Jump to content
Planeta.Ge

საქართველოს დასასრული


Recommended Posts

1) ქართული ელიტა იმდენად არის დაინტერესებული თავის ტახტის შენარჩუნება/მოპოვებით, რომ მზადაა უცხო ძალებს მოუხმოს, ზოგი რუსეთში გარბის, ზოგი ამერიკაში, ზოგი ევროპაში, მარა ძირითადად ქართული ელიტა ყველგან დადის რათა მოიპოვოს მხარდაჭერა. პირდება სხვება პრეზიდენტებს მათი ინტერესის გატარებს თუ კი მოვა სათავეში, მერე უცხოელები ისეთ პირობებს აყენებენ რომ სათავეში მოსული ელიტა იძულებული ხდება ის შეასრულოს, რაც დაპირდა უცხოელებს შეასრულოს.. ესე დაპირდნენ ომებს ჩვენი ელიტა რუსეთს, ომის შედეგად რუსეთი დაიკავებდა ტერიტორიებს და ესეც მოხდა..

 

2) ქართული სოციუმი იყოფა ორ უკიდურეს ნაწილად, მდიდრებად და ღარიბებად, საშუალო ფენა ძალიან მცირეა და უძლური. მდიდარი ფენა კი ძირითადად ელიტას განეკუთხვება, რომელიც სახელმწიფოდან იპარავს, უცხოურ დაფინანსებას ტეხავს და თავის ქონება დააგროვეს კორუფციის ხარჯზე ან უცხოურ ფულის ხარჯზე. შესაბამისად ეს ის ელტაა რომელიც დავალებულია სხვა ქვეყნებისგან, შესაბამისად ამ ელიტის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რომ სხვისი ინტერესები დაიცვან ქართველი ხალხის ინტერესების ხარჯზე.

 

3) ჩრდილოვანი მეზობელის ინტერესებია ქართული სახელმწიფოებრიობა ქართველების ხელით დაასამაროს და ქართველება ლანგარით მიუტანონ საქართველო ჩრდილოვან მეზობელს, ამისთვის კი ის იყენებს ქართულ ელიტას.

 

4) ქართული კულტურული ელიტა რომელიც დაფასებული იყო საბჭოთა კავშირში, დღეს მსოფლიოში ყველას კიდია, ხშირ შემტხვევაში საქართველოშიც კიდიათ, ასე რომ დღესაც კი რუსეთში გარბის რომ დააფასონ..ისინი რუსეთუმეებს წარმოადგენენ და ხაზს უსვამენ ქართულ-რუსულ კულტურის, ერთმორწმუნეობის სამუდამო კავშირს. ხშირად ეს შენიღბულად კეთდება, გეუბნებიან რომ კი დასავლური კულტურა კარგია, მარა რუსეთი მაინც ჩვენთან ახლოსაა, ვგიჟდებით რუს მწერლებზე და ისინი არიან ყველაზე დიდი მწერლები მსოფლიოში და ა.შ ანუ რუსული კულტურის უმაღლეს სიმაღლეებზე დაყენება.

 

 

ვინ იცავს საქართველოს?

 

საქარტველოს უკანასკნელი ციტადელი არის ჩVეულებრივი ძირითადად ნაკლებად განათლებული და გაუნათლებელი, დაბალი და საშუალო კლასი, ჩვეულებრივი ადამაიანბეი რომლებიც დიდად არ გამოირჩევიან. ეს ის ხალხია რომელსაც ატყუებენ, რომელსაც იყენებენ, მარა რომლის შიშIთაც საქართველოს ვერ ყიდიან. ეს ის ხალხია, რომელის სულის, ნების გატეხვა უნდათ, მოუწტყეს აფხაზეთის ომი, აბრძოლეს, ჩახოცეს, მოუწყეს 2008 წლიოს აგვისტოს ომი, ასვე ჩახოცეს, სახლები გადაუწვეს, სულში ჩააფურთხეს, მაგრამ ის მაინც არ გატეხილა, ეს ის ხალხია ვინც ეკონომიკური კრიზისი გამოცდა, ეს ის კრიზისი იყო რომლიოს დროსაც პურის რიგებში სათობით იყვნენ, უშუქობაშI და გაჭირვებაშI ცხოვრობდნენ.

