მალინა Posted May 10, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2008 მგონი ამ გენიოს ადამიანს კომენტარიც არ სჭირდება. საქართველოს კლასიკოსებს შორის ერთ-ერთი ბრწყინვალე მწერალია! მოკლედ მისი ენა, არქაიზმები, ალეგორიული ფრაზები, გადმოცემის უნარი, განათლება... აღმაფრთოვანებელია... პირადად მე მისი ბევრი წიგნი და თითქმის ყველა ლექსი მაქვს ქაკითხული და ვაღიარებ, რომ ასეთი გენიოსები 10 საუკუნეში ერთხელ იბადაბიან! ვისაც არ გაქვთ წაკითხული გირჩევთ ეხლავე აიღოთ წიგნი ხელში...კონსტანტინე ჩემი უსაყვარლესი მწერალი და ვერც ერთს ვერ შევადარებ! იგი ერთადერთია! კონსტანტინე გამსახურდია (1893-1975) http://i001.radikal.ru/0805/2a/38dfaa81ad2b.jpg დაიბადა სოფელ ძველ აბაშაში. 1911 წ. დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. სწავლობდა პეტერბურგის, კენისბერგის, ლაიპციგის, მიუნხენის, ბერლინის უნივერსიტეტებში. 1919 წ. დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი. მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. აქტიურად მონაწილეობდა ევროპაში ჩამოყალიბებული "საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის" მუშაობაში. 1918 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბერლინის საელჩოს ატაშეა. ჰამბურგში 3000-მდე ტყვებყოფილი ქართველი შეკრიბა და სამშობლოში წამოიყვანა მის მიერვე დაქირავებულ ხომალდ "ქრისტიანიათი", თან ჩამოიტანა მედიკამენტები, პირველი რადიოდანადგარი... მრავალგზის იყო რეპრესირებული საბჭოთა რეჟიმის დროს ეროვნული მოღვაწეობისათვის. სამწერლო მოღვაწეობა დაიწყო როგორც პოეტმა და პუბლიცისტმა. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1909 წ. წერდა კ. აბაშისპირელის ფსევდონიმით. მეოცე საუკუნის 10-20-იანი წლების მიჯნაზე იყო რედაქტორი შემდეგი პერიოდული გამოცემებისა: "პრომეთე", "ლომისი" (ტაბიძესა და ქიაჩელთან ერთად), "ილიონი", "საქართველოს სამრეკლო", "ქართული სიტყვა", ხელმძღვანელობდა მწერალთა აკადემიურ ჯგუფს. ავტორია რომანებისა: "დიონისოს ღიმილი", "მთვარის მოტაცება", "გოეტეს ცხოვრების რომანი", "დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა", "დავით აღმაშენებელი", "ვაზის ყვავილობა", აგრეთვე ნოველების, ნარკვევებისა და ესეებისა. თარგმნა გოეთეს "ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი", დანტეს "ღვთაებრივი კომედია" (I ნაწილი - "ჯოჯოხეთი" კ. ჭიჭინაძესთან ერთად თარგმნა), რემარკის "დასავლეთის ფრონტი უცვლელია" და სხვ. 1944 წ. აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად. 1965 წ. ტეტრალოგიისათვის "დავით აღმაშენებელი", მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. გარდაიცვალა 1975 წ. დაკრძალულია თბილისში, კოლხური კოშკის (თავისი სახლის) ეზოში. "დიონისეს ღიმილი", "მთვარის მოტაცება", "დიდოსტატის მარჯვენა" - ეს მართლაც რომ შედევრი რომანები ყველამ უნდა წაიკითხოს! და ტეტრალოგია "დავით აღაშენებილი" ხო საერთოდ შედევრია! ამ წიგნისთვის მან შოთა რუსთაველის სახელობის სიგელი და პრემია მიიღო! მისი მემუარები "ლანდებთან ლაციცი" სამწუხაროდ ვერ ცავიგდე ხელთ! მოტხრობებიც წაიკითხეთ: "ტაბუ", "ხოგაის მინდია", "მარცხენა თვალით"... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ticianelo Posted May 10, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2008 აუ არა, ოღონდ ეს არააა არ მიყვარს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მალინა Posted May 10, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2008 ატვა მე შენგან ამას არ მოველოდი!!! :blink2: :blink2: :blink2: არ გადამრიო გამსახურდიაზე რა ტქვი ეგ? ალბათ არ გაქვს კარგად წაკიტხული მისი შედევრები თორემ ამას არ იტყოდი! ძნელი გასაგებია! მაგრამ ბრწყინვალე! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ticianelo Posted May 10, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2008 ეჰბრწიყინვალე არა ისაკიდეძალიან ხელოვნური და გადატვიღულიაგადატყლარჭული. სხვათაშირს როგორი პიროვნებაც იყო, ფორსი და თავი რმოქონდა სულშემოქმედებაც ისეთი აქვს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მალინა Posted May 10, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2008 :( წაგიკითავს მისი ნაწარმოებები? ბიოგრაფია? ბავშობა? ხელოვნურობაში რას თვლი? ან გადატვირთული რა მიგაჩნია? კონსტანტინეს მერე ყველა მწერალი გლეხური ენით წერს! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ticianelo Posted May 10, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2008 ვსიო დავამთავრე მე კოსწიაზე საუბარი :ena: (შენთან ყოველშემთხვევაში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მალინა Posted May 10, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2008 არ გაქვს წაკითხული და თუ გაქვს წაკითხული ზერელედ... ასე შორს ვერ გაფრინდები კონსტანტინეზე არავის ვათქმეინებ ცუდს!!! ბედნიერი ვარ რომ დავიბადე იმ ქვეყანაში და დავივარ იმ ქუჩებში სადაც კონსტანტინე დადიოდა, მაგრამ ამასთანავე მცხვენია რომ ქართველი ერის ერთ-ერთ ნაწილს შევადგენ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ticianelo Posted May 10, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2008 "ფრინველებში შაშვი მიყვარსშაშვი მებულბულებაშაშვს ბულბული მირჩევნიაკაცია და ბუნება"-ოხოოდა კაციადა ბუნებადა ნუგანიცდი ესე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მალინა Posted May 10, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2008 მე როგორც მახსოვს კაცია და ბუნება კი არა კაცია და გუნება :( უბრალოდ გული მტკივა ეს კაცი გენიოსი იყო: "ბრძენკაცი უნდა იყვეო და შლეგად მოაჩვენოო ადამიანებს თავი, გმირი უნდა იყვე და ჯაბანივით დადიოდე, ოსტატი უნდა იყვე და ხელმოცარულად მოგქონდეს თავი, რადგან არავის იმდენი მტერი არა ჰყავსო ქვეყნად, როგორც ბრძენკაცს, გმირსა და ოსტატს". "ხელოვნებაა თვით უკვდავება.მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი...ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს. მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი". "ყველაზე უფრო ძნელი დასაპყრობია კაცთათვის საკუთარი გული და ვინც ამას ზედმიწევნით შესძლებს, იგია უბედნიერესი ამქვეყნად". Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ticianelo Posted May 10, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2008 ჰო გუნებაყოფილა ბოდიში დეზინფორმაციის გავრცელებისთვის : Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
შუშანა Posted May 30, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted May 30, 2008 ვგიჟდები დიდოსტატის მარჯვენაზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მალინა Posted May 30, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 30, 2008 :love2: :love2: :love2: :love2: :love2: :love2: რა ვქნა ამ კაცით აღფროვანებული ვარ! თუმცა რომანები უფრო კარგი (საუკეთესო) გამოუვიდა ვიდრე მოთხრობები და ლექსები! მოთხრობი სულ ერთ სტილში აქვს დაწერილი, აი "მგზავრის წერილების" პონტში, თვითონაც რომ არის იმ მოთხრობაშიარა, რაც მართალი მართალია მაგარი მოთხრობები აქვს! "ტაბუ" და "შეხვედრა მკვდართან" არა კიდე "ზარები გრიგალში" მომეწონა ძალიან! არა მარტო ესენი არა ააააუ ბევრია მაგარი! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
შუშანა Posted June 4, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 4, 2008 ეხა სოფო იმაში ნამდვილად ვერ დაგეთანხმები რო კოკას შემდეგ ყველა მწერალი გლეხურად წერს. შეგიძლია მაგალითი თქვა ვინ წერს გლეხურად? ყაზბეგი სულაც არ წერს გლეხურად გასაგებია?თუმცა კონსტსნტინეს შეეძლო ცოტა მარტივი ენით დაეწერა უფრო კარგი იქნებოდა 100-ჯერ წაკითხვა არ დაგვჭირდებოდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
one Posted June 4, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 4, 2008 ჰოდა მაგაშია მთელი გენია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მალინა Posted June 4, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 4, 2008 მისმინე ლანა, ყველაფერში ყაზბეგის ხსენება არაა საჭირო. ყველა მწერალი ინდივიდუალურია! და ახლა რაც შეეხება "გლეხურ ენას" კონსტანტინე არის ის ერთადერთი მწერალი რომელსაც გააჩნდა იმის ნიჭი, რომ არქაიზმები და თანამედროვე სიტყვების ისეთი სინთეზი გაეკეთებინა რომ მისი ნაწარმოები მართლაც რომ შედევრად მიგაჩნდეს. და შენს ბოლო ფრაზაზე მართლაც გამეცინა () მარტივი ენით რომ დაეწერა დღეს კონსტანტინე გამსახურდია იქნებოდა ისეთივე ჩვეულებრივი მწერრალი როგორც თუმდაც შიო გვეტაძე ან გურამ ფანჯიკიძე. საერთოდ კოწიას "დიდოსტატის მარჯვენის" მიხედვით არ უნდა იმსჯელო როცა წაიკითხავ მის რომანებს (პირველ რიგში "დავით აღმაშენებელს"), მის მოთხრობებს ლექსებს და რაც მთავარია ბიოგრაფიას! მერე განსაჯე იგი! მოკლედ იკითხე და მერე შემედავე კონსტანტიეს ნაწარმოებების ნებისმიერ საკითხში!შენ თუ ვერ იგებ კოწიას ეგ არ ნიშნავს იმას რომ მეც ვერ ვიგებ! დღეს მთელი დღე "გოეტეს ცხოვრების რომანს" ვკითხულობ ნახევარი რომანი ისე წავიკითხე თავი არ ამიწევია ისეთი სასწაული ენით ეწერა რომ სანამ თვალები არ დამეწვა იქანდე ვიკითხე. დღეს კიდევ დავრწმუნდი რომ კონსტანტიე გამსახურდია გენიოსი იყო!!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.