Jump to content
Planeta.Ge

კონსტანტინე გამსახურდია


Recommended Posts

მომწონს ეს ნოველა ძალიან :P

 

მკვდართან შეხვედრა

 

საღამო ჟამს ქალაქიდან გავედი.

ამოვისუნთქო. შევისვენო. გადავჩრდილო ამ საშინელ სიცხეებში.

გარე უბნის პარკებს გავსცილდი. იწყება მუხნარი, მაღლობი. ვატყობ ფერდობზე მივდივარ, მაგრამ ფეხს ვუჩქარი. მივდივარ ნახევრად ბნელში სულ წინ. სულ ზევით. არც ანგარიშს ვაძლევ ჩემ თავს, საითკენ, სად?

საკვირველია სწორედ, როცა არავინ გვიჩქარის, როცა არავითარი საქმე არა გვაქვს, არც არავითარი განსაკუთრებული მიზანი, მაშინ მაინც სად მივიჩქარით? სად მოგვესწრაფის სული? როცა ჩვენ გვგონია ვისვენებთ. როცა ჩვენ გვგონია თავისუფლად ვსუნთქავთ და ბოლთას ვცემთ. მაშინაც ვიღაც კოფოზე გვაზის და სადღაც მიგვაჩქარებს.

დაბნელდა თითქმის: გაშავდნენ ხის სილუეტები, გაირუჯა ტოტების მწვანე.

მივდივარ გორაკის ფერდობზე, რომლის გადაღმა ცეცხლივით მოლაპლაპე ცისკიდური მოსჩანს. ქარხნის საყვირების ტყეების გადაღმა მეტი სინათლეა. იქ კუნძზე ჩამოვჯდები და დავისვენებ. ვფიქრობ... ტყეში სიჩუმეა. მხოლოდ ორიოდე ღობემძვრალა უძახის ერთიმეორეს.

ჩამი-ჩუმი არ ისმის. აქა-იქ თეთრად ელავს ქალის ტანისამოსი, მერე მოისმის ფეხის ხმა. გამხმარი შტოების მტვრევა და ტკრციალი. თეთრ სილუეტს ვიღაც თალხიანი მისდევს. ორივენი ისევ იკარგებიან ტყის სიღრმეში. ისევ მყუდროება და ორი ღობემძვრალა უძახის ბნელში ერთიმეორეს.

კიდევ გაიელვა რაღაცამ, კიდევ ერთი თეთრი და ერთიც თალხი სილუეტი, ეს ქალაქიდან ტყეში შემოხიზნული შეყვარებული წყვილებია. ზღაპრულ ადამსა და ევასავით ჩრდილში რომ იფარავენ თავს სირცხვილისაგან... შრიალი, შუშუნი, ტკრციალი, უჰუ, უჰუ, უჰუ, უძახიან, ეძებენ ერთიმეორეს... გუგულია თუ ადამიანი? (ადამიანი ადამიანს ეძებს ტყეში). მე კი არავის ვეძებ, არავინ მეძებს. წიპ-წიპ, წიპ-წიპ... იძახის ბნელში ღობემძვრალა. მე მარტო ვარ ჩემ ფიქრებში, მე მარტო ვარ ჩემს ბნელ გზაზე.

ვუახლოვდები კორტოხს. ხის ქვეშ რაღაც შავი მოსჩანს. პატარა ხის ძირას. ვუჩქარი ნაბიჯს, ვიღაც სდგას ხის ქვეშ, ვიღაც სდგას ხის ქვეშ და არ ინძრევა. პირი ჩემსკენ უნდა ჰქონდეს შექცეული, კიდევ ერთი ნაბიჯი წინ, ასე მგონია ეს კაცი გორაკის კორტოხზე მდგომარე, დგას იქ ბნელში და მე მიცდის.

რად მიცდის ეს კაცი, რა უნდა, ვინაა? გებ ნაცნობი ვგონივარ, უნდა მომიცადოს და თავისი გულის ჭირი გამანდოს ღამე. ბნელს ტყეში. ეგებ მავნე და მტერია, ტყეში რომ მიდარაჯებს. სულ რამოდენიმე ნაბიჯი დამრჩა, ახლა კი ვხედავ, რომ კაცია.კაცი სდგას თავჩაქინდრული.

ისეთი გრძნობა მაქვს: ის კაცი ფეხის ცერებზე სდგას და ძირს, თავის ფეხთან რაღაცას აკვირდება... ორივე ხელი ჩამოშვებულია.

