Tazo200X Posted December 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2009 პატივცემულნო,ეს იდეა დაიბარა არსენალის განყოფილებაში. ბევრი ფიქრის მერე გადავწყვიტე, რომ თემა აქაც გამეხსნა. ყველასთვის ცნობილია (იმედი მაქვს) კაპრალ გიორგი ანწუხელიძის სახელი, რომელიც 4-ე ბრიგადის 42-ე ბატალიონში მსახურობდა და რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპა. ის ცემით მოკლეს ოსმა სეპარატისტებმა. ვიდეო უმეტესობას ნანახი გექნებოდათ...ისიც მოგეხსენებათ, რომ ომის შემდეგ მას პატარა გოგო შეეძინა.რამდენიმე საათის წინ ვესაუბრე მის მეუღლეს ტელეფონით და გავიგე, რომ ბავშვი ამჟამად წევს ინფექციურ საავადმყოფოში. სულ სხვა საკითხე ვუკავშირებოდი და ეს ინფორმაცია შევიტყვე. არსებობს სურვილი იმისა, რომ საახალწლოდ ამ ოჯახს დავეხმაროთ და რამენაირად შევულამაზოთ ახალი წლის დღესასწაული. ხვალ უნდა შევხვდე გიორგის მეუღლეს. მანამდე, 12 სთ-ზე ვიქნები სპორტის სასახლესთან მდებარე მაკდონალდის შენობის პირდაპირ და დაველოდები მსურველებს, ვისაც ექნება სურვილი და შესაძლებლობა რომ დავეხმაროთ ამ ოჯახს. შემდეგ წავალთ, ვიყიდით საჩუქრებს და წავუღებთ ბავშვს. ფინანსურად, როგორც ვიცი, მათ ეხმარებიან საზღვარგარეთ მყოფი ქართველები. გარკვეული თანხა უკვე შეგროვებულია. ხვალ გამოვართმევ გიორგის მეუღლეს საბანკო რეკვიზიტებს(ამისთვის ვურეკავდი და გავიგე რომ ბავშვი საავადმყოფოშია) და თანხა გადაირიცხება მის სახელზე. მაგრამ ვფიქრობ, რომ თანხის გარდა, ელემენტარულად რომ ვესტუმროთ და პატივი მივაგოთ მის ოჯახს, ურიგო არ იქნება. ეს ნებისმიერ თანხაზე მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა ეს ჩემი პირადი აზრია.ხვალ, 12 სთ-ზე ვიქნები მაკდონალდსთან დაახლოებით ნახევარი საათი, შემდეგ წავალ ინფექციურში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted December 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2009 Tazo200X მოგვიანებით არ შეიძლება ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted December 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2009 ცუდი დროა, კვირაა... ბავშვს ვერ მოვიცილებ თAვიდანისე "მემორიალის" ეგიდით რომ გაკეტებულიყო საჩუქრები ბრძოლაში დაცემულების ბავშვებისთვის კაი იქნებოდა...მგონი დოლიძესაც პატარა ბავშვი დარჩა ხომ?( რაც მე ვიცი)...და ეს ბავშვი რატომაა ინფექციურში>? სერიოზულია რამე?ვთქვათ შობაზე...შევკრიბოთ მანამდე ..ან ძველით ახალწელზე.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Tazo200X Posted December 26, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2009 SHARI T_A_T 31-მდე ნებისმიერ დროს, ხვალ უბრალოდ უნდა ავიდე და ვნახო, გამოვართვა რეკვიზიტები და რამეს ავუტანდი თქო, წამლების ფული მაინც ჰქონდეს სანამ დაერიცხება, თორე 31-ში ვაპირებთ ასვლას ოჯახში და ახალი წლის მილოცვას მაიორ დოლიძეს რაც შეეხება..ძალიან მტკივნეული საკითხია..ჩემთვის პირადად ყველა დაღუპული ერთნაირი ტკივილია, მათი ოჯახებიც ერთნაირად მიყვარს, მაგრამ ყველას ვერ გავწვდებით ფიზიკურად..იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება იზრუნებს იმაზე, რომ მათი ბავშვებისთვის ახალი წლის ზეიმი ტკბილეულობითა და სიხარულით აღსავსე იყოს.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2009 (edited) Tazo200X მე რა შემიძლია გავაკეთო და იმ დღეს ცოტა გრუბათ მომივიდა თაზო და არ ჩაიდებ ალბათ გულში.ეხლა გავდივარ და როცა მოვალ შეგეხმიანები. Edited December 26, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted December 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2009 ხელისუფლება იზრუნებს იმაზე, რომ მათი ბავშვებისთვის ახალი წლის ზეიმი ტკბილეულობითა და სიხარულით აღსავსე იყოს.....