ლ ი ც ი Posted December 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2009 პრეზიდენტის ინფორმაციით, საკნები "ფე-ეს-ბე"-ს სცენარი იყო26 / 12, 2009 10:15 პრეზიდენტის შეფასებით, საგაზაფხულო აქციების შემდეგ ოპოზიციის ერთი ნაწილი ბევრად უფრო რეალისტური გახდა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია ~რუსთვის 2~-ის გადაცემა ~პოზიციაში~ სტუმრობისას განაცხადა. საგაზაფხულო აქციების შეფასებისას პრეზიდენმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თბილისი ორი თვის განმავლობაში პარალიზებული იყო, რამაც დედაქალაქი და ქვეყნის საინვესტიციო გარემო ძალიან დააზარალა. ~იმ დროს, როცა თბილისი პარალიზებული იყო, ბათუმი შენდებოდა, რადგან იქ გალიები არ იყო. შეიძლება ჩემი ეს შეფასება ბევრს არ მოსწონს, მაგრამ იმას, რასაც საკნებს ეძახდნენ, მე გალიებს ვეძახი. ან რა არის საკანში რომანტიული. კრიმინალური აზროვნება ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. ეს იყო სწორედ გალიები, სადაც მხეცებივით სვამდენენ ადამიანებს და ამაში ფულსაც უხდიდნენ, ესეც ჩემი თვალით მაქვს ნანახი. აქვე იმასაც დადასტურებით ვიტყვი, რომ საკნები ~ფე-ეს-ბე~-ს სცენარი იყო~, - განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, სამართალდამცავ სტრუქტურებს ე.წ. სახალხო რაზმელები რომ თავის ნებაზე მიეშვათ, არავინ იცის რა მოხდებოდა. ~ჩვენ გვერდზე გავდექით და ქართულ საზოგადოებას, რომელიც ომისგან იყო ტრავმირებული, გადაწყვეტილების მიღების საშუალება მივეცით. აქციები სინამდვილეში საზოგადოებამ დაშალა და გონიერებისკენ მოუწოდა. საბედნიეროდ, ვერ განახორციელეს პროექტი “თბილისი მკვდარი ქალაქი” და ვერც ვერასდროს განახორციელებენ~, - განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, კომბლების ხელში აღებასა და სიტუაციის არევას, მერე კი ახალგორის მხრიდან ქვეყნის მმართველის შემოსვლას, საქართველოს ხელისუფლება ვერ დაუშვებს. ~ბოლო პერიოდში ბევრად მეტ დროს ვატარებ ოპოზიციასთან, ვიდრე უმრავლესობასთან და ეს ძალიან სასარგებლოა. უშიშროების სხდომაზე, პრაქტიკულად ყველა მოვიდა. ამ სხდომებით, უბრალოდ მოხიბლული ვარ. პრაქტიკულად ყველა სერიოზულმა ძალამ მიიღო მონაწილეობა საარჩევნო კოდექსზე მუშაობაში. შეიძლება ზოგმა პოზა დაიჭირა, რომ არ მოსწონს შეთანხმებული კოდექსი, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობას ხომ იღებენ?! ე.ი. უღირთ მონაწილეობა და იმიტომ~, - განაცხადა სააკაშვილმა. პრეზიდენტის შეფასებით, თვითმმართველობის არჩევნები პირველია ოკუპაციის შემდეგ და დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ ჩატარდება. ~ჩემი ოცნებაა, საქართველოში ჩატარდეს არჩევნები, რომლის შედეგებსაც უმეტესობა მიიღებს. არანაირი ცხელი გაზაფხული არ გველის. მეორე ძალის მოსვლა არ უნდა იყოს კატასტროფა არც ქალაქისთვის, არც სოფლისა და არც ქვეყნისთვის~, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლიცემერი: მიშას ყველა ინტერვიუს შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველაფერი უკვე მოსმენილი მაქვს. თქვენ არ გაქვთ ეს განცდა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted December 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2009 შეიძლება ზოგმა პოზა დაიჭირა, რომ არ მოსწონს შეთანხმებული კოდექსი, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობას ხომ იღებენ?! ე.ი. უღირთ მონაწილეობა და იმიტომ :psix: :psix: :psix: დედა ვატირე ამისი რა ! ტიპი ყველაფერთან ერთად შანტაჟისტიცაა!ვინუჟდენში გაგდებს რა, ეგ არაფრის შემცვლელი არაა.არ მიიღებ მონაწილეობას არჩევნებში - აგენტი ხარ, ფეესბე გაფინანსებს, ველური ხარ, არასახელმწიფოებრივად აზროვნებ.მიიღებ - არაფერს არ დაგითმობ, კოდექსიც, სიტუაციაც და თითოეული დეტალიც ზუსტად ისეთი იქნება როგორც მე მინდა. ერთი პირობა ძალიან გაბრაზებული ვიყავი, როცა 50%-იან ბარიერზე არ დაყაბულდა ხელისუფლება, ვთვლიდი, რომ ბოიკოტი აუცილებელი იყო, თუმცა ეხლა აზრი არა აქვს, ხელისუფლებას ყოველთვის ეყოლება თარგამაძეები, თორთლაძეები და ედეპეები, ვისაც მაცივარში შირნჰოფერის ძეხვს ჩაუდებს, ნოლ სემიდან, მერსედესზე გადმოსვამს და ვსიო, იმდენი "ოპოზიციონერი" კანდიდატი ეყოლება, რამდენიც გაუსწორდება და ეს ბოიკოტად არ ჩაითვლება. ოხ, რა, ესენი თუ არ გავამათრახო, რა... :ux: ბოზების და არაკაცების "ბეზპრედელია" ქვეყანაში! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted December 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2009 analgin ამიტომ უნდა გაკეთდეს არჩევანი. არავისტი არ ვარ და არც მინდა ჯერ ვიყო, მაგრამ ეს არჩევნები რუბიკონია..... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ნიფო Posted December 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2009 არავისტი არ ვარ და არც მინდა ჯერ ვიყოlasha_alo არცა ვარ და არც ვიქნები (არამარტო ჯერ). Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted December 26, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2009 პრეზიდენტის ინფორმაციით, საკნები "ფე-ეს-ბე"-ს სცენარი იყო26 / 12, 2009 10:15 ამაში ეჭვი არასდროს არ შემპარვია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted December 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2009 analgin ვთვლიდი, რომ ბოიკოტი აუცილებელი იყო, თუმცა ეხლა აზრი არა აქვს, ხელისუფლებას ყოველთვის ეყოლება თარგამაძეები, თორთლაძეები და ედეპეები, ამას ვამბობდი სულ.ეხლაც ნელნელა იკვეთება მერის კანდიდატობის მსურველები, რომლებიც ორ ორ პროცენტს აიღებენ თვითოეული.მე მგონი თოფაძეც დაემატა.ასეთს ათს მაინც მოაგროვებენ. ყველაზე საინტერესო ასლანიჩას კანდიდატი გია ჭანტურიაა.ამან რვა პროცენტსაც შეიძლება გამოკრას ხელი.იმისთვის რომ მას მონაწილეობა მიეღო კოდექსში სპეციალური ცვლილება შეიტანეს(ბოლო ორი წელი რომ არ უცხოვრია საქართველოში ეს მოხსნეს). ამის შემდეგ გამოვიდეს ვინმე ვინც მისი მომხრეა და დამიმტკიცოს რომ ხელისუფლებასთან არ არიან შეკრულები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted December 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2009 პრეზიდენტის შეფასებით http://www.pinky.ge/Smiles/Yellow/polsk.gif ჯობია არაფერი ვთქვა - სამუდამო ბანი არ ამცდება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted December 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2009 http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1ლიცემერი: მიშას ყველა ინტერვიუს შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველაფერი უკვე მოსმენილი მაქვს. თქვენ არ გაქვთ ეს განცდა? ისე არ იქნება ცუდი რომ არ მივაქციოთ ყურადღება ამ ტიპის გამოსვლებს. ოპოზიციის ადგილზე ვიყო გავაკეთებდი ასეთ განცხადებას:"ხალხნო და ჯამაათნო, დიდი ბოდიში მთელ მსოფლიოსთან, მაგრამ არ გვინდა მეტი რევოლიუცია და ამიტომ ეს ავადმყოფი უნდა ავიტანოთ 2013 წლამდე. ძალიან გთხოვთ ნუ მიიღებთ სერიოზულად ამ ავადმყოფის განცხადებებს.საქართველოს პრეზიდენტის ყველა განცხადება თუ საკნონმდებლო აქტი გაუქმებული იქნება 2013 წლის შემდეგ." Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted December 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2009 babuagiorgi "ხალხნო და ჯამაათნო, დიდი ბოდიში მთელ მსოფლიოსთან, მაგრამ არ გვინდა მეტი რევოლიუცია და ამიტომ ეს ავადმყოფი უნდა ავიტანოთ 2013 წლამდე. ძალიან გთხოვთ ნუ მიიღებთ სერიოზულად ამ ავადმყოფის განცხადებებს.საქართველოს პრეზიდენტის ყველა განცხადება თუ საკნონმდებლო აქტი გაუქმებული იქნება 2013 წლის შემდეგ."