Jump to content
Planeta.Ge

რა საჭიროა ღმერთთან შუამავალი?


Recommended Posts

მერე ვინ თქვა რომ მართლმადიდებლები აზროვნებენ მარტო სწორად და სხვები ცდებიან?

ყველა გზა, ყველა ეკლესიის ღმერთისკენ კია არა, იმ ყუთისკენ მიდის, სადაც მრევლი ფულს ყრის.

ასეა ეს, ბიზნესია ეკლესიაც დღეს და მეტი არაფერი.

ღმერთი კი ეკლესიების კედლებში კაი ხანია არავის ახსოვს.

სანთელს შეიტან სუფთა გულით გარეთ იაფად ნაყიდს, ფული რომ მეტი არ გაქვს და არ სეიძლებაო, თვითონ ათმაგად ყიდიან. ჰოდა ამ მამასისხლად ნაყიდი სანთლით, სხვის დასანახად ნაყიდი სანთლით მიდის ღმერთთან პატივისცემა და იაფი, მარა სუფთა სურვილით დანთებული სანთლის არა?

რა უნდა მოვუსმინო ამის მერე მაგ მათხოვრებს?

კარგი ადამიანი ხარ შენ, მაგრამ ჩემის აზრით არ გაქვს სწორი ინფორმაცია მართლმადიდებლობის შესახებ :)

და არა მხოლოდ შენ, შენ წარმოიდგინე იმ ადამიანებს ვინც დღეს ეკლესიურად ცხოვრობს,

ეხლა ისე არ გამიგო თითქოს პრეტენზია მქონდეს რომ მე ძაან ღრმად მესმის ის რაზეც ვლაპარაკობ :givi:

მაგრამ არის რაღაც ისეთი, რასაც ვხვდები და ბოლომდე გაააზრებული არ მაქვს,

ვფიქრობ რომ ყველა კარგ ადამიანს აქვს იმის პოტენციალი რომ გახდეს მართლმადიდებელი,

ხოლო თუკი ადამიანი უვარგისია მას ეკლესია ვერ უშველის,

ამიტომაცაა უამრავი უღირსი ადამიანი ჩვენში, რომ დამახინჯებულია ადამიანის არსი, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ,

ზოგჯერ ჩემი ახლობელი ადამიანებიც კი ისეთ თვისებებს ავლენენ რომ გაოგნებული ვარ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 234
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

verusi

ბიზნესია ეკლესიაც დღეს

დღეს მხოლოდ? :givi: ინდულგენციები რამდენი საუკუნის წინ იყო "ხოდში" :TAT:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგი ადამიანი ხარ შენ, მაგრამ ჩემის აზრით არ გაქვს სწორი ინფორმაცია მართლმადიდებლობის შესახებ :)

და არა მხოლოდ შენ, შენ წარმოიდგინე იმ ადამიანებს ვინც დღეს ეკლესიურად ცხოვრობს,

ეხლა ისე არ გამიგო თითქოს პრეტენზია მქონდეს რომ მე ძაან ღრმად მესმის ის რაზეც ვლაპარაკობ :givi:

მაგრამ არის რაღაც ისეთი, რასაც ვხვდები და ბოლომდე გაააზრებული არ მაქვს,

ვფიქრობ რომ ყველა კარგ ადამიანს აქვს იმის პოტენციალი რომ გახდეს მართლმადიდებელი,

ხოლო თუკი ადამიანი უვარგისია მას ეკლესია ვერ უშველის,

ამიტომაცაა უამრავი უღირსი ადამიანი ჩვენში, რომ დამახინჯებულია ადამიანის არსი, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ,

ზოგჯერ ჩემი ახლობელი ადამიანებიც კი ისეთ თვისებებს ავლენენ რომ გაოგნებული ვარ

მე არ მაქვს პრეტენზია მასზედ, რომ მაქვს სწორი შეხედულება მართლმადიდებლობაზე, ან სხვა რელიგიაზე.

უფრო მეტიც, არ ვიცი რომელია მართალი და რომელი არა.

