Saturn Posted December 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 28, 2009 (edited) შარმ-ელ-შეიხი დაარსებულ იქნა გასული საუკუნის 60-იან წლებში. დღეისათვის იგი წარმოადგენს სინაის ყველაზე პოპულარულ და ამასთანავე ფინანსურად ხელმისაწვდომ დასასვენებელ ზონას. შარმ-ელ-შეიხის დაარსების დღიდანვე განსაზღვრული იყო მისი დანიშნულება - კურორტი წითელ ზღვაზე, შესაბამისად აქ პრაქტიკულად არ არსებობს საცხოვრებელი სახლები, მთელი ქალაქი სასტუმროების, რესტორნებისა და გასართობი დაწესებულებებისაგან შედგება.თბილისიდან, ისევე როგორც ევროპისა და აზიის მრავალი ქალაქიდან, შარმ-ელ-შეიხში ჩარტერული რეისები ეწყობა. ერთ-ერთი ასეთი რეისის საშუალებით 2009 წლის 16 დეკემბერს ავფრინდით თბილისის აეროპორტიდან და გეზი ეგვიპტისაკენ ავიღეთ. შარმ-ელ-შეიხთან მიახლოებისას ღრუბლები თვითმფრინავს ქვემოთ ნელ-ნელა გაიფანტა და ჩვენს თვალწინ უდაბნოსა და წითელი ზღვის ხედები გადაიშალა. სამ საათიანი ფრენის ბოლოს კი ილუმინატორებში შარმ-ელ-შეიხის კონტურები გამოიკვეთაhttp://img121.imageshack.us/img121/8417/dsc07913d.jpg http://img51.imageshack.us/img51/4084/dsc07917.jpg პირველი უცნაურობა, რომელსაც შარმ-ელ-შეიხის საერთაშორისო აეროპორტში გადავაწყდით იყო სტვენითი სიგნალები : ოფიცერმა, რომელსაც ჩვენს პასპორტებში ეგვიპტის ვიზა უნდა ჩაერტყა, სტვენით და აქტიური ჟესტიკულაციით გვიხმო ;): შემდეგ გავარკვიეთ რომ ასეთი ქცევა ჩვეულებრივი ამბავი იყო ეგვიპტელებისათვის. საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ აეროპორტის შესასვლელში აღმოვჩნდით, სადაც უკვე გველოდნენ იმ ფირმის წარმომადგენლები, რომელიც ეგვიპტეში უნდა მოგვმსახურებოდა. რა თქმა უნდა საქართველოდან ჩასულ 30-40 ტურისტს სხვადასხვა სასტუმრო ჰქონდა შერჩეული დასასვენებლად, შესაბამისად ამ სასტუმროთა ადგილმდებარეობის მიხედვით გადაგვანაწილეს მიკრო ავტობუსებში და ჩამოფრენიდან ნახევარ საათში უკვე ჩვენს სასტუმროში ვიყავით.http://img97.imageshack.us/img97/5213/dsc07920l.jpg პასპორტი და მასში ჩადებული ტრადიციული 10 $ ( : ) გადავეცით რისეპშენში სასტუმროს თანამშრომელს და ცოტა ხნის შემდეგ ჩვენი ნომრის ბარათი გადმოგვცეს. ჩვენი სასტუმრო, Falcon Naama Star, წარმოადგენს Falcon Hotels -ის სასტუმროების ქსელის 4 ვარსკვლავიან სასტუმროს და მდებარეობს ნაამა ბეის დასაწყისში, მეფე აბდულას ქუჩაზე : ნაამა ბეი კი შარმ-ელ-შეიხის ყველაზე პოპულარული და კარგად ათვისებული ადგილია.http://img34.imageshack.us/img34/8852/dsc08273t.jpg გაგრძელება იქნება ... Edited December 28, 2009 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted December 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 28, 2009 შარმ-ელ-შეიხიჩემს ძაღლას შარმ ელ შეიხი ქვია,ამ კურორტის საპატივცემულოდ დაარქვა პიტველმა მფლობელმა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted December 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 28, 2009 ვაიმე რა მაგარი რეპორტაჟია...მიდი სატურნ განაგრძეეე დროზეე! პ.ს. ეგვიპტეზე ისე ვაფანატებ თუ შემდეგი რეინკერნაცია წარსულში მექნა ეგვიპტის რომაელებამდე პერიოდში უნდა ვიჩალიჩო თუნდაც ნავოზნი ჟუკად) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted December 28, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 28, 2009 დამავიწყდა აღნიშვნა რომ ეგვიპტეში ჩასასვლელად წინასწარ ვიზის აღება არ გჭირდებათ. ეგვიპტის ბიუჯეტის საკმაოდ დიდი ნაწილი ტურიზმის ხარჯზე ივსება და მოსახლეობის ასევე დიდი ნაწილია დასაქმებული ამ სფეროში. ამგვარად ეგვიპტის ნებისმიერ საერთაშორისო აეროპორტში 15 $ -ის გადახდის შემდეგ უპრობლემოდ ჩაგირტყამენ ვიზას პასპორტში. თუმცა სასურველია რომ გადასახდელი თანხა ზუსტად გქონდეთ ხელზე ანუ თუ მარტო ხართ 15 $, თუ ორნი ხართ - 30 $ და ა.შ. რადგან ვიზის საფასურის მსხვილი კუპიურით გადახდის შემთხვევაში შეიძლება გითხრან რომ ხურდა არ აქვთ და ასეთ დროს არჩევნის წინაშე დგებით: ან ხურდას აღარ ითხოვთ ან ვიზაზე უარს ამბობთ :ეგვიპტის ფულად ერთეულს წარმოადგენს ეგვიპტური ფუნტი. 