Jump to content
Planeta.Ge

რა საჭიროა ღმერთთან შუამავალი?


Recommended Posts

რა საჭიროა ღმერთთან შუამავალი?

 

რა საჭიროა მღვდელი?

 

რატომ არ შეიძლება ურთიერთობა პირდაპირ ღმერთთან და არა მღვდლიდან ღმერთთან?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 234
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Guest ჭანო

Nukriko

ერთგვარი მოურავის ფუნქცია, ხომ უნდა იკისროს ვინმემ.

 

ანუ ადამიანის სიზარმაციის გამოვლინება სხვა ფაქტორებთანერთად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 weeks later...

კარგად დასმული შეკითხვაა..

 

მე ვთვლი რომ არ არის საჭირო, მე რაც მაქვს გულში მაგას მხოლოდ ღმერთს გავუნდობ, ღმერთი ხომ ისედაც კითხულობს ჩვენს ფიქრებს და ლოცვებსაც ისმენს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა საჭიროა მღვდელი?

მერედა ვინ თქვა რომ საჭიროა?:boli:

თუმცა, და მაგრამ-პირდაპირი კავშირისათვის, შენ გჭირდება გზამკვლევი. ეს გზამკვლევი შესაძლოა იყოს ისეთივე მასწავლებელი, როგორც, ვთქვათ, მათემატიკის სწავლის მსურველისათვის -მათემატიკის მასწავლებელი, მუსიკის შემსწავლელისათვის - მუსიკის სპეციალისტი და ა.შ. ანუ, ადამიანი, ვისაც ეს გზა (პირდაპირი კავშირისა) სწორად, მართლზომიერად და "პროფესიონალურად" უკვე გავლილი აქვს და ახლა მას შეუძლია შენი უნარების სათანადოდ წარმართვა გასწავლოს, რათა შენ პირადად, საკუთრივ შეხვიდე კონტაქტში იმასთან რასაც სულის სამყარო ჰქვია.

ისევე, როგორც, ვთქვათ, მუსიკის მასწი გაგივითარებს მუსიკის აღქმის და მუსიცირების უნარებს, რათა შენ პირადად საკუთარი ყურით ისმინო და საკუტრად იმოქმედო მუსიკის სამყაროში.

ხოლო მღვდელი ამას ვერ აკეთებს. რადგან თვითონ არ არის ზიარებული სულის სამყაროს და საერთოდ გაგებაში არაა ამ სამყაროს შესახებ. ის ჰგავს ადამიანს, რომელიც მოცურავეობაზე დებს თავს, ცურვის შესახებ წაკიტხული აქვს მრავალი სახელმძღვანელო, მაგრამ ერთხელაც არ უნახავს წყალი. არამც თუ შიგ არ ჩასულა.

:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა საჭიროა ღმერთთან შუამავალი?

 

რა საჭიროა მღვდელი?

 

რატომ არ შეიძლება ურთიერთობა პირდაპირ ღმერთთან და არა მღვდლიდან ღმერთთან?

:blink: ნუკრიკო, როდის მერე არსებობს ღმერთი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ღმერთის ქვეშ თქვენ გულისხმობთ იმ ტრადიციულ გაგებას, რაც ბავშვობიდან ყოვლად არასწორად მოგახვიეს თავზე.

საუბარია უნივერსალურ ცნობიერებაზე. სულიერ ინტელიგენციაზე, რომლის მეოხებითაც არის არსებობა, როგორც კანონების, კანონზომიერებების და წესრიგის მქონე ორგანიზმი.

მაშ ახსენით- რისი შედეგია საერთოდ არსებობა, და თანაც ამ არსებობის კანონების არსებობა?

ხომ ფაქტია, რომ ამ კანონებში საზრისი მონაწილეობს?

რა არის საზრისი? საიდან არის ის?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცურვის შესახებ წაკიტხული აქვს მრავალი სახელმძღვანელო, მაგრამ ერთხელაც არ უნახავს წყალი. არამც თუ შიგ არ ჩასულა.

ამაზე ერთი ამბავი გამახსენდა, რომელიც ქუთაისში მოხდა :boli:

ერთი ქალი ტრაბახობდა ჩემნი შვილი სამი წელია ცურვაზე დადის და მასწავლებელს ისე ძალიან მოსწონს, მალე შეჯიბრზე უშვებსო. ორი დღის შემდეგ იმ ცურვის სკოლაზე გადაცემა იყო და თუ არ გავიგუდებოდი სიცილით, არ მეგონა - თურმე სამი წელია ბავშვებს აუზში წყალი თვალით არ უნახავთ და ცურვას მხოლოდ თეორიულად და ჰაერში ხელების ქნევით სწავლობდნენ :D

 

