Jump to content
Planeta.Ge

ჭაბუა ამირეჯიბის წერილი


Recommended Posts

  • Replies 66
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ეს კი აბსოლუტურად ერთი პიროვნების , ოლეგ პენკოვსკის დამსახურებაა !!! მის მიერ მიწოდებული უმნიშვნელოვანესი ინფორმაციის საფუძველზე გააკეთა კენედიმ და მისმა გუნდმა შესაბამისი რეაგირება, ეს ინფორმაცია რომ არ ყოფილიყო აშშ მიაყენებდა დარტყმას სსრკ-ს და ამას პასუხი მოყვებოდა აუცილებლად!

ეხლა ხრუშჩოვის ადვოკატად ნუ გამომიყვანთ, მაგრამ ვერ მივხვდი აქ რას გულისხმობთ.

პენკოვსკიმ მართლაც გადაარჩინა კაცობრიობა მესამე მსოფლიო ომს, მაგრამ სწორედ იმით, რომ მან კენედის ოპერატიულად მიაწოდა ინფორმაცია კუბაზე საბჭოთა რაკეტების განთავსების შესახებ. ამას აშშ-ს ძალიან მწვავე რეაქცია მოყვა და შედეგად ხრუშჩოვმა უკან დაიხია. ასე არ იყო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა ხრუშჩოვის ადვოკატად ნუ გამომიყვანთ, მაგრამ ვერ მივხვდი აქ რას გულისხმობთ.

პენკოვსკიმ მართლაც გადაარჩინა კაცობრიობა მესამე მსოფლიო ომს, მაგრამ სწორედ იმით, რომ მან კენედის ოპერატიულად მიაწოდა ინფორმაცია კუბაზე საბჭოთა რაკეტების განთავსების შესახებ. ამას აშშ-ს ძალიან მწვავე რეაქცია მოყვა და შედეგად ხრუშჩოვმა უკან დაიხია. ასე არ იყო?

 

არაა, რაის ადვოკატად!!! :) საქმე იმაშია, რომ არა მარტო რაკეტების განთავსების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა პენკოვსკიმ ამერიკელებს, არამედ იმის შესახებ, რომ საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბში არ განიხილავდნენ ბირთვული თავდასხმის გეგმას შეერთებულ შტატებზე და იგი მხოლოდ შეერთებული შტატების მხრიდან განხორციელებული შეტევისას იქნებოდა ამოქმედებული!!! ამან ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული დაზვერვის ანალიტიკოსებს საშუალება მისცა სახელმწიფო დეპარტამენტისათვის შესაბამისი დასკვნა დაედოთ! პენკოვსკი მხოლოდ ერთი გმირია, რომლის სახელიც ვიცით! არადა გენშტაბში იყვნენ ადამიანები, ვინც მსოფლიოს ბირთვული ტრაგედია ააცილა!!!! ოლეგ პენკოვსკი მხოლოდ მსხვერპლია, რომელიც აუცილებლად უნდა შეწირვოდა ამ საქმეს! ხრუშჩოვს რაც შეეხება მას საერთოდ არ ანდობდნენ "ბირთვულ ჩემოდანს" რადგანაც ალკოჰოლური "შემოტევების" დროს ლანძღვით და გინებით იკლებდა ყველას და ყველაფერს და კოდის ამოქმედებას ითხოვდა!!!! :) ასე რომ არავითარ "კომპრომისზე" ხრუშჩოვი არ წასულა, იგი საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ანდრეი გრომიკომ და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ანასტას მიქოიანმა დაარწმუნეს " ბირთვული დარტყმის " უაზრობაში! ( ჩემს მიერ მოყვანილი ფაქტების დასტურად შეგიძლიათ გაეცნოთ ა. გრომიკოს, ო. კალუგინის, კენ ო' დონელის , ტედ სორენსენის მოგონებებს )

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქმე იმაშია, რომ არა მარტო რაკეტების განთავსების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა პენკოვსკიმ ამერიკელებს, არამედ იმის შესახებ, რომ საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბში არ განიხილავდნენ ბირთვული თავდასხმის გეგმას შეერთებულ შტატებზე და იგი მხოლოდ შეერთებული შტატების მხრიდან განხორციელებული შეტევისას იქნებოდა ამოქმედებული!!!

