Jump to content
Planeta.Ge

რა საჭიროა ღმერთთან შუამავალი?


Recommended Posts

ვერ ერკვევი? თავი შეიკავე რატო აფქვრევტ მკრეხელულ აზრებს?შენი თავი თუ არ გეცოდება სცვას მაინც ნუ აბრკოლებთ.

ვინც დასაბრკოლებელია უნდა დაბრკოლდეს და მე იმ ადამიანს რა ვუთხრა ვისაც ეგენი დააბრკოლებენ

 

wanderer

კი ბატონო, შენი უფლებაა ეგ, მაგრამ კითხვაზე მიპასუხე რა, მინდა მივიდე.

რა გინდა ეკლესიაში, რას ეძებ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 234
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

აზრი

კარგი აზრია, მაგრამ, ეგ ანაფორიანი ვაჭრები რომ ზოგისთვის ღმერთთან "შუამავალები" რომ არიან? ეგ "შუამავლები" რომ აღარ ჰყავდეთ, ვისღა დაემორჩილებიან? ისე კი, არ მგონია ოდესმე ვინმემ გაწმინდოს ეკლესია ანაფორიანი ვაჭრებისგან. მიზეზი კი ისაა, რომ მრევლს (სამწუხაროდ) მოსწონს ეგ "შუამავლები" და სურთ რომ ჰყავდეთ.

შენთვის მღვდელი არის ანაფორიანი ვაჭარი, ჩემთვის არის სასულიერო პირი,

ადამიანს თვალი აქვს ბინძური და თვალის აქვს სუფთა, შენ თუ მხოლოდ სიბინძური გინდა დაინახო ეკლესიაში ეს შენი პრობლემაა,

ეტყობა ძალიან განერვიულებს ის ფაქტი რომ ეკლესიისადმი მოსახლეობა საკმაოდ კეთილგანწყობილია და შესაბამისად არ იზიარებს მოსექტანტო ელემენტების მარგინალურ შეხედულებებს

 

უკვე დიდი ხანია არგუმენტები გაგითავდა რომ რაციონალურად დაიცვა შენი შეხედულებები

და უფრო და უფრო დიდ შეურაცხყოფას აყენებ მართლმადიდებლობას,

ეგ შენი სწავლების უსუსურობის მანიშნებელია :sorry:

იმის სითამამეც არ გყოფნის რომ თქვა, კი ბატონო არ ვარგა ეს მართლმადიდებლობა მაგრამ აი ესაა კარგი და რამეზე მიუთითო მკითხველს,

მაგას ვერ ბედავ, გინდა დამოუკიდებელი და თავისუფალი მოაზროვნის იმიჯი გქონდეს

და მხოლოდ ეკლესიის დისკრედიტაციით შემოიფარგლო, იმიტომ რომ იცი...რომ დაგცინებენ

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

wanderer

ციტატა(kj. @ 9th March 2010 - 08:34 PM)

კი ბატონო, შენი უფლებაა ეგ, მაგრამ კითხვაზე მიპასუხე რა, მინდა მივიდე.

 

რა გინდა ეკლესიაში, რას ეძებ

მაინც არ მპასუხობ..... :sorry:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

მაინც არ მპასუხობ..... :sorry:

ყველა ადამიანს თუკი აქვს ეკლესიაში მისვლის სურვილი-გულწრფელად

იპოვის ისეთ მოძღვარს რომელიც მისი ფსიქო ტიპისთვის იქნება მისაღება,

 

მე მაინც ვფიქრობ რომ შენ პირადად არანაირი სურვილი არ გაგაჩნია

და პონტზე კითხულობ,

მე რა სარეკლამო ბიუროში კი არ ვმუშაობ რომ რომელიმე მოძღვარს რეკომენდაცია გავუწიო,

ამიტომაც გკითხე რა გინდა ეკლესიაში, რა მოტივი გამოძრავებს რომ იქ მიხვიდე,

 

ახლოს რომ გიცნობდე მერე შEიძლება გირჩიო მიე რია ვიცი ვინ ხარ

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

მე ვარ მე-ქართველი, მართლმადიდებელი, ოჯახიშვილი

ეგრე კი არა, უნდა გეთქვა "მე ვარ მართლმადიდებელი, ოჯახიშვილი, მაშასადამე ვარ ქართველი"-ო. აბა ოჯახიშვილი, თან მართლმადიდებელი, ქართველის გარდა შანსი არაა რომ ვინმე იყოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

ეგრე კი არა, უნდა გეთქვა "მე ვარ მართლმადიდებელი, ოჯახიშვილი, მაშასადამე ვარ ქართველი"-ო. აბა ოჯახიშვილი, თან მართლმადიდებელი, ქართველის გარდა შანსი არაა რომ ვინმე იყოს.

