Jump to content
Planeta.Ge

რა საჭიროა ღმერთთან შუამავალი?


Recommended Posts

იმედია ახლა მაინც დაინახე, რომ ეკლესიის მესვეურნი, ღვთის საქმის კეთებისას ფულს არ უნდა იღებდნენ. სურთ იჯახის რჩენა????? ნება იბოძონ და მონახონ სამსახური ეკლესიის გარეთ და ისე არჩინონ თავიანთი ოჯახები. მაგრამ, იოლად შემოსული ფულებით ურჩევნიათ ცხოვრება, არადა იბრალებენ ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავლობას ვეწევითო. სირცხვილია ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. მათი ანუ ეგრეთ ცოდებული "ღმერთთან შუამავლების" შემხედვარე, მთელი საქართველო რომ არ იქცა ღვთის უარმყოფელად არ გიკვირს?!

იოლი ფული არ არის დგე და გამე ლოცვა, ეკლესიაში ყოფნა და ათასი ცილისმწამების და ბოროტი სიტყვების ატანა და მაინც სიმშვიდის შენარჩუნება.მე ისეთი მოძღვარი მყავს იმაზე რომ ვინმემ მიტხრას ცუდი ,თვითონ ის ადამიანი იქნება ისეთი.

მოკლედ კვლავ გავიმეორებ ´´´ ჟერ შენი თვალიდან დირე ამოიღე და მერე ნახავ როგორ ამოიგო წველი შენი ძმის თვალიდან´´

რაც შეეხება ათეისტებს, ნორმალური ადამიანები არიან და რელიგიურ ფანატიზმში არ არიან გახლართულნი. პირადად მე არ ვარ ათეისტი, არც რომელიმე რელიგიას მივეკუთვნები. უბრალოდ ვიცი სად რა ხდება, ვის რა და რატომ სწამს და იდეალურად ვიცი რომ მართლმადიდებლად წოდებული რელიგია არ არის ის ქრისტიანობა, რომელიც I საუკუნეში ჩამოყალიბდა. მართლმადიდებლობა არისქრისტიანული სამყაროს ერთერთი ფლანგი, რომელიც გაბატონებული, ადამიანებს მართავს, ფულს აკეთებს და გულაობს. არავითარი ღმერთთან შუამავალი არ გახლავს. მაყუთისტების ჯგუფია რაა, უბრალო ენით რომ ვთქვათ.

აფსურდია ეს სიტყვები,და ცილისწამება მართმადიდებლობის მიმართ,რომ ფულს აკეთებს და გულაობსო,მამა გაბრიელი მაყუთისტი იყო? ?

ათეისტი არ ვარო და ადამიანი რომელსაც არაფრის სწამს ათეისტია აბა რა არის :D :))

შენ არ წაგიკითხავს ჩემი ნაწერიი ყურადღებით ,თორემ ბოლო კითხვაზე მიპასუხებდი :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 234
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

missdaisy :givi:

 

ნამდვილად, როცა სამსახური გაქვს და შრომობ, ხელფასის აღება არაა ცოდვა. მაგრამ, როცა ღვთის საქმის შესრულებაზე ფულს მოითხოვ, ეგ უკვე ცოდვაა, რადგან ქრისტიანობის ფუძემდებელი იესო ქრისტე, ყველაზე მეტად ასრულებდა ღვთის საქმეს, მაგრამ კაპიკი არ აუღია არავისგან! ასე იქცეოდნენ მისი მიმდევრები I საუკუნეში. აი მოგვიანებით კი, როცა ქრისტიანული საკრებულო, რომელიც მცირე რიცხოვანი იყო და ღარიბი, კეთილსინდისიერი მშრომელი ადამიანებისგან შედგებოდა, გადააქციეს დიდ ბიზნეს მანქანად და ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, ქრისტიანული სამყარო ფულის კეთების და ხალხის მართვის ერთერთ საუკეთესო მექანიზმად მოგვევლინა.

 

Siknadmo :givi: რაო სათქმელი არ გაქვს არაფერი? :boli:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

:viking: :)) :) გამოგელია სიტყვები ? :music2: მაგ უკვე განვიხილე და პასუხი გაგეცი :D

 

მართლმადიდებლად წოდებული რელიგია არ არის ის ქრისტიანობა

მისი სათქმელი კიდევ ადვილი მისახვედრია თუ კარგად დაფიქრდები და შენ ამ ორიოდე სიტყვას გულდასმით გადაიკითხავ :dontworry:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემს თავს შევპირდი, რომ არასოდეს არ დავპოსტავ რელიგიასთან დაკავშირებულ თემებში :)) არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ მარაზმია მართლა რელიგიურ საკითხებზე დავა.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

გამოგელია სიტყვები ? მაგ უკვე განვიხილე და პასუხი გაგეცი

missdaisy

 

შენ წამროიდგინე რომ არც სიტყვები და არც ფრაზები გამომლევია. :) დაგიწერე უკვე, თანაც ორჯერ მაგრამ როგორც გაირკვა ვერ გაიგე. ამიტომ გავჩერდი. :) შენ კი ისევ იგივე გაიმეორე, იმის ნაცვლად რომ გაგეგო დაწერილი. მღვდელს თუ ოჯახის შენახვა სურს, უნდა იმუშაოს და არა ეგრეთ წოდებული რელიგიური მსახურებით მოითბოს ხელი. :) ასე რომ, დავას აზრი არ აქვს. დაფიქრდი რაც დაგიწერე და მიხვდები ბევრ რამეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dariala

ჩემს თავს შევპირდი, რომ არასოდეს არ დავპოსტავ რელიგიასთან დაკავშირებულ თემებში smile.gif არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ მარაზმია მართლა რელიგიურ საკითხებზე დავა.

ჭეშმარიტება კამათში იბადებაო ნათქვამია..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენ წამროიდგინე რომ არც სიტყვები და არც ფრაზები გამომლევია. დაგიწერე უკვე, თანაც ორჯერ მაგრამ როგორც გაირკვა ვერ გაიგე. ამიტომ გავჩერდი. შენ კი ისევ იგივე გაიმეორე, იმის ნაცვლად რომ გაგეგო დაწერილი. მღვდელს თუ ოჯახის შენახვა სურს, უნდა იმუშაოს და არა ეგრეთ წოდებული რელიგიური მსახურებით მოითბოს ხელი. ასე რომ, დავას აზრი არ აქვს. დაფიქრდი რაც დაგიწერე და მიხვდები ბევრ რამეს.

მღვდელი სხვა სამსახურში ვერ იმუშავებს ,მის საკმიანობას ისედაც ბევრი დრო და სულიერი დატვირთვა აქვს,ეხლა დაიწკებ რა სულიერი რის სულიერიო,ფულს აკეთებენო,მაგრამ მოძღვარი რომელიც მთელი დღე ეკლესიაშია ღამე ვაღარ წავა ვერსად სამუშაოდ ! :) ( ეს სმაილიკი როგორ მიყვარს ) :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დასავლეთის ქვეყნებში მართლმადიდებელი მღვდლები სხვა საქმიანობასაც ეწევიან, მრევლის სიმცირის გამო,

მე თბილისში მყავს ნანახი მღვდელი რომელიც ტაქსაობდა,

8 შვილი მყავსო,

 

ეგვიპტელი და სირიელი ბერები თავს ხელსაქმით ირჩენდნენ,

რუსეთსა და საბერძნეთში არის მონასტრები სადაც ბერები სოფლის მეურნეობასა და ხელოსნობას ეწევიან,

მაგ. ათონის მთაზე ბერები ძალიან ბევრს შრომობენ,

 

საქართველოშიც არის მონასტრები სადაც სამეურნეო საქმიანობას ეწევიან, ხოლო ზოგიერთი მონასტერი მთლიანად შემოწირულობაზეა,

ბერისგან განსხვავებით მღვდელს გაცილებით მეტი საქმე აქვს ერში

ის ემსახრება მრევლს რაზეც საკმაოდ ბევრი დრო ეხარჯება,

წირვა, აღსარების მიღება, ნათლობა, ქორწინება, წესის აღება, ეკლესიაში არსებული სამეურნეო საქმეებიც,

ვიცნობდი ერთ მღვდელს რომელთანაც ყოველდღიურად 100- ბით ადამიანი მოდიოდა თავისი პრობლემებით,

სახში კი 8 შვილი ელოდებოდა, ბუნებრივია მას სხვა საქმიანობისთვის არანაირი დრო არ დარჩებოდა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მღვდელი სხვა სამსახურში ვერ იმუშავებს ,მის საკმიანობას ისედაც ბევრი დრო და სულიერი დატვირთვა აქვს,ეხლა დაიწკებ რა სულიერი რის სულიერიო,ფულს აკეთებენო,მაგრამ მოძღვარი რომელიც მთელი დღე ეკლესიაშია ღამე ვაღარ წავა ვერსად სამუშაოდ ! :* ( ეს სმაილიკი როგორ მიყვარს ) :user:

missdaisy

 

გასაგებია რომ შენ თურმე იმის თქმა გსურს, რომ მღვდელს უფრო მეტი საქმე ჰქონია, ვიდრე ქრისტიანობის ფუძემდებელ იესო ქრისტეს და მის 12 მოციქულს. :D

