Jump to content
Planeta.Ge

მიშას თქმით, საქართველოს შაჰ-აბასის შემდეგ, რუსეთზე უფრო დიდი მტერი არ ჰყოლია.


Recommended Posts

მიხეილ სააკაშვილი - ნოღაიდელი პირველი არ არის, ვისი მეშვეობითაც რუსეთი საქართველოში სიტუაციის მართვას ცდილობს

26 / 12, 2009 10:14

 

ზურაბ ნოღაიდელი პირველი არ არის, ვისი მეშვეობითაც რუსეთი საქართველოში სიტუაციის მართვას ცდილობს, - ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია ~რუსთვის 2~-ის გადაცემა ~პოზიციაში~ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, კრემლს სხვადასხვა დროს საქართველოში სხვადასხვა დასაყრდენი ჰყავდა, მათ შორის თენგიზ კიტოვანი, ასლან აბაშიძე, ბადრი პატარკაციშვილი, ალექსანდრე ებრალიძე.

~რუსებმა ჩვენს გასანადგურებლად ყველაფერი სცადეს: ომი, ოკუპაცია, შპიონაჟი და ა.შ. თბილისის აეროპორტი გახსნილი იყო, მათ სურდათ საქართველოს მთავრობა გაქცეულიყო. ჩვენთვის შვეიცარიის ბანკში გახსნილი იყო ანგარიშები. მაგრამ ჩვენ არ გავიქეცით. რუსებმა კი ჯაჭვში ჩამდგარი მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე დაინახეს~, - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, გარდა ამისა, რუსეთმა საქართველოს ენერგეტიკული ბლოკადა და ღვინის ემბარგო მოუწყო, თუმცა ამით ~კახელებისა და რაჭველების აჯანყება ვერ გამოიწვია~. ~თუ კრემლს საქართველოში ზურაბ ნოღაიდელის მეტი დასაყრდენი აღარ ჰყავს და ნაურუს 50 მლნ დოლარს უხდის იმისათვის, რომ ცხინვალი და აფხაეზთი აღიაროს, ე.ი. არც ისე კატასტროფულად არის ჩვენი საქმე, როგორც შეიძლება გვეგონოს~, - განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, ნაურუ არის ქვეყნა, რომლითაც აშშ-ის უნივერსიტეტებში საბჭოთა ქვეყნებიდან ჩასულ სტუდენტებს ჭრიდნენ. ~ნაურუ საბჭოთა რუკებზე საერთოდ არ იყო დატანილი. გამოცდებზე ყოველთვის გვეკითხებოდნენ სად იყო. ჩვენც დამახსოვრებული გვქონდა წყნარ ოკეანეში მისი მდებარეობა და პირდაპირ იქ ვადებდით საჩვენებელ ჯოხს~, - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს შაჰ-აბასის შემდეგ, რუსეთზე უფრო დიდი მტერი არ ჰყოლია. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ახალ ლიპარიტ ბაღვაშებს საქართველო აღარ იგუებს.

~დღევანდელი რუსეთის ხელისუფლება ვერ ხვდება, რომ თავისუფლება სააკაშვილის არჩევანი კი არა, ქართველი ხალხის ბუნებრივი მდგომარეობაა. ვიყოთ თავისუფალი, დემოკრატიული, ცივილიზებული ქვეყანა, ამაზე უარს ვერავინ გვათქმევინებს. ჩვენ პავლოვის საცდელი ძაღლები კი არა, მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების გონიერი ერი ვართ, რომლის შეცვლა ასე იოლი არ არის~, - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ნოღაიდელი იმაზე ქვევით დაეშვა, ვიდრე წარმოდგენა შეიძლებოდა და ამის ყურება ძალიან მძიმეა. ~ჩვენ გვყავდა კარგი პრემიერ-მინისტრები, იგივე ლადო გურგენიძე, გეგა მგალობლიშვილი და სხვა~, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

ლიცემერი: კაცი უკვე ასაკში ვარ,წლები ხელში შემომადნა, მაგრამ ვერც სიმართლე გავიგე სად არის და ვერც ტყუილის ბოლოს ჩავავლე ხელი . რავი, ყველა ბრიყვი ჭკუას გვასწავლის, ყველა დარმაედი საქმისკენ მოგვიწოდებს, ნაბოზარი თავს იწონებს, გარყვნილი ზნეობაზე გვებაზრება. მოკლედ, დავიბენი.

 

უზერებო, სად არის ტყუილი და სად მართალი?

 

 

პ.ს.პრევენცია: ნოღაიდელის და ღრუსეთის დედას ############### :)):

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვაა ეს ტექსტი ვინ დაუწერა მიშიკოს გამოტყდეს!-პულცერის პრემია ეკუთვნის:))

არცერტი ახალი სასაცილო პასაჟი-უმირაიუ ოტ სკუკი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

უზერებო, სად არის ტყუილი და სად მართალი?

საქართველო არ შეიძლება იყოს რუსეთთან ცუდი ურთიერთობების მომხრე, _ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2 "-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა.

 

"ყველაფერს ვთავაზობდი პუტინს. ურდოში სანამ ესენი გზას იპოვნიდნენ მე ნასიარულევი ვარ და ვცდილობდი მოქნილი ვყოფილიყავი, როგორც წარსულში ქართველი მეფეები. რა თქმა უნდა, საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. მინდა ესმოდეს ეს დღევანდელ და ხვალინდელ მოღლატეებს...

