Jump to content
Planeta.Ge

სექსუალური უმცირესობები საქართველოში


ვის როგორი დამოკიდებულება გაქვთ სექსუალურ უმცირესობების მიმართ  

52 members have voted

  1. 1. ჩEმი დამოკიდებულება:

    • რიგითი მოქალაქეა, ანუ არაფრით განსხვავდება სხვებისგან
      29
    • სანამ პირად კონტაქტსი(არასექსუალუი ზრახვებით) ოკ!
      6
    • მეზიზღება
      16
    • მეშინია
      1


Recommended Posts

პირდაპირ გასაგიჟებელია რა,

ადრე მახსოვს თავისუფლების მეტროსთან ვიდექი , გოგოს ველოდებოდი , არ მიყვარს იქვე მეტროს გამოსასვლელთან დქომა და ამიტომ იქვე კიბეებზე ჩამოვჯექი , ნუ თან ჩემთვის რაგაცას ვხატავდი, (ნუ რა თქმა უნდა ხალხის ფირდაგებული რექცია ჩვეულია ეგეთ შემთხვევებში ) თითქმის 20 წუთი ველოდე, მერე მოვიდა ვიგაც ბიჭი (როგორც მერე გავიცანი ტომი ერქვა) ხო და გამარჯობაო , გავიცნოთ ერთმანეთიო .... ნუ მნე პოხუი გავიცანი .... მერე მითხრა რო გოგოს ელოდებიო? მე ვუთხარი

კი ძმა გოგოს ველოდები.... ნუ თითქოს არ ესიამოვნა ... მერე მითხრა ნაყინი ხომ არ გინდაო , მეც ველოდები ერთსო და თუ გინდა შენც გიყიდიო ... ნუ მაშინ მაგრად მინდოდა ნაყინი და მე მხოლოდ 40 თეთრი მქონდა , ხო და ვუთხარი , ეს რო 40 თეთრი მქონდა და ვერ დავხარჯავდი , ისედაც არ მქონდა რუსთავში წასასვლელი ფული .... მერე ადგა ნაყინი მიყიდა თვითონაც იყიდა .. ნუ ვიჯექით, ვჭამე მე ნაყინი, იმან ჩემი ნახატები დაათვალიერა , მერე მითხრა რო კარგად ხატავო .. მომეწონაო .. ბლა ბლა ბლა .. და ბოლოს მითხრა ...

იცი,,,, მე გეი ვარ ... და უცებ უკან კაიწია და იმის მოლოდინში მიყურებდა როდის დავარტყავდი ....

ნუ ამ დროს მე მაგარი სიცილი დავიწყე ,,,,, მაგას გაუკვირდა რა გაცინებსო ...

მე ვუთხარი მერე რა რო გეი ხარ, მე რა ვქნა რომელი ელტონ ჯონი მე ვაროო.....

მერე მითხრა მიკვირს რო არ დამარტყიო ....

არა და სულაც არ მიფიქრია დარტყმა , ვაბშეტა მაგარი მახატია ის გეი იქნება ტუ ნატურალი , ჩემი არავინ იყო , მე არ შემხებია და ისეთი არაფერი გაუკეთებია რო მე გავებრაზებინე ... ამიტომ პოხუი ის რა იქნება .... ეს ავუხსენი ...

მაგარი გაუსწორდა ... მერე მთხოვა რო ნახატი მაჩუქეო მაგრად მომეწონაო.... (თუ კარგად მახსოვს დაცემული ანგელოზი მეხატა) ნუ მეც ვაჩუქე .. მერე 4 ლარი მომცა , (იმიტომ რომ 40 თეთრით ვერ წამოვიდოდი რუსთაში ) და სულ ეგ იყო ....

ნუ ჩემი აზრით ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრი , ის რო პიდარია მერე მე რა... ხო არ უნდა მივარდე და მოვკლა ... იყოს თავისთვის კაცო მთავარია მე არ შემეხოს ....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
ნუ ჩემი აზრით ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრი , ის რო პიდარია მერე მე რა... ხო არ უნდა მივარდე და მოვკლა ... იყოს თავისთვის კაცო მთავარია მე არ შემეხოს ....

