Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

გიორგი ლეონიძე (1897-1966)

 

http://i011.radikal.ru/0805/ec/3d57974c6124.jpg

 

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1988 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

 

პირველი ლექსი "მცხეთა" დაბეჭდა 1911 წ. გაზეთ "სინათლეში". 1916 წ. გამოსცა ლიტერატურული კრებული "საფირონი" (ს. შანშიაშვილთან ერთად). 1918 წ. დაუკავშირდა "ცისფერყანწელთა" ჯგუფს. 1923 წ. რედაქტორობდა ყოველკვირეულ გაზეთ "ბახტრიონს". 1931 წ. იყო ინიციატორი და მთავარი ორგანიზატორი ლიტერატურის მუზეუმის დაარსებისა, რომელსაც ორ ათეულ წელს ედგა სათავეში. მისი ინიციატივით დაარსდა ი. ჭავჭავაძის მუზეუმი საგურამოში. როგორც პასუხისმგებელმა მდივანმა, დიდი ამაგი დასდო ალმანახ "ლიტერატურული მემკვიდრეობის" გამოცემას. ლექსების პირველი კრებული გამოაქვეყნა 1939 წ. ავტორია პოემებისა: "ბელადის ბავშვობა და ყრმობა", "ფორთოხალა", "ბერშოულა", "სამგორი".

 

1946 წ. აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად. 1959 წ. მიენიჭა საქართველოს სახალხო პოეტის წოდება. 1959 წლიდან სიკვდილამდე ხელმძღვანელობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტს. 1951-1954 წლებში იყო მწერალთა კავშირის თავმჯდომარე. სამგზის მიენიჭა სახელმწიფო პრემია. დაწერილი აქვს მოთხრობების წიგნი "ნატვრის ხე" და წარსულის ლიტერატურულ-კულტურული მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი მრავალი გამოკვლევა.

 

გიორგი ლეონიძე გარდაიცვალა 1966 წ. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. 1969 წ. სიკვდილის შემდეგ, მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.

 

ერთ-ერთი ბრწყინვალე ფიგურა ქართულ მწერლობაში!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სულ მიკვირს

როგორ ახერხებდა ეს კაცი

ყოფილიყო ასეთი "მოქართულე" და თან ცისფერყანწელი...

შეუდარებელია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...
  • 1 year later...

მომწონს მისი ლექსებიდა "ჩახჩახა" სიტყვები...

გენიალურია.

მის ლექსებში იგრძნობა დიდი სიყვარული ვეფხისტყაოსნისადმი!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

flea ,

,,ყივჩაღის პაემანში'' ჯერ მარტო რამდენი ალიტერაციაა.... უნიჭიერესი ცისფერყანწელი :love2:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კი. ძალიან ბევრია.

იგრძნობა ვეფხისტყაოსნის უზომო სიყვარული.

 

ნამდვილად გამორჩეულია. ისეთი სიტყვებია, უხეშად რომ ვთქვათ ხასიათზე მოგიყვანს მათი გამოთქმა!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

flea

,, ვარდის ფურცლობის ნიშანი არის და დრო ახალი პაემანისა'' :)

ძალიან მიყვარს მისი შედარებები... თითქოს ხომ ძალიან უცნაურია, არადა კარგად რომ დაფიქდე 1 1ში აქვს აღწერილი ყველაფერი... თუმდაც ,,წიგნი ქართლის ცხოვრებაში'' ფოლადს რომ ადარებს ფურცელს... გენიალურია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...