Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

http://i041.radikal.ru/0805/f4/dcf78d38caf7.jpg

 

გაოგნებული დავრჩი როცა ამ თემებს ჩორის ილია ჭავჭავაძის თემა ვერ ვიპოვე... ვფიქრობ, ყველასთვის ნაცნობია მისი შემოქმედება... კაცი არ მეგულება რომელსაც არ წაეკითხოს მისი ნაწარმოებები. ეს იყო განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული მწერალი რომელმაც დიდი როლი ითამაშა ქვეყნის ცხოვრებაში. იგი 1837 წელს სოფელ ყვარელში დაიბადა და 1907 წელს წიწამურთან 5-მა ტყიამ იმსხვერპლა :D მას ბევრი ნაწარმოებები თუ ლექსები მიუძღვნეს ისეთმა ბრწყინვალე მწერლებმა როგორებიცაა: ვაჟა-ფშაველა, აკაკი წერეთელი, გალაკტიონ ტაბიძე, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ნიკოლაძე, გრიგოლ რობაქიძე, კალისტრატე ცინცაძე, კიტა აბაშიძე, აკაკი შანიძე, იოსებ გრიგალაშვილი, გერონტი ქიქოძე, კონსტანტინე გამსახურდია, ტიციან ტაბიძე, იოსებ იმედაშვილი, კოლაუ ნადირაძე, გროგოლ კიკნაძე, გიორგი ლეონიძე, სიმონ ჩირქოვანი, ლადო ასათიანი, შალვა დადიანი...

 

ლოცვა მუხლმოდრეკით სათქმელი წმინდისა და მართლისა ილია ჭავჭავაძის მიმართ

 

ჰოი, ყოვლად წმინდაო ილია მართალო, ღვთისა მიერ წმინდისა სამებისა შეყვარებულო, მაცხოვრის მიერ ქადაგებული სიყვარულის კეთილად აღმასრულებელო და დამცველო, მამად ქართველად წოდებულო და ყოვლისა ჭირვეულისა დაწუნებულისა შემწეო და მათთვის შრომათა დიდთა და ბრძოლათა თავსმდებელო.

 

ჰოი, მართალო ილია, ღვთისადმი მტკიცედ მორწმუნეო და მეცნიერებითა, სრულისა რჯულის აღმასრულებელო, რომელსაც ჭეშმარიტად გიყვარდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე და იყავ მობაძავ მისსა ცხოვრებითა შენითა. რომელი არა კაცთაგან იყავ დადგინებული არამედ უფლისა მიერ იქმენ გამორჩეულ პატრონად ერისა ჩვენისა, არა ოდეს დაგიტევებია სამწყსო შენი ჟამთა იხილვიდი მგელთა მტაცებელთა, სრულიად განმწირველი თავისა შენისა, იდექ მხნედ და ღვთისა მიერ განმტკიცებული ყოვლად უშიშრად ებრძოდი მათ და არა უტევებდი სამწყსოისაგან შენისა არცა ერთისა ოდენ სულიერისა ცხოვარისა წარტაცება.

 

ჰოი, მამაო ქართველთაო, წმინდაო ილია, რომელმან ღვთისა მიერ ზეგარდამოვლენილი მაღალი ნიჭი და ძალი შესწირე კაცთა შორის წმინდა გრძნობათა და სიყვარულის განმტკიცებას, მუხლმოდრეკით შეგივრდებით მკვიდრნი შენს მიერ ნამოღვაწარნი ვენახისანი, შეგივრდებით და გევედრებით, რათა აწ და მარადის შუამავალ ექმნე ერსა ჩვენსა და ყოველსა სულსა გაჭირვებულსა და დაწუნებულსა, რათა მოგვანიჭოს ჩვენ სიყვარული მამულისა და მოყვასთა, მოწყალება, სიხარული, შენდობა შეცოდებათა ჩვენთა, ევედრე, წმინდაო მართალო მამაო, მოწყალესა ღმერთსა, რათა უმეტესად შეეწეოდეს ღვთივ-დაცულსა ერსა ჩვენსა ად ეკლესიასა ჩვენსა.

 

ევედრე, მამაო წმინდაო უფალსა, რათა მოანიჭოს შენგან შეყვარებულსა მამულსა შენსა მშვიდობა, შვილთა შენთა ურთიერთსიყვარული, ქრისტიანული განათლება და კეთილწარმართებული ცხოვრება და მოღვაწეობა, ნუ მოგვაკებ შეწევნასა შენსა, მართალო, აწ და უკუნისამდე, ამინ!

 

დედოფალო მარიამ, ბრწყინვალებაო ყოველთა წმინდათაო, ლოცვითა და ვედრებითა წმინდისა და მართლისა ილიასითა, ევედრე ღმერთსა შენსა და უფალსა ჩვენსა იესოს, რათა მოგვანიჭოს შენდობა შეცოდებათა და ღირს გვყოს სუფევად დიდებასა შინა თვისსა. უკინისამდე, ამინ!

 

http://i033.radikal.ru/0805/3e/3d0880c332f9.jpg

 

ამ სურათზე მეტირება ხოლმე...

