Nukriko Posted December 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 28, 2009 ამ ბოლო დროს გააქტიურებულია მთელი პროპაგანდა, რუსების შიშით უნდა დაირაზმოს ქართული სამოქალაქო საზოგადოება. უნდა გვეშინოდეს და მხედარმთავრის ერთგულნი უნდა ვიყოთ.. შიშს აღვივებენ ყოველდღიურად. ამით კი საბოლოოდ მანიპულირებს მიშა.. დაშინებული საზოგადოება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ თავშესაფარი ნახოს, ამ თავშესაფარს კი მიშა მოგვცემს... ჩემი აზრით ეს მთელი პროპაგანდა, ემსახურება მიშას რეჟიმის გამყარებას... თემის ეფექტებისთვის მუსიკას დავადებ :DD Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted December 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 28, 2009 Nukriko სწორად აზროვნებ - ზუსტად ეგ არისმანიპულატორია და მანიპულირებს ამ შიშებით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted December 28, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 28, 2009 მთავარი ის არის როგორ დავუპირისპირდეთ ამას, როგორ გავაქაწყლოთ ეს შიშები? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 28, 2009 Nukriko მთავარი ის არის როგორ დავუპირისპირდეთ ამას, როგორ გავაქაწყლოთ ეს შიშები?ნუ შეგეშინდება...და ნურც შენს გარშემო მყოფებს შეაშინებ...ერთმანეთს უნდა დავუდგეთ გვერდზე ამ თვალსაზრისით...სხვა ვარიანტს ვერ ვხედავ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted December 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 28, 2009 Nukriko შენზე მოქმედებს ეგ პროპაგანდა?...არც ჩემზე :ჰოდა, არა მგონია საქართველოს მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი მთლიანობაში ჩემზე სულელი იყოს ან ჩემზე მშიშარა, ტაკ ჩტო მაგით უკუშედეგს მიიღებენ და მიიღეს კიდეც.უფრო აღიზიანებენ საზოგადოებას. მიშას გვერდზე უკვე არაფრის გამო არ დაირაზმება ქართული საზოგადოება. ყველაფრის პატიება შეიძლებოდა, მაგრამ ასეთი "პატიებებით" მივიღეთ 08.08.08...აი იქ საბოლოოდ უღალატა თავის ხალხს და სულში ჩააფურთხა. ეხლა იბოლაოს რამდენიც უნდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted December 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 28, 2009 Nukriko პანიკა და შიში როგორც ძალაუფლების გამყარების მექანიზმიეგრეამაგრამ ეგ ყველაფერი უფრო ხელისუფლების აგონიაზე მიუთითებს ვიდრე სხვა ტენდენციებზე პანიკა, შიში, ძალადობა - აგრესიას ბადებს, როდესაც ადამიანში აგრესია მძლავრობს, ის საშიშია, მაგრამ როდესაც აგრესია მასაში, ასე ვთქვათ კოლექტიურ სახეს იღებს, ცხოვრების ნაწილად იქცევა - ის ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ საშიში, აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი ხდება ამ დროს სიტუაცია და სულ უბრალო წვრილმანმაც კი შეიძლება ისეთი ამოფრქვევა გამოიწვიოს, რომ ქვეყანა წალეკოს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted December 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 28, 2009 მთავარი ის არის როგორ დავუპირისპირდეთ ამას, როგორ გავაქაწყლოთ ეს შიშები?საქონლების რაოდენობსი შემცირებით ერტ სულ მოსახლეზე...შორეული პესპექტივაა...ამ ეტაპზე ვიტყოდი უტოპიურიც კი...ასე რომ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted December 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 28, 2009 ჩემი აზრით ეს მთელი პროპაგანდა, ემსახურება მიშას რეჟიმის გამყარებას... სამწუხაროდ, ასეთი პროპაგანდა მუშაობს. შედეგი - წაიკითხეთ რამდენიმე აქაური უზერის 'შემოქმედება'. საბედნიეროდ, დიდხანს ვერ მუშაობს - ხალხი, უბრალოდ, იღლება და პროპაგანდა უკვე უკუშედეგს იძლევა. მაგ. საბჭოეთის ბოლო წლებში ანტიამერიკული პროპაგანდა. ჯერ გიჟ-ვრაცუას ეს რესურსი არ ამოუწურავს. თავს ნუ მოვიტყუებთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted December 28, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 28, 2009 მთავარი იარაღი რაც ამ ხელისუფლებას აქვს იდეოლოგიურ იარაღს ვამბობ არის რუსეთთან დაპირისპირება.. მითი რომ მიშა არის საქართველოს ინტერესები და ამის გამო რუსეთი ებრძვის მას.. წარმოიდგინეთ რომ რუსეთი გაქრეს, მიშა რა საჭირო გახდება? მიშას საჭიროება არის მხოლოდ ის რომ იგი დაუპირისპირდეს რუსეთს... ეხლა ნახეთ რეალურად არ უპირისპირდება რუსეთს, რუსულ ეკონომიკას აქვს შეჭმული ქართული ეკონომიკა, მათი ოლიგარქიული კომპანიები ფართოვდება საქართველოში.. ხოლო მიშა როგორც ანტირუსული სიმბოლო არის მხოლოდ და მხოლოდ მითი... თუმცა სიცოცხლე რომ გაიხანგრძლივოს ამ ხელისუფლებამ, მას სჭირდება რუსეთის ფაქტორი.. არ გავა დღე ტელევიზიით რუსეთი რომ არ ახსენონ არ გავა დღე ძალიან უმნიშვნელო ინფორმაცია რომ არ გავიგოთ, თუ რა ხდება რუსეთში... ვინც იმ ლოზუნგით მოდის სათავეში რომ რუსეთს ებრძოლოს, რუსეთთან არის კავშირში... და ჩვენი ყველა პრეზიდენტი ამ იდეით მოვიდნენ ხელისუფლებაში.. ზვიადის მიტინგებით, ემოციებით და კიდე რა ვიცი რით უნდა ებრძოლა რუსეთისთვის ედიკას დიპლომატიით უნდა ებრძოლა რუსეთისთვის მიშამ ომით უნდა ებრძოლოს რუსეთს.. აღარ მინდა ეს უსასრულო ბრძოლა, მინდა ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და ეს განვითარება არის ყველაზე ეფექტური იარაღი რუსეთის საწინააღმდეგოდ.. არ მინდა რუსებთან ომით გამომიტენონ ტვინი, მინდა რომ დემოკრატია აშენონ, დანერგონ დემოკრატიული ფასეულობები, სასამართლოში, პრესაში და ა.შ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted December 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 28, 2009 (edited) Nukriko რა მნიშვნელობა აქვს, რუსეთი იქნება თუ მსოფლიო იმპერიალიზმი? აქ მთავარია მარტივი პრინციპი - სოციოლოგიის ანა-ბანა - ნებისმიერი ჯგუფის შიდა კავშირების გამყარების (კოჰესიურობას უბნობენ ფენომენსა ამას) ყველაზე მარტივი და 'მუშა' ხერხია გარე მტრის გამოძებნა და შემდეგ მისი დემონიზაცია და დე-ინდივიდუალიზაცია. პირველი ორი სტადია გავიარეთ, ახლა მესამეა ხოდში. ამის მკაფიო ინდიკატორია ტელევიზიებში რუსული კინოს (პლუს მულტფილმები და კლიპები) აკრძალვა. თანაც ყველაფერი რუსეთის წარმოუდგენლად ბრიყვული პოლიტიკის ფონზე ვითარდება (ამაში მათ გიჟ-ვრაცუა თუ აჯობებს, სხვა ვერავინ) პრიჩინებსაც მაინცდამაინც არ გვაკლებს და ესაა, რა. მარტივია, როგორც ფორთოხალი. Edited December 28, 2009 by Grig Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted December 28, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 28, 2009 Grig რა მნიშვნელობა აქვს, რუსეთი იქნება თუ მსოფლიო იმპერიალიზმი?არანაირი. მნიშვნელობა იმას აქვს რომ ბევრს ჯერა და ბოლდება ამით... მილიტარისტულ რიტოტრიკას ხშირად შეხვედრილხარ ალბათ ფორუმებზე, ეს ის მილიტარისტები არიან ვინც დაბოლდა ამ მითით.. ხო და ამ მითის მსხვრევა უნდა დაიწყოს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted December 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 29, 2009 Nukriko მილიტარისტულ რიტოტრიკას ხშირად შეხვედრილხარ ალბათ ფორუმებზე, ეს ის მილიტარისტები არიან ვინც დაბოლდა ამ მითით..როცა ახალგაზრდები აწვებიან მილიტარისტულ რიტორიკას, ეს შეიძლება დაბოლებად ჩავთვალოთ. მაგრამ როცა 40 წლის კაცები ეწევიან რუსეთთან და რუსეთის აგენტებთან ბრძოლის პროპაგანდას, აქ ჩემი აზრით სხვა რამეშია საქმე... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Kracaxnadukla Posted December 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 29, 2009 ფორუმ ჯუ ნახეთ, ფორუმ ჯუ, და დაუკვირდითი იმ იუზერებს ვინც ანტირუსულ პროპაგანდასეწევა,ბატარა სულელ ბოვშებს არ ვგულისხმობ მე, ასაკოვნებზე ვუბნობ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted December 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 29, 2009 Kracaxnadukla ფორუმ ჯუ ნახეთ, ფორუმ ჯუ, და დაუკვირდითი იმ იუზერებს ვინც ანტირუსულ პროპაგანდასეწევა,ბატარა სულელ ბოვშებს არ ვგულისხმობ მე, ასაკოვნებზე ვუბნობსამაგიეროდ უფასდებათ. ხვდებიან სხვადასხვა თანამდებობებზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted December 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 29, 2009 სამაგიეროდ უფასდებათ. ხვდებიან სხვადასხვა თანამდებობებზე. აი, ამაშია საქმე, თორემ 'ფრეიმი' რომ შეიცვალოს სწორედ ის ხალხი დაუწყებს კრემლს ხოტბის შესხმას. რა, არ გვახსოვს თუ რა. ამას კონფორმიზმი ჰქვიან, თანაც ამ ფენომენის რადიკალურად მახინჯი ფორმაა გურჯისტანში რატომღაც გავრცელებული. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.