ბუა-ხა, ხა, ხახახახა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

შენთვის მღვდელი არის ანაფორიანი ვაჭარი, ჩემთვის არის სასულიერო პირი,

Siknadmo

ზოგისთვის თუ გნებავს ღმერთი იყოს. :) მერე რაა მაგით. შენთვის თუ სასულიერო პირია, იყოს, ვინმე გიშლის თუ? მე ხაზი გავუსვი იმას, რომ სასულიერო პირი თუ არის ადამიანი, ღვთის მსახურებას ფულზე არ უნდა ყიდიდეს. მაგრამ შენ ამას ვერ იგებ და შეურაცხყოფად აღიქვამ. ისე გამოდის, რომ თუ ვინმე ეგრეთ წოდებული სასულიერო პირი რაიმე ცუდს ჩაიდენს, უნდა გავჩუმდეთ, რადგან მის მიერ ჩადენილ საქციელს თუ აღვნიშნავთ, თირმე ამით შეურაცხყოფას ვაყენებთ. ლოგიკაა ქვას ხეთქავს. :D პრინციპში, მასეც მიყავთ პარადი, თუ სასულიერო პირი რამე ცუდს ჩაიდენს, იტყვიან, შენ შენ ცოდვებს მიხედე, მას ღმერთი მოჰკითხავსო. მასე სადაა... :D ქრისტიანობა ქრისტეს დაფუძნებული სარწმუნოებაა და ვისაც ქრისტიანობა სურს, მას უნდა ბაძავდეს. ქრისტე კი თავის თანამედროვე სასულიერო პირებს, სახალხოდ ამხელდა. ასე რომ, მოიქცნენ შესაბამისად და ნუ გაყიდიან ღვთის მსახურებას ფულზე, ნამდვილი მორწმუნეები იყვნენ და არც არავინ იტყვის აუგს მათზე. მარა, როცა სასულიერო პირი ერთს მოგიწოდებს და მეორეს აკეთებს, ეს უკვე აღსანიშნავია. :user:

 

ადამიანს თვალი აქვს ბინძური და თვალის აქვს სუფთა, შენ თუ მხოლოდ სიბინძური გინდა დაინახო ეკლესიაში ეს შენი პრობლემაა,

საბედნიეროდ, მხოლოდ ცუდის დანახვით არ ვარ დაინტერესებული. მაგრამ, როცა ადამიანი სასულიერო პირის როლში იცხადებს თავს და ფულზე ყიდის ღვთის მსახურებას, ამას ვერაფერ სხვას ვერ ვუწოდებ, თუ არა ვაჭრობას. ასე რომ, შენ გქონდეს ისეთი შეხედულებები როგორიც გსურს, სხვებს კი ისეთიროგორიც სურს. სადაო ამაში აღარაფერია.

 

 

ეტყობა ძალიან განერვიულებს ის ფაქტი რომ ეკლესიისადმი მოსახლეობა საკმაოდ კეთილგანწყობილია და შესაბამისად არ იზიარებს მოსექტანტო ელემენტების მარგინალურ შეხედულებებს

ამაზე უკვე დაგიწერე: "როცა სიმართლეს დაწერენ და არ მოგწონთ, ყველაფერი სექტანტური როგორაა?"

 

 

 

უკვე დიდი ხანია არგუმენტები გაგითავდა რომ რაციონალურად დაიცვა შენი შეხედულებები

და უფრო და უფრო დიდ შეურაცხყოფას აყენებ მართლმადიდებლობას,

გენაცვალე, შენთვის თუ წმინდა წერილი არგუმენტები არაა, სხვა ამბავია. ამაზე მეტი არგუმენტი რაღა გინდა(თ):

თუ რელიგიაა და ქრისტიანულ რელიგიაზე ვსაუბრობთ, ამამაოებს კი არ უნდა ვკითხოთ რაფერაა მაგრეო :( გერ წაიკითხონ წმინდა წერილი, ხომ აცხადებენ ჩვენი სარწმუნოება მასზეა დაფუძნებულიო. აი რას ამბობს წმინდა წერილი: "ერთია ღმერთი და ერთია ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავალი — კაცი, ქრისტე იესო". როგორც ვხედავთ, ადმაიანებსა და ღმერთს შორის შუამავალი ქრისტეაო და არა ჯიპებში გაბღენძილი მამაოებიო. :)

 