 

მე ვერ გავიმეტებდი :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ილიას პოეზია არმომწონს

ისე კი, უაზარმაზარ პატვის ვცემ :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მდა... ამის პოეზიაზე რომ ადამიანი იტყვის არ მომწონსო... სადღაც მოვკარი თვალი ვიღაცც შეუგნებელი წერდა "მგზავრის წერილები" ნაგავიაო... გული დამწყდა რომ არსებობს ისეთი ადამიანი რომელიც არ აფასებს ილიას ამ შედევრს! :( :( მართლაც გული მტკივა...

ვერ მიხვდა რომ იმ მტიულის სიტყვებში სწორედ ილაის გულისთქმა იმალება! ვერ გაარჩია ეს გულისთმა და მხოლოდ ზრაპრად წაიკითხა...

 

ე საქართველოვ საითკენ მივექანებით... ილია რომ ცოცხალი ყოფილიყო ამის შემხედვარი თავს მოიკლავდა :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პოეზია და ილია როგორც პოეტი

არაფრით არ არი გნასაკუთრებული.

 

თუმცა ეს არეხება პროზას და პუბლიცისტიკას!

მანდ გენიოსია.

სულ რომ არაფერი დაწერეა

და საზოგადო მოღვაწეობითაც არყოფილიყო დაკავებული

მხოლოდ "კაცია-ადამიანი?!" მოატანდა აღიარებას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:( :( :) :D რაც უფრო შენს პოსტებს ვკითხულობ მით უფრო მაღლა-მაღლა ამდის ტვალები

 

 

 

მოდი ერთმანეთში ნუ აურევ მის მოღვაწეობასა და მწერლობას!

საზოგადო მოღვაწე ბევრი ქართველი მწერალი იყო და ეგ აქ არაფერ შუაშია

 

შენ თუ ილიას სხვა პოეტებს ადარებ და ისე გამოგაქვს განაჩენი ძალიან ცდები!

ყველა პოეტი ინდივიდუალურია მართლაც სასაცილოა ტიციანსა და გალაკტიონს რომ ადარებ ილიას...

 

რაც შეენხება "კაცია-ადამიანს" ნუთუ მარტო ეგ დაწერა ილიამ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბევრი მწერალი იყო საზოგადო მოღვაზე ნამდვილად, მაგრამ ცოტა იბრძნოდა იმისთვის რომ ქართული მწია ქართველებს დარჩენოდათ.

ამ მოღვაწეობაში საადგილმამულო ბანკისა და წერა კითხვის გამავრცელებიელი საზოგადოების შექმნა ვიგულისხმე და დამეთანხმები ალაბთ, რომ ცოტას თუ აქვს ამ კუთხის იმდნეი ამაგი, რამდენიც ილიას.

 

პოეზიას რაცშეეხება, მე არათუ გალაკტიონსა და ტიციანს არ ვადარებ ილიას

გალაკტიონსა და ტიციანს შორისაც არვახდენ მსგავს შედარებებებს.

 

პატრიოტული კუთხით თუ მივუდგებით ბადალი არყავს ილიას, მაგრამ ლექსის წყობა, სტილი, სიტყვების განლაგება, რითმა

არ არის ძლიერი, ანუ ყოვლეივე ის, რითაც ფასდება პოეზია. გაგიგია ალბათ ალიო მირცხულავა, ერთ-ერთი სამაგალითო პოეტი იმ მხრივ, რომ აქვს რითმი სასწაული შეგრძნება, ძალიან მაყარი და მკვეთრია, მაგრამ ლექსების ტემატიკა იმდენად ამაზრზენია და მლიქვნელური, რომ ვერგახდა ის დიდი პოეტი.

არაფერი ჯობია ლექსის კითხვას, სადაც ეს ყველაფერი ჰარმონაიში მოდის.

 

"კაცია-ადამიანი?!" კი, უგენიალურესი ნაწარმოებია იმათმშორის რაც დაუწერია ჭავჭავაძეს და ამას მემგონი ყველა ეთანხმება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ალიო მირცხულავას განსჯაში არ შევალ, რამოდენიმე ლექსის მეტი მართლა არ წამიკითხავს და არ მაქვს უფლება!

 

ხოლო რაც შეეხება ილიას, კარგად ვინცნობ მის ბიოგრაფიას, ლირიკას პოეზისა და მისდამი წერილებს...

 

ყველას თავისი აზრი აქვს მაგრამ მე სასტიკად არ გეთანხმები!

ილია - ერის მამა, ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მწერალი!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთ პოსტში შეგეძლო ამ ყველაფრის ჩატევა... თან ცარიელი კოპირაითია

ახლა გავასუფთავებ და სხვა დროს გაითვალისწინე!

 

ილიას რაც შეეხება რა უნდა ვთქვა? ერის მამა... გენიოსი... მეტი რა უნდა ვთქვა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...
ძააან მომწონს "კაცია-ადამიანის" დასაწყისი (განსაკუთრებით) აღწერები აქვს რაღაც საოცრად კარგი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე როგორც პოეტი ისეც მომწონს იმის გარდა რომ დიდი საზოგადო მოღვაწე იყო რა...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...