიტის ტიპის მიხედვით დაზიანება ხდება (რაც პროცესის დიფუზურობაზე მიუთითებს).

 

თუმცა, ყოველდღიურ ყოფაში და იურიდიულ პრაქტიკაში ნარკომანია, როგორც ცნება, გულისხმობს ნებისმიერი აკრძალული ფსიქოაქტიური ნივთიერების გამოყენებას, მათ შორის ისეთების, რომლების არ იწვევენ დამოკიდებულებას (მაგალითად, კანაფი ან ლსდ). ამავე დროს, ალკოჰოლის გამოყენება, როგორც წესი, არ ითვლება ნარკომანიად, რადგან ის აკრძალული არაა.

 

ნარკოტიკების გავრცელება მათი ტიპების მიხედვით

გაეროს დოკუმენტის თანახმად, განსაკუთრებით ფართოდ გავრცელებული ნარკოტიკია კანაფი (დაახლოებით 150 მილიონი მომხმარებელი ყავს), მას მოსდევს ამფეტამინების ჯგუფის სტიმულატორები (დაახლოებით 30 მილიონი — ძირითადად მეტამფეტამინს და ამფეტამინს, 8 მილიონი — ექსტაზს). 13 მილიონ ადამიანზე მეტი იყენებს კოკაინს და 15 მილიონი ოპიატებს (ჰეროინი, მორფინი, ოპიუმი, სინთეტიკური ოპიატები), მათ შორის დაახლოებით 9 მილიონი ადამიანი იყენებს ჰეროინს.

 

ამასთან მკვეთრად იზრდება ე. წ. „მსუბუქი ნარკოტიკების“ პოპულარობა — განსაკუთრებით ყველაზე გავრცელებული, აკრძალული ნარკოტიკის — მარიხუანის. უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე, შეინიშნება ამფეტამინების რიგის სტიმულატორების ბოროტად გამოყენების შემთხვევების სიხშირე (ძირითადად ექსტაზი ევროპაში და კრისტალი აშშ-ში), რომელთაც მოსდევს კოკაინი და ოპიატები.

 

 

:თავისგადარჩენისსმაილიკი:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჭანო

სიგარეტიც და ალკოჰოლიც მავნეა და რატომ არ იჭერენ ხალხს?

იმიტომ რომ კანონით არ ისჯება არც მოწევა და არც დალევა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...