მაგრამ როგორც ქართველი ვარ მართლმადიდებელი(და არა იმიტომ რომ მწამს ქრისტესი) ვარ მხოლოდ სახელად, მონათლული ასე და ისიც არ ვიცი რატომ იყო ჩემი მონათვლა საჭირო. ეგ დღემდე ვრ გამიგია.

მიუხედავად ამისა, მაქვს არა მარტო რელიგიური, არამედ პოლიტიკური შეხედულებებიც, რის გამოც ვთლი, რომ მართლმადიდებლობა ანუ ქართული საპატრიარქო საქართველოში უნდა იდგეს მოწოდების სიმაღლეზე

ეგ არის ჩემი სურვილი, რადგან ამაში დიდ სარგებელს ვხედავ ისტორიულად ჩამოყალიბებული მენტალობის მხრიდან და ქვეყნის გაერთიანების საქმეში.

საქართველო ვერ გახდება ვერასდროს უკვე მონარქიული სახელმწიფო, არ გვყავს ღირსეული მემკვიდრეები სამწუხაროდ ქართული ტახტის. და ეს როლი გამაეთიანებლის საქართველოში, რასაც კონსტიტუციური მონარქია შეასრულებდა, შეუძლია შეასრულოს ეკლესიას. იყოს რაღაც კატალიზატორი გარკვეული პოლიტიკური მოვლენების დროს, ან საპირისპირო ზალა, როდესაც ვინმე ზალაუფლების უზურპაციას შეეცდება ისე, როგორც არის დღეს საქართველოში. ზალა რომელიც ქვეყანას დაიცავს ისეთი კატაკლიზმებისგან, რაშიც სააკაშვილმა ჩააგდო საქართველო. ზალა, რომელიც ხალხს საომრადაც გამოიყვანდა და ქუდზე კაცს დაუზახებდა, როცა ამის გამკეთებელი ქვეყანაში აღარ იქნებოდა სხვა.

მაგრმ იმ შემადგენლობით, როდესაც წინა პლანზე წამოწეულ მღვდელმსახურებს ვხედავ, მათი განათლების დონეს, რომლებსაც ჩემნაირ არც ისე განათლებულ ოპონენტთან არ შეუძლიათ გასაგებ ენაზე საუბარი, წარმოუდგენლად მიმაჩნია ესეც.

არა და მაქვს სურვილი ნამდვილად ვიხილო ისეთი სახით, სახეები, რომლების აღმსარებლობას თუ არ გავიზიარებდი, როგორც ერისკაცებს მაინც სიამოვნებით მოვუსმენდი, პატივს ვცემდი და მათ ცოდნას, პატიოსნებას, თავისი საქმის(ღვთის მსახურებას) დავაფასებდი.

ეს მართლაც გულით მინდა ასე იყოს და რომ ვერ ვხედავ ამას, და ვიცი რომ ჩემსგან ცალკე კაცად არაფერია დამოკიდებული ამ ქვეყანაში, მაგრამ ვისაც აქვს სათანადო ზალაუფლება ხალხზე და შეუძლია ქვეყნის მშენებლობაში თავისი როლი შეასრულოს და არ ასრულებს, ძალიან მაღიზიანებს და მეტიც, მტრადაც მიმაჩნია, რადგან მათ ჩრდილში ექცევა ბევრი კარგი იდეა და თავისუფლებას აზრი ვერ ნახულობს.

ვისაც რამდენად მტერი არ უნდა ვეგონო ჩემი გამოსვლებით ეკლესიის, ან სხვების ვინც ეგრე ფიქრობს, უფრო მისი მოკეთეები ვართ ამ დროს, როგორც მგელი, რომელიც ჯამრთელ ირემს ვერ მოერევა ტყეში და მხოლოდ ავადმყოფს თუ წააქცევს და ამით ჯოგს ჯამრთელობას უნარჩუნებს.