საერთოდ გაგებაში არაა ამ სამყაროს შესახებ

ეხლა მეორე ამბავი: სამეგრელოში ერთი ახალი ეკლესია აშენდა და მღვდელმა მხატვარი მიიწვია ეკლესიის მოსახატად, თანაც სთხოვა ერთ კედელზე ეშმაკი დაეხატა, რადგან მრევლი აღსარებაში რაღაც-რარაცეებს მიმალავს და იმ ეშმაკის შიშით ვათქმევინებო. მხატვარი შეფიქრიანდა და ბოლოს ის მოიფიქრა, რომ მღვდელს უთხრა: ეკლესიას როცა აკურთხებთ, იმ ეშმაკის კურთხევაც ხო მოგიწევთო და ასე გადააფიქრებინა :D

 

ამა ამის შემდეგ უფალთან მღვდლის შუამავლობაზე რაღა უნდა ვთქვა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ღმერთის ქვეშ თქვენ გულისხმობთ იმ ტრადიციულ გაგებას, რაც ბავშვობიდან ყოვლად არასწორად მოგახვიეს თავზე.

საუბარია უნივერსალურ ცნობიერებაზე. სულიერ ინტელიგენციაზე, რომლის მეოხებითაც არის არსებობა, როგორც კანონების, კანონზომიერებების და წესრიგის მქონე ორგანიზმი.

მაშ ახსენით- რისი შედეგია საერთოდ არსებობა, და თანაც ამ არსებობის კანონების არსებობა?

ხომ ფაქტია, რომ ამ კანონებში საზრისი მონაწილეობს?

რა არის საზრისი? საიდან არის ის?

უიმეეე, რეებს ლაპარიკობ ვიღაც ხარ :boli:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამაზე ერთი ამბავი გამახსენდა, რომელიც ქუთაისში მოხდა :boli:

ერთი ქალი ტრაბახობდა ჩემნი შვილი სამი წელია ცურვაზე დადის და მასწავლებელს ისე ძალიან მოსწონს, მალე შეჯიბრზე უშვებსო. ორი დღის შემდეგ იმ ცურვის სკოლაზე გადაცემა იყო და თუ არ გავიგუდებოდი სიცილით, არ მეგონა - თურმე სამი წელია ბავშვებს აუზში წყალი თვალით არ უნახავთ და ცურვას მხოლოდ თეორიულად და ჰაერში ხელების ქნევით სწავლობდნენ :D

 

ეხლა მეორე ამბავი: სამეგრელოში ერთი ახალი ეკლესია აშენდა და მღვდელმა მხატვარი მიიწვია ეკლესიის მოსახატად, თანაც სთხოვა ერთ კედელზე ეშმაკი დაეხატა, რადგან მრევლი აღსარებაში რაღაც-რარაცეებს მიმალავს და იმ ეშმაკის შიშით ვათქმევინებო. მხატვარი შეფიქრიანდა და ბოლოს ის მოიფიქრა, რომ მღვდელს უთხრა: ეკლესიას როცა აკურთხებთ, იმ ეშმაკის კურთხევაც ხო მოგიწევთო და ასე გადააფიქრებინა :D

 

ამა ამის შემდეგ უფალთან მღვდლის შუამავლობაზე რაღა უნდა ვთქვა...

 

ღმერთო, კუდა კაწიმსია :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ღმერტი არის "მე" არავის არ სჭირდება შუამავალი მესა და მეს შორის
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა საჭიროა ღმერთთან შუამავალი?

 

რა საჭიროა მღვდელი?

 

რატომ არ შეიძლება ურთიერთობა პირდაპირ ღმერთთან და არა მღვდლიდან ღმერთთან?

 

 

გეთანხმები მღვდლები არ არიან საჭირო

 

ეგ ინსტიტუტი საერთოდ უნდა გაუქმდნეს ან განხორციელდეს სერიოზული რეფორმირება

Edited by FRIDRIX
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ღმერტი არის "მე" არავის არ სჭირდება შუამავალი მესა და მეს შორის

შეიძლება რაღაჩ გთხოვო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

:maladec:

ძლივს არ ვნახე საღი აზრი?

:boli:

უიმეეე, რეებს ლაპარიკობ ვიღაც ხარ

ვიღაც შენ ხარ თუ კაია:D

მე - მევარ.

მაინც რა არ მოგწონს, გენც?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გეთანხმები მღვდლები არ არიან საჭირო

 

ეგ ინსტიტუტი საერთოდ უნდა გაუქმდნეს ან განხორციელდეს სერიოზული რეფორმირება

 

FRIDRIX

 

აბა მართლმადიდებლად წოდებული რელიგიის მიმდევრებს ჰკითხე რა აზრის არიან. :boli:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გეთანხმები მღვდლები არ არიან საჭირო

 

ეგ ინსტიტუტი საერთოდ უნდა გაუქმდნეს ან განხორციელდეს სერიოზული რეფორმირება

კაჩო, ქურდობის ინშტიტუტი გააუქმეთ და ღვდლობის ინშტიტუს ვერ გააუქმებთ? :boli:

სმერწ პაპამ :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...