პავლე მოციქული, რომელიც მისიონერი იყო ყველა იმ საქმესთან ერთად რაც ქრისტიანულ საკრებულოში (ეკლესიაში) ეკისრა, კარვების კეთებით ირჩენდა თავს. ამ მღვდლებს რომ უყურებ, ჯიპებში გაბღენძილებს და მათ გამართლებას ცდილობ ყველანაირად ეგ შენს განსხჯა-ხედვაზე მიუთითებს. გავა დრო, და ალბათ რეალობას სხვა თვალით შეხედავ. ყოველ შემთხვევაში, ვიმედოვნებ. :))

Siknadmo

 

წინა პოსტებშიც დავწერე და ახლაც გავიმეორებ, რომ იქნებ დაფიქრდე ამაზე. იესომ თქვა, რომ "უსასყიდლოდ გაქვთ მიღებული და უსასყიდლოდვე გაეცით"-ო. იცით ეს რას ნიშნავს? ალბათ არა. როცა ქრისტემ 12 მამაკაცი თავის მოწაფეებად აარჩია თავდაპირველად, რმლებიც მისი მოციქულები, (წარგზავნილები) გახდნენ, იესომ მათ დავალება მისცა, რომ წასულიყვნენ და ის სწავლება გაევრცელებინათ მთელ მსოფლიოში, რასაც თავას იესო ასწავლიდა. ამასთან ერთად მან თავის 12 მოციქულს დაავალა, რომ განეკურნათ ავადმყოფები, სნეულები და ასე შემდეგ. მოციქულები იესოს მიერ დაკისრებულ დავალებას სიცოცხლის ბოლომდე ასრულებდნენ. ისინი მრევლს კი არ დაწოლილან კისერზე, აი რამდენი რამე გვაქვს დავალებული იესოსგანო და სადღა გვრჩება სამუშაო და ფულის გასაკეთებელი დროო, არა მეგობარო, ისინი მძიმედ შრომობდნენ რომ საკუთარი თავები და ოჯახები ერჩინათ. დღევანდელ სამღვდელოებას კი იდეალურად აქვს მორგებული ქრისტიანობა და ფულის კეთების, გულაობის და კარგი ცხოვრების შერჩევით, ნამდვილად არიან დაკავებული.

 

წაუღეთ ახლა ეს ნაწერი მამაოს და უთხარით, მოციქულები თქვენზე მეტად დაკავებული იყვნენ მაგრამ მაინც მუშაობდნენ რომ საკუთარი თავები და ოჯახები ერჩინათ და თქვენ მოციქულებზე დიდები და აღმატებულებად რატომ მოგაქვთ თქვენი თავი და რატომ არ კადრულობთ საკუთარი შრომით ირჩინოთ თავები და ოჯახებითქო. :D მოდი მერე და მისი რეაქციის შესახებ დაგვიწერეთ ფორუმზე. :D

 

თან აი ეს, მოციქულის სიტყვები წაუკითხე რომ მანამ ვითომ პასუხს გაგცემდეთ და დაგაბოლებდეთ, კარგად ახსოვდეთ ქრისტეს სიტყვები: "უსასყიდლოდ გაქვთ მიღებული და უსასყიდლოდვე გაეცით"-ო. ეს სიტყვები თქვენთვის არ დაწერილათქო? კითხეთ.

 

გაახსენეთ I საუკუნის მღვდელზე, პავლეზე დაწერილი შემდეგი ცნობები:

 

"ათენიდან ის კორინთში წავიდა. იქ ნახა ერთი იუდეველი, სახელად აკვილა, წარმოშობით პონტოელი, და მისი ცოლი პრისკილა. ისინი ახალი ჩამოსულები იყვნენ იტალიიდან, რადგან კლავდიუსს ნაბრძანები ჰქონდა, რომ ყველა იუდეველს დაეტოვებინა რომი. ის მათთან მივიდა  და რაკი ერთი ხელობა ჰქონდათ, კარვებს კერავდნენ, მათთან დარჩა და ერთად მუშაობდნენ. ყოველ შაბათს ის სიტყვით გამოდიოდა სინაგოგაში და იუდეველებსა და ბერძნებს არწმუნებდა".

 

დანარჩენს შემდოგმში დავწერ. ჯერ ეს გაითავისონ ზოგზოგებმა. :)

 

პ.ს.

ისე, იესო ქრისტეს და მის 12 მოწაფეს ფული რომ აეღოთ ხალხისგან იმისთვის რასაც ხალხს უკეთებდნენ, მილიონრები იქნებოდნენ. :) ;) მარა, ამ სამღვდელოებას, არ ეკადრება უსასყიდლოდ ღვთის მსახურება.

Edited by აზრი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პ.ს.

ისე, იესო ქრისტეს და მის 12 მოწაფეს ფული რომ აეღოთ ხალხისგან იმისთვის რასაც ხალხს უკეთებდნენ, მილიონრები იქნებოდნენ. :D მარა, ამ სამღვდელოებას, არ ეკადრება უსასყიდლოდ ღვთის მსახურება.

იესო ქრისტეს რომ ჩვეულებრივ მოძღვარს შEადარებ მანდ მე სალაპარაკო აგარ მაქვს,იესო იყო ღვთის ძე,წმინდანი და მოძღვარი არის ჩვეულებრივი ადამიანი,და ვერც იმდენს გააკეთებს რაც იესოს შეეძლო გაეკეთებინა!!! :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

missdaisy

 

იესო ქრისტეს 100 წელი არ შევადარებ მაქ გაბღენძილ მამაოებს, ჯიპებში რო ვერ ეტევიან. :( იესო ქრისტეს და მისი მოწაფეების მაგალიტი იმისთვის მოგიყვანე რომ მიბაძონ მას, ვის მიმდევრობასაც იბრალებენ. მაგრამ, როგორც ჩანს, ცოცხალი თავით არ გინდა დაინახო მამაოების თვითმარქვია ქრისტიანობა. ის ვინც ქრისტიანობაზე თავს დებს, უნდა ახსოვდეს წმინდა წერილში ჩაწერილი სიტყვები: "ქრისტეც ხომ თქვენთვის ეტანჯა და მაგალითიც დაგიტოვათ, რომ ერთგულად მიჰყვეთ მის ნაკვალევს".

 

ასე რომ, მაგ მამაოებს, გაბღენძილები რომ ზიან ჯიპებში, ხელებში რომ შემოგცქერიან რამდენს გადაუხდი ჯვრის წერაზე და მკვდარზე წესის აგებაზე, ნათლობებზე და ა. შ. კარგად წააკითხე ზემოთ მოყვანილი სიტყვები, რომელიც ცხოვრების წესად უნდა ჰქონოდათ გადაქცეული წესით და რიგით, ქრისტეს ნამდვილი მიმდევრები რომ ყოფილიყვნენ. მაგრამ ვაი რომ სულ არ ანაღვლებთ არც ღმერთი, არც ქრისტე და არც წმინდა წერილი. მაგათ მხოლოდ "ფულები, ფულები, ფულები და მრევლზე ძალაუფლების ქონა ანაღვლებთ".

 

ახლა წერე რამდენიც გნებავს, გგონია გაუთავებლად შევეცდები მათი უნამუსობის აღწერას? :D ამ ყველაფერს თავად უნდა ხედავდე. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეკლესია და შესაწირავი

ეკლესიაში შესულ ადამიანს თავიდანვე თვალში ეცემა დახლი, სადაც განთავსებულია სანთლები, ხატები, ნაკურთხი ზეთები, სეფისკვერი, ჯვრები - ყოველივე ეს ტაძრის შესასვლელშივე იყიდება. თუ ადამიანს ერთხელ მაინც წაუკითხავს სახარება, მაშინვე გაახსენდება, რომ იესო ქრისტემ მოვაჭრენი ტაძრიდან გარეკა. თუ თავად არ წაუკითხავს, ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოჩნდება ვინმე „კეთილისმსურველი“ რომელიმე სექტიდან, რომელიც შეშფოთებით მიუთითებს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებასა და სახარებას შორის, თითქოსდა, აშკარად არსებულ შეუსაბამობაზე... მაგრამ სახარებას ხომ მართლმადიდებელი მღვდელმსახურნიც კითხულობენ? მაშინ რატომაა, რომ ჩვენს ტაძრებში ყიდვა-გაყიდვის პროცესი მიმდინარეობს?