 

მაგრამ სწორედ ამ ხალხის დამსახურებაა, ის რომ დამოუკიდებლები ვართ და ჯერ ჩვენ ელიტას არ მიურთმევია ლანგრით რუსეთისთვის საქართველო.

 

ამიტომაც საშჭიროა რომ მაქსიმალურად მიაჩმორონ ეს ხალხი, უამრავ გაჭირვებაში, უმარავ უბედურებაში ამყოფონ ეს ხალხი, ამ უბედურებაზე კი ხელს ითბობს ელიტა.

 

 

საქარტველოს დასრულება მაშIნ დაიწყება როცა ამ ხალხს ისე გატეხენ, რომ თვითონ ხალხი მოითხოვს, აღარ მიდნა გაჭირვებაში ყოფნა დაე კარგად ვიყო და რუსეთსაც დავUჩოქავ. ეს ყველაფერი, არასტაბილურობა, კრიზისები, ომები სწორედ ამიტომ ეწყობა, რომრამენაირად ქართველებმა დაიჩოქონ უკეთესი, მარა მონური ცხოვრების გუსლითვის, ჩვენ ელიტას დაუჩოაქოს და შესბამისად რუსეთს..

 

 

საქართველო დღეს დგას ყველაზე სუსტ ნიადგზე, არა სახელმწიფოზე, არა ეკლესიაზე, არა ელიტაზე, არა ლიდერებზე არამედ ჩვეულებრივ ქართველ ხალხზე, რომელსაც ყოველდღიურად სულში აფურთხებენ, მაგრამ ის მაინც არ იჩოქება..

 

ხო ხედავთ რას გვთავაზობს ელიტა, ზოგიერთები, რათ გვინდა რუსეთთან დაპირისპირება, ვერ ხედავთ რუსეთს სინამდვილეში უყვარს ქართველები, მაგრამ მიშა ეზიზღება, (სინამდვილეში მიშა რუსეთის კაცია) ამიტომ გადააგდე მიშა და დაუჩოქე რუსეთს.

 

დატოვებ მიშას მაინც ამით რუსეთის პოზიციებს გაამყარებ, არ დატოვებ და ამითაც რუსეთის პოზიციებს გაამყარებ..

 

საქართველოს დასასრული მდგომარეობს იმაში რომ ყველანაირი არჩევნის გზა რუსეთისკენ მიდის..

 

ამიტომ მე ვარ მომხრე, სახახლო მოძრაობის და არა პოლიტიკური პარტიის შექმნის, რომელიც შეძლებს, ხალხს დაუბრუნოს ის გზა რომელიც მისი იქნება..

 

მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ, ხალხს იოლი გზა უნდა და ბრიყვდება, ენდობა პოლიტიკურ პარტიებს რომლებიც არ გაატარებენ მათ ინტერესებს და ვინც არ ენდობა პოლიტ პარტიებს და ლიდერებს, მათ ნიჰილისტებს უწოდებენ..

 

მე ვენდობი ჩვეულებრივ ქართველ ხალხს, რაც არ უნდა გაუნათლებელი იყოს ის და არა განათლებულ ქართულ ელიტას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუ არც ისე ცუდად არის საქმე როგორც აქ წერია ყველაფერი დალაგდება და თავის კალაპოტში ჩადგება

 

მთავარია ტოტალური კონტროლი და წესრიგი ქვეყანაში

 

წესრიგი!!!!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მთავარია ტოტალური კონტროლი და წესრიგი ქვეყანაში

 

წესრიგი!!!!!!

და ეს კონტროლი ვინ უნდა დააწესოს, რუსეთუმე მიშამ?

 

აჰა გვაქვს ტოტალური კონტოლი, ტელეფონზე ლაპრაკის ეშინათ ხალხს.. თავის პოზიციების თავისუფლად დაფიქსირება, სამსახურში ეშინიათ, ვაი და არ დაკარგონ ამის გამო სამსახური..

 

ტოტალიტარიზმი არის ჩიხი და ხალხის დადებილებისკენ გადადგმული ნაბიჯი..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

მე ვენდობი ჩვეულებრივ ქართველ ხალხს, რაც არ უნდა გაუნათლებელი იყოს ის და არა განათლებულ ქართულ ელიტას.

