Jump to content
Planeta.Ge

ნიკოლა ტესლა-ერთერთი უძლიერესი გამომგონებელი


Recommended Posts

Guest ჭანო

ნიკოლა ტესლა (დ. 1856 წლის 10 ივლისს, ავსტრო–უნგრეთი, დღევანდელი ხორვატია — გ. 1943 წლის 7 იანვარს, ნიუ-იორკში, აშშ) — სერბი და ამერიკელი ფიზიკოსი, ინჟინერი, გამომგონებელი ელექტრო და რადიოტექნიკის სფეროში. ეროვნებით იყო სერბი. დაიბადა და გაიზარდა ავსტრო-უნგრეთში. მოღვაწეობდა საფრანგეთსა და აშშ-ში. 1891 წელს მიიღო აშშ-ს მოქალაქეობა.

 

ტესლა ცნობილი გახდა ელექტრო და მაგნიტური ენერგიის კვლევაში შეტანილი წვლილისათვის. მის მიერ ჩატარებული თეორიული სამუშაოები იქცა თანამედროვე მოწყობილობათა უმრავლესობის საფუძვლად და მრეწველობითი რევოლუციის წინაპირობად.

 

ტესლას დროის ადამიანები მას თვლიდნენ ადამიანად, რომელმაც XX საუკუნე გამოიგონა. რადიოს წარდგენისა და დენის ომში გამარჯვების შემდეგ ტესლა აღიარეს ამერიკის გამოჩენილ ინჟინერ-ელექტრიკოსად. იმ პერიოდში ტესლას მიღწევები ნებისმიერ გამომგონებელთან კონკურირებადი იყო.

 

http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/d/d4/N.Tesla.JPG

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
ჩათლახი ედისონი!

რატო ჩათლახი, იმას უფრო კომერცია აინტერესებდა და დარწმუნებული იყო თავის გამოგონებაში, მაგრამ საბოლოვოდ თესლას იდე გამოდგა წარმატებული.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო

დრეული წლები

 

ტესლას მამა, მილუტინ ტესლა, სერბი მართლმადიდებელი მღვდელი იყო, დედა კი, დიუკა მანდიკი, დიასახლისი. ტესლამ განათლება ავსტრიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო. პირველად საბუთები ფიზიკა-მათემატიკაზე შეიტანა, თუმცა მალე ელექტროობით დაინტერესდა. მან კარიერა 1881 წელს დაიწყო. თავიდან ის მუშაობდა ბუდაპეშტის სატელეფონო კომპანიაში ელექტროინჟინრად. სწორედ იქ მოუვიდა თავში აზრად მოძრავი მაგნიტური ველის შექმნა.

 

მან თავისი მეგობრის თანდასწრებით ჯოხის დახმარებით დახაზა მიწაზე უხეში გეგმა.

 

ამის შემდეგ ტესლა “Continental Edison Company”-ში მუშაობდა, სადაც გენერატორებს აწყობდა.

 

მოღვაწეობა აშშ-ში

1883 წელს სტრასბურგში ყოფნისას ნიკოლა ტესლამ დაამზადა ელექტროძრავის უხეში ვარიანტი, თუმცა წარმატებით ამუშავდა. მეცნიერი აღფრთოვანებული იყო, მაგრამ სამწუხაროდ მისი გამოგონებით არავინ დაინტერესდა. მაშინ მან გადაწყვიტა აშშ-ში გამგზავრებულიყო და იქ ეცადა ბედი. მისი დიდი სურვილი იყო, ენახა ასევე უდიდესი გამომგონებელი, თომას ედისონი.

1884 წელს ტესლა აშშ-ში ჩავიდა და ედისონის მეგობარს, მეცნიერ ჩარლზ ბეჩელორის სთხოვა, მასთან შეეხვედრებინა. საუბრის შემდეგ ბეჩელორმა ასეთი რამ მისწერა ედისონს:

- დღევანდელობაში მე ორ დიდ ადამიანს ვიცნობ. ერთი შენ ხარ და მეორე ახალგაზრდა მეცნიერი ნიკოლა ტესლაა, რომელსაც შენი ნახვა სურს.

ნიუ-იორკში ტესლამ 59 წელი გაატარა. ნიუ ჯერსის ლაბორატორიაში მუშაობისას მან ედისონის დამზადებული გენერატორები დახვეწა და გააუმჯობესა.

 

დაპირისპირება ედისონთან

 

მალე ორ გენიოსს დაპირისპირება მოუვიდა. ეს დაპირისპირება კი ბრძოლაში გადაიზარდა. საქმე ეხებოდა მუდმივ და ცვლად დენს. ტესლა ამტკიცებდა, რომ ატლანტის სანაპიროზე აშენებულ მუდმივი დენის სადგურებს დიდი სარგებელი არ მოჰქონდა და ცვლადი დენი უკეთესი იქნებოდა. ედისონის ლამპები, რომლებიც მუდმივ დენზე მუშაობდნენ, ძალიან სუსტი იყო. სისტემა არ ვარგოდა, რადგან შორ მანძილზე დენის სადენებით გადასაცემად მაღალი ძაბვა იყო საჭირო, გაყვანილობები კი მაღალ ძაბვას ვერ უძლებდა. გამართულად რომ ემუშავა, საჭირო იყო ყოველ 3 კმ-ში ელექტროსადგურები დაედგათ.

ამისგან განსხვავებით, ტესლას შემოთავაზებული ცვლადი დენი წამში 50-60-ჯერ იცვლიდა მიმართულებას და მოწყობილობები თავისუფლად გაუძლებდნენ მაღალ ძაბვას. ენერგიის დანაკარგიც ძალიან უმნიშვნელო იყო მუდმივი დენისგან განსხვავებით. მომავალი ცვლად დენს ეკუთვნოდა.

ტესლამ შექმნა ცვლად დენზე მომუშავე გენერატორები, ძრავები და ტრანსფორმერები. დაამზადა 40 პატენტი. ეს გამოგონებები შეიძინა ამერიკელმა ინჟინერმა ჯორჯ ვესტინგჰაუსმა და განაცხადა, რომ ამერიკა ტესლას სისტემით უნდა განათებულიყო. ედისონს არ სურდა ძალაუფლების დაკარგვა, თუმცა გვიანი იყო. უკვე დაწყებული იყო ომი AC-სა(ცვლადი დენი) და DC-ს(მუდმივი დენი) შორის. ვესტინგჰაუსი ტესლას მხარეს დადგა, ამიტომ ფაქტიურად ედისონი დამარცხებული იყო – ომში პროგრესმა გაიმარჯვა.

 

ტესლას მიღწევები

1886 წელს ტესლამ დააარსა საკუთარი კომპანია “Tesla Electric Light & Manufacturing”. მან ბევრი ინვესტორისგან მიიღო ფინანსური მხარდაჭერა.

1888 წელს მეცნიერმა გამოქვეყნა ნაშრომი თავისი გამოგონებების შესახებ და სახელად უწოდა “ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე ძრავებისა და ტრანსფორმერების ახალი სისტემა”. ამ ნაშრომით ისე აღფრთოვანდა ჯორჯ ვესტინგჰაუსი, რომ ლაბორატორიაში ეწვია მას. იქ ნანახმა კი აღაფრთოვანა – ტესლას აგებული ჰქონდა მთელი სისტემა ცვლად დენზე, რომელიც მოიცავდა გენერატორებს, ტრანსფორმერებს და ძრავას

 

 

893 წელს ჩიკაგოში მეცნიერმა საზოგადოება შოკში ჩააგდო, როცა ცვლადი დენის ძალის დემონსტრირება მოახდინა. მე-20 საუკუნეში ცვლადი დენი ჩვეულებრივი მოვლენა გახდა.

1895 წელს მეცნიერმა დააპროექტა პირველი ჰიდროელექტროსადგური ნიაგარის ჩანჩქერთან. ამ აღმოჩენამ მთელი მსოფლიოს პრესა მოიარა და ტესლა გმირად შერაცხეს.

 

აღმოჩენები

ტესლას ბევრ გამოგონებას დღესაც არ აქვს ანალოგი. 1891 წელს მან შექმნა სპეციალური სპირალი, რომელიც დღესაც უცვლელი სახით გამოიყენება რადიოსა და ტელევიზორის დეტალებში. ამავე წელს ტესლა აშშ-ს მოქალაქე გახდა.

მისი დაპოექტებული ცვლად დენზე მომუშავე ძრავა ყველა დროის უდიდესი გამოგონებების ათეულშია შესული.

მისი შექმნილ-დაპროექტებულია:

* მოციმციმე სინათლე

* ლაზერული გამოსხივება

* რადიო კომუნიკაციები

* ელექტრული ენერგიის უმავთულო გადაცემა

* დისტანციური კონტროლი

* მარტივი რობოტები

* ტურბინები

* ვერტმფრენის ვერტიკალურად აფრენა

და მრავალი სხვა.

 

სიცოცხლის განმავლობაში მან 700-მდე პატენტი დაამზადა. განსაკუთრებით დაინტერესებული იყო მზისა და წყლის ენერგიის გამოყენებით. ბიძგი მისცა საპლანეტათშორისო კომუნიკაციებს და ხელოვნურ თანამგზავრებს.

 

1896 წელს პრესაში დაიბეჭდა ტესლას აღმოჩენის შესახებ, რომელიც იქს-სხივებს ეხებოდა. ზუსტად იმ დროს პროფესორმა რენტგენმაც ანალოგიურ აღმოჩენაზე გააკეთა განაცხადი. თუმცა ტესლას არ უცდია მასთან ბრძოლა და პირველობა დაუთმო. დღეს მიღებულია, რომ იქს-სხივების აღმომჩენია ვილჰელმ რენტგენი 1895 წლის ნოემბერში.

