Jump to content
Planeta.Ge

„ატომური სადგურები უფრო უსაფრთხოა, ვიდრე სხვა დანარჩენი“?


Recommended Posts

Guest ჭანო
სხვათა შორის კაშხლებსაც არანაკლები ზიანი მოაქვთ გარემოსთვის ვიდრე ატომურ სადგურებს. პრინციპულად განსხვავებული რამეებია, მაგრამ მაინც.

:D

დიდი კაშხლის აგებისას კი,იცვლება ბუნება და თევზებს ხელს უშლის ქვირითი დადოს მდინარის სათაავებში,მაგრამ ატომურს სადგურს ვერ შეადარებ.

ასევე არსებობს მცირე მოცულობის კაშხლები რომლებიც მდინარის დინებიზე მუშაობს(დაგუბების გარეშე.)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 months later...
ატომურ რეაქტორებზე რას იტყვი? ატომური რეაქტორების და ქიმიური ნარჩენების ადგილიც რომ არაა. არ იციან სად წაიღონ ეს ატომური "ნაგავი". არც მე ვარ იმის მომხრე ატომური სადგურები შემდებოდეს და არსებობდეს.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 8 months later...

სომხეთის აეს ან მეწამორის ატომური ელექტროსადგური (სომხ. Մեծամոր ատոմակայան) მდებარეობს ქალაქ მეწამორთან, სომხეთი, ერევნიდან დაახ. 30 კმ-ში. ელექტროსადგური აშენდა 1970-იან წლებში და შედგება ორი ენერგობლოკისგან ВВЭР-440 ტიპის რეაქტორებით. ერთი ბლოკის სითბური წარმადობა შეადგენს 1375 მბტ-ს, ელექტრული კი — 440 მბტ-ს. იმ პერიოდში გამოყენებული ტექნოლოგია უკვე აღარ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.

 

ელექტროსადგური აწარმოებს სომხეთის ელექტროენერგიის დაახ. 40%-ს. 1988 წელს მომხდარი მიწისძვრის გამო ის დროებით დაიხურა, თუმცა თურქეთისა და აზერბაიჯანის ბლოკადის გამო, რომელმაც ქვეყანაში ენერგიის უკმარისობა გამოიწვია, სომხეთის მთავრობამ 1993 წელს ელექტროსადგურის ერთი რეაქტორი ისევ აამუშავა. მეორე რეაქტორი ექსპლუატაციაში გაუშვეს 1995 წლის 26 ოქტომბერს. არსებული რესურსებით ატომურ ელექტროსადგურს შეუძლია 2016 წლამდე იმუშაოს.

 

სადგურს მართავს რუსული კომპანია ИНТЕР РАО ЕЭС, РАО ЕЭС-სა და როსენერგოატომის ერთობლივი შვილობილი საწარმო 2003 წლიდან, ხუთწლიანი შეთანხმებით, სომხეთის დავალიანების დაფარვაში დახმარების მიზნით.

 

სომხეთში ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე 1000 ან 1200 მვ სიმძლავრით, რომლის მშენებლობა $5,2 - 7,2 მილიარდი უნდა დაჯდეს. ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა შესაძლოა დაიწყოს 2011 წელს და მწყობრში ჩადგება 2017 წლისთვის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მინუსები და პლიუსები ყველაფერს აქვს

 

1. ატომური სადგურები

პლიუსები - შედარებით იაფი ენერგია, დიდი სიმძლავრე, დამოკიდებული არაა გარემო ფაქტორებზე

მინუსები - გადამუშავებული საწვავის შენახვა პრობლემა.

 

2. დიდი ჰიდროელექტროსადგურები

პლიუსები - იაფი ენერგია, განახლებადი ენერგია

მინუსები - სერიოზული ცვლილებები მიკროკლიმატში, დამოკიდებულება ამინდზე (წვიმიანი თუ გვალვიანი წელია), ლანდშაფტის სერიოზული ცვლილება. კაშხალზე ავარიის შემთხვევაში ( გარღვევისას) დიდი ტერიტორიები დატბორვა. ზოგიერთი მონაცემებით, შეიძლება გაააქტიუროს სეისმური პროცესები (კერძოდ ასუანის კაშხლის აშენების შემდეგ ეგვიპტეში დაფიქსირდა სეისმური ბიძგები, რაც უჩვეულო იყო იმ ადგილებისათვის)

 

3. ქარის ენერგია - ქარგენერატორები

პლიუსები - განახლებადი ენერგია

მინუსები - სიძვირე, დამოკიდებულია ამინდზე, მუშაობისას გამოყოფს დაბალი სიხშირის ხმაურს რაც არასასურველ გავლენას ახდენს ცოცხალ ორგანიზმებზე.

 

4. მზის ენერგია

პლიუსები - განახლებადი ენერგია

მინუსები - სიძვირე, დამოკიდებულია ამინდზე, დაბალი მქკ

 

-----------------

 

საინტერესოო სამუშაოები მიდის ზღვის დინებებდან, ტალღებიდან და მოქცევა-მიქცევიდან ელექტროენერგიის მისაღებად. მემგონი ეს ყველაზე უფრო საინტერსო მიმართულებაა განახლებადი ენერგიის მისაღებად. თან ეჭვი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში შეიძლება ასეთი ტიპის აგრეგატებმა სერიოზული კონკურენცია გაუწიონ ჰიდროელექტროსადგურებს გამომუშავებული ენერგიის სიიაფის მხრივ.

-----------------

პრინციპში, თუ მოახერხეს მართული, კომერციულად მისაღები თერმობირთვული რეაქციის მიღება, ენერგიის ყველა დანარჩენი წყარო ალბათ დავიწყებას მიეცემა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1. ატომური სადგურები

პლიუსები - შედარებით იაფი ენერგია, დიდი სიმძლავრე, დამოკიდებული არაა გარემო ფაქტორებზე

მინუსები - გადამუშავებული საწვავის შენახვა პრობლემა.

არ არის ეგრე მარტივად საქმე, იაფი სულაც არ არის, თუ გაითვალისწინება გამოკვლევების და ნარჩენების შენახვის ( + თავდაცვის) ხარჯებს. როგორც წესი ეს ხარჯები ეკისრებათ გადასახადის გადამხდელებს და არა ენერგო-კონცერნებს, შესაბამისად "იაფად" ყიდიან მიღებულ ენერგიას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...