ვოოოტ! მოლოდეც! :yes2: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted December 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2009 babuagiorgi ვოოოტ! მოლოდეც! :yes2: არა და ხუმრობის გარეშე დავწერე ეს. ოპოს რომ ესმოდეს პოლიტიკა როგორ კეთდება, ამ განცხადებას ოფიციალურად გააკეთებდნენ უკვე კარგა ხანია. რასაც გარკვეული ეფექტი ექნებოდა საერთაშორისო მაშტაბით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted December 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2009 babuagiorgi რა და ხუმრობის გარეშე დავწერე ესმეც ხუმრობის გარეშე მომეწონა ძალიან კარგი აზრია, განსაკუთრებით კი ბოლო წინადადება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2009 არც ერთი არ უქნია ღმერთს,არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია და არც ჩვენ ვარგივართ დამატებით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted December 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2009 ისე, ნინო ბურჯანაძემ თქვა, საკნებლი ალასანიას იდეა იყოოოოოოოოოო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2009 არადა საკნები მაგარი იდეა იყო, ოღონდ შიგნით ცნობილი სახეები უნდა ჩამჯდარიყვნენ და შოუს ელემენტები მიეცემოდათ, მათმა კი ვინ ჩასვეს?))) ვაი მაგათ პატრონს უბედურს.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted December 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2009 პრეზიდენტის ინფორმაციით, საკნები "ფე-ეს-ბე"-ს სცენარი იყო26 / 12, 2009 10:15 პრეზიდენტის შეფასებით, საგაზაფხულო აქციების შემდეგ ოპოზიციის ერთი ნაწილი ბევრად უფრო რეალისტური გახდა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია ~რუსთვის 2~-ის გადაცემა ~პოზიციაში~ სტუმრობისას განაცხადა. საგაზაფხულო აქციების შეფასებისას პრეზიდენმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თბილისი ორი თვის განმავლობაში პარალიზებული იყო, რამაც დედაქალაქი და ქვეყნის საინვესტიციო გარემო ძალიან დააზარალა. ~იმ დროს, როცა თბილისი პარალიზებული იყო, ბათუმი შენდებოდა, რადგან იქ გალიები არ იყო. შეიძლება ჩემი ეს შეფასება ბევრს არ მოსწონს, მაგრამ იმას, რასაც საკნებს ეძახდნენ, მე გალიებს ვეძახი. ან რა არის საკანში რომანტიული. კრიმინალური აზროვნება ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. ეს იყო სწორედ გალიები, სადაც მხეცებივით სვამდენენ ადამიანებს და ამაში ფულსაც უხდიდნენ, ესეც ჩემი თვალით მაქვს ნანახი. აქვე იმასაც დადასტურებით ვიტყვი, რომ საკნები ~ფე-ეს-ბე~-ს სცენარი იყო~, - განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, სამართალდამცავ სტრუქტურებს ე.წ. სახალხო რაზმელები რომ თავის ნებაზე მიეშვათ, არავინ იცის რა მოხდებოდა. ~ჩვენ გვერდზე გავდექით და ქართულ საზოგადოებას, რომელიც ომისგან იყო ტრავმირებული, გადაწყვეტილების მიღების საშუალება მივეცით. აქციები სინამდვილეში საზოგადოებამ დაშალა და გონიერებისკენ მოუწოდა. საბედნიეროდ, ვერ განახორციელეს პროექტი “თბილისი მკვდარი ქალაქი” და ვერც ვერასდროს განახორციელებენ~, - განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, კომბლების ხელში აღებასა და სიტუაციის არევას, მერე კი ახალგორის მხრიდან ქვეყნის მმართველის შემოსვლას, საქართველოს ხელისუფლება ვერ დაუშვებს. ~ბოლო პერიოდში ბევრად მეტ დროს ვატარებ ოპოზიციასთან, ვიდრე უმრავლესობასთან და ეს ძალიან სასარგებლოა. უშიშროების სხდომაზე, პრაქტიკულად ყველა მოვიდა. ამ სხდომებით, უბრალოდ მოხიბლული ვარ. პრაქტიკულად ყველა სერიოზულმა ძალამ მიიღო მონაწილეობა საარჩევნო კოდექსზე მუშაობაში. შეიძლება ზოგმა პოზა დაიჭირა, რომ არ მოსწონს შეთანხმებული კოდექსი, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობას ხომ იღებენ?! ე.ი. უღირთ მონაწილეობა და იმიტომ~, - განაცხადა სააკაშვილმა. პრეზიდენტის შეფასებით, თვითმმართველობის არჩევნები პირველია ოკუპაციის შემდეგ და დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ ჩატარდება. ~ჩემი ოცნებაა, საქართველოში ჩატარდეს არჩევნები, რომლის შედეგებსაც უმეტესობა მიიღებს. არანაირი ცხელი გაზაფხული არ გველის. მეორე ძალის მოსვლა არ უნდა იყოს კატასტროფა არც ქალაქისთვის, არც სოფლისა და არც ქვეყნისთვის~, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1ლიცემერი: მიშას ყველა ინტერვიუს შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველაფერი უკვე მოსმენილი მაქვს. თქვენ არ გაქვთ ეს განცდა? ყველაფერი რასაც ოპოზიცია აკეთებს ფე-ეს-ბე მიერ არის ნაკარნახევი ისინი გეგმავენ პროვოკაციებს და იდეებითაც ამარაგებენ ამ ოპოზიციას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.