Jump to content
Planeta.Ge

ფილისტერული საზოგადოება


Recommended Posts

რავი, ჩემი აზრით, ამ ბოლო დროს აშკარად იგრძნობა ყველასი და ყველაფრის მიმართ ირონიულ-პაროდიული განწყობილება. დავცინით სხვებს, დავცინით ერთმანეთს, დავცინით საკუთარ თავს. ხოდა კითხვა გამიჩნდა თანაფორუმელებო: ეს ირონიულ-პაროდიული განწყობილება კონფორმიზმით ხომ არ არის გამოწვეული? შინაგანად ხომ არ შევეგუეთ იმ აზრს, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი სამუდამოდ დავკარგეთ?

 

არც გამიკვირდება, რამეთუ თავად ხელისუფლებაა მაგრად აჭრილი. კარგად გაანალიზეთ მათ მიერ ბოლოდროინდელი განცხადებები და ნახავთ , რომ სადღაც კონფორმიზსა და ნონკონფორმიზი შუაში არიან "გაკვეხებულები", არც იქეთ არიან და არც აქეთ, ქიციც უნდათ და ქიცმაცურიც. ხოდა, ჩემი აზრით, ასეთმა გაურკვეველმა პოლიტიკამ გამოიწვია ხელისუფლების გაფილისტერება. ფილისტერული პოლიტიკა კი აშიშია, რამეთუ იგი აბნევს საზოგადოებას, აფერხებს მის წინსვლას. ასეთ საზოგადოებას არაფერი არ სტკივა. ფილისტერი ყველაფრით კმაყოფილია, მას ყოფნა-არყოფნის პრობლემა საკუთარ კეთილდღეობად ესმის.

 

უზერებო, რაში მეთანხმებით და რაში არ მეთანხმებით?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კაცო რა ჩვევა გაქვს მანია გრანდიოზული:) დაწერე რა ობევაწელური ენიტ ან ფრჩხილებში განმარტება მოაყოლე ეს ფილისტერი რას ნიშნავს!

ვახ რავა ყველაფერი ქალებმა უნდა გააკეთონ ამ ქვეყანაში:

გერმანელები კონკრეტულად ამ სიტყვას ხმარობენ გონებაშეზღუდულობსი აღსანიშნავად

ფართო მაშტაბში სიტყვის სინონიმებია--კონფორმისტი, მეშჩანი, ობევაწელი...

Edited by T_A_T
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩვენ ხელისუფლებას ძალიან აწყობს ისეთი საზოგადოება როგორიც არსებობს დღეს. მეტსაც ვიტყვი - ამ ნიჰილიზმს და სასოწარქვეთილებას ძალით ნერგავდნენ და აღვივებდნენ 2003 წლიდან დაწყევული. იმიტომ რომ ესეთი უწიფარი "საზოგადოების" ( ნე ვერაა საზოგადოება და იმიტომ ბრჭყალებში) მართვა უფრო ადვილიადა კომფორტულიც.

არასდროს დამავიწყდება მიშას სიტყვები მის პირველ ინაუგურაციაზე - ჩვენ ეხლა ამ ხალხს თუ გავუცრუეთ იმედები - სრულ სასოწარქვეთილებაში ჩავარდება საქართველო - თქვა და განძრახაც გააკეთა!

 

ეხლა კი ყველაფერი საზოგადოების და ხალხის ბრალი გახდა - ცხენის კუდზეა გამოსაბმელი ამისთვის!

Edited by kisa
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

მიდი მოდერ დაზიპე ეხლა მიშას შტუჩკები და მოაყუჩე ერტ ტემში-ხომ ხედავ კაციშვილი არ აკომენტებს-რა დაწერონ როო? სამივე თუ ოთხივე თემაში ერტიდაიგივე? მერამდენედ? ვიციტ ბატონო გიჟი რომაა:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

მიდი მოდერ დაზიპე ეხლა მიშას შტუჩკები და მოაყუჩე ერტ ტემში-ხომ ხედავ კაციშვილი არ აკომენტებს-რა დაწერონ როო? სამივე თუ ოთხივე თემაში ერტიდაიგივე? მერამდენედ? ვიციტ ბატონო გიჟი რომაა:)

შემეშალა და შენს პოსტში დავპოსტე, ბოდიში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შინაგანად ხომ არ შევეგუეთ იმ აზრს, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი სამუდამოდ დავკარგეთ?

არავითარი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შინაგანად ხომ არ შევეგუეთ იმ აზრს, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი სამუდამოდ დავკარგეთ?

=========================================================

ლ ი ც ი

 

რას გულისხმობ?

 

ვერ გეტყვი რომ შეგუებული ვარ, პირიქით, უფრო და უფრო იმატებს ჩემში პროტესტის გრძნობა და ყოველდღე უფო მძაფრად განვიცდი ამას...