 

 

:)) მიშა ყოველთვის მართალია, ტყუილი რა მოსატანია :papa:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვაა ეს ტექსტი ვინ დაუწერა მიშიკოს გამოტყდეს!-პულცერის პრემია ეკუთვნის:))

არცერტი ახალი სასაცილო პასაჟი-უმირაიუ ოტ სკუკი

 

სასაცილო არა, მაგრამ სახითხითო პასაჟი ბლომადაა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიშას თქმით, საქართველოს შაჰ-აბასის შემდეგ, რუსეთზე უფრო დიდი მტერი არ ჰყოლია.

ამას ( სახელს არ ვახსენებ) - რემისსია დაეწყო, თუ როგორ არის საქმე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:nn: ისე აღა მაჰმად ხანის მემკვიდრე რომ ვიყო( სად გადავრჩით ქეიმასქმნილი რომ იყო) ნაღდად ვუჩივენბდი სტრასბურგში პიროვნების მიღწევების დაკნინებისთვინ:)...

 

ნუ აბა რა დავწერო ამ სირობაზე?:)

 

იცით რა მაინტერესებს რამდენ სისულელესაც დააბრეხვებს ( არადა პერმანენტული სახე აქვს ) ყველაფერზე ცალკე ტემა უნდა გავხსნათ? პოსტები ხომ ერტნაირი იქნება ისედაც ყველგან?:) დაიფლუდა რა მიშათი ფორუმი:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:nn:

 

იცით რა მაინტერესებს რამდენ სისულელესაც დააბრეხვებს ( არადა პერმანენტული სახე აქვს ) ყველაფერზე ცალკე ტემა უნდა გავხსნათ? პოსტები ხომ ერტნაირი იქნება ისედაც ყველგან?:) დაიფლუდა რა მიშათი ფორუმი:)

მართალი ხარ. აწი, აღარ ვიზავ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩვენთვის შვეიცარიის ბანკში გახსნილი იყო ანგარიშები. მაგრამ ჩვენ არ გავიქეცით.

:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მამენტ მიშა ამ შემთხვევაში თითქოს მართალია...მარა უფრო კორექტული იქნებოდა ირანი და რუსეთი რომ შეედარებია...თორემ რუსეთის და პიროვნების შედარება ცოტა ნიტოა

 

შაჰ აბასი და პუტინი მაინც ეთქვა)))))))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

რუსეთზე უფრო დიდი მტერი მიშააა, მიშაა.

მიშას სიმღერა დამთავრებულია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსეთზე უფრო დიდი მტერი მიშააა, მიშაა.

 

რატომ?? რაკი პუტინს არ მოსწონს???

 

და მოკეთე??ეგეთი ვინაა????

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

რატომ?? რაკი პუტინს არ მოსწონს???

საიდან გამოიცანი? :DD

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მთავარი მტრები რუსებთან ერთად იყვნენ სერგო შევარდნაძე და ედუარდ ორჯონიკიძე, რომლებმაც რუსებს 20-20 ათასი კვ. კილომეტრი ტერიტორია ჩუქეს.....1993წლის 20 ივლისის მიმართვაში ზვიად გამსახურდია წერს:"...შევარდნაძის დიპლომატიური თამაში აფხაზეთის პრობლემის გარსემო მიზნად ისახავს კაპიტულაციას აფხაზი სეპარატისტებისა და რუსეთის იმპერიალისტური ძალების წინაშე.მზადდება ე.წ."ცხინვალის ვარიანტი",სამშვიდობო ძალების შემოყვანა კონფლიქტის ზონაში და სოხუმის ჩაბარება! (ეს იცოდა შარტავამ და ამიტომ მოიშორეს-შავლეგო)...ყერ კიდევ ელცინ-შევარდნაძის შეხვედრისას დაიგეგმა სოხუმიდან მძიმე ტექნიკისა და არტილერიის გაყვანა,რაც ნიშნავს სოხუმის ჩაბარებას...სოხუმიდან ქართული ჯარის გაყვანა ნიშნავს ქართველი მოსახლეობის გაყვანას,ვინაიდან შეიარაღებული ძალების 93%-ს ადგილობრივი მოსახლეობა შეადგენს,სოხუმის ჩაბარებას... მოჰყვება-ქართული მოსახლეობის არნახული გენოციდი და დეპორტაცია." სწორედ ამიტომ ჩამობრძანდა პრეზიდენტი და ოჩამჩირეში25 სექტემბერს შეკრიბა ორივე მხარის ჯარის მეთაურების დიდი ნაწილი(ეს ვიდო ვიკიპედიაშია) და ერთად სოხუმის გადარჩენაზე ფიცი დაადებინა! ჯაბა- ედიკას დუეტი ამ თავის ჯარის მეთაურებს თბილისში ოჯახების აწიოკებით დაემუქრა,რის შედეგადაც სოხუმის დაცვის ეს შანსი ხელიდან იქნა გაშვებული!სოხუმში შესვლის ბრძანება გასცა ბ-ნმა ზვიადმა,მაგრამ რუსებმა ამ დროს დაბომბე ისინი და 6 კაცი დაიღუპა.ზვიადის გვარდიის სავარაუდო განადგურების გეგმის შესახებს შარტავამ აცნობა..
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...