Jump to content
Planeta.Ge

ფრანც კაფკა


Recommended Posts

Guest ჭანო

ფრანც კაფკა (Franz Kafka, დ. 3 ივლისი, 1883, პრაღა - გ. 3 ივნისი, 1924, ვენა) — XX საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გერმანულენოვანი მწერალი და ნოველისტი, რომლის ნაშრომთა უმრავლესობის გამოქვეყნება მხოლოდ ავტორის გარდაცვალების შემდეგ მოხერხდა. დაიბადა პრაღაში აშკენაზი ებრაელების ოჯახში. მისი უნიკალური წერის სტილი დღემდე იპრყობს კრიტიკოსთა და მკითხველთა განსაკუთრებულ ყურადღებას.

 

ცხოვრება

ფრანც კაფკა დაიბადა 1883 წლის 3 ივლისს ქალაქ პრაღაში. მამა – ჰერმან კაფკა (1852–1931) ებრაელი წარმოშობის ჩეხი იყო. დედა – იულია კაფკა (1856–1934). ჰყავდა ორი ძმა და სამი და. ორივე ძმა გარდაიცვალა მანამ, სანამ მწერალს შეუსრულდებოდა 6 წელი. 1889–1893 წლებში კაფკა სწავლობდა დაწყებით სკოლაში (Deutsche Knabenschule), ამის შემდეგ იგი გადავიდა გიმნაზიაში, რომელიც 1901 წელს დაამთავრა. პრაღის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, კაფკა ღებულობს სამართლის დოქტორის ხარისხს და მუშაობას იწყებს სადაზღვევო ფირმაში, რომელშიც ცხოვრების ბოლომდე მუშაობდა. 1917 წელს, ფილტვებში სისხლჩაქცევის შედეგად, კაფკას განუვითარდა ტუბერკულოზი, რის გამოც 1924 წლის 3 ივნისს მწერალი გარდაიცვალა ვენის სანატორიუმში. ცხოვრების განმავლობაში კაფკამ გამოაქვეყნა სულ რამდენიმე მოთხრობა. სიკვდილის წინ მწერალმა თავის მეგობარ მწერალ მაქს ბროდს დაავალა მის მიერ შექმნილი ყველა ნაწარმოების განადგურება, მაგრამ მეგობარმა არ შეასრულა დავალება. თითქმის ყველა ნაწარმოები გამოქვეყნებულ იქნა მწერლის გარდაცვალების შემდეგ.

 

განათლება

კაფკას მშობლიური ენა გერმანული იყო, თავისუფლად ფლობდა ჩეხურსაც. მოგვიანებით შეისწავლა ფრანგული ენა და კულტურაც. მისი ებრაული განათლება შედარებით სუსტი იყო. თავიდან იგი ვაჟთა დაწყებით სკოლაში სწავლობდა, მისი დამთავრების შემდეგ კი შევიდა კლასიკურ გიმნაზიაში. ფრანცი ბრწყინვალე მოსწავლე იყო. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო პრაღის უნივერსიტეტში ქიმიის ფაკულტეტზე, თუმცა ორ კვირაში სამართლის ფაკულტეტზე გადავიდა. იმ დროისთვის იურისპრუდენცია პრესტიჟულ და პერსპექტიულ დარგად ითვლებოდა, სწორედ ამიტომ ჰერმან კაფკა შვილის გადაწყვეტილებით კმაყოფილი დარჩა. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მომავალ მწერალს ბევრი თავისუფალი დრო ჰქონდა, რამაც საშუალება მისცა შეესწავლა ხელოვნების ისტორია. მალე იგი შეუერთდა სტუდენტურ კლუბს, რომელიც ლიტერატურულ საღამოებს მართავდა. პირველი კურსის დასასრულს კაფკა შეხვდა მაქს ბროდს, ასევე მომავალ მწერალს, რომელიც მისი უახლოესი მეგობარი გახდა ჟურნალისტ ფელიქს უელსთან ერთად. 1906 წლის 18 ივნისს ფრანცმა სამართლის დოქტორის ხარისხი მიიღო.

 

სამსახური

1907 წლის 1 ნოემბერს კაფკამ მუშაობა დაიწყო უდიდეს იტალიურ სადაზღვევო კომპანიაში, სადაც მთელი ცხოვრება მუშაობდა. კომპანიაში მის მიერ გაწეულ სამსახურს ძალიან აფასებდნენ, ასევე დიდ პატივს სცემდნენ როგორც ინტელექტუალ, თავმდაბალ, კარგი იუმორის მქონე ადამიანს.

 

პირადი ცხოვრება

 

მწერლის პირველი სიყვარული, როგორც ბიოგრაფებისთვისაა ცნობილი, იყო მილენა ჯეშენსკა, ჩეხი პროფესორის ქალიშვილი. მან რვა თვე დაჰყო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მამამისთვის ფულის მოპარვისთვის, რომელსაც შემდეგ თავის საყვარლებს აძლევდა. საავადმყოფოდან თავის დაღწევისთანავე ის ცოლად გაჰყვა გერმანულენოვან ებრაელს ერნსტ პოლაკს. წყვილი ვენაში დასახლდა. პრობლემები მათ ურთიერთობაში მალევე გაჩნდა და ქმრისგან უგულვებელყოფილი მილენა კოკაინს მიეძალა, თუმცა მალე მიხვდა რომ არასწორ გზას ადგა და გადაწყვიტა ჟურნალისტობისთვის მოეკიდა ხელი. 1919 წელს, კაფკას რამდენიმე მოთხრობის (მწერალმა თავის სიცოცხლეში მხოლოდ რამდენიმე მათგანი გამოაქვეყნა) წაკითხვის შემდეგ, წერილი მისწერა მას, სადაც მათი ჩეხურად თარგმნის ნებართვას სთხოვდა. ამ წერილს მოჰყვა ინტენსიური მიმოწერა ფრანცსა და მილენას შორის. თუმცა საბოლოოდ წყვილის ურთიერთობა აღარ გაგრძელებულა, რადგან მილენას არ სურდა ქმართან გაშორება და აღარც კაფკას გამოუჩენია ინიციატივა. მოგვიანებით, 1944 წელს, მილენა ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპა.

1912 წელს კაფკა მაქს ბროდის სახლში შეხვდა ფელის ბაუერს, რომელიც ცხოვრობდა ბერლინში და მუშაობდა დიქტოფონების მწარმოებელ კომპანიაში. მათ ხუთი წლის განმავლობაში ჰქონდათ მიმოწერა, ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს და ორჯერ აპირებდნენ კიდეც დაქორწინებას, თუმცა საბოლოოდ, 1917 წელს, მათი ურთიერთობა დამთავრდა. ამის მიზეზად ბევრი კაფკას უცნაურ ახირებებსა და შიშებს ასახელებს, ბევრიც ამტკიცებს, რომ ფრანცს არ უყვარდა ფელისი, მხოლოდ ოჯახის შექმნა უნდოდა, რათა მამამისისთვის დაემტკიცებინა, რომ ნორმალური ადამიანი იყო (მას და მამამისს ურთიერთობაში გარკვეული პრობლემები ჰქონდათ).

 

გარდაცვალება

1923 წელს კაფკა შეხვდა დორა დიამანტს, ებრაული წარმოშობის პოლონელ მართლმადიდებელს. სწორედ მასთან გაატარა მწერალმა სიცოცხლის ბოლო წელიწადი. მათ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. წყვილი ერთად ბევრს მოგზაურობდა, თუმცა 1924 წელს ეს სიამტკბილობა კაფკას ტუბერკულოზის გართულებამ შეაწყვეტინა. ის სასწრაფოდ წავიდა სანატორიუმში დორასთან ერთად, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში მის გვერდით იყო. მწერალი 40 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

 

 

წყარო კავკა ვიკიპედიაზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო

მოკლედ

"პროცესი" ძალიან მომწონს.

ზოგადად ძალიან რთული წასაკითხია კაფკას მოტხრობები, მაგრამ ჭვალებად ნამდვილად ღირს :pupuza:

 

ასევე ვინ პრაღაში მოხვდება მისი მუზეუმი არ უნდა გამოტოვოს, ძალიან მაგარი გაკეთებულია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო

* ბედნიერება არ სცნობს სიბერეს. ის ვინც მართლა ბედნიერია,არასოდეს ბერდება.

 

 

* წიგნი უნდა იყოს ნაჯახი ჩვენს სულში გაყინული ზღვისათვის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...
Guest ჭანო
რაღაც მაქვს კაფკასი წაკითხული.... ნეტავ რა.... 119.gif სკლეროზ

შენ "უჟასები" ხომ გიყვარს, ინ დერ სტრაფკოლინიი წაიკითხე მოგეწონება :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაღაც მაქვს კაფკასი წაკითხული.... ნეტავ რა.... :)(( სკლეროზ

მეც, და სავარაუდოდ იმიტომ, რომ არ მომეწონა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...
კაფკას "მეტამოტფოზა'' მაქვს წაკითხული...ძალიან კარგი მოთხრობაა...მიყვარს ნატურალიზმი :yes:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...