1 ეგვიპტური ფუნტი შედგება 100 პიასტრისაგან, თუმცა პიასტრი ძალიან წვრილი ფულია და პრაქტიკაში 50 და 25 პიასტრიანი კუპიურები არ დაგჭირდებათ. ჩვენი ეგვიპტეში მოგზაურობის დროს ეგვიპტური ფუნტის კურსი აშშ დოლართან შეფარდებით მიახლოებით 5,5 -ზე იყო ანუ ბანკები 1 აშშ დოლარში 5,5 ეგვიპტურ ფუნტს იძლეოდნენ. შარმ-ელ-შეიხში და კაიროში მიმოქცევაში ეგვიპტურ ფუნტთან ერთად აშშ დოლარი და ევროცაა, უპრობლემოდ იღებენ ყველგან ამ ვალუტებს, მაგრამ ჯობია დოლარი გადაახურდავოთ და ყველაფერი ეგვიპტური ფუნტებით შეიძინოთ. საქმე იმაშია რომ რამე საქონლის ღირებულების ფუნტიდან დოლარში გადაყვანისას გამყიდველი საქონლის ღირებულებას 5-ზე ჰყოფს ანუ რეალურზე უფრო დაბალი კურსით იღებს თქვენს დოლარებს :http://img37.imageshack.us/img37/6091/dsc08561.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted December 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 29, 2009 მაგარია .საღოლ სატურნ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted December 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 29, 2009 (edited) .. საღოლ სატურნჩიკ კაი პაზდკა მოგირტყია. Edited December 29, 2009 by SHARI Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted December 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 29, 2009 განაგრძე თუ შეიძლება კოელიოსავიტ ვკითხუილობ ლიოხკად მიდის:eshmak:) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted December 29, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 29, 2009 ეგვიპტელი სუვენირების გამყიდველები აუცილებლად იმსახურებენ ცალკე პოსტს :პირველივე დღეს, როგორც კი ნომერში დავბინავდით, ცოტა დავისვენეთ და ქუჩაში გამოვედითშარმ-ელ-შეიხის დასათვალიერებლად. სასტუმროდან რამდენიმე მეტრით ვიყავით დაშორებული როცა გზა ერთმა ეგვიპტელმა ყმაწვილმა გადაგვიჭრა და ჩვენი წარმომავლობით დაინტერესდა : ვუთხარით რომ საქართველოდან ვიყავით. მაშინ ამ ყმაწვილმა წარმოთქვა ფრაზა, რომელიც ჩვენი შარმ-ელ-შეიხში ყოფნის მანძილზე კიდევ უამრავჯერ გავიგონეთ, კერძოდ: "შარმ-ელ-შეიხში ჩამოდიან ბევრი რუსები, გერმანელები, ინგლისელები და საქართველოდან რატომ ჩამოდის ასე ცოტა ხალხი"-ო. თითქოს არაფერია ამ კითხვაში უცნაური, მაგრამ როცა სხვადასხვა ადამიანი დაზეპირებულივით ზუსტად ერთი და იგივე რაღაცას გეკითხება, ძალაუნებურად დაეჭვდები, რამდენიმე ანალოგიური კითხვის შემდეგ უკვე ვხუმრობდით "ამ ხალხს ტურისტებთან ურთიერთობის ერთი და იგივე კურსი ხომ არ აქვს გავლილი"-ო :მოკლედ ამ ყმაწვილსაც და სხვებსაც ამ კითხვაზე ვუპასუხეთ რომ "საქართველო პატარა ქვეყანაა და ბუნებრივია რომ ცოტა ქართველი ჩამოდის შარმ-ელ-შეიხში". როგორც წესი ამის შემდეგ სუვენირების გამყიდველები გვეფიცებოდნენ, რომ მათ ძალიან მოსწონდათ ქართველები და გვპატიჟებდნენ თავიანთ მაღაზიაში. თავიდან უარს არ ვამბობდით, მაგრამ დროთა განმავლობაში ასეთი მიპატიჟებები ძალიან მოსაბეზრებელი ხდება.http://img97.imageshack.us/img97/8355/dsc08496he.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted December 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 29, 2009 აფერისტები არიან თურქებივით?) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted December 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 29, 2009 აფერისტები არიან თურქებივით?113.gifროგორც ვიცი სასტიკები არიან, ჩემი ძმა იყო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 30, 2009 გაგრძელება იქნება?! საინტერესოა მაგარი! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted December 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 30, 2009 როგორც ვიცი სასტიკები არიანზოგადად არა-სუვენირების გამყიდვლები ვიგულსხმე...სასტიკები იქნებიან მარა-მამლუქების გენეტიკა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted December 30, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 30, 2009 ჭანო აფერისტები არიან თურქებივით?:yes2: ჭანო როგორც ვიცი სასტიკები არიანარ შემიმჩნევია არანაირი სისასტიკე. გაგრძელება იქნება?!აუცილებლად. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted December 31, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 31, 2009 (edited) Saturn საღოლ!!! :maladec: პირამიდა ან მუმია ვერ გამოაყოლე ხელს Edited December 31, 2009 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted December 31, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 31, 2009 არ შემიმჩნევია არანაირი სისასტიკე.ეტყობა სათანადოდო არ გივაჭრია ანაც შეიძლება ელ შეიხში შედარებით სხვა სიტუაციაა, ჩემი ძმა წითელ ზღვაზე იყო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.