Anima Libera Posted January 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 1, 2010 რა საღოლ კაცო, გააგრძელე... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted January 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 1, 2010 რა საღოლ კაცო, გააგრძელე...ისე შენც შეგიძლია რომ შემოგვთავაზო ესპანეთი მე კიდევ თებერვალიდან გერმანიიას ფოტო სესიას შემოგთავაზებთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted January 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 2, 2010 ჭანო :eshmak:კაით ბატონო, ერთ დღეს სპეციალურად დავივლი ბილბაოს ღირშესანიშნაობებს... მსუქან თემას გამოვაცხობ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted January 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 2, 2010 Saturn ადამიანო დამავიწყდა უკვე წინა სერიაში რა ხდებოდა... აღარ აგრძელებ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted January 3, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 3, 2010 (edited) Jonathan Livingston ადამიანო დამავიწყდა უკვე წინა სერიაში რა ხდებოდა... აღარ აგრძელებ?მოთმინება თავადო, მოთმინება : ჭანო ეტყობა სათანადოდო არ გივაჭრია ანაც შეიძლება ელ შეიხში შედარებით სხვა სიტუაციაა, ჩემი ძმა წითელ ზღვაზე იყოჩვენც წითელ ზღვაზე ვიყავით. შარმ-ელ-შეიხი გაშენებულია წითელი ზღვის გასწვრივ.ვაჭრობაში სისასტიკე რას ნიშნავს, ფასს რომ არ დაგიკლებენ? და თუ სისასტიკეში ძალადობა იგულისხმება, ამის აღსაკვეთად ეგვიპტეში სერიოზული პოლიციური ძალებია გამოყოფილი. ადრე მოგახსენეთ რომ ეგვიპტის ბიუჯეტის თითქმის ნახევარი ტურისზმიდან მიღებული შემოსავლებით ივსება. ეტყობა ამ ქვეყნის ხელისუფლებას კარგად აქვს ეს ფაქტი და მისი მნიშვნელობა გათვითცნობიერებული და ძალიან უფრთხილდება ეგვიპტის, როგორც სამოგზაუროდ უსაფრთხო ქვეყნის იმიჯს. შარმ-ელ-შეიხში ჩვენი ქუჩის, ნაამა ბეის, დასაწყისში ერთმანეთისაგან მცირე მანძილზე ორი პოლიციის კორდონი იყო მოწყობილი. ქუჩის დიდი ნაწილი ჰქონდათ გადაკეტილი და ვიწრო გასასვლელი იყო მანქანებისთვის დატოვებული რათა მაღალი სიჩქარით არ შესულიყვნენ სასტუმროების უბანში. ხშირად ამოწმებდნენ კიდეც მანქანებს. http://img7.imageshack.us/img7/4865/dsc08503r.jpg http://img32.imageshack.us/img32/7021/dsc08505g.jpg შავფორმიანი პოლიციელები ძალიან კეთილგანწყობილი არიან ტურისტების მიმართ, გეხმარებიან ყველაფრით რითიც შეუძლიათ და თავაზიანადაც გიღიმიან. კაიროში პირამიდებთან კი აქლემოსან პოლიციას გადავაწყდით, რომელმაც გვირჩია თუ რომელი ხედით ჯობდა სურათების გადაღება, იპოზიორა ჩვენთვის და თავადაც გადაგვიღო სურათი ჩვენი აპარატით http://img195.imageshack.us/img195/4711/dsc08200ba.jpg http://img695.imageshack.us/img695/995/dsc08209we.jpg http://img189.imageshack.us/img189/8827/dsc08029r.jpg ეს კი "სითი პარკის" შარმ-ელ-შეიხური ანალოგია : როგორც აღმოჩნდა ეგვიპტეში არასწორად პარკირებული ავტომობილების საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანის ფუნქციას პოლიცია ითავსებს.http://img218.imageshack.us/img218/2858/dsc08501.jpg Edited January 3, 2010 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted January 3, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 3, 2010 მალეშემდეგ პოსტშიიხილეთკაიროში მოგზაურობის ამსახველი მასალები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted January 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 3, 2010 ჩვენც წითელ ზღვაზე ვიყავით. შარმ-ელ-შეიხი გაშენებულია წითელი ზღვის გასწვრივ.