საქმე ისაა, რომ ჩვენ მეტად განსხვავებულ პირობებში ვცხოვრობთ იმ კულტურულ-ყოფითი გარემოსაგან, რომელშიც მართლმადიდებელი ცხოვრების საფუძველი ჩამოყალიბდა. ჩვენ არატრადიციულ საზოგადოებაში, არაგლეხურ თემში გვიხდება არსებობა. ჩვენი ქალაქები კი მეტად განსხვავდება პალესტინის ან საბერძნეთის ქალაქებისაგან. წარმოვიდგინოთ ის დრო, როცა ბატონობდა ე.წ. „ნატურალური მეურნეობა“. რა იყო საჭირო ტაძრის ყოველდღიური არსებობისათვის? პური და ღვინო - ზიარების საიდუმლოსათვის, ცვილი - სანთლებისთვის, ზეთი -კანდელებისთვის და საკმეველი - საცეცხლურისთვის. ეს ყოველივე სულაც არ იყო ეგზოტიკური და ძვირი სიამოვნება ქართველი, ბერძენი, სერბი ან ბულგარელი გლეხისათვის. გლეხს პური თავისი ხელით მოჰყავდა. ღვინოს საკუთარი ვენახიდან აყენებდა. ზეთისხილი კი მისივე ეზოში ხარობდა. საკმევლად ფისს იყენებდა, რომელსაც ხეებიდან აგროვებდა (უმეტესად ნაძვისა და კედრისგან). ადამიანებს ტაძარში მიჰქონდათ ნაწილი იმისა, რასაც თავად მოიწევდნენ ან შექმნიდნენ. ისინი არ ყიდულობდნენ სანთლებს ტაძარში, ვინაიდან სახლიდან თავისი ხელით გაკეთებული მოჰქონდათ. არც ზეთს ყიდულობდნენ, რადგან საკუთარი ჰქონდათ. არც სეფისკვერს ყიდულობდნენ შესაწირად - სახლში გამომცხვარი პური ან ფქვილი მოჰქონდათ. არც საკმეველს ყიდულობდნენ, რომელიც დღეს ხშირად უცხოეთიდან შემოაქვთ, არამედ თავად უზიარებდნენ ტაძარს საკუთარი ხელით მოგროვილს. ანუ, ის, რაც ჩვენ დღეს ეკლესიიდან გამოგვაქვს, ჯერ კიდევ 100 წლის წინ (ყოველ შემთხვევაში გლეხებს მაინც) ხალხს თავად შეჰქონდა ტაძარში.

 

გლეხს კარგად ესმოდა, რომ თვითონ არ იყო თავისი მოსავლის შემოქმედი. მართალია, უდიდეს შრომას ეწეოდა, მაგრამ წვიმისა და მზის გარეშე განა გამოიღებდა ნაყოფს მისი ოფლით მოხნული მიწა?! მთელი წლის მანძილზე ის იმედით შეჰყურებდა ცას. ხოლო როცა მოსავალს მოიწევდა, სამართლიანობის გრძნობა კარნახობდა, რომ მადლიერი ყოფილიყო ზეცისა. თავისი მოსავლის, თავისი შრომის ნაწილი მას მიჰქონდა საკურთხეველთან: „უფალო, შენ მომანიჭე ეს ყოველივე, მე კი გმადლობ ამისათვის და მომაქვს საპასუხო ძღვენი, თუმცა - სიმბოლური“.

 

სწორედ ამ აზრით იკურთხება აგვისტოში ხილი. ნაყოფი უფრო გემრიელი კი არ ხდება ტაძარში მიტანისას, უბრალოდ, ადამიანი სწავლობს მადლიერებას. როგორც ინგლისელმა მწერალმა ჩესტერტონმა აღნიშნა, „ბავშვის რელიგიური აღზრდა მაშინ კი არ იწყება, როცა მამა მოუთხრობს ღმერთის შესახებ, არამედ მაშინ, როცა დედა ასწავლის მადლობის თქმას გემრიელად გამომცხვარი ღვეზელისათვის“.

 

ამგვარად, ადამიანებს თავიანთი შრომის ნაწილი მოჰქონდათ ტაძარში. ახლობლების სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე ადამიანებს დღესაც მიაქვთ სახლიდან ხილი, შაქარი, ღვეზელი. ლოცვების დასრულების შემდეგ ძღვენის ნაწილს ეკლესიის მსახურთ სწირავენ, ნაწილს იმ ადამიანებს სთავაზობენ, ვინც ამ დროს ეკლესიაშია, დანარჩენს კი ეკლესიის გარეთ მყოფ მათხოვრებს ურიგებენ. სწორედ ამგვარად ხდებოდა უწინ უმნიშვნელოვანეს საეკლესიო მსახურებისას - ლიტურგიაზე - ადამიანებს სახლიდან მოჰქონდათ ღვინო და პური, აძლევდნენ მღვდელმსახურს და სთხოვდნენ, რომ ელოცა ძღვენის შემომწირველთათვის, ასევე მათთვისაც, ვისი სახელებიც შეიგზავნებოდა საკურთხეველში. სეფისკვერს ბერძნები „პროსფორას“ უწოდებენ, რაც ქართულად „ძღვენს“ ნიშნავს. „პროსფორა“ ისაა, რაც მიტანილია, შეწირულია ეკლესიაში და არა ის, რაც ეკლესიიდან გააქვთ.

მაგრამ დღეს ადამიანები სახლში აღარც პურს აცხობენ და ხშირად არც ღვინოს აყენებენ, განსაკუთრებით ქალაქში. ისინი უკვე სხვა სამუშაოთი ირჩენენ თავს. სინდისი კი ადამიანს კარნახობს: „შრომისას იმ ტალანტებით, იმ ნიჭით, იმ შესაძლებლობებით სარგებლობ, რომელიც შემოქმედმა მოგანიჭა. თუნდაც შენი შრომის ნაწილი მაინც შესწირე მადლიერებით“. მაგრამ როგორ მიიტანოს ინჟინერმა ან ტრაქტორისტმა, ჟურნალისტმა ან მასწავლებელმა თავისი შრომის ნაწილი ტაძარში? მაგრამ ხომ არსებობს შრომის ანაზღაურება, რასაც თანამედროვე პოლიტეკონომიაში „საყოველთაო ეკვივალენტი“, ანუ ფული ეწოდება?!