მხოლოდ რაც კამერების წინ მგონი....კაი იქნება თუ 31 მდე შევაგროვებთ რამეს..თუნდაც 200 გრამი შოკოლადი იყოს...იქნებ გაუკეთოთ ორგანიზება? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Tazo200X Posted December 26, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2009 lasha1997 გრუბად?შენ? შენ კი არა მე მაქვს ენა ამოსაგლეჯი...არ გვინდა ამაზე, მე გულში არაფერს არ ჩავიდებ და იმედია შენც მაპატიებ იმ სისულელეს, რაც დავაბრეხვე..რაც შეეხება იმას, თუ რა შეგიძლია გააკეთო..ემემენტარულად წერილი რომ მისწერო, დამიჯერე, ძალიან გაუხარდება. საბანკო რეკვიზიტები რომ იქნება, აუცილებლად დავდებ (თუ ექნება გიორგის მეუღლეს ამის სურვილი) T_A_T ორგანიზება კეთდება..31-ში ვაპირებთ ოჯახში მისვლას (იმედი მაქვს, მანამდე ვიშოვი თოვლის ბაბუის კოსტიუმს ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted December 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2009 Tazo200X მეც გავუმზადებ რამეს 31 დეკემბრისთვისწლინახევრისაა გოგონა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Tazo200X Posted December 26, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2009 kisa დაახლოებით ამ ასაკის იქნება.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted December 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2009 თაზო მაქვს რაღAც საჩუქრები ბავშვისთვის ნაYიდი და დიდი სიამოვნებით ვუწილადებ. ბავშვების ასაკები დაწერე ვისთAნაც მიხვალ... მე შემიძლია 11 საათისტვის შეგხვდე ორშაბატს სადმე საბურტAლოზე( ბაღში მიმყავს მაგ დროს) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2009 T_A_T თაზო მაქვს რაღAც საჩუქრები ბავშვისთვის ნაYიდი და დიდი სიამოვნებით ვუწილადებ. ბავშვების ასაკები დაწერე ვისთAნაც მიხვალ... მე შემიძლია 11 საათისტვის შეგხვდე ორშაბატს სადმე საბურტAლოზე( ბაღში მიმყავს მაგ დროს)ზეგაც შეიძლება, მთავარია სურვილი იყოს! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Tazo200X Posted December 26, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2009 T_A_T მეც საბურთალოელი ვარ..ანუ ხვალინდელი შეხვედრის მერე კიდევ იქნება შეხვედრა, უკვე საახალწლოდ მის ოჯახში, მანამდე ნებისმიერ მსურველს შეუძლია საჩუქრების მოტანა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted December 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2009 T_A_T შენ მოგელაპარაკები და ერთად ვნახოთ თაზოTazo200X PM ზე არ მიპასუხე - დახმარება ხომ არ სწირდება საავადმყოფოში, იქნებ დამოვადგე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
vitaminC Posted December 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2009 ამ კაცის ბავშვს და ოჯახს ვიღაცის შეგროვილი ფული და დახმარება უნსა სჭირდებოდეს? ნორმალურ ქვეყანაში ეს ოჯახი ისეთი უზრუნველყოფილი იქნებოდა სახელმწიფოსგან, რომ სხვის დახმარებას შესძლებდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Tazo200X Posted December 26, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2009 vitaminC მესმის, რასაც ამბობ, მაგრმა გთხოვ, ამ თემაში ამაზე საუბრისგან თავი შევიკავოთ. ამერიკაში რომ იღუპება მებრძოლი, ოჯახი ნახევარ მილიონს იღებს კომპენსაციას და ბავშვები სრულწლოვნობამდე ყველაფრით არიან უზრუნველყოფილნი!სულ რომ არაფერი შეგროვდეს, უბრალოდ რომ მივიდეთ..დამიჯერე, ეგეც დიდი სიხარულის მომტანია მათთვის.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.