დიახ მართალია. ეს დეტალი არ ვიცოდი. პენკოვსკის მიუწოდებია ასევე ინფორმაცია იმაზე, რომ საბჭოთა სარაკეტო სისტემა რეალურად საკმაოდ სავალალო მდგომარეობაში იყო და მას ამერიკასთან კონფრონტაციის უნარი არ შესწევდა.

ჩემი აზრით ეს ადამიანი არასაკმარისადაა დაფასებული. მე სწორედ ამგვარი საქციელი მიმაჩნია გმირობად და არა ის, რომ ომში ბევრ ხალხს მოკლავ. ვისაც უნდა, შეუძლია მას სამშობლოს მოღალატე უწოდოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე სწორედ ამგვარი საქციელი მიმაჩნია გმირობად და არა ის, რომ ომში ბევრ ხალხს მოკლავ. ვისაც უნდა, შეუძლია მას სამშობლოს მოღალატე უწოდოს.

 

ყოველთვის გმირად მიმაჩნდა ოლეგ პენკოვსკი და მისი მეგობრები, რომელთა სახელებიც ალბათ სამუდამოდ დარჩება უცნობი საზოგადოებისათვის! უბრალოდ მაშინ ამ საქციელს იდეოლოგიიდან გამომდინარე გმირობას ვერავინ ( არავინ ) დაარქმევდა paolo ! არასოდეს არ ყოფილა ის სამშობლოს მოღალატე, თანაც საგულისხმო ფაქტია ისიც, რომ აბსოლუტურად უანგაროდ გადადგა ეს სარისკო ნაბიჯი!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აუუუ, აღარც ვბრაზდები, მეცინება...არც მწერლებში, არც კრიტიკოსებში, არც სამეცნიერო წრეებში, არც უბრალოდ ინტელექტუალებში თუ კითხვის მოყვარულ საზოგადოებებში, ამაზე საუბარიც კი არ მიდის, არათუ ეჭვობენ ვინ არის ავტორი "დათა თუთაშხიასი" :eshmak:

აი, წინა გვერდზე ლილიკოს დაუდია ის მონაკვეთი, რაც გახლავთ ერთადერთი საფუძველი "კირკიტაძე ხალხში" ტო ესტ საეჭვო საეჭვო ინტელექტის მქონე უწიგნურ პრაფესორებში, მითქმა-მოთქმის საგანი:

 

"გრაფი სეგედის ჩანაწერები ფურცლებად შევკრიბე. ზოგი სველი იყო, ზოგი ნახევრად დამწვარი, ზოგიც მთელი. შინ წამოვიღე. გვერდები ნუმერაციის მიხედვით დავალაგე. აღმოჩნდა, რომ ჩემს ხელთ ნაწარმოების მხოლოდ ერთი მეხუთედი თუ ერთი მეექვსედი იყო. მაშინ იმდენი რუსული არ ვიცოდი, გაკრული ხელით ნაწერი თავისუფლად წამეკითხა. არც იმდენად განათლება მქონდა, დედააზრს ჩავწვდომოდი, მაგრამ აბრაგის ცხოვრებას ეხებოდა ნაწერი და ის მცირეც კი, რაც წავიკითხე და გავიგე, სამუდამოდ ჩამრჩა მეხსიებებაში"

 

და ამას ზედ მიება ათასგვარი ვერსია ტიპიური ბირჟავიკულ-ტაქსისტურ-ნაცმოძრაობული ჭორებისა.

 

ისე, თემამ მიმართულება შეიცვალა. თანაც ნამეტნავად. :))

სულ პირველ პოსტს გადახედეთ ანუ ვიდეო იხილეთ და მის ირგვლივ ისაუბრეთ.

წერილი-მიმართვის შინაარსი განვიხილოთ, თორე "დათა თუთაშხიას" შესახებ თემები სხვა განყოფილებაში იხსნება ხოლმე, წესით :D

Edited by analgin
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე, თემამ მიმართულება შეიცვალა. თანაც ნამეტნავად. 001.gif

 

ხოოო ისე რააა!!! სად წავედი კაცო, სად პენკოვსკი და სად ამირეჯიბი ისე!!! :eshmak: :))

 

არადა კავშირში მაინცაა ქმედებიდან გამომდინარე: პენკოვსკიმაც ინფორმაციის გამჟღავნებით გაცილებით უფრო დიდი საფრთხისაგან იხსნა ადამიანები! ნუუუ ამირეჯიბის შემთხვევაში მასშტაბებია ცოტა ლოკალური, თორემ ჭაბუას ქმედებასაც ვამართლებ პირადად მე!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...