lasha_alo Posted December 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 29, 2009 (edited) ვიცი სიმართლისტებიდან გამაგდებთ და ლიბერალებიც არ მიმიღებთ მაგრამ ჩემი აზრი მინდა ღიად დავაფიქსირო- ეს ეთნიკური კარჩაკეტილობა არასახელმწიფოებრივი აზროვნების ტოლფასია. იმის მაგივრად ვიზრუნოთ სხვა ეროვნების ხალხის საერთო სახელმწიფოს ფერხულში ჩაყენებაზე ,ვერ მოვიცილეთ მამულიშვილური შეძახილები ჩვენ "ჯიშჯილაგზე-"აუ ის პოლიტიკოსი ქურთია" და "ეს მსახიობი თათარი"..... მე ქართველი ვარ და ვამაყობ ამით, მაგრამ სახელმწიფოს განვითარებისათვის საჭიროა სწორი ფიქრი ,რათა სხვა ეროვნების ხალხისთვისაც ეს ქვეყანა იყოს თავისი და მშობლიური. რა კეთდება ამ კუთხით ? არც არაფერი....ფუ ეს სომეხი ,სომხეთში წავიდეს. აზერბაიჯანელი აზერბაიჯანში, ენას ვიმყრალებთ და ჩვენდაუნებურად ნაღმს თვითონ ვდებთ სახელმწიფოებრივ ორგანიზმში.არ გვახასიათებს ფაშისტური შეუწყნარებლობა ,მაგრამ იზოლაციონიზმი ცოტა უხერხულ დონეზეა სისხლსი გამჯდარი.... ცხადია ერთერთი ხელისშემშლელი რუსული ენაა ,როგორც საურთიერთობო საშუალება. ეხლაც კი ეჭვის თვალით ვუყურებთ ბილინგუალურ განათლების მექანიზმებს ანუ პირობითად საკუთარი და ქართული ენის სინთეზირებული შესწავლის სისტემას ,რათა ავიცილოთ "ტრეტი ლიშნი"(ანუ რუსული). ეს ნარცისიზმი კლავს ქვეყანას. მესმის ქართული სახელმწიფოს წარმართველი ძალა ქართველობა უნდა იყოს,საჭიროა საზღვევის მექანიზმებიც ,მაგრამ თუ გვინდა განვითარდეთ უნდა შევისწავლოთ სხვადასხვა ქვეყნის მოდელები.სადაც ეს მომენტი დროზე გაითავისეს ,გაუჭირდათ ,მაგრამ ეშველათ ,სადაც არა ....არიან ფსკერზე. სხვა ერის წარმომადგენლები ჩვენთან იცხოვრებენ .ეს ობიექტური რეალობაა და უნდ ვეცადოთ მეტად ხელი სევუწყოთ იყვნენ "ჩვენები" თუნდაც პრეზიდენტი გახდეს მაგალითად ვინმე გალუსტიანი .... და რა? თუ მას გავლილი აქვს ყველა ტესტი,არის სახელმწიფოებრივად ქართველი....რა უშლის ხელს? ცხადია ეს არარეალურია ,მაგრამ მინიშნებები გავაკეთე იმ უდიდეს ფსიქოხარვეზზე ,რაც არანაირად ხელს არ გვიწყობს . ხაზგასმით ვამბობ-ჩემთვის პრიორიტეტი სახელმწიფოებრივი ერთობაა და ისიც მესმის ეთნიკური კუთვნილება ყოველთვის იქნება ადამიანის აზროვნებაში,მაგრამ გავარღვიოთ ეს ტაბუ და ჩვენთვისვე უკეთესია მეტი სითამამით ვიფიქროთ სამოქალაქო ინტეგრაციის პროექტებზე,რომელიც ენჯეოს დონესაც კი ჯეროვნად ვერ ცდება. ვცდები?!!! Edited December 29, 2009 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted December 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 29, 2009 (edited) მაგრამ სახელმწიფოს განვითარებისათვის საჭიროა სწორი ფიქრი ,რათა სხვა ეროვნების ხალხისთვისაც ეს ქვეყანა იყოს თავისი და მშობლიური.კუთხურობა ვერ მოვიშალეთ , სხვა ეროვნებას ვინ ჩივის Edited December 29, 2009 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted December 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 29, 2009 რა კეთდება ამ კუთხით ? არც არაფერი....ფუ ეს სომეხი ,სომხეთში წავიდეს. აზერბაიჯანელი აზერბაიჯანში, ენას ვიმყრალებთ და ჩვენდაუნებურად ნაღმს თვითონ ვდებთ სახელმწიფოებრივ ორგანიზმში.არ გვახასიათებს ფაშისტური შეუწყნარებლობა ,მაგრამ იზოლაციონიზმი ცოტა უხერხულ დონეზეა სისხლსი გამჯდარი....ლაშა ძალიან ბევრს ითხოვ, განსაკუთრებიტ როცა შიგა ქართული დაყოფა ხდება, იგივე პოლიტიკური ნისნით.