კარგი იქნება თუ ამას თვითონ ეკლესია შეძლებს შიგნიდან და უვიცებისგან განთავისუფლდებიან, განათლებულებს და შორსმჭვრეტელ მღვდელმსახურებს გაუხსნიან გზას უმაღლეს საეკლესიო იერარქიაშიც და ქვედა საფეხურებზე.

ხოლო ის ჭკუანაღძობი ფანატიკები ბერებად აღკვეცონ და საზოგადოებასთან ურთიერთობა ნაკლებად რომ შეძლონ.

Edited by verusi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მერე ვინ თქვა რომ მართლმადიდებლები აზროვნებენ მარტო სწორად და სხვები ცდებიან?

ყველა გზა, ყველა ეკლესიის ღმერთისკენ კია არა, იმ ყუთისკენ მიდის, სადაც მრევლი ფულს ყრის.

ასეა ეს, ბიზნესია ეკლესიაც დღეს და მეტი არაფერი.

ღმერთი კი ეკლესიების კედლებში კაი ხანია არავის ახსოვს.

სანთელს შეიტან სუფთა გულით გარეთ იაფად ნაყიდს, ფული რომ მეტი არ გაქვს და არ სეიძლებაო, თვითონ ათმაგად ყიდიან. ჰოდა ამ მამასისხლად ნაყიდი სანთლით, სხვის დასანახად ნაყიდი სანთლით მიდის ღმერთთან პატივისცემა და იაფი, მარა სუფთა სურვილით დანთებული სანთლის არა?

რა უნდა მოვუსმინო ამის მერე მაგ მათხოვრებს?

ღმერთმა გიშველოს! ეს საწყენად არ მიიგო მაგრამ ძალიან ცდები!!! ეკლესია ყოველთვის იყო არის და იქნება ღმრთის სახლი მითუმეტეს საქართველოში!!! და რასაც შენ იძახი ეგ მხოლოდ და მხოლოდ შურია და მეტი არაფერი, რადგან გგონია რომ მღვდლები "ფულს აკეთებენ და მაგარი ბიზნესია მღვდლობა" !!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

verusi

ვისაც რამდენად მტერი არ უნდა ვეგონო ჩემი გამოსვლებით ეკლესიის, ან სხვების ვინც ეგრე ფიქრობს, უფრო მისი მოკეთეები ვართ ამ დროს, როგორც მგელი, რომელიც ჯამრთელ ირემს ვერ მოერევა ტყეში და მხოლოდ ავადმყოფს თუ წააქცევს და ამით ჯოგს ჯამრთელობას უნარჩუნებს.

კარგი იქნება თუ ამას თვითონ ეკლესია შეძლებს შიგნიდან და უვიცებისგან განთავისუფლდებიან, განათლებულებს და შორსმჭვრეტელ მღვდელმსახურებს გაუხსნიან გზას უმაღლეს საეკლესიო იერარქიაშიც და ქვედა საფეხურებზე.

მიზანი რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ ჯერ თავად უნდა გავერკვიოთ ქრისტიანულ სწავლებაში,

შეიძლება სასულიერო პირი პატიოსანი იყოს, მაგრამ უვიცი,

ანდა პირიქით, განსწავლული და არაკეთილსინდისიერი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სასულიერო პირი პატიოსანი იყოს, მაგრამ უვიცი,

ანდა პირიქით, განსწავლული და არაკეთილსინდისიერი

ამიტომ არსებობს სასულიერო სემინარია და სასულიერო აკადემია რომ პატიოსანი და წრფელი გულის მქონე ადამიანისგან განსწავლული მღვდელმსახური გამოიყვანონ, ხოლო განსწავლული რომ გაუწმინდურდება როგორც სიმსივნე მთლიანი ორგანიზმისა ისე უნდა მოიკვეთოს სხეულიდან ანუ ეკლესიიდან.

