Indian_Summer Posted July 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 24, 2009 კი ნამდვილად ჰქონდა მძიმე ხასიატი, მაგრამ გენიოსებს სჩვევიათ მსგავსი რამეები. ბუნებრივი სიკვდილით :DDD მამოწმებ? . Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მალინა Posted July 24, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 24, 2009 მამოწმებ?არა, ეგ რა შუაშია პირიქით რაც მეტს გაიგებ მთ უკეთესია ხო იცი კოწიას პასტა? წვეტიანი მოოქრული პასტა რომ ჰქონდა??? ხოდა რომ კვდებოდა (კიბო ჰქონდა) ფეხზე წამოდგა, არ შეეძლო მაგრამ მაინც ეს პასტა აიღო გააქანა და კედელში შეარჭო და ჩაიკეცა ( Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Queen Posted January 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 10, 2010 (edited) ამ ზაფხულს წავიკითხე დავით აღმაშენებელი, წიგთან რასაც ჰქვია შიშით მივედი, ყველა მეუბნებოდა გამიჭირდა წაკითხვაო, მაგრამ ჩემს შემთხვევაში სრულიად საპირისპიროდ მოხდა, 1 ამოსუნთქვით წავიკითხე :-x Edited January 10, 2010 by Queen Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
დაათ Posted May 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 29, 2010 (edited) ის მართლაც გენიოსი იყო, მე უბრალო ადამიანს რა მეთქმის მასზე? ჩვენ გავიზარდეთ მის ნაწარმოებებზე. ახლა ამ თემის ავტორს მალინას ვთხოვ ყურადღება გაამახვილოს ერთ ნაწარმოებზე კონსტანტინესი, რომელსაც ქვია "დიდოსტატის მარჯვენა". არ ვიცი შენ გაგიგია თუ არა მაგრამ მე გეტყვი ერთ ძალიან სერიოზულ უზუსტობას, რომელიც კონსტანტინემ შეგნებულად ან შეუგნებლად დაუშვა ამ ნაწარმოებში. ეს სათაურშივე ხდება. ნაწარმოების მიხედვით ვიცით რომ დიდოსტატს ხელს აჭრიან, რატომ კარგი აგიგიაო. სვეტიცხოვლის ჩრდილოეთ კედელზე გუმბათამდე დაახლოებით 10 15 მეტრის დაშორებით არის გამოკვეთილი წყრთა და გონიო. წარწერა: "ხელი მონისა არსუკიძისაი შეუნდევი". გვარი მან შეცვალა არსაკიძეთი, ეს მხატრვული გაფორმების მიზნით მხოლოდ და ამაში ვერაფერს ვხედავ საგანგაშოს, ხოლო აი ის, რომ წყრთა მისი მოჭრილი მარჯვენაა, ასე ჩაგვებეჭდა ჩვენ ყველას მთელს ქართველობას, ეს კი უდიდესი შეცდომაა და მე დღემდე ვერ მივაკვლიე იმ მოტივს, თუ რა მოტივით მიდის კონსტანტინე იმაზე რომ დაუშვა ეს შეცდომა. ან შეგნებულად აკეთებს ამას, რაღაცის დასაფარავად, ან შეუგნებლად. ამ უკანასკნელის შემთხვევაში შეიძლება ითქვას რომ დიდი შეცდომა მოსვლია მწერალს და თუ ეს ასე არაა და შეგნებულად გააკეთა ეს მაშინ არ ვიცი რატომ. თუმცა ამას ჩვენ ვერასდროს ვერ გავიგებთ. ახლა წარმოიდგინეთ არსუკიძე აშენებს ტაძარს, მან სადღაც შუაში თავისი მოჭრილი მკლავის ამსახველი ქვაშიკვეთილი დატოვა, მანამ სანამ მას მკლავს მოკვეთდნენ? ცნობილია რომ ააგო მერე მოკვეთეს მკლავი ნაწარმოების მიხედვით. თუ ცალი ხელით ააგო დანარჩენი? ამაზე რატო არაფერს წერს? არსუკიძემ სულ სხვა მიზნით გამოკვეთა ეს