 

მაგრამ...

 

ვფიქრობ, რომ უახლოს მომავალში ვერ დავიბრუნებთ. კი არ ვფიქრობ, დარწმუნებული ვარ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

ეს ირონიულ-პაროდიული განწყობილება კონფორმიზმით ხომ არ არის გამოწვეულ

ან უბრალოდ ირონიისა და ცინიზმის გარდა არაფერი დაგვრჩენია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რავი, ჩემი აზრით, ამ ბოლო დროს აშკარად იგრძნობა ყველასი და ყველაფრის მიმართ ირონიულ-პაროდიული განწყობილება. დავცინით სხვებს, დავცინით ერთმანეთს, დავცინით საკუთარ თავს. ხოდა კითხვა გამიჩნდა თანაფორუმელებო: ეს ირონიულ-პაროდიული განწყობილება კონფორმიზმით ხომ არ არის გამოწვეული? შინაგანად ხომ არ შევეგუეთ იმ აზრს, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი სამუდამოდ დავკარგეთ?

 

არც გამიკვირდება, რამეთუ თავად ხელისუფლებაა მაგრად აჭრილი. კარგად გაანალიზეთ მათ მიერ ბოლოდროინდელი განცხადებები და ნახავთ , რომ სადღაც კონფორმიზსა და ნონკონფორმიზი შუაში არიან "გაკვეხებულები", არც იქეთ არიან და არც აქეთ, ქიციც უნდათ და ქიცმაცურიც. ხოდა, ჩემი აზრით, ასეთმა გაურკვეველმა პოლიტიკამ გამოიწვია ხელისუფლების გაფილისტერება. ფილისტერული პოლიტიკა კი აშიშია, რამეთუ იგი აბნევს საზოგადოებას, აფერხებს მის წინსვლას. ასეთ საზოგადოებას არაფერი არ სტკივა. ფილისტერი ყველაფრით კმაყოფილია, მას ყოფნა-არყოფნის პრობლემა საკუთარ კეთილდღეობად ესმის.

 

უზერებო, რაში მეთანხმებით და რაში არ მეთანხმებით?

 

არ გეთანხმები რომ შევეგუებით ამ მხარეების დაკარგვას არასდროს ეს დაუშვებელია რუსები არიან ძლიერები აქვთ დიდი ქვეყანა და ძლიერი არმია

 

მაგრამ გოლიათი დაამარცხა დავითმა

 

მოვა დრო რუსეთი დასუსტდება ეს დრო უკვე ახლოვდება და ჩვენ დავიბრუნებთ აფხაზეთს და სამაჩაბლოს

 

გარკვეული კრიზისები ყველა ხალხებს და საზოგადოებას აქვს მათ შორის ჩვენ საზოგადოებას ყველაფერი გადაივლის და მოგვარდება

 

ვაიმე რა გვეშველებას ძახილიტ არაფერი არ გამოვა

 

მტკიცე ნებისყოფა და ქვეყნის მუხლჩაუხრელი მშენებლობა და ევროპაში ინტეგრირება

 

ეს არის ერთადერთი გზა

 

და არა ანარქია და ქაოსი

Edited by FRIDRIX
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

მოვა დრო რუსეთი დასუსტდება ეს დრო უკვე ახლოვდება და ჩვენ დავიბრუნებთ აფხაზეთს და სამაჩაბლოს

მანამდე ჩვენ რა დღეში ვიქნებით სანამ რუსეთი დასუსტდება ამაზე თუ გიფიქრია

 

პ.ს. რუსეტი უკვე საკმარისად სუსტია!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იცით რა მაინტერესებს?

ამათ :rolleyes: ამ ლოზუნგებს ძალით ასწავლიან თუ თვითონ იგონებენ?

რაღაც ძალიან მეცნობა :bee:

 

newstudio

რუსეტი უკვე საკმარისად სუსტია!

ვახ! არ გესმის შენ - შეძახილით ხე გახმაო, არ იცი? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

 

მანამდე ჩვენ რა დღეში ვიქნებით სანამ რუსეთი დასუსტდება ამაზე თუ გიფიქრია

 

პ.ს. რუსეტი უკვე საკმარისად სუსტია!

