Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ვაჟა-ფშაველა (ლუკა რაზიკაშვილი) (1861-1915)

 

http://i029.radikal.ru/0805/3d/51d0363006d7.jpg

 

ვაჟა-ფშაველა დაიბადა სოფელ ჩარგალში (ახლანდელი დუშეთის რაიონი). რვა წლამდე ჩარგალში იზრდებოდა. ჯერ სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ 1877-79 წლებში თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში. 1879 წლიდან გორის სამასწავლებლო სემინარიაში, რომელიც დაამთავრა 1882 წ. 1883-84 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო. ხელმოკლეობის გამო უნივერსიტეტი დატოვა და მასწავლებლობა დაიწყო მთის სოფლებში, 1888 წლიდან კი ჩარგალში დამკვიდრდა. ფშავში დაწერა მან გენიალური პოემები, ლექსები, მოთხრობები. დროდადრო ცხენზე გადაკიდებული ხურჯინით თბილისში ჩამოჰქონდა თავისი ნაწერები. მძიმე ცხოვრებამ და გაჭირვებამ ადრე შეარყია ვაჟას ჯანმრთელობა და 54 წლისა გარდაიცვალა თბილისში, ჰოსპიტალის პალატაში (ამჟამინდელი სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა). სიკვდილის წინ ახლად მოთიბული ბალახი და მთის წყარო ინატრა... დაკრძალეს დიდუნის პანთეონში. 1935 წ. მისი ნეშტი მთაწმინდაზე გადაასვენეს.

 

ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი პოეტია!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვაჟამ დაამტკიცა, რომ ადამიანის შესაძლებლობებს არ აქვს საზღვარი.

 

ისეთი იდეებით არის დატვირთული მისი შმეოქმედება, თან არგასცდენია ერტ სოფელს...

სიგიჟეა (კარგი გაგებით)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...
  • 2 months later...
ეს კაცი გენიოსი იყო საქართველოში ასეთი აღარ დაიბადება

 

ვაჟას მსგავსი გენიოსი აღარ დაიბადება

თუმცა ვაჟას ანალოგი გგვყავს

 

(ჭილაძე ანუ თანაბრად ძლიერი როგორც პროზაში ისე პოეზიაში)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს ვაჟას სახლმუზეუმის სურათები :)

 

მაგარი იყო ჩარგალში :D

 

http://img297.imageshack.us/img297/9632/p1010111dy1.jpg

 

http://img241.imageshack.us/img241/443/p1010116bh6.jpg

 

http://img297.imageshack.us/img297/4493/p1010112qd1.jpg

 

http://img297.imageshack.us/img297/7660/p1010113ds2.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 11 months later...

" იას უთხარით ტურფასა

მოვა და შეგჭამს ჭიაო,

აგრე მოხდენით ლამაზო

თავი რომ აგიღიაო"

 

 

:love1:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mashiko

ეგ ლექსი ტავის ცოლს მიუძღვნა, როცა გარდაიცვალა :blush:((

 

:yes2:

 

 

 

ეს მიყვარს ძალიან :D

 

 

ღამე მთაში

 

დაღამდა... წვრილნი ვარსკვლავნი

აყვავდნენ, დასხდნენ ცაზედა;

მთვარე-კი ჯერ არსადა სჩანს,

არ დაგვნათოის თავზედა,

ჯერ თუ არ გაუღვიძნია

ისევ თუ სძინავს მკლავზედა!

ჯერ გამარჯვება არ უთქვამს

შემომჯდარს გორის ფხაზედა,

სხივნი არ დაუგზავნიან

პირის საბანად წყალზედა.

მგზავრს უჭირს ბნელით გამოსვლა,

დადგომა სწორეს გზაზედა.

მთებს ჩაუცვიათ შავები,

ჭმუნვით დასცქერენ ხევებსა;

ცივს ნიავს შესთავაზობენ

უფკრულს მოარულს დევებსა;

ტყისთვისაც ძაძა ჩაუცვამს

სიბნელეს დანატევებსა.

გორით-გორს ბუვი გასძახის,

თრთიან ყვავილი მთებისა,

ქოჩორს უვარცხნის ნიავი,

დარაჯად დაადგებისა.

მითამ იციან ღავღუვი,

რად არ ჰყეფს ჯოგი მგლებისა?!

წყალი სჩქეფს, ხევი ჩატირის,

განა ერთი და ორია:

აქაც, იქ, იმის იქითაც

საცა ფერცხალა გორია,

ლამაზის მთების ასულთა

ხმა ხმისთვის შაუწონია.

მადლი ხარ, ყველა ერთმანეთს,

უფალო, დაუმონია;

ამაზე ტურფა და კარგი

მე სხვა აღარა მგონია!..

ხევი მთას ჰმონებს, მთა - ხევსა,

წყალნი - ტყეს, ტყენი - მდინარეთ,

ყვავილნი - მიწას და მიწა -

თავის აღზრდილთა მცენარეთ.

და მე ხომ ყველას მონა ვარ,

პირზე ოფლ-გადმომდინარედ!

ეხლა ცა წყნარობს... სოფელსაც

გულწყნარად დაეძინება.

უეცრად შუაღამისას

ცას ჯანღი დაეფინება,

შავი ზღვის შავი ვეშაპი

პირღია დაგვეღირება,

ჩვენ, მოსვენებით მძინარეთ,

საჭმელად დაგვეპირება.

მოჰსქდება ქარი და ღვარი,

სდგას ლეწა-მტვრევა ბრძოლისა;

დროება ჩამოვარდნილა

დიდი შიშის და ძრწოლისა.

მთელი მთა-ბარი იქცევა,

მეორ-მოსვლაა სწორედა!

მოჰკაწრავს ღვარი ტყე-კლდეებს,

მოაქვს და მოსდგამს ყორედა.

ბუნება მბრძანებელია,

იგივ მონაა თავისა,

ზოგჯერ სიკეთეს იხვეჭავს,

ზოგჯერ მქნელია ავისა,

ერთფერად მტვირთველი არის

საქმის თეთრის და შავისა;

საცა პირიმზეს ახარებს,

იქვე მთხრელია ზვავისა...

მაინც-კი ლამაზი არის,

მაინც სიტურფით ჰყვავისა!..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 months later...
ვაჟას ლექსებს რომ ვკითხულობ დახატვა მინდა ხოლმე, ისე აქვს ახსნილი ბუნება და ხასიათი... ნუ მოკლედ ჩემი აზრით ვაჟას მსგავსი მეორე მგონი რომ არსად მოიძებნება...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...