აი სწორედ მაგაშია საქმე,ეგრე რტყმევაზე რომ ვართ.

მე მგონი ჩვენს მურთაზებს ეშინიათ არ "აცდუნონ" ჰომოსექსუალებმა და ამას მთელი აგრესიით ებრძვიან, მეტ ახსნას ვეღარ ვუძებნი.

 

ნუ ვინც არ აგინებს გეი-ებს ისიც ხომ ეგრევე "მისნაირი" ხდება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
რამდენჯერ უნდა გითხრა, არ მოგბეზრდა? TAT.gif

რა უნდა მითხრა, რაც ვერ გავიგე რა უნდა მობეზრდეს?

მე გულთმისანი არ გახლავართ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
დამტკიცებულია ჰომოსექსუალიზმის გარდაუვალი კავშირი გენიალობასთან. თუმცა, ესეც სულაც არ ნიშნავს, რომ ყველა გენიოს გეია და პირიქით, ყველა გეი - გენიოსია..

და ცხოველებშიც რომ გვხდება ჰომოსექსუალიზმი, თან არც ტუ ისე ხშირად, ეს როგორ აიხსნება?(ეს კითხვა ჯერ კიდებ უპასუხოდ დარჩა)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ მახსოვს რომელიღაცა ფსიქოლოგს უწერია რომ ყველა ადამიანში არის ორივე სქესისადმი სექსუალური სწრაფვა-მერე მთელი რიგი ფსიქიკური, ემოციური, სოციალური და დაჟE გენეტიკური გარემოებების გამო ხდება ერტის ჩაწიხვლა ქვეცნობიერში და მეორით ცხოვრება.

 

აი ქვეცნობიერზე კი ოოოოო.......ბევრი თქმულა ბევრი დაწერილა:))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და ცხოველებშიც რომ გვხდება ჰომოსექსუალიზმი, თან არც ტუ ისე ხშირად, ეს როგორ აიხსნება?(ეს კითხვა ჯერ კიდებ უპასუხოდ დარჩა)

 

მეცნიერი მე არ ვარ.. მაგრამ მეცნიერების მტკიცებით, ცხოველების უმრავლესობა "ცისფერული" სექსით კავდება 'ვინუჟდენობის" გამო, (ეს ადამიანებშიც ხდება სხვათაშორის).. ზოგიერთ ცხოველს არც აქვს სქესის განსაზღვრის უნარი, ზოგიერთ სახეობაში კი მხოლოდ ერთი სქესია.. ბაყაყები და გომბეშოები თურმე ვერ განსაზღვრავენ სქესს რაღაც მანძილზე და ეგრევე ახტებიან..

 

იგორ კონის აზრით ჰომოსექსუალიზმის წარმოშობის მზეზი არის, ბუნების სწრაფვა მრავალფეროვნებისკენ..

 

ერთმა ამერიკელმა ზოოლოგმა დიდი ხნის დაკვირვების და კვლევის შედაგად, გამოიტანა შემდეგი დასკვნა, რომ ამის მიზეზი არის " სოციალური და კულტურული ზეგავლენა"

 

 

T_A_T

ზიგმუნდ ფროიდი ამბობდა მასე...

 

 

Сознание выставляет преграды - подсознание предпочитает их не замечать. И тогда сознание становится всего лишь своеобразным "театром военных действий" подсознания

Edited by Pariz
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო

იგივე გამოკითხვა ჩინეთში შემდეგნაირად დამთავრდა:

 

რიგითი მოქალაქეა, ანუ არაფრით განსხვავდება სხვებისგან --80%

მოკლედ აზროვნებაში ჩინელები ძალიან გვისწრებენ, მიუხედავად იმისა რომ 15 წლის წინ კანონით ისჯებოდა ჰომოსექსუალიზმი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა საინტერესოა ასეთი აზროვნების ჩინელები ამდენნი რანაირად არიან? :) :D Edited by irene
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
რა საინტერესოა ასეთი აზროვნების ჩინელები ამდენნი რანაირად არიან? 091.gif 011.gif

ერთს მეორესთან არანაირი კავშირი არ აქვს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 months later...