კარგად არის ნათქვამი...და დროა ეგრეთწოდებულმა "ელიტამაც" ირწმუნოს ჩვენი საზოგადოების...არ ირწმუნებს და ისტორიის სანაგვეში აღმოჩნდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

კარგად არის ნათქვამი...და დროა ეგრეთწოდებულმა "ელიტამაც" ირწმუნოს ჩვენი საზოგადოების...არ ირწმუნებს და ისტორიის სანაგვეში აღმოჩნდება.

:D მე მგონია რომ ელიტამ ქართული საზოგადოება ჩიხში დააყენა, ანუ რასაც ისინი გვთავაზობენ ყველა გზა რუსეთისკენ მიდის,

მიშას დავტოვებთ რუსეული გზაა, ავჯანყდებით და სხვა ოპოზიცონერით შევცვლით, (ეს სხვაც რუსეთუმეა, რადგან საქართველოში არ არსებობს ისეთი ძალა, რომელიც არ თანამშრომლობს უცხოეთთან, არ არსებობს უბრალოდ) მაინც რუსული გზაა..

 

ანუ ეხლა ის დროა, რომ საზოგადოებამ ჭკუას მოუხმოს, და მესამე გზა მოძებნოს, ამისთვის კი საჭიროა, საზოგადოებრივი გაერძთიანებების შექმნა და მათი აქტიობა..

 

რომ საზოგადოებრივმა ლიდერებმა გადაუჯოკრონ პოლიტიკურ ლიდერებს...

 

სამწუხაროდ ჩვენ საზოგადოებრივი ლიდერები არ გვყავს...

 

და საქართველოს დასასრული ის არის რომ არჩევნის გზა აღარ აქვს, ყველა გზა რომ რუსეთთან მიდის.. თუ საზოგადოება არ გააქტიურდა რუსეთამდე მივალთ..

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
განათლებულ ქართულ ელიტას.

ძალიან სადაო ტერმინია, განატლებაც, ელიტაც და ქართულიც

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

თუ საზოგადოება არ გააქტიურდა რუსეთამდე მივალთ..

სამწუხარო რეალობა

 

როგორც ამერიკელები იტყვიან ხოლმე ეგეთ სიტუაციებში:

 

კავალერია არ იქნება, კავალერია ეს ჩვენ ვართ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

კავალერია არ იქნება, კავალერია ეს ჩვენ ვართ...

კავალერია ორგანიზებული ძალაა.

 

ორგანიზებულ ძალად უნდა იქცეს საზოგადოება, ანუ მე და შენ უნდა ვიქცეთ ორგანიზებულ ძალად, იმიტომ რომ ჩვენ ვართ საზოგადოება.

 

ასე რომ თუ საზოგადოების გაერთიანება გვინდა და ძლიერ ძალად ჩამოყალიბაბ, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ჯერ...

 

თუ რამის შეცვლა გვინდა ჩვენ უნდა შევცვალოთ.. კი შეიძLება განათლება ბევრ რამეში გვაკკლია, ბევრ რამეში გამოუცდელები ვართ და ბევრ რამეში ნებაც არ გვაქვს, მაგრამ თუ კი ორგანიზებული ვინქნებით უფრო შევძლებთ ამ ნაკლოვანებების შევსებას, სხვადასხვა საშუალებებით..

 

და სამწუხაროდ მე შენში ვხედავ ისეთ ადამიანს რომელიც ენდობა პოლიტიკურ ლიდერს და მთელ იმედებს მასზე ამყარებს, მე კი იმედებს ვამყარებ ჩვენზე, ჩვეულებრივ მოქალაქეებზე, თუ ჩვენ ვერ გადავარჩინეთ საქართველო, მაშIნ საქართველო დასრულდება.

 

ჭანო

ძალიან სადაო ტერმინია, განატლებაც, ელიტაც და ქართულიც

მმათ განათლება უცხოეთში აქვთ მიღებული და ამიტომ ვახსენე განათლებუილები არიან მეთქი..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
თუ რამის შეცვლა გვინდა ჩვენ უნდა შევცვალოთ.. კი შეიძLება განათლება ბევრ რამეში გვაკკლია, ბევრ რამეში გამოუცდელები ვართ და ბევრ რამეში ნებაც არ გვაქვს, მაგრამ თუ კი ორგანიზებული ვინქნებით უფრო შევძლებთ ამ ნაკლოვანებების შევსებას, სხვადასხვა საშუალებებით..

