ლ ი ც ი Posted December 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2009 (edited) გულბაათ რცხილაძე - “გულაშვილის წარმატება ხელისუფლებას არ აწყობს” “ხელისუფლებაში გაფაციცებით ადევნებენ თვალს და შიშით უყურებენ, როცა რომელიმე ქართველი პოლიტიკოსი ან საზოგადო მოღვაწე ჩადის რუსეთში, იქ ამყარებს ურთიერთობებს და ნოვაციებით ჩამოდის საქართველოში. ხელისუფლება ეჭვიანობს. ახლა რუსეთში დასმული ინიციატივები რომ განხორციელდეს, ეს იქნება გულაშვილის წარმატება და სწორედ ეს არ აწყობს ხელისუფლებას აღიაროს. ამიტომ ხდება აგრესიული ვერბალური შეტევები მთელ დელეგაციაზე”, - აცხადებს პოლიტოლოგი გულბაათ რცხილაძე გაზეთ “ჯორჯიან ტაიმსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გულბაათ რცხილაძე: ახლა რუსეთში დასმული ინიციატივები რომ განხორციელდეს, ეს იქნება გულაშვილის წარმატება და სწორედ ეს არ აწყობს ხელისუფლებას.“ჩვენი ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთი ფაქტობრივი რესურსი არის რადიკალიზმი. მას შემდეგ, რაც მოხდა აგვისტოს ომი, ზემო აფხაზეთად “გაპიარების” შემდეგ დავკარგეთ კოდორის ხეობა, დუშეთის რაიონის მცხოვრებლებსაც გაუჩნდათ პრობლემები, ბანდიტები იტაცებენ ჩვენს მოსახლეობას და ცხინვალის მიმართულებით გზავნიან, დამძიმდა სოციალურ-ეკონომიკური ფონი, გვაქვს შიდაპოლიტიკური კრიზისი. ხელისუფლებას უკვე ჩვეულებაში გადაუვიდა რადიკალური ანტირუსული რიტორიკა. არანაირად არ არის გამართლებული. ასეთი პოზიცია, რომელიც ხელისუფლებას აქვს რუსეთის მიმართ, წამგებიანია ქართველი ხალხისთვის და მომგებიანია მისთვის - პოლიტიკური ტექნოლოგია ხელისუფლებას აძლევს საშუალებას შექმნას დაძაბული ფონი საქართველოში, სთესს ფსიქოზს, რათა ხელ-ფეხი გაეხსნას ძალისმიერ მეთოდების გამოყენების გასამართლებლად”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გულბაათ რცხილაძე.“ხელისუფლება შვებით ამოისუნთქავს, თუ შესუსტდება ემბარგო, ქართული ბრენდები გავა რუსეთის ბაზარზე, აღარ იქნება შეზღუდვები კომუნაკაციაზე, ოღონდ ხელისუფლებას ამის მიღწევა სურს არა რიტორიკის შეცვლის ხარჯზე. ერთ მხრივ, ამათ უნდათ მჭახე ანტირუსული რიტორიკა შეინარჩუნონ და მეორე მხრივ, მოგება ნახონ თუნდაც მალხაზ გულაშვილის ინიციატივების დაყენებით”, - აცხადებს გულბაათ რცხილაძე და შეკითხვას - “ხშირად ხდება ქართულ-რუსული სახალხო დიალოგი მომხრეების ასოცირება ებრალიძის სახელთან. ესეც ხელისუფლების შავი პიარის ნაწილია? ზოგიერთები ფიქრობენ, რომ იგი სააკაშვილის თამაშს თამაშობს” - პასუხობს:“ხელისუფლება ცდილობს გააღვივოს ანტირუსული ისტერია დიდი მასშტაბებით. ალექსანდრე ებრალიძე, როგორც ჩანს, ამათთვის საშიში პიროვნება აღმოჩნდა. ის არის დამოუკიდებელი ფიგურა თავისი ფინანსური რესურსებით. რა უნდა შესთავაზოს სააკაშვილმა, რომ მისი თამაშის წესები მიიღოს? ჩემთვის მისაღებია, დავსხდეთ თუნდაც მტერთან პირისპირ და ვისაუბროთ საქმის არსის გარკვევამდე. დიალოგის ფორმატი გაცილებით უფრო მეტ პერსპექტივას მისცემს ქვეყანას, ვიდრე ეს უაზრო ისტერია. კი ბატონო, ვლანძღოთ და კარგად ვხედავთ, რა დღეშიც ვართ აგერ, უკვე 20 წელია”. ლიცემერი: იგალობე ჩიტო, იგალობე . კონკურენტი დაინახეს მარადწაკუზულ ნოღაიდელში და აეწვათ უკანალი : პ.ს.ისე დაძრწის იუდა, რომ არაფრის არ რცხვენია Edited December 24, 2009 by ლ ი ც ი ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts