Guest ჭანო Posted December 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 23, 2009 (edited) ეხლა ვნახე საკმაოდ საინტერეო სტატია ენერგიაზე: „ატომური სადგურები უფრო უსაფრთხოა, ვიდრე სხვა დანარჩენი“უკვე წლებია, მიმდინარეობს დავა: მცირე თუ დიდი ენერგეტიკა, ტრადიციული თუ განახლებადი. ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე პოზიცია ჩამოყალიბდა სპეციალისტებს, ექსპერტებსა და ენერგეტიკოსებს შორის. თუმცა ისინი ერთ აზრზე შეთანხმდნენ, რომ 200 წლის შემდეგ ორგანული საწვავი საერთოდ არ იქნება და მომავლის პერსპექტივა განახლებადი ენერგიის წყაროებია. უძველესი დროიდან მზე, ქარი და წყალი ტრადიციულ ენერგიის წყაროდ ითვლებოდა, თუმცა სპეციალისტთა ნაწილი ამ აზრს არ ეთანხმება. განახლებადი ენერგიის ქართულ პერსპექტივებზე ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენერგეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ომარ ზივზივაძე გვესაუბრება. - ბატონო ომარ, რა პერსპექტივა აქვს საქართველოში განახლებადი ენერგიების განვითარებას? - ძალიან დიდი. საქართველო მზის ქვეყანაა და უნდა გამოვიყენოთ მზე, როგორც ენერგიის წყარო. არის ასევე ადგილები, სადაც ძალიან დიდი მარაგია ქარის რესურსებისა. რაც შეეხება წყლის რესურსებს, გეტყვით, რომ მხოლოდ 10% გვაქვს ათვისებული და გამოყენებული. სამწუხაროდ, ეს გვაკმაყოფილებს. დარჩენილი 90%-ც რომ ავითვისოთ, საქართველო ენერგეტიკის ექსპორტში ერთ-ერთი სერიოზული ქვეყანა იქნება. ეს უნდა ავითვისოთ და საკითხი სადავო არ უნდა გახდეს. - ქუთაისში ქარის ენერგიის გამოყენებაზე საუბარი წლების წინ დაიწყო. სოფელ ფარცხანაყანების ტერიტორიაზე იაპონელებმა ვითარების შესწავლაც კი დაიწყეს. რა ხდება დღეს? - მე თავად ვიყავი წევრი ამ კომისიისა, რომელიც შეიკრიბა და ვითარების შესწავლა დაიწყო. იაპონელები აკეთებდნენ