 

ტესლა განაგრძობდა მუშაობას ელექტროენერგიაზე და ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე. მან შექმნა ვაკუუმის მილი, რომელიც სინათლეს გამოყოფდა. დღეს ეს მილი ფოტოაპარატებში გამოიყენება.

 

1896 წელს ტესლამ გამოაქვეყნა ცნობები ახალი აღმოჩენის, რადიოს შესახებ. მან დახაზა სქემატური დიაგრამები და ძირითადი ელემენტები. იმავე წელს რადიოტალღების მიღება-გაშვების სისტემაც აღწერა. ტესლას გამოგონებებზე დაყრდნობით, იტალიელმა მეცნიერმა მარკონიმ 1901 წელს ბრიტანეთსა და კანადას შორის უსადენო კავშირი დაამყარა, რისთვისაც 1909 წელს ნობელის პრემია აიღო :lol2: მოგვიანებით სისტემა დახვეწეს მეცნიერებმა მაქსველმა და ჰერცმა. თუმცა ძირითადი პრინციპები უცვლელი დარჩა.

 

1943 წელს აშშ-ში მარკონის გამოგონება ყალბად ცნეს და ტესლას მიაკუთვნეს. მათი თქმით, მარკონის არაფერი არ შეუცვლია ტესლას ტექნოლოგიებში. ამიტომ რადიოსა და უკაბელო კავშირის შექმნელად ტესლა დაასახელეს.

 

1900 წელს ტესლამ კიდევ ერთხელ გააოცა საზოგადოება, როცა 40 კმ-ის დაშორებით 200 ნათურა აანთო კაბელის გარეშე.

 

1901-1905 წლებში ტესლამ 150 000 დოლარიანი დაფინანსებით ააგო ლაბორატორია, რომელიც უნდა ყოფილიყო რადიოკავშირის პირველი სამაუწყებლო გადამცემი.

 

მასში მოთავსებული დანადგარი ყოველგვარი კაბელის გარეშე იღებდა და გასცემდა რადიოსიგნალებს დედამიწის ნებისმიერ კუთხეში.

 

ტესლას გამოგონება ენერგიის უკაბელოდ გადაცემაზე დღეს გამოიყენება საზღვაო ლაინერებში, სამხედრო ხომალდების განადგურებისას, მრეწველობის წინსვლისთვის და მსოფლიოს ერთი კუთხიდან მეორეში კომუნიკაციის დასამყარებლად. ტესლამ წამოაყენა ვარაუდი, რომ ეს იდეა გამოეყენებინათ საპლანეტათშორისო კომუნიკაციებში, თუმცა იმდროინდელი მსოფლიო ამისთვის მზად არ იყო.

 

პრიზები

1894 წელს კოლუმბიისა და იელის უნივერსიტეტებმა მეცნიერი დააჯილდოვეს საპატიო დოქტორის წოდებით.

1934 წელს ფილადელფიის შტატმა დააჯილდოვა მეცნიერი ჯონ სკოტის მედალით.

ტესლა იყო “ნაციონალური ელექტრული სინათლის ასოციაციის” საპატიო წევრი.

ის აქტიურად თანამშრომლობდა “ამერიკის მეცნიერების წინსვლის ასოციაციასთან”.

1915 წელს “New York Times”-ის განცხადებით, ტესლა და ედისონი გაიყოფდნენ ნობელის პრიზს ფიზიკის დარგში, თუმცა საბოლოოდ არცერთს არ მიუღია. როგორც ამბობენ, ტესლამ განაცხადა უარი, რადგან ედისონთან არ სურდა პრიზის გაყოფა, თანაც მარკონის უკვე მიღებული ჰქონდა იგივე პრიზი.

 

პირადი ცხოვრების დეტალები

ტესლა შესანიშნავად ფლობდა უცხო ენებს. მან სერბიული ენის გარდა იცოდა ჩეხური, ინგლისური, ფრანგული, გერმანული, უნგრული, იტალიური და ლათინური.

მას ჰქონდა უცნაური შიშები და ახირებები. ხშირად ერთი და იმავეს სამჯერ აკეთებდა. სასტუმროში ისეთ ნომრებში ჩერდებოდა, რომლის ნომერიც სამზე იყოფოდა. მეტისმეტად აკურატული და ჰიგიენის დამცველი იყო. ძალიან უყვარდა ცოცხალი არსებები, განსაკუთრებით მტრედები და კატები.

 

ტესლა არასდროს დაქორწინებულა, სიცოცხლის ბოლომდე ბერბიჭად დარჩა იმის მიუხედავად, რომ ათასობით თაყვანისმცემელი ქალი ჰყავდა გარშემო.

 

ცნობილია ტესლას ახლო მეგობრული ურთიერთობა საბავშვო მწერალ მარკ ტვენთან.

 

სიკვდილი

ტესლა 1943 წლის 7 იანვარს გარდაიცვალა ნიუ-იორკის სასტუმროს 3327-ე ოთახში გულის შეტევით.

 

წყარო : http://ucnauri.com/?p=30679

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...