ქვაში და არა იმიტომ რომ მას მომავალში ხელს მოაჭრიდნენ. ეს მხატვრული ნაწარმოებია, მაგრამ ადამიანების ცნობიერებაზე მოახდინა დიდი ზეგავლენა. დღეს ყველას გონია რომ ეს წყრთა მისი მოკვეთილი წყრთააა. Edited May 29, 2010 by დაათ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted December 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 30, 2010 კონსტანტინე გამსახურდია 1925 წლიდან 3 წლით სოლოვკებში იხდიდა გულაგებში სასჯელს,სადაც მისი მოკვლა მრავალგზის სცადეს...მანამდე მოსკოვში დაკითხვისას ძერჟინსკის მოადგილეს დედის შეგინებისთვის სცემა,რის გამოც სიკვდილმისჯილთა კარცერში რამოდენიმე კვირა გაატარა ...კონსტანტინე გამსახურდიამ 1911 წელს დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. სწავლობდა პეტერბურგის, კენიგსბერგის, ლაიფციგის, მიუნხენის, ბერლინის უნივერსიტეტებში. 1919 წელს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი. მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. აქტიურად მონაწილეობდა ევროპაში ჩამოყალიბებული „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ მუშაობაში. 1918 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბერლინის საელჩოს ატაშეა. ჰამბურგში 3000-მდე ტყვედყოფილი ქართველი შეკრიბა და სამშობლოში წამოიყვანა მის მიერვე დაქირავებულ ხომალდ „ქრისტიანიათი“, თან ჩამოიტანა მედიკამენტები, პირველი რადიოდანადგარი...მთელი ცხოვრება რუსულ იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში გაატარა...უფალმა დაიფაროს საქართველო ჩვენი ყურადღება მიიპყრო აკაკის მოგზაურობის პერიოდში გაზეთ „კოლხიდაში“ (1912 №109, 28 ივლისი) გამოქვეყნებულმა ლექსმა – „არწივთა მაღალ მთისათა“, აკაკისადმი მიძღვნილმა, რომელიც ეკუთვნის კ. გამსახურდიას (ხელმოწერილია ფსევდონიმით კ. აბაშისპირელი). აი, ეს ლექსიც: არწივთა მაღალ მთისათანეტავ რათ უნდა ქებანი?შენს სადიდებლად მოვმაეთეჩემი ქნარი და ებანი.წყევლა მიეცი ეჭვის გველს,სევდებს კი-დავიწყებანი…მითხრეს, რომ, ბერო მინდიავ,მუხლი მოგიბავს მგლისაო,წინ შემოყრილხარ ბინდისასმახარობელთა მზისაო.გამხნევდი, ლომო მოხუცო!..გესმის ქვითინი მთისაო…ხომ ხედავ, სამშობლოს მთანირარიგად ირაზმებიან!თვალებს იფშვნეტენ ძილისგან,იშმუშნებიან, დგებიან!..მუზარადები მებრძოლთაცის კიდურს ებჯინებიან!..მთის შიკრიკს მოაქვს ამბავი:ამირან ზეზე დგებაო,ილესავს თავის ფრანგულსა,საომრად ემზადებაო,ჯაჭვი გასწყვიტა…ყვავ-ყორნებსცუდი დღე დადგებაო!..მაშ ისევ, ჩვენო ჯავარო,მომართე შენი ებანი!ამირან-ცეცხლის მომტანის -გმართებს ქებათა ქებანი..,მაგრამ არწივთა მთისათანეტავ რათ უნდა ქებანი!