ფაქტი კი სხვა რამეზე მეტყველებს მრავლად არსებობენ არათუ განსწავლული არაკეთილსინდისიერები არამედ განუსწავლელი და თან არაკეთილსინდისიერებიც და სწორედ ამას ვიძახი რომ ესეთი პიროვნებები მოცილებული უნდა იყვნენ ეკლესიიდან ვინაიდან როგორც ადამიანის სხეულს სტკივა უადგილო ადგილზე გამოსული ძირმაგარა ისე სტკივა ეკლესიას განუსწავლელი და ამავდროულად ცოდვილი სასულიერო პირი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 weeks later...

mr.tsotne

რასაც შენ იძახი ეგ მხოლოდ და მხოლოდ შურია და მეტი არაფერი, რადგან გგონია რომ მღვდლები "ფულს აკეთებენ და მაგარი ბიზნესია მღვდლობა" !!!!

არ მითხრა მღვდლები ისევ ვირებზე ამხედრებულები დადიანო :ihihi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

anano_anano

მართლმადიდებლობა არის ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება! და ვინც არ არის მართლმადიდებელი, ნამდვილად ცუდი მოაზროვნეა

:ihihi: :ihihi: :P

Edited by mama
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

anano_anano

ამას მოუსმინე და მიხვდები რატომ არის მართლმადიდებლობა ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება! და ვინც გონიერია აუცილებლად მიხვდება რომ სხვა სარწმუნოებში მწვალებლობის მეტი არაფერია!

ეგ თუ იმ 10 000 მოწამეზეა სხვა რელიგიებსაც ყავთ წმინდანები და წამებულები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

gio123

სოწრედაც რომ ისეოს დამსახურება ჩვენი გადარჩენა რომელმაც სუამავლობა გავიწია ღნერთსა და ჩვენს შორის და ასე არის მღვდელიც ის გვიწევს შუამავლობას და ითვირთავს ჩვენს ცოდვებს

იესოს და მღვდლის შედარება პირველად ვნახე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ეტყობა ძალიან განერვიულებს ის ფაქტი რომ ეკლესიისადმი მოსახლეობა საკმაოდ კეთილგანწყობილია

მაგ "კეთილ განწყობილი მოსახლეობის" მინიმუმ 90 პროცენტს ელემენტარული რელიგიური განათლებაც არ აქვს და "კკეთილგანწყობილი" კი არა ბოგანო მორჩილია ეკლესიისა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

anano_anano

საბჭოეთგამოვლილი ადამიანების ცნობილი გამოთქმაა - ეკლესია მწამს, მაგრამ მღვდელი არაო. ამის საპასუხოდ ნახევრად იუმორით ვამბობთ ხოლმე: ეს იგივეა, რომ მედიცინა გვწამდეს, მაგრამ ცოცხალი ექიმის დანახვა არ გვინდოდეს.

ეგ ხუმრობა სულაც არაა! მედიცინის რწმენა არ ნიშნავს რომ ყველა თეთრ ხალათიანს დაუწვე საოპერაციო მაგიდაზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

anano_anano

ვინც არ არის მართლმადიდებელი, ნამდვილად ცუდი მოაზროვნეა

ჰო აბა სად შენი და სად აინშტაინის აზროვნება. რას მოვიდოდა ის შენამდე :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამიტომ არსებობს სასულიერო სემინარია და სასულიერო აკადემია რომ პატიოსანი და წრფელი გულის მქონე ადამიანისგან განსწავლული მღვდელმსახური გამოიყვანონ, ხოლო განსწავლული რომ გაუწმინდურდება როგორც სიმსივნე მთლიანი ორგანიზმისა ისე უნდა მოიკვეთოს სხეულიდან ანუ ეკლესიიდან.

ფაქტი კი სხვა რამეზე მეტყველებს მრავლად არსებობენ არათუ განსწავლული არაკეთილსინდისიერები არამედ განუსწავლელი და თან არაკეთილსინდისიერებიც და სწორედ ამას ვიძახი რომ ესეთი პიროვნებები მოცილებული უნდა იყვნენ ეკლესიიდან ვინაიდან როგორც ადამიანის სხეულს სტკივა უადგილო ადგილზე გამოსული ძირმაგარა ისე სტკივა ეკლესიას განუსწავლელი და ამავდროულად ცოდვილი სასულიერო პირი.