 

ამიტომ მორწმუნეს თავისი შრომის გარკვეული ნაწილი ფულის სახით მიაქვს ტაძარში და გადაცვლის ეკლესიისთვის აუცილებელ ნივთებზე: სანთლებზე, პურზე (სეფისკვერზე), ღვინოზე, საკმეველზე... გარეშე თვალისთვის აქ აშკარა სავაჭრო ოპერაცია მიმდინარეობს: ფული იცვლება საგნებზე. სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარადაა. ადამიანმა მიიტანა თავისი შესაწირი. მაგრამ ფულის კუპიურას ხომ ვერ დაანთებ სანთლის მაგივრად, ვერც მონეტას დადებ საკმევლის ნაცვლად საცეცხლურში. ამიტომ ეკლესია წინასწარ ზრუნავს იმისათვის, რომ წირვა-ლოცვისთვის საჭირო ნივთები მზად იყოს. სანთლის საკუთარი ხელით გაკეთება სულაც აღარ არის საჭირო, მრევლს ეკლესიის ზღურბლამდე შეუძლია თავისი შესაწირი მონეტის სახით მიიტანოს, ხოლო თავად ტაძარში უკვე სანთლით ხელში შევიდეს.

 

ამ აქტში ყიდვა-გაყიდვის პროცესი არ არის. „მესანთლის დახლი“ უბრალოდ ეხმარება თანამედროვე ცივილიზაციის ადამიანებს, რომ უმტკივნეულოდ გადაინაცვლონ უძველესი ტრადიციის სამყაროში.

 

ზოგიერთ ტაძარში სანთლები თავისუფლად აწყვია დახლთან, მათ გვერდით კი შესაწირი ყუთი დგას. ვისაც საშუალება არ გააჩნია, უფასოდ იღებს სანთელს, მაგრამ ხშირად ადამიანები იმაზე მეტსაც კი სწირავენ ეკლესიას, ვიდრე სანთლის დამზადება ღირს, ვინაიდან კარგად ესმით, რომ აქ ფულადი ეკვივალენტის გაცვლა კი არ ხდება, არამედ უფლისადმი საკუთარი შრომის ნაწილი იწირება...

 

ახლა უკვე გასაგები ხდება, თუ რატომ სცოდავენ ისინი, ვინც სანთლებს ქუჩის გამყიდველებთან ან ბაზრობებზე ყიდულობენ და არა ტაძარში. თუ სანთელი უფლის წინაშე ჩვენი წვისა და მისთვის გაღებული ჩვენი მსხვერპლის სიმბოლოა - მაშინ რაღა გამოდის, თუ ეს სანთელი ჩვეულებრივი გამყიდველისაგან გვაქვს შეძენილი? სანთელი ხომ ჩვენს მაგივრად არ ლოცულობს. ის მხოლოდ შეგვახსენებს იმ ლოცვით წვაზე, რომელიც უნდა ხდებოდეს ჩვენს გულში. სანთელი არ არის ეკლესიის ან ბინის კურთხევის საშუალება. ის იმ მცირედი მსხვერპლის განსახიერებაა, რომელიც ტაძარს შევწირეთ. თავად ეს მცირედი მსხვერპლი კი არის სიმბოლო იმ უდიდესი მსხვერპლისა, რომელიც ქრისტიანმა უნდა გაიღოს უფლისათვის. ქუჩაში ნაყიდი სანთლის დანთებისას კი ჩვენი მსხვერპლი ტაძრის გარეთაა შეწირული. ასეთი სანთელი უფლის წინაშე კი არ იწვის, არამედ ჩვენს ეგოიზმისა და წვრილმანი „ეკონომიის“ წინაშე.

 

რაც არ უნდა გვიმტკიცონ ქუჩაში სანთლის გამყიდველებმა, რომ მათი სანთლები „ნაკურთხია“, „საეკლესიოა“, არ უნდა დავუჯეროთ. ამასთან, არის შემთხვევებიც, როცა მათი სანთლები ჯადოქრებისა და მაგების მიერ არის შელოცვილი.