უფრო მეტიც, მამაოები ღმერთთან საშუამდგომლოდ სავსებით არაა საჭირო. აი რას ამბობდა ქრისტიანობის ფუძემდებელი იესო ქრისტე:

 

"როცა ლოცულობთ, ნუ მოიქცევით თვალთმაქცებივით, რადგან მათ უყვართ სინაგოგებსა და მთავარი ქუჩების კუთხეებში დგომა და ლოცვა სხვების დასანახავად. ჭეშმარიტებას გეუბნებით: მათ უკვე სრულად მიიღეს თავიანთი საზღაური. შენ კი, როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ლოცვით მიმართე დაფარულში მყოფ შენს მამას, და მამა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგიზღავს შენ. ლოცვის დროს ნუ გაიმეორებთ ერთსა და იმავეს გაუთავებლად უცხოტომელებივით, რომლებსაც ჰგონიათ, რომ თავიანთი მრავალსიტყვაობის გამო შესმენილ იქნებიან. ნუ დაემსგავსებით მათ, რადგან ღმერთმა, თქვენმა მამამ, მანამდე იცის, რა გჭირდებათ, სანამ სთხოვთ". - მათეს სახარება, თავი 5.

 

დასკვნები თავად გავაკეთოთ გულში იმაზე, რაც იესომ თქვა და რაც ქრისტიანულ წიგნში "წმინდა წერილშია" ჩაწერილი. :)

 

როცა სამსახური გაქვს და შრომობ, ხელფასის აღება არაა ცოდვა. მაგრამ, როცა ღვთის საქმის შესრულებაზე ფულს მოითხოვ, ეგ უკვე ცოდვაა, რადგან ქრისტიანობის ფუძემდებელი იესო ქრისტე, ყველაზე მეტად ასრულებდა ღვთის საქმეს, მაგრამ კაპიკი არ აუღია არავისგან! ასე იქცეოდნენ მისი მიმდევრები I საუკუნეში. აი მოგვიანებით კი, როცა ქრისტიანული საკრებულო, რომელიც მცირე რიცხოვანი იყო და ღარიბი, კეთილსინდისიერი მშრომელი ადამიანებისგან შედგებოდა, გადააქციეს დიდ ბიზნეს მანქანად და ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, ქრისტიანული სამყარო ფულის კეთების და ხალხის მართვის ერთერთ საუკეთესო მექანიზმად მოგვევლინა.

 

წაუღეთ ახლა ეს ნაწერი მამაოს და უთხარით, მოციქულები თქვენზე მეტად დაკავებული იყვნენ მაგრამ მაინც მუშაობდნენ რომ საკუთარი თავები და ოჯახები ერჩინათ და თქვენ მოციქულებზე დიდები და აღმატებულებად რატომ მოგაქვთ თქვენი თავი და რატომ არ კადრულობთ საკუთარი შრომით ირჩინოთ თავები და ოჯახებითქო. smile.gif მოდი მერე და მისი რეაქციის შესახებ დაგვიწერეთ ფორუმზე.

 

თან აი ეს, მოციქულის სიტყვები წაუკითხე რომ მანამ ვითომ პასუხს გაგცემდეთ და დაგაბოლებდეთ, კარგად ახსოვდეთ ქრისტეს სიტყვები: "უსასყიდლოდ გაქვთ მიღებული და უსასყიდლოდვე გაეცით"-ო. ეს სიტყვები თქვენთვის არ დაწერილათქო? კითხეთ.

 

რაც შეეხება ამას:

ეგ შენი სწავლების უსუსურობის მანიშნებელია

მე ჩემი სწავლება არ მაქვს. თვალსაჩინო მაგალითები დავდე წმინდა წერილიდან, რაზეც წესით და რიგირთ უნდა ეყრდნობოდეს შენი სარწმუნოება და მასში ჩაწერილს ითვალისწინებდეს. :)

 

იმის სითამამეც არ გყოფნის რომ თქვა, კი ბატონო არ ვარგა ეს მართლმადიდებლობა მაგრამ აი ესაა კარგი და რამეზე მიუთითო მკითხველს,

მაგას ვერ ბედავ, გინდა დამოუკიდებელი და თავისუფალი მოაზროვნის იმიჯი გქონდეს

და მხოლოდ ეკლესიის დისკრედიტაციით შემოიფარგლო, იმიტომ რომ იცი...რომ დაგცინებენ

 

მე უკვე ვთქვი თუ რომელია ნამდვილი ქრისტიანული სარწმუნოება. როგორც ჩანს პოსტებს არ კითხულობ. ნამდვილი ქრისტიანული სარწმუნოება, რომელიც სხვათაშორის ღვთის საქმეების კეთებაში ფულს არ იღებდა და ტვირთად მრევლს არ აწვებოდა, იყო I საუკუნეში ჩამოყალიბებული ქრისტიანობა. მიზერია ამაზე წინა პოსტებში და წაიკითხე. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 year later...