ცოდნა VERSUS უმეცრება და ტოლერანტობა VERSUS ჰომოფობია

ლელა გაფრინდაშვილი

 

5

ჰომოფობიაზე საუბარს ბევრი გაურბის. ზოგი ხელებს ასავსავებს: ჰომოსექსუალი ავადმყოფი და ზნედაცემულია, ამიტომ უნდა მოვარიდოთ საზოგადოებასო, ზოგი - უხერხულად იღიმება და წითლდება. ზოგი კი ამ საკითხებზე კვალიფიციური აზრის გამოთქმას და ოპონირებასაც ერიდება, რადგან ეშინია, ვინმე ნეობოლშევიკმა არ ჰკითხოს: რაღაც ისეთი გულმოდგინებით ლაპარაკობ, შენ თვითონ ხომ არა ხარ მაგ ჯგუფის წევრიო? მაგრამ, თუ გინდა რეალისტი იყო, უნდა ჩაერიო კიდეც, უნდა გამოხატო შენი შეხედულება, თუნდაც შიში, და იმოქმედო სიძულვილის წინააღმდეგ. სწორედ შეხედულებების, პოზიციების სიმრავლე ბადებს ცოდნას და ებრძვის უმეცრებას.

 

ინგა გრიგოლიამაც მოახერხა და 2003 წლის 4 ივლისს, ამ თემაზე სასაუბროდ რამოდენიმე ადამიანი დაიყოლია. სწორედ მათ მიერ დაფრქვეული "მარგალიტები" მინდა გაგახსენოთ.

 

სანდრო ბრეგაძე, ფრაქცია "აღორძინება":

 

"ეს (ჰომოსექსუალობა) არის სერიოზული პრობლემა... მე საკითხს ასე დავსვამ - რამდენად პრესტიჟულია ჰომოსექსუალიზმი დღეს საქართველოში?პოლიტიკიდან დაწყებული, კულტურის და ხელოვნების მუშაკებით დამთავრებული, ბევრი ადამიანი ჰომოსექსუალიზმის ნიშნით იკეთებს გარკვეულ კარიერას. (აქ ორატორმა გაიხსენა ფრანგული ფილმი, სადაც, მისი თქმით, წარუმატებელი ჰეტეროსექსუალი პირველხარისხოვანი ადამიანი ხდება მას შემდეგ, რაც თავს ჰომოსექსუალად გაასაღებს, ხოლო მიზანსწრაფული, რეგბისტი მაჩო მეორე პლანზე ინაცვლებს)... საშა პარიკმახერი, რომელმაც მოიტყუა, რომ ჰომოსექსუალისტია, ამის შემდეგ წამოვიდა კლიენტები... ეს სომეხი, რომელიც ავლაბარში უნდა ყოფილიყო პარიკმახერი, გადამიქციეს მე თბილისში ერთ-ერთ პრესტიჟულ ადამიანად... მერე ეს საშა წერს, რომ ქმნის გეი კლუბს, სადაც ყველა უნდა გაერთიანდეს. ეს არის დივერსია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ... ეს არის სექტა, რომელთაც ერთმანეთის გატანა უფრო შეუძლიათ, ვიდრე ჩვენ, ნორმალურ ადამიანებს. ეს სექტა წარმოაჩენს უნიჭო ადამიანებს, რომლებმაც უნდა მოახდინონ იმ ღირებულებების დეგრადირება, რომელიც არსებობს.