 

როგორც ვთქვით, ძველად ადამიანებს თავიანთი სანთლები მოჰქონდათ ეკლესიაში, მაგრამ, გარდა ამისა, ისინი საეკლესიო „მეათედსაც“ იხდიდნენ (თუმცა ფულით კი არა, მოსავლის ნაწილით). დღეს მართლმადიდებელი ეკლესია (განსხვავებით მრავალი პროტესტანტული თემისგან) თავის მრევლს არ მოუწოდებს ესოდენ საგრძნობი - ათპროცენტიანი - მსხვეპლის გაღებისაკენ. მაგრამ თუნდაც ის მცირედი მსხვერპლიც კი, რომელსაც სანთლის დანთებით ვწირავთ, ყიდვა-გაყიდვის აქტი რომ აღარ იყოს და სულიერი ხასიათი შეიძინოს, ტაძარში უნდა იყოს შეძენილი და არა ქუჩის გადამყიდველებთან.

 

დღეისათვის სიტყვა „მსხვერპლი“ და „მსხვერპლშეწირვა“ პოპულარული არ არის. რეკლამა და მასკულტურა დაჟინებით მოუწოდებენ ადამიანებს, რაც შეიძლება „თავიანთ გემოზე“ იცხოვრონ და „საკუთარ თავს სიამოვნებაზე უარს ნუ ეტყვიან“. ეკლესია კი ცდილობს, ამ არაადამიანურ მოდას დაუპირისპირდეს და ადამიანებს მსხვეპლშეწირვისაკენ მოუწოდებს.

 

ტაძარში ვაჭრობა კი არა, სულის აღზრდა ხდება. თუ გააცნობიერებ, რომ მესანთლესთან აღსრულებული ქმედება ჩვეულებრივი სავაჭრო ოპერაციაკი არაა, არამედ მცირედი შენაწირი - მრავალი რამ შეიცვლება შენს სულში. არა მყიდველის მიერ აღსრულებული ვალის შემეცნებით უნდა დაანთო სანთელი შანდალზე, არამედ იმის გაცნობიერებით, რომ მსხვეპლშეწირვის ცეცხლით განწმიდო მთელი ცხოვრებისეული გზა. ეს მართალია, ძალიან მცირეა. მაგრამ ადამიანს იმის გასაცნობიერებლად ისიც შეეწევა, რომ სამყაროში სამსახურის გარდა, არსებობს მსახურებაც. გარდა იმისა, რაც იყიდება, იწირება კიდეც.

 

ჩნდება კითხვა, სად მიაქვს ეკლესიას სანთლების გაყიდვით მოგროვილი ფული?

 

სანთლები ოდესღაც აუცილებელი იყო ტაძრის გასანათებლად, დღეს იგი ელექტროენერგიით ნათდება, რაც, კარგად მოგეხსენებათ, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. როგორ გადაიხდის ტაძარი ელექტროობის ფულს, თუკი ადამიანები სანთლებსაც კი ქუჩის მოვაჭრეებთან იყიდიან?

 

ეკლესიაში ყოველთვის მოიძებნება ის საქმე, რისთვისაც ფულია საჭირო, ესაა ტაძრების მშენებლობა და რესტავრაცია, მღვდელმსახურთა და მგალობელთა, დარაჯებისა და დამლაგებლების გასამრჯელოთა ანაზღაურება, ხარჯები სემინარიის, საკვირაო სკოლების, საეკლესიო გიმნაზიებისა და საავადმყოფოების, ცენტრალური აპარატის, საზღვარგარეთული მისიებისა და წარმომადგენლობების შესანახად. საიდან უნდა ჰქონდეს ეკლესიას ესოდენ დიდი ფული?

წინა საუკუნეებში ეს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან იყო გამოყოფილი. ეკლესიის სახელმწიფოსგან გამოყოფის შემდეგ კი ეს ასე აღარ ხდება. რიგ ქვეყნებში (უწინარეს ყოვლისა გერმანიასა და სკანდინავიის ქვეყნებში) იკრიბება სპეციალური საეკლესიო გადასახადი. ქვეყნის ყოველი მოქალაქე ვალდებულია, შემოსავლის გარკვეული პროცენტი საეკლესიო საჭიროებისათვის გადარიცხოს (სინდისის თავისუფლება კი იქ იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს თავად შეუძლია გადაწყვიტოს, თუ რომელ კონფესიას ანდობს თავის ფულს).