კაცი სდგას ბნელში თავჩაქინდრული და თავის ფეხებს უყურებს. ან რაღაც დაჰკარგვია, რაღაც დაჰკარგვია...

კაცი სდგას ბნელაში და ბალახებში ეძებს რაღაცას.

მივედი სულ ახლოს. წინ შევეჩეხე... ის არ ინძრევა, ახლა ცხადად ვხედავ, რომ ეს კაცი თოკით ჰკიდია ხის ტოტზე, მისი ფეხები ძლივს ეკარება ძირს, დაფენილ მაღალ ბალახის ქოჩორს... თავი თავთან მივუტანე, ერთი ნაბიჯიც უკან... ხელი მოვავლე სახელოზე, რაღაც უცნაურმა შიშმა ამიტანა. ხელი ვუშვი მის უსახსროდ დაკიდებულ ხელს, ხელი გაჰქანდა და გამოჰქანდა, როგორც საათის პენდელი.

დავაცქერდი და ავხედე მის მზეგადასულ სახეს. თვალები ოდნავ ღია დარჩენია. სიკვდილი ტრიუმფით შესულა თვალების ჭიშკარში და სინათლე გაუნადგურებია. სიკვდილის უშველებელი ფრთა აწევს ამ კაცს სახეზე...

ბავშვობისას მინახავს ჩვენი სოფლის სასალახოს მოედანზე ცხოველის სისხლის ნაწვეთს რომ დაბღაოდა გზადგავლილი პირუტყვი. მეც ამ პირუტყვსავით მინდა ვიყვირო, ვიყვირო, და მთელს ქვეყანას შევატყობინო, რომ აქ ტყეში, ბნელში კაცი ჰკიდია ხეზე და არავინ იცის ეს.

ეგებ ამ კაცს მოხუცი დედა ჰყავს, სახლში. ზის მოხუცი, თავის ხელსაქნარს აკეთებს და არც კი იცის, რომ მისი შვილი აგერ ჩემს თვალწინ ჰკიდია ხეზე... ეგებ, ეგებ...

რათ ჰქენი, ეს, შე უბედურო, რათ ჰქენი, რათ ჰქენი, შე საცოდავო?!

ბნელდება. ხომ უნდა წავიდე აქედან. ხომ უნდა გამოვიდე ამ საშინელ სიზმარიდან! კაცი ტყეში ჰკიდია და მე ვდგავარ და ვუყურებ. ტყეში სულ დაბნელდა, ყველანი ქალაქში წასულან და ჩემში შიში მატულობს, როცა გავიფიქრებ: ყველანი წასულან აქედან და მე და ეს კაცი, მე და მკვდარი მარტო ვართ ტყეში...

ვაცქერდები მის სახეს, ბნელ ფონზე ვკითხულობ: ძირს ჩამომიღე, დამასვენე, შე ქრისტიანო!

ამ ქვეყანაზე არაფრის მეშინია, მეშინია მხოლოდ მკვდრისა, მიტომაც მუდამ მძაგდა სასაფლაო ღამით. და ეს ტყეც ჩემთვის სასაფლაოა, სასაფლაოა, სადაც ერთი უპატრონო მკვდარი ჰკიდია ხეზე.

გავიქეცი, გავიქეცი მე მშიშარა. ისე როგორც ბავშვობისას ეკლესიიდან გავქცეულვარ ხოლმე. უკვე ქალაქში ვარ, უკვე სინათლეში ვარ.

ჩემი ოთახის კედლებს შევაფარე თავი. ვიდრემდის თავს შემოვრგავდი კარებში, ასე მეგონა მომსდევდა ვიღაც და მეძახდა: "ძირს ჩამომიღე, დამასვენე, შე ქრისტიანო!"

საათმა 12-ჯერ დაჰკრა... ქუჩიდან ავტოს ღმუილი ისმის. ვტრიალებ, ვტრიალებ ლოგინში. თვალს ვხუჭავ. ხან გვერდს ვიცვლი, ხან ბალიშს, - მახლობელ კათოლიკურ ეკლესიაში რეკავენ. ვიხრჩობი სირცხვილისაგან. თვალს ვახელ და სინათლისაგან დაცლილი ორი თვალი შემომცქერის საყვედურით... სასთუმალი, საბანი, საგები ყველაფერი ცხელია... ჩამოვდივარ ლოგინიდან და ცივ იატაკზე გართხმული ვისვენებ... როგორ მიამა იატაკის სიგრილე! ასე უნდოდა ამ კაცსაც. ძირს ჩამომეღო და მომესვენებინა.