 

მე, სიმართლე გითხრა, გულის სიღრმეში შეიძლება დიდი სიამოვნებით დავეთანხმო ადოლფ ჰიტლერს, რომელმაც რამოდენიმე გემი გაგზავნა ზღვაში და ჩაძირა, სადაც გარკვეული ადამიანები იყო თავმოყრილი. ამავე დროს ვერ გავიზიარებ იმას, რომ პარლამენტში მოგვდის ევროსაბჭოდან რეკომენდაციები, რომ ყველანაირად ხელი შევუწყოთ ჰომოსექსუალისტებს. და ეს იყო რამდენიმეჯერ გამოგზავნილი. მე ვთვლი, რომ საკანონმდებლო ბაზა უნდა იქნას მიღებული, რომლითაც ამ ადამიანებს ჩაუტარდებათ იძულებითი მკურნალობა და თუ არ განიკურნებიან, მაშინ....

 

... მე ვზრუნავ ჩემს შვილზე, რადგანაც ეს აღიქმება მომდევნო თაობებისთვის რაღაცად, რაც შეიძლება მისთვის გახდეს წარმატების მოპოვების საწინდარი. არც საზღვარგარეთ და არც საქართველოში ისინი ნიჭიერები არ არიან, ისინი არიან "ნეუდაჩნიკები", წარმატებას სახელისუფლებო სტრუქტურებში მოკალათებულების წყალობით აღწევენ... მე ვიცი, რომ საქართველოში რამოდენიმე მინისტრი დანიშნულია მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მას ჰქონდა გარკვეული კონტაქტი ერთ-ერთ ჰომოსექსუალისტთან..."

 

საკუთარი შეხედულება ფეშენის სფეროში მოღვაწე ნინო ჩქარეულმაც გამოთქვა: "ნამდვილად ვერ ვიქნები ლოიალური ამ პრობლემის მიმართ იმიტომ, რომ საქართველო ტრადიციული, მართლმადიდებლური ქვეყანაა. კაცმა არ უნდა დაკარგოს კაცურობა და ქალმა - ქალურობა, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ყველა ადამიანს აქვს უფლება, რომ თავისი ცხოვრებით იცხოვროს". (სტილი დაცულია. ლ.გ)

 

პოეტი დავით გოგიბედაშვილი:

 

"... თუ კი ქალბატონები დარჩებიან კაცების გარეშე, ხომ გადავშენდებით, ისედაც ცოტანი ვართ?..

 

... თუ კი ქალის და კაცის ურთიერთობა არის ბუნებრივი, რადგან მოაქვს ნაყოფი, ამიტომ არ შეიძლება "+ და + / " - და -" იყოს ბუნებრივი, ნაყოფი არ მოაქვს, განვითარება არ ხდება. ანუ ავხორცულად აღტყინება, ახურება ამაზე და ამის თავსმოხვევა, რომ "მე ინვალიდი ვარ" თუ "მე უბრალოდ ასეთი ვარ" თუ კიდევ ემატება "მე გარყვნილი ვარ". მანკიერი არის მაშინ საზოგადოება, რომ ასეთი ხალხი ორგანოზაციას აიღებს თავის ხელში და დაიწყება ამის დანერგვა, რაც ხშირად ხდება. მანკიერი და მომაკვდინებელი ცოდვა გულისხმობს ბუნების საწინააღმდეგო ცვლას, ანუ რაც არ არის მეცნიერული, რაც არ არის ადამიანთან მიახლოებული მისი მისწრაფებით და სურვილებით.

 

თუ კი მიდრეკილება აქვს ამ კაცს ამისი, მე საშიშროება არ უნდა შემექმნას. მე დღეს მოქალაქეს მექმნება საშიშროება იმაში, რომ ვიცი არსებობს რაღაც ორგანოზაცია, კასტა, რომელიც იმართება და ფინანსდება....