 

ჩვენს ეკლესიაში კი ადამიანს არავინ აკისრებს საეკლესიო გადასახადს, არც სანთლების შეძენას აძალებს ვინმე. ჩვენი საეკლესიო ცხოვრების უმნიშვნელოვანესი საიდუმლო - აღსარება და ზიარება ყოველგვარი საფასურის გარეშე აღესრულება. თუ ადამიანს არ აქვს საშუალება, გაიღოს შესაბამისი მსხვერპლი ნათლობის, ქორწინების ან წესის აგებისათვის, საეკლესიო კანონების მიხედვით, მღვდელმა იგი უსასყიდლოდ უნდა აღასრულოს. ეკლესიაში სპეციალურ ყულაბაში კი ადამიანს ნებისმიერ დროს შეუძლია შეწიროს თანხა მღვდელმსახურის, მგალობლების, ტაძრის აღდგენისა და განახლებისათვის. ის ადამიანი, ვინც მოძღვრის თვალწინ იწყებს ქრისტიანულ ცხოვრებას, ხშირად ამბობს აღსარებას, წირვა-ლოცვას ესწრება, ეზიარება, მისთვის ახლობელი ხდება. ასეთ ადამიანს აზრადაც არ მოუვა მოძღვრისთვის რაიმე თანხის გადახდა, არამედ სპეციალურ ყულაბაში ჩააგდებს შესაწირს უფლისათვის. მათ კი, ვინც გულუბრყვილოდ კითხულობს, თუ რაში სჭირდება მღვდელმსახურს ფული, შევახსენებთ, რომ მოძღვარიც ისეთივე ადამიანია, როგორიც ჩვენ, და მასაც უხდება საყოფაცხოვრებო პრობლემებთან შეჭიდება.

თუკი ადამიანს არა აქვს შესაძლებლობა, საკურთხეველში შეგზავნილ მოსახსენებელს სეფისკვერიც შეაყოლოს, არც ესაა დიდი უბედურება. უფალმა კარგად იცის ჩვენი გული და ჩვენი ოჯახის ბიუჯეტიც. თუკი ამის უკან სიხარბე არ იმალება, ადამიანის მხურვალე ლოცვა უფლისგან შეწირული იქნება.

 

თუკი არ შეგიძლია ფულადი შესაწირის გაღება ტაძარში, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ ძალგიძს ლოცვითი, გულითადი მსხვერპლის გაღება უფლისათვის. აღსარება თქვი, ეზიარე, ილოცე შენი ახლობლებისთვის და ასეთ ლოცვას არანაკლები მნიშვნელობა ექნება, ვიდრე შესაწირსა და დანთებულ სანთელს.

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეკლესია და შესაწირავი

ეკლესიაში შესულ ადამიანს თავიდანვე თვალში ეცემა დახლი, სადაც განთავსებულია სანთლები, ხატები, ნაკურთხი ზეთები, სეფისკვერი, ჯვრები - ყოველივე ეს ტაძრის შესასვლელშივე იყიდება. თუ ადამიანს ერთხელ მაინც წაუკითხავს სახარება, მაშინვე გაახსენდება, რომ იესო ქრისტემ მოვაჭრენი ტაძრიდან გარეკა.

 

Siknadmo

ხოდა, რატომ გამორეკა, ეგაა გასააზრტებელი ვიდრე თვითმარქვია მღვდლების ანგელოზებად გამოყვანას შეეცდებოდეთ. :(

 

სახარებას ხომ მართლმადიდებელი მღვდელმსახურნიც კითხულობენ?

რა ხეირი მერე. :D მასე ლენინის ნაშრომებსაც კითხულობს ზოგი მარა ლენინის იდეოლოგიას კი არ იზიარებს. ასე არიან ეგენიც. თუ კითხულობენ, არ ანაღვლებთ მასში ჩაწერილი. მხოლოდ: "ფეულები, ფულები და ფულები". :D

 

თუკი არ შეგიძლია ფულადი შესაწირის გაღება ტაძარში, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ ძალგიძს ლოცვითი, გულითადი მსხვერპლის გაღება უფლისათვის. აღსარება თქვი, ეზიარე, ილოცე შენი ახლობლებისთვის და ასეთ ლოცვას არანაკლები მნიშვნელობა ექნება, ვიდრე შესაწირსა და დანთებულ სანთელს.

რა შუაშია საერთოდ ტაძარში ფულის შეწირვა თუ არ შეგიძლია ამაზე ლაპარაკი, მაშინ როცა ნებისმიერი ეგრეთ წოდებული ეკლესიური რიტუალის შესრულება დიდი ფული გიჯდება. მეჯვარე არ ყოფილხარ? ბავშვის ნათლობაში ფული არ გადაგახდევინეს? მკვდრის წესის აგება რა ჯდება იცი? როგორც ჩანს ან არ იცი ფასები, ან არ გინდა რომ იცოდე. :D

 

მე სხვა რამეზე გავამახვილე ყურადღება და იგივეს აღარ დავწერ. ვისაც უნდა წაიკითხავს ჩემს წინა პოსტებს და გაიგებს, ვისაც არ უნდ აგაგება, რამდენი უნამუსო მღვდლის სარფიანი ეკლესიური ბიზნესის შესახებ ელაპარაკე, მაინც არ გაიგებს. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...