ხიბლშია ის, ვინც ფიქრობს, რომ წინამძღვარი არ ჭირდება და იმედს მხოლოდ თავის თავზე ამყარებს; ეგვიპტიდან გამოსულებს წინამძღოლად მოსე ჰყავდათ, ხოლო სოდომს განრიდებულთ - ანგელოზი.

ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ღმერთთან შუამავალი იესოა, რაც შეეხება მის საჭიროებას აქ სადაო არაფერია, ცოდვილი ბუნების ადამიანს, უცოდველი ჭირდება უცოდველთან საკონტაქტოდ, აქ რომ კაცი სცოდავს სასუფეველში სული შუამდგომლობს ღვთის ტახტის წინ და უფალს ავედრებს, რომ მოგვიტეოს ცოდვები აი ამიტომაა საჭირო.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა ვერ გაიგო ამ ხალხმა იმენა

მღვდელი შუამავალი კი არ არის

არამედ მრევლს ეხმარება ღმერთთან ურთიერთობაში

რჩევას აძლევს

შუამავალი და ელჩი კიდე :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მღვდელი - ეს არის ხატი ქრისტესი. ჩვენ პატივს მივაგებთ ფიცარზე დახატულ სახეს და ეს პატივისცემა აღიწევა პირველსახემდე - მაცხოვრამდე. შეურაცხყოფა ხატისა არის შეურაცხყოფა თავად ღვთისა, პატივისმიგება ხატისა არის პატივისმიგება ღვთისა, ხოლო მღვდელი გაცილებით აღემატება ფიცარზე საღებავებით დახატულ ხატს, რამეთუ იგი, შეიძლება ასე ითქვას, ცოცხალი ხატია ქრისტესი.

 

ჩნდება კითხვა - საერთოდ რა საჭიროა მღვდლობის ინსტიტუტი? საბჭოეთგამოვლილი ადამიანების ცნობილი გამოთქმაა - ეკლესია მწამს, მაგრამ მღვდელი არაო. ამის საპასუხოდ ნახევრად იუმორით ვამბობთ ხოლმე: ეს იგივეა, რომ მედიცინა გვწამდეს, მაგრამ ცოცხალი ექიმის დანახვა არ გვინდოდეს. ასეთი ადამიანები განიკითხავენ მღვდლობას. მაგრამ იციან კი რას ნიშნავს მღვდლობის ინსტიტუტი? რატომ არსებობს, რა ფესვები აქვს მას, ან რად გვჭირდება?

 

ყველაფერი იქიდან უნდა დავიწყოთ, თუ რატომ განკაცდა ღმერთი, რატომ მოვიდა იგი ადამიანად! მღვდელი არის ღმერთთან შუამავალი!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მღვდელი არის ღმერთთან შუამავალი!

ღმერთთან შუამავალი იესო ქრისტეა, როგორც მღვდელთმთავარი მელქისედეკის წესით, მიწიერი მღვდლები კი ვინც არიან ღმერთთან შუამდგომლობის საკითხში, ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში წერია და გაერკვიე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

anano_anano

მღვდელი არის ღმერთთან შუამავალი!

ხო ცუდი გზაა იქამდე და იმიტომაც ყავთ მღვდლებს ჯიპები :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ღმერთთან შუამავალი იესო ქრისტეა, როგორც მღვდელთმთავარი მელქისედეკის წესით, მიწიერი მღვდლები კი ვინც არიან ღმერთთან შუამდგომლობის საკითხში, ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში წერია და გაერკვიე.

ეგრე რომ იყოს 80% მსოფლიო განწირული ყოფილა))

არ მჯერავს მე შუამავლობის, აი დამკვალიანებელის კიდო ჰო...

და არაა აუცილებელი ღმერთისკენ გზა ერთ შუამავალზე გადიოდეს. ღმერთს ერთი ენა აქვს ყველასათვის და კარგად გასაგები.

ვინც იმ გზაზე დაგიძახებს, გაგიყვანს, ყველა მისი სახელით იქნება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა ვერ გაიგო ამ ხალხმა იმენა

მღვდელი შუამავალი კი არ არის

არამედ მრევლს ეხმარება ღმერთთან ურთიერთობაში

რჩევას აძლევს

შუამავალი და ელჩი კიდე :givi:

მაგას შუამავლობა ქვია რო იცოდე!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...