 

 

საკმარისად სუსტია მაგრამ უხეშად რომ აგიხსნა

 

დაჭრილი მხეცის მდგომარეობაშია ხოლო დაჭრილი მხეცი ყველაზე საშიში და არა პროგნოზირებადია

 

რაც მთავარია რუსეთში უნდა დაიწყოს

 

პრეზიდენტის და ხელისუფლების დამხობა დაბლა მიექანება რეიტინგი მაღლა მიექანება უკმაყოფილება ვნახოთ ეგ როდის მოხდება

 

აი ეგ იქნება რუსეთისტვის დამანგრეველი შედეგების მომტანი

 

და იქნებ სამოქალაქო ომიც მოხდეს

 

შესაძლებელია მშიერი რუსი ყველაფერს გააკეთებს

 

როგორც ჩვენს წინააღმდეგ ისე თავისი ხელისუფლების წინააღმდეგ

 

სამოქალაქო დაპირისპირებას და ხელისუფლების სერიოზულ შერყევას უნდა მოყვეს სეპარატისტულად განწყობილი რეგიონების გამოთიშვის დეტონაცია რუსეთის შემადგენლობიდან

 

აი ამდროს კი ვერ აცდებიან სამოქალქო ომს

Edited by FRIDRIX
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩვენ გვაქვს პრევენტორული გეგმა ეს ჩვენი ევრიატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია ქვია.. გავაგრძელოტ ევროპისა და ამერიკის დაინტერესება ჩვენი სახელმწიფოებრივი არსებობით- დავანახვოთ, რომ ჩვენი სახელმწიფოებრივი არსებობა მათი უსაფრთხოების გარანტიაა და ჩვენ მივიღებთ მსოფლიო მისიას მშვიდობიანად და უმოკლესად დავაკავშიროთ ევროპა აზიასთან ყოველგვარი იმპერატიული ზეწოლის გარეშე, (რასაც რუსი პირდება მათ) ჩვენ, ჭაბუა ამირეჯიბისა არ იყოს, თუ მსოფლიოსაგან დაკისრებული გვაქვს მისია , მაშინ ისიც დაინტერესებულია ჩვენი სახელმწიფოებრივი არსებობით, მაშინ ჩვენც შეიძლება თავი ვიგრძნოით, როგორც ევროატლანტიკური სახელმწიფოთშორისი კოლექტიური უსაფრთხოების წევრად.

ნახეტ განა თავად რუსს არ უნდა მოსპოს ეს სისტემა და გავლენის სფეროებად დაყოფის საკუთარი გეგმა წარუდგინოს ძველ ევროპას?. მან კარგად იცის რაა განსხვავება სახელმწიფოთა ნებაყოფლობით უსაფრთხოების სისტემასა და უხეშ ძალთა მიერ უფორმო ხალხების გაერთიანებას, რასაც თავად ემხრობა და რომლის შექმნასაც გამწარებით ცდილობს ევრაზიული იმპერიის შექმნით. ევროპა ხვდება, რომ მისი კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის გამძლეობის გამოცდა ახლა საქართველოში ხდება. ესაა რეალობა , ჩვენ უპირველეს ყოვლისა ჩვენი თავის იმედად უნდა ვიყოთ საკუტარი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვაში, რათა მსოფლიომ აღვითქვას, არა როგორც ფრანგული ვერსიით სახელმწიფო-აზროვნება-დაკარგულ ურთიერთგათიშულ ძველ დაღლილ ერად, არამედ სახელმწიფოს შენარჩუნების უნარის მქონე ერად... ჩვენ ერთხელ და საბოლოოდ უნდა დავმკვიდრდეთ როგორც სახელმწიფო-ერი. რა ვქნათ ეს ასეა...

Edited by Gagi 67
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე არ მაინტერესებს რუსეთის დასუსტება-არდასუსტება, მე უპირველეს ყოვლისა რუსული იმერიული ძალისაგან საქართველოს დაცვა, რუსული სისხლიანი აგრესიული ფაქტორის შემაკავებელი საერთაშორისო, ჩვენ მეგობარ სახელმწიფოთშორისო სისტემის შექმნა მაინტერესებს...

ისევე , როგორც უწინ ისრაელმა შექმნა საკუთრი თავის ისლამური ფუნდამენტალიზმისაგან დაცვის მეგობარ სახელმწიფოთშორისი სისტემა.. ესაა აუცილებელი და რეალურიც! ეს სისტემა არასრულყოფილია, მაგრამ მაინც მოქმედებს და ამაში საკუთრი ქყვეყნის არსებობა და ის დავითისეული ხუთჯვრიანი დროშამიანიშნებსა რომელიც იმედს მისახავს რომ ეს ყველაფერი ახდება..ღუსის მიმართ მხოლოდ ერთი ინტერესი უნდა გვქონდეს- მისი აგრსიისაგან თავდაცვის ფაქტორის შექმნა.. სხვა არაფერი.. ნებისმიერი კონტაქტი მხოლოდ საერთაშორისო დამკვირვებლებისა და მეგობარ სახელმწიფოთა მონიტორინგის ქვეშუ უნდა ხდებოდეს და ისიც მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...