შენ მიშამაკა და შენ ჟოპო თუ რა ტერმინებიც არის, რის აკრძალვას უკვე დიდი ხანია ამ ფორუმზე ვითხოვ უშედეგოდ, ეს არის დისკრიმინაცია და ამასთან აზროვნებისთვის საწამლავი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted December 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 29, 2009 ბასკეთის პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, დირექტორი (ვერ გავარკვიე ქართულად რა თანამდებობაა ბასკურად ლეიენდაკარი) ამ წელს თავად ბასკებმა აირჩიეს ეროვნებით ესპანელი, მაგრამ აქ დაბადებული, გაზრდილი და მცხოვრები სოციალისტი პაჩი ლოპესი... მანამდე დირექტორი ნაციონალი იბარეჩე იყო... ნებისმიერს რომ ჰკითხო ლოპესი ბასკია, თუმცა ყველამ იცის რომ რეალურად ეს ასე არაა. და რა? მე რომ მკითხო ბასკები ქართველებზე გაცილებით ნაციონალები, ლიბერალები, დემოკრატები და დამოუკიდებლები არიან. ბასკეთის ავტონომიური ოლქი უფრო დამოუკიდებელია ვიდრე სუვერენული სახელმწიფო საქართველო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted December 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 29, 2009 რა ვიცი... მე ჩემს ქურთ მეზობლებთან მშვენვრად ვთანაცხოვრობ,,,,, Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted December 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 29, 2009 მოპკლედ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ აზრობვნებაში ბევრი რამ შესაცვლელია, სამწუხაროდ გამკეთებლები არავინ ჩანს, ან მე ვერ ვხედავ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted December 29, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 29, 2009 ნებისმიერს რომ ჰკითხო ლოპესი ბასკია, თუმცა ყველამ იცის რომ რეალურად ეს ასე არაა.Jonathan Livingston ნიმუშია რომ ჩვენზე გონივრულად უდგებიან.ზუსტად ამას ვგულისხმობ.machkatela ა ვიცი... მე ჩემს ქურთ მეზობლებთან მშვენვრად ვთანაცხოვრობ,,ეს სულ სხვა მომენტია .კითანაცხოვრებას ვახერხებტ,მაგრამ იმ ქურთის პრობლემები გატავისებული გვაქვს? ნწუ არა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted December 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 30, 2009 სამწუხაროდ ამ ბოლო დროს ზოგიერთები ჩვენი ხელისუფლებიდან ცდილობენ ძალით დანერგონ ნაციზმი ამ ქვეყანაში. თუნდაც ტერმინი "ღორი". ესაა ტერმინი რომლის გავრცელებასაც ძალით ცდილობენ. ქუთაისში მემორიალის აფეთქება. ეს მემორიალი მიძღვნილი იყო მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირებისთვის. ამავდროულად ყოველ 9 მაისს სულ უფრო და უფრო აქტიურად ხდება იმ ქართველების თემის წამოწევა, ვინც მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტების მხარეს იბრძოდა. ამას ემატება ის აზრი, რომ თურმე ჰიტლერს ქართველები პრივილიგირებულ ხალხად მიაჩნდა. კინოთეატრებში რუსულად თარგმნილი ფილმების აკრძალვა, ადოლფ ჰიტლერის გამონათქვამების გამოყენება სახელმწიფო ტელევიზიების რეკლამებში, იულონ გაგოშიძის განცხადება, რომ ქართველების და აფხაზების გარდა, სხვა დანარჩენი ერები დიასპორებს წარმოადგენენ. ასე რომ არათუ ეთნიკური უმცირესობების ინტეგრირება ხდება ქართულ სახელმწიფოში, პირიქით, ყველანაირად ცდილობენ ქართველებში ნაცისტური იდეოლოგიის ჩანერგვას. ჯერჯერობით ეს პროპაგანდა ძალიან მცირე მასებზე მოქმედებს. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ისტერიას ძირითადად მაინც ახალგაზრდობა იტაცებს, მომავალში ამან შეიძლება უფრო ფართო მასშტაბები მიიღოს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
paolo Posted December 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 30, 2009 ვოცნებობ მსოფლიოზე საზღვრების გარეშე : Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 3, 2010 მოდი ასე ვთქვათ, აწყობს ხელისუფლებას სხვა ეროვნებების ინტეგრირება?! გვაქვს ამის მაგალითი, თბილისი! სადაც ეროვნება ნაკლებად რომ თვალში ხვდებოდეს ვინმეს. ხოდა მასე რომ მოხდეს სხვა რეგიონებშიც...საიდან აიღებს მერე "მარნეულის ხმებს"???! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.