Jump to content
Planeta.Ge

ისევ და ისევ დევნილები


Recommended Posts

დევნილი პედაგოგები ხელფასის შენარჩუნებას ითხოვენ. “მოგვეცით დევნილ პედაგოგებს სიცოცხლის და პროფესიული განვითარების საშუალება”- ამ და სხვა ლოზუნგებით პრეზიდენტის რეზიდენციასთან პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ორგანიზებით 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დევნილი პედაგოგების აქცია გაიმართა. აქციაში დაახლოებით ასამდე პედაგოგი მონაწილეობს. აქ არიან აგრეთვე, აფხაზეთიდან დევნილი პედაგოგები, ჩამოვიდნენ პედაგოგები გორიდან, ახალგორიდან, წეროვანიდან.

 

ღურჭუმელიძემ 22 დეკემბერს დევნილ პედაგოგთა ფორუმი გაიმართა, რომელშიც ხელისუფლების არც ერთმა წარმომადგენელმა, მათ შორის განათლების სამინისტროდან, მონაწილეობა არ მიიღო. ამდენად, დღეს გადაწყვიტეს, პრეზიდენტს თავად გააცნონ პრობლემები და აქცია რეზიდენციასთან გამართონ.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

და მეორე:

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია მეუღლესთან ქეთევან კაჭარავასთან და საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი მშობლებთან ერთად დღეს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ერთ-ერთ ობიექტზე კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდნენ და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” აფხაზეთის მედია-ცენტრიდან აცნობეს.

გიორგი ბარამიამ და სანდრა რულოვსმა დევნილ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

აღნიშნულ ობიექტში აფხაზეთიდან დევნილი 80 ოჯახია ჩასახლებული, რომლებსაც სახელმწიფომ საცხოვრებელი ფართები დაუკანონა და საკუთრების უფლებით გადასცა. ყოფილი პროფტექნიკური სასწავლებლის შენობა კი მომავალი წლიდან სპეციალურ სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში დევნილი მოსახლეობისთვის გარემონტდება.

გუშინ კი საქართველოს პირველი ლედი და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე ლილოში მცხოვრებ, აფხაზეთიდან გადმოსულ აფხაზ ოჯახებსაც შეხვდნენ და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

პ.ს. პაკაზუხობა დაღუპავს ხელისუფლებას !

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

 

ომში დაღუპულების ოჯახები ჰკიდიათ და დევნილები რა მოსაყვანები არიან?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პ.ს. პაკაზუხობა დაღუპავს ხელისუფლებას !

 

პაკაზუხობა ეძახე და საქმე გაკეთდა :D imao რა მნიშვნელობა აქვს რას დაარქმევ , ოღონდ რამე მაინც გააკეთონ და :rolleyes:

 

 

 

უხხ არადა პოლიტიკაში არ ვაპირებდი დაპოსტვას :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

tako:))

პაკაზუხობა ეძახე და საქმე გაკეთდა

მაგას თუ საქმის გაკეთება ქვია, მაშინ რაღა უნდა ვთქვა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...