(ქრებალო) ეს ლექსი მრავალმხრივაა საინტერესო ჯერ ერთი, რომ ახალგაზრდა, დამწყებმა მწერალმა ერთხელ კიდევ გამოხატა უღრმესი სიყვარული და პატივისცემა დიდი მგოსნისადმი. და მეორეც, იგი არაოფიციალურად თან ახლდა აკაკის, რასაც ამტკიცებს ლექსის ქვეშ მიწერილი რაჭის ერთ-ერთი სოფლის – ჭრებალოს – სახელი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted December 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 31, 2010 არცერთ მწერალ ამ დონის და ამ რაოდენობის ბრძნული გამონათქვამი არა აქვს როგორც კონსტსნტინე გამსახურდიას დიდოსტატში და დავით აღმაშენებელში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted April 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 10, 2011 ის მართლაც გენიოსი იყო, მე უბრალო ადამიანს რა მეთქმის მასზე? ჩვენ გავიზარდეთ მის ნაწარმოებებზე. ახლა ამ თემის ავტორს მალინას ვთხოვ ყურადღება გაამახვილოს ერთ ნაწარმოებზე კონსტანტინესი, რომელსაც ქვია "დიდოსტატის მარჯვენა". არ ვიცი შენ გაგიგია თუ არა მაგრამ მე გეტყვი ერთ ძალიან სერიოზულ უზუსტობას, რომელიც კონსტანტინემ შეგნებულად ან შეუგნებლად დაუშვა ამ ნაწარმოებში. ეს სათაურშივე ხდება. ნაწარმოების მიხედვით ვიცით რომ დიდოსტატს ხელს აჭრიან, რატომ კარგი აგიგიაო. სვეტიცხოვლის ჩრდილოეთ კედელზე გუმბათამდე დაახლოებით 10 15 მეტრის დაშორებით არის გამოკვეთილი წყრთა და გონიო. წარწერა: "ხელი მონისა არსუკიძისაი შეუნდევი". გვარი მან შეცვალა არსაკიძეთი, ეს მხატრვული გაფორმების მიზნით მხოლოდ და ამაში ვერაფერს ვხედავ საგანგაშოს, ხოლო აი ის, რომ წყრთა მისი მოჭრილი მარჯვენაა, ასე ჩაგვებეჭდა ჩვენ ყველას მთელს ქართველობას, ეს კი უდიდესი შეცდომაა და მე დღემდე ვერ მივაკვლიე იმ მოტივს, თუ რა მოტივით მიდის კონსტანტინე იმაზე რომ დაუშვა ეს შეცდომა. ან შეგნებულად აკეთებს ამას, რაღაცის დასაფარავად, ან შეუგნებლად. ამ უკანასკნელის შემთხვევაში შეიძლება ითქვას რომ დიდი შეცდომა მოსვლია მწერალს და თუ ეს ასე არაა და შეგნებულად გააკეთა ეს მაშინ არ ვიცი რატომ. თუმცა ამას ჩვენ ვერასდროს ვერ გავიგებთ. ახლა წარმოიდგინეთ არსუკიძე აშენებს ტაძარს, მან სადღაც შუაში თავისი მოჭრილი მკლავის ამსახველი ქვაშიკვეთილი დატოვა, მანამ სანამ მას მკლავს მოკვეთდნენ? ცნობილია რომ ააგო მერე მოკვეთეს მკლავი ნაწარმოების მიხედვით. თუ ცალი ხელით ააგო დანარჩენი? ამაზე რატო არაფერს წერს? არსუკიძემ სულ სხვა მიზნით გამოკვეთა ეს ქვაში და არა იმიტომ რომ მას მომავალში ხელს მოაჭრიდნენ. ეს მხატვრული ნაწარმოებია, მაგრამ ადამიანების ცნობიერებაზე მოახდინა დიდი ზეგავლენა. დღეს ყველას გონია რომ ეს წყრთა მისი მოკვეთილი წყრთააა.+++++ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted May 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 3, 2011 ამ ზაფხულს წავიკითხე დავით აღმაშენებელი, წიგთან რასაც ჰქვია შიშით მივედი, ყველა მეუბნებოდა გამიჭირდა წაკითხვაო, მაგრამ ჩემს შემთხვევაში სრულიად საპირისპიროდ მოხდა, 1 ამოსუნთქვით წავიკითხე :-xახლა გამოვიდა აღმაშენებელი მე-2-ე წიგნი... პირველი ავტორისეული ვარიანტი... კოწია გენიოსი მამულიშვილია! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.