 

მე, რომელიც ვეტრფი ქალს, მესამე ცოლი მყავს... მე მგონია გარყვნილი კუთხით მომრავლდნენ (ჰომოსექსუალები). აგრესია მათი მხრიდან უფრო არის. მალე შეიძლება ჩვენ აღმოვჩნდეთ სექსუალური უმცირესობა..." (სტილი დაცულია. ლ.გ)

 

ნიკა ქავთარაძე (მაშინ რადიო 101-ს წარმომადგენელი) ჰომოსექსუალებისადმი შიშს ამ საკითხის უცოდინარობით ხსნიდა და ამტკიცებდა, რომ 5-6 წლის წინ საქართველოში საყურიანი მამაკაცებისაც ეშინოდათ, მაგრამ მერე "ვიღაცეებმა გაიცნეს ასეთები, ერთად იქეიფეს, პახმელიაზე ხაში ჭამეს და მიხვდნენ, რომ ჩვეულებრივები არიან. მათ წინააღმდეგაც იგივეს ამბობდნენ, რომ შემოდის რაღაც გაუგებარი და ვიღუპებითო. მე მქონდა შაყირი, სადაც ვამბობდი, რომ საქართველოში პიდარასტები უფრო მეტნი არიან-მეთქი, ვიდრე ჰომოსექსუალები. ჰომოსექსუალი საშიში არ არის, რადგან მას არც პოლიტიკაზე და არც იდეოლოგიაზე ზემოქმედება არ შეუძლია. საშიშები არიან ღიპიანი და ულვაშებიანი ბიძები, რომლებიც პოლიტიკას გეგმავენ და ახორციელებენ". (სტილი დაცულია. ლ.გ)

 

ინგა მთელი ეთერის განმავლობაში მოუწოდებდა სტუმრებს, ამავე გადაცემაში გასული სიუჟეტის გმირზე, ჰომოსექსუალზე ესაუბრათ, რომელიც ძალადობისა და იზოლაციის მსხვერპლია, მაგრამ ჩვენ ხომ ცოცხალ და რეალურ ადამიანებზე საუბარი არ შეგვიძლია, წარსულზე და მიცვალებულებზე, რამდენიც გინდათ!

 

ბოლო სიტყვა ინგამ ნინოს ჩქარეულს მისცა. პოეტ დავითს მღელვარება დაეტყო - ეპილოგზე პასუხისმგებლობა ქალს ვერ მიანდო, ყურში რაღაც უჩურჩულა და სთხოვა - საქვეყნოდ გამოაცხადეო, რაც ნინომ ფრიადზე შეასრულა: "მამაკაცებო იყავით ფხიზლად! არ დაკარგოთ თქვენი კაცურობა და ხიბლი!"- თქვა მან და წამყვანიც დაგვემშვიდობა.

 

ამ გადაცემას არანაირი საზოგადოებრივი გამოხმაურება არ მოჰყოლია ისევე, როგორც გოჩა ფიფიას გამოსვლას - პარლამენტარების წარმომავლობის შესახებ დოსიეების შექმნის თაობაზე. ჩვენ გადავყლაპეთ პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის მოსაზრებაც, რომ საქართველოში პირველ პოზიციებზე მხოლოდ ეთნიკურად ქართველები უნდა იყვნენ და რომ მისთვის "წითლები" უფრო მისაღებია, ვიდრე - "ცისფერები" და აკაკი ასათიანის "შავი ქალიც"!

 

ასეთი აზრების კრიტიკის გარეშე შეუძლებელია ჰომოფობიის (ჰომოსექსუალების მიმართ ირაციონალური, ფანატიკური შიში და სიძულვილი) დაძლევა. გაუცნობიერებელი შფოთვების მოხსნა კი მხოლოდ გონების, ცოდნის ძალით შეიძლება. მთავარი სწორედ ამ შიშის გაცნობიერება და დაძლევაა. ვინ უნდა იბრძოლოს, ვისი სახელით და როგორ? საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ ჯგუფის თანასწორი მონაწილეობისთვის სამი პირობაა საჭირო: ამ ჯგუფის ხილულობა (coming out), მათ მიერ მათი პრობლემების სახელდება და ამოთქმა (naming and speak out) და ამ პრობლემების მოგვარებისთვის ქმედება (acting). მშვენივრად მესმის, თუ როგორ რისკს უკავშირდება ჰომოსექსუალის თვითპრეზენტირება და საკუთარი სახელით ლაპარაკი. მაგრამ ასევე მესმის, რომ მხოლოდ ამით შეიძლება დაიძლიოს ეს მისტიკური, უგუნური თეორიები ჰომოსექსუალების, როგორც განსაკუთრებით საშიში ადამიანების მიმართ, რომელთაც, თურმე, როგორც კეთროვანებს ისე უნდა ერიდო. ვეღარც ტვინგაცხელებული იდეოლოგები და პოლიტიკოსები გაგვაცურებენ თავიანთი შეგონებებით, რომ ადამიანი მისი ბიოლოგიური თავისებურებების მიხედვით უნდა შევაფასოთ და არა - გონებრივი მონაცემებით. დასრულდება შუასაუკუნეობრივი სიბნელით გაზავებული საყოველთაო მსჯელობა იმაზე - ვის როგორი სექსუალური ცხოვრება აქვს. სექსუალობა ადამიანის პირადი საქმეა. საზოგადოებას კი უნდა აინტერესებდეს ადამიანი, როგორც პროფესიონალი და მოქალაქე.