ეს ნაკლი სწორედ ერთ ორგანიზმად ჩამოყალიბების შემთხვევაში თავისუფლად დაიძლევა, მაგრამ აქ ნდობა და კიდევ ბევრი რამ არის საჭირო

 

მათ განათლება უცხოეთში აქვთ მიღებული და ამიტომ ვახსენე განათლებუილები არიან მეთქი..

განათლება, მათ აქვს უცხოეთში მეტ ნაკლებას წარმატებით გავილი სწავლის კურსები. მაგრამ სამწუხაროდ ევროპულ კულტურის დადებითი მხარეებისგან ბევრს არაფერი წამოურია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ნუკრიკო, ელიტად ვის მიიჩნევ?

ვხედავ ხოლმე რაღაც ჟურნალებს სადაც უმწიფარი და უგვანი ტიპები "ელიტად" არიან წარმოდგენილები - ჩემთვის ესენი "ელიტა" არ და ვერ არიან.

განათლებას რაც შეეხება - თუნდაც ჰარვარდ ,სორბონა და ოქსფორდ დამთავრებული ახალგაზრდა ვერ ჩაითვლებაძალიან კარგ პროფესიონალად, თუ მუშაობის გამოცდილება არ აქ. თეორიული ცოდნა სხვაა და პრაქტიკული გამოცდილება სულ სხვა.

ეს ორი ერთმანეთს ავსებს - ნოლიჯ და სკილლს ერთად განიხილება და ცალ-ცალკე არ არის პროფესიონალიზმის მაჩვენებელი.

ხომ მეთანხმები, რომ არიან თეორეტიკოსები და პრაქტიკოსები, :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

ნუკრიკო, ელიტად ვის მიიჩნევ?

პოლიტიკურ ელიტად, ხელისუფლება-ოპოზიციას. პოლიტიკურ ლიდერებს და ა.შ

 

ელიტა ქმნის პოლიტიკას..

 

ვხედავ ხოლმე რაღაც ჟურნალებს სადაც უმწიფარი და უგვანი ტიპები "ელიტად" არიან წარმოდგენილები - ჩემთვის ესენი "ელიტა" არ და ვერ არიან.

განათლებას რაც შეეხება - თუნდაც ჰარვარდ ,სორბონა და ოქსფორდ დამთავრებული ახალგაზრდა ვერ ჩაითვლებაძალიან კარგ პროფესიონალად, თუ მუშაობის გამოცდილება არ აქ. თეორიული ცოდნა სხვაა და პრაქტიკული გამოცდილება სულ სხვა.

ეს ორი ერთმანეთს ავსებს - ნოლიჯ და სკილლს ერთად განიხილება და ცალ-ცალკე არ არის პროფესიონალიზმის მაჩვენებელი.

ხომ მეთანხმები, რომ არიან თეორეტიკოსები და პრაქტიკოსები, 001.gif

ეს სხვა რამეა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო

Nukriko

არ ვიცი დასასრული მოდის თუ არა, მაგრამ მე მაგ მხრივ საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ხოლო ხალხის საზოგადოებრივი აზროვნების განვითარების მხრივ, კიდევ ძალიან პესიმისტურად, რადგან ილიაც ზუსტამ იმავე პრობლმებს ებრძოდა რაც დღეს გვაქვს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩვენ ჯერ არ ვართ დამოუკიდებლები, რადგან ჩვენი ხელისუფლება ქართულ ხალხის ინტერესების კი არ ემსახურება, არამედ საკუთარ ვიწრო ინტერესს და უცხო ხალხსი ინტერესს..

 

დამოუკიდებლობა იმას ნიშნავს, რომ შენ შენ თავს ემსახურები..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ჩვენ ჯერ არ ვართ დამოუკიდებლები, რადგან ჩვენი ხელისუფლება ქართულ ხალხის ინტერესების კი არ ემსახურება, არამედ საკუთარ ვიწრო ინტერესს და უცხო ხალხსი ინტერესს..

 

დამოუკიდებლობა იმას ნიშნავს, რომ შენ შენ თავს ემსახურები..

თავისუფლება მოსაპოვებელია ყოველთვის, ლაგარზე არავინ მოგართმევს. აფრიკასაც მიართვეს ასე ლანგარზე და რაც მოუვიდათ ჩანს! კოლონიური ყოფა სანატრელი აქვთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...