ფუი, შენს კაცობას. შე მშიშარა, შე მშიშარა!

ვწევარ პირაღმა იატაკზე და ვფიქრობ: ჩვენ ყველანი საგნების თოკზე ვკიდივართ დღე და ღამ და გამვლელ-გამომვლელს, ვეღრიჯებით: "ძირს ჩამომიღე, დამასვენე, შე ქრისტიანო!"

 

ბერლინი, 1919 წელი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სოფო დავიტ აღმაშენებელიც წამიკითხავს და მისი მოთხრობებიც და ერთი წაკითხვით ნამდვილად ვერ გამიგია და ეგ არ მომწონს კოტესჰი, შეიძლებოდა უფრო გარკვევით დაწერა, მე ესე ვFიქრობ და აზრს ვერავინ შემაცვლევინებს!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:P :)) :)) :)) რაღაც არამგონია "დავით აღმაშენებელი" წაკითხული გქონდეს და მით უმეტეს მოთხრობები... "დიდოსტატანის მარჯვენა" გინება-გინებით წაიკიტხე და ტეტრალოგიას გაუძლებდი? :)) :)) :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მარტივი ენით რომ დაეწერა დღეს კონსტანტინე გამსახურდია იქნებოდა ისეთივე ჩვეულებრივი მწერრალი როგორც თუმდაც შიო გვეტაძე ან გურამ ფანჯიკიძე

666%-ით გეთანჰმები :yes2:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენ წარმოიდგინე და წავიკითხე შარშან სოფელში და ისიც კონსტანტინესავით გინებ გინებით ტვინი შემიჭამეს წაიკითხე და მეც წავიკითხა :yes2:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:user: :)) :)) კაი კაი არ გვინდა :P :P წიგნს თუ გინებით წაიკითხავ ის არ არის წაკითხული წიგნი, ის არის გადათვალიერებული
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 11 months later...
  • 4 weeks later...

მაოცებს ეს კაცი http://pinky.ge/Smiles/Pinky/wub.gif

სულ უფრო და უფრო, რაც ვეცნობი მის შემოქმედებას... მისი წერის მანერა, მაგრად მომწონს, მეტაფორები, შინაარსი... ნიჭი და განათლებაა http://pinky.ge/Smiles/Pinky/wub.gif ზოგი ფიქრობს რომ მარტო დიდოსტატით შემოიფარგლება მისი შემოქმედება არადა ასე ნამდივლად არა http://pinky.ge/Smiles/Pinky/axa.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...
  • 4 weeks later...
  • 2 weeks later...

შესანიშნავია უბრალოდ! გენია!! მე მომწონს მისი "ძნელად გასაგები" ნამუშევრები. მაგის გაგებაშია მთავარი სიამოვნება!!!!

 

 

"ზოგჯერ ირიბად ნათქვამი უფრო მაგრად ჭრის ვიდრე პირდაპირი"

 

მე ბოდიში არ მახსოვს მთლად კარგად!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ზოგჯერ ირიბად ნათქვამი უფრო მაგრად ჭრის ვიდრე პირდაპირი"

დაახლოვებით ეგრე :) ფარსმანი... ჩერი უსაყვარლესი პერსონაჟი... ჯერ რად ღირს მისი ,,დავით აღმაშენებელი'', ,,გოეთეს ცხოვრება'' ,,დიდოსტატის მარჯვენაზე'' აღარ ვამბობ არაფერს... უბრალოდ გენიალურია... ახლა უნდა წავიკიტხო ,,მთვარის მოტაცება''.

 

კონსტანტინეს რომ ვკითხულოს სახლში დამზდევენ და წიგნს მიმალავენ ხოლმე 24 საათი ვზივარ და ვკიტხულობ.. სკაის ფორმას ვირებ ხოლმე 2 დღეში :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგრე უნდა იყოს.

 

მეც მომწონს ფარსმანი ნამდვილად ნიჭიერი, და ჭკვიანია.

 

და ყველაზე ცუდი ის არის რომ საქართველოს ისტორიასი ბევრნი იყვნენ ეგეთები, გენიოსები მაგრამ მოღალატეობისკენ მიდრეკილები

 

 

 

ცუდია............

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

flea

სხვატაშორის კონსტანტინე როგორ პიროვნება ძალიან აუტანელი ყოფლა :)

მე თიტქოს სახეზეც ვამჩნებ რარაც ისეთი გამოხედვა აქვს რა :D

იცი როგორ მოკვდა???

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...