 

ამ ადამიანების მიმართ ტოლერანტულობა ჰუმანიზმის პროპაგანდაა და არა - ჰომოსექსუალობის. ამავე დროს ეს არის გაცნობიერებული უარი რასისტულ და ქსენოფობიურ იდეალებზე, შენთვის უცხო, შენგან განსხვავებული ადამიანების სიძულვილზე. ჰომოფობია რომ კაცობრიობის ამ მანკიერებებთანაა კავშირში, კიდევ ერთხელ დაადასტურა ამ რამოდენომე დღის წინ, ისევ ინგა გრიგოლიას სტუმარმა მამუკა გიორგაძემ, (იგორ გიორგაძე არ გეგონოთ!). იგი ეკლესიის დანგრევის ფაქტს ეხმიანებოდა (რაც ნამდვილად ვანდალიზმია) და თქვა, რომ ხელისუფლებას უნდა საქართველო გაურკვეველი სარწმუნოების, გაურკვეველი სქესის და გაურკვეველი რასის ქვეყნად აქციოსო. ეს აზრი არცერთ თანამოსაუბრე პოლიტიკოსს (ფიქრია ჩიხრაძე და სალომე ზურაბიშვილი) არ გაუპროტესტებია.

 

ჩვენ კი მოვდექით და ვაპროტესტებთ, მაგრამ ვინ გვისმენს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nekroo

ვის როგორი დამოკიდებულება გაქვთ სექსუალურ უმცირესობების მიმართ
ვაბშეტა მაგარი მახატია ის გეი იქნება ტუ ნატურალი , ჩემი არავინ იყო , მე არ შემხებია და ისეთი არაფერი გაუკეთებია რო მე გავებრაზებინე ... ამიტომ პოხუი ის რა იქნება .... ეს ავუხსენი ...

+100% რიგითი მოქალაქეა მანამ სანამ არ გაგაღიზიანებს და შესაბამისად არ გაგაბრაზებს... მანამდე მართლა პოხუი... იცხოვრონ როგორც უნდათ... მაგრამ აი ,,ვიპენდრივატსია'' რომ დაიწყებენ, აღლუმებიო, ქორწინებებიო და ასე შემდეგ ანუ რომ უნდათ ზედმეტად მიიქციონ ყურადღება ეგ უკვე ზედმეტია... სადმე გაგიგიათ ჰეტეროსექსუალებს სექსუალური ნიშნით ჩაეტარებინოთ აღლუმი? ანდაც ყველა ჰეტეროსექსუალ წყვილს აქვს ოფიციალურად ხელი მოწერილი?

 

დამტკიცებულია ჰომოსექსუალიზმის გარდაუვალი კავშირი გენიალობასთან. თუმცა, ესეც სულაც არ ნიშნავს, რომ ყველა გენიოს გეია და პირიქით, ყველა გეი - გენიოსია..

 

მაშ რა კავშირზეა გაქვს აქ საუბარი? არაფერი განსაკუთრებული...

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...