განსწავლული და არაკეთისინდისერი მღვდელი ხომ საშინელებაა, მაგრამ განუსწავლელი და თუნდაც კეთისინდისიერი უბედურებაა უკვე.

პრინციპში კეთილსინდისიერიც ვერ იქნება განუსწავლელი, რადგან თვითონ უცოდინარის მიერ იმ საქმეზე ხელის მოკიდება რაც არ იცის, უკვე არაკეთილსინდისიერებაა, რაც არ უნდა კარგი მოტივი ჰქონდეს მას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა საჭიროა ღმერთთან შუამავალი?

 

რა საჭიროა მღვდელი?

 

რატომ არ შეიძლება ურთიერთობა პირდაპირ ღმერთთან და არა მღვდლიდან ღმერთთან?

 

 

ვინ თქვა რომ არ შეიძლება? ყველაფერი შეიძლება, უბრალოდ კომფორტია რა. ვისაც ეზარება უმსხვილესი ბიბლიის წაკითხვა, ანდა არა აქვს გონებრივი შესაძლებლობები იქ ნაწერი გაიაზროს, სწორედ ამისთვისაა მოძღვარი, ის უკვე გათვიცნობიერებულია ამ საკითხებში და კითხვების თუ ეჭვების დროს სწორ კონსულტაციას გაგიწევს, ის ხომ ღმერთთან ნამყოფია, გზა გაკვალული აქვს და იცის უკვე რომელია სწორი და არასწორი გზა მასთან მისასვლელად :D

 

თუმცა მეორე მხერეც არსებობს, მოძღვარი შენს სულზე ლოცულობს (და თუ მისი გზა სწორი აღმოჩნდა, გამოგადგება რა ეს, არ გაწყენს ყოველ შემთხვევაში :) ), ურთიერთობისას დადებითად გმუხტავს, გჯერა თუ არა ღმერთისა მიუხედავად ამისა მისგან მშვიდი და დაწყნარებული მოდიხარ, და კიდევ ერთი ფაქტი, ნებისმიერი რელიგია და ცხადია მოძღვარიც ქადაგებს სწორ ცხოვრებისეულ წესს, თუ ღმერთის არ გწამს მიუხედავად ამისა მოძღვრის ფუნქცია მაინც აქტუალური რჩება, რადგან უბრალოდ რომ უსმინო მას, და ნალაპარაკევი ადეკვატურად გაიაზრო, ეს უამრავ სარგებელს მოგიტანს და ცხოვრებაში სიკეთის კეთებისკენ გიბიძგებს + სასიამუვნო, მშვიდი და კეთილი აურით დაგტვირთავს. რო დაუკვირდე რელიგია რას გვკარნახობს, რომ ვიყოთ კეთილნი, დავეხმაროთ გაჭირვებულს, პატივი ვცეთ მშობლებს, მოკლეთ ყველაფერი ის რაც ადამიანის ბუნებას აკეთილშობილებს და მორალურ სიამუვნებას ანიჭებს, რაც თავიდან გვაცილებს სინდისის ქეჯნას, დანაშაულის გრძნობას, რამეთუ სწორედ ესაა სასჯელი. აი ამ მარტივ პრინციპებს გვასწავლის რელიგია და თუ თავად არ შეგიზლია ამის კეთება, მოძღვარი აუცილებლად დაგეხმარება ამის გააზრებაში და სწორ მითითებებს მოგცემს, რაც მთავარია განგაწყობს სიკეთის კეთებისკენ (ცხადია წესიერი კარგი მოძღვარი, ეგეც გამართლებაზეა :D ). თუმცა ამ ყველაფრის გააზრება და რელიგიასთან თანმხვედრი ცხოვრების წესით ცხოვრება მოძღვრის გარეშეცაა შესაძლებელი.

 

წარმატებები :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...