ვაჭრობაში სისასტიკე რას ნიშნავს, ფასს რომ არ დაგიკლებენ? 091.gif და თუ სისასტიკეში ძალადობა იგულისხმება,სასტიკი ითვლება ფასებით თამაში და ყიდვის დაძალება. ამის აღსაკვეთად ეგვიპტეში სერიოზული პოლიციური ძალებია გამოყოფილი. ადრე მოგახსენეთ რომ ეგვიპტის ბიუჯეტის თითქმის ნახევარი ტურისზმიდან მიღებული შემოსავლებით ივსება. ეტყობა ამ ქვეყნის ხელისუფლებას კარგად აქვს ეს ფაქტი და მისი მნიშვნელობა გათვითცნობიერებული და ძალიან უფრთხილდება ეგვიპტის, როგორც სამოგზაუროდ უსაფრთხო ქვეყნის იმიჯს. :maladec: ისე ასეთი მაგალიტი ჩვენც არ გვაწყენდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted January 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2010 Saturn სატუუუუურნ!რა ძაან უმაგრესი რამეები დადეეეეე!ყოჩაღ შენ!გააგრძელე რა! აქლემზე პოლიციელია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted January 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2010 აუ მაგარი სურატია პოლიციელი აქლემზე) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted January 9, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 9, 2010 (edited) შარმ-ელ-შეიხში ადგილობრივი კომპანიები უამრავ ექსკურსიას სთავაზობენ ტურისტებს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ექსკურსია კაიროში. კაიროს მთავარი ღირშესანიშნაობა რაღა თქმა უნდა გიზას პირამიდებია. ამასთან ერთად როგორც წესი ამ ექსკურსიაში შედის ეგვიპტის ნაციონალური მუზეუმის მონახულება. ტურ ოპერატორების უმრავლესობას პროგრამაში აქვს აგრეთვე პაპირუსების საამქროს დათვალიერება. თუმცა შარმ-ელ-შეიხიდან კაიროში ავტობუსით ექსკურსიას ერთი მინუსი აქვს - ეს ქალაქები ერთმანეთისაგან 500 კმ-ით არის დაშორებული და ერთი დღე-ღამის განმავლობაში ავტობუსით 1000 კმ-ის გავლა საკმაოდ დამღლელია. არსებობს ალტერნატივა - ექსკურსია თვითმფრინავით, ბუნებრივია რომ ეს სიამოვნება გაცილებით ძვირი ჯდება. ფასებზე წარმოდგენა რომ შეგექმნათ რამდენიმე ექსკურსიის ღირებულებას გაგაცნობთ:კაირო ავტობუსით 50 - 85 $კაირო (ან ლუქსორი) თვითმფრინავით 210 - 230 $იერუსალიმი 90 - 120 $მოსეს მთა (სადაც ბიბლიის მიხედვით ღმერთმა ათი მცნება გადასცა მოსეს) 30 - 40 $რას მოჰამედის ეროვნული პარკი (ავტომობილით ან იახტით) 25 - 40 $და კიდევ უამრავი მცირე მასშტაბის რამდენიმე საათიანი ექსკურსიაა, რომელთა ღირებულება 10-დან 30 $ -მდე მერყეობს. მათ შორისაა გასეირნება წითელ ზღვაზე გამჭვირვალე ფსკერიანი იახტით:http://img51.imageshack.us/img51/7909/dsc08340.jpg http://img51.imageshack.us/img51/6670/dsc08350v.jpg http://img685.imageshack.us/img685/7508/dsc08390f.jpg თუ თბილისიდან რომელიმე ტურ ოპერატორის საშუალებით მიემგზავრებით (და როგორც წესი ასეც ხდება ხოლმე) შარმ-ელ-შეიხში ჩასვლისას იქაური ფირმის წარმომადგენლები გხვდებიან და სასტუმროში გაბინავებენ. მაშინვე გითანხმდებიან საღამოს შეხვედრაზე და გთავაზობენ თავიანთ საექსკურსიო პროგრამებს. მათ მიერ შემოთავაზებული პროგრამები 10-20 % -ით უფრო ძვირი ღირს, ვიდრე შარმ-ელ-შეიხში უხვად არსებული ადგილობრივი ფირმების შემოთავაზებები. განსხვავება - პრაქტიკულად არანაირი. ერთადერთი რასაც გეუბნებიან თავიანთი მაღალი ფასის საკომპენსაციოდ ისაა რომ "ჩვენ პასუხისმგებელი ვართ თქვენზე და მათ შეიძლება გადაგაგდონ"-ო, თუმცა მე ასეთი ფაქტების შესახებ არ მსმენია. ექსკურსიის ღირებულების გადახდისას ფირმა გაძლევთ საკუთარ ბლანკს და ჩეკს, ამიტომ არა მგონია ასეთ შარში გაყონ თავი. kisa აქლემზე პოლიციელია?გახლავთ Edited January 9, 2010 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted January 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 10, 2010 ძააალიან მაგარია... მე პროსტა სურათების გადაღება მეზარება მარა ზაფხულში იტალიიდან მეც ჩამოგიტანთ საინტერესო სურათებს და ამბებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted January 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2010 სატურნ, სამსახურეობრივი მოვალეობის გამო მოგზაურობის შეწყვეტა მოგიხდა თუ რა ამბავია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted January 17, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 17, 2010 ახლა კი დაპირებული პოსტი კაიროში მოგზაურობის შესახებ.როგორც მოგახსენეთ შარმ-ელ-შეიხიდან კაიროში ავტობუსით მოგზაურობა ჩვეულებრივ ღამით იწყება, ტურისტული ფირმები სასტუმროებში აკითხავენ პირამიდების მონახულების მსურველებს და მიჰყავთ ავტობუსამდე, რომელსაც უკვე კაიროში გადაჰყავს ისინი. ამგვარად ღამის პირველის ნახევარზე სასტუმროს მისაღებში ჩვენთვის წინასწარ მომზადებული მშრალი საუზმე ავიღეთ და ტურფირმის წარმომადგენლის მოლოდინში დივანზე ჩამოვჯექით. ათიოდ წუთში წარმომადგენელიც გამოჩნდა, მიკროავტობუსში ჩავჯექით და ასე დაიწყო ჩვენი სვლა კაიროსაკენ. მიკროავტობუსმა შარმ-ელ-შეიხის რამდენიმე სასტუმროში შეიარა, ტურისტები შეაგროვა და საათნახევრის შემდეგ უკვე ჩვენს ავტობუსთან ვიყავით. უდაბნოში 5 საათიანი მგზავრობის შემდეგ ჰორიზონტზე მზე გამოჩნდა, ცოტა ხანში კი გათენდა და კაიროშიც შევედით.http://img707.imageshack.us/img707/2566/dsc08021t.jpghttp://img5.imageshack.us/img5/6751/dsc08024j.jpg კაირო ძალიან დიდი ქალაქია. მასში მუდმივად მცხოვრებ 18 მილიონ ადამიანს ყოველდღიურად სამუშაოდ კაიროში მიმავალი 2-3 მილიონი ადამიანი ემატება. ქალაქში არის რამდენიმე კეთილმოწყობილი, სუფთა რაიონი, დანარჩენმა ნაწილმა კი ჩემზე საკმაოდ ცუდი შთაბეჭდილება დატოვა, ორიოდ სიტყვით რომ ვთქვათ ეს არის დიდი, ნაცრისფერი მეგაპოლისი.პირველი გაჩერება ჩვენი კაიროში მოგზაურობისას იყო ეგვიპტის ეროვნული მუზეუმი. ეს შენობა აგებულია 1900 წელს ფრანგი არქიტექტორის, მარსელ დიუნონის მიერ. ამ მუზეუმის კოლექციაში 120 ათასზე მეტი ექსპონატი შედის, რომელთა სანახავად მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა წერტილიდან ჩამოდიან ტურისტები.http://img168.imageshack.us/img168/8225/dsc08045s.jpghttp://img694.imageshack.us/img694/3126/dsc08050y.jpgსამწუხაროდ მუზეუმში შესვლის წინ ციფრული კამერები ჩამოგვართვეს და სურათების გადაღება ვერ მოვახერხე მუზეუმში უამრავი ჯგუფი თუ ცალკეული ტურისტი ირევა და სხვადასხვა ენაზე საუბრობს. ისეთი გნიასია რომ გიდიდან სამ ნაბიჯში უკვე აღარაფერი არ ისმის. ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ტუტანჰამონის სარკოფაგებმა. სულ არსებობს 7 სარკოფაგი, რომლებიც თავის დროზე რუსული მატრიოშკებივით იყო ერთმანეთში ჩალაგებული. ბოლო, ყველაზე პატარა სარკოფაგი, რომელშიც ტუტანჰამონის მუმია იყო ჩასვენებული, სუფთა ოქროსგანაა გაკეთებული. დანარჩენები კი ხისაა და ოქროს ფირფიტებითაა მოოქროვილი...გაგრძელება იქნება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2010 Jonathan Livingston კაით ბატონო, ერთ დღეს სპეციალურად დავივლი ბილბაოს ღირშესანიშნაობებს... მსუქან თემას გამოვაცხობ.ველოდებით სულმოუთქმელად! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
akkai Posted February 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 4, 2010 http://s003.radikal.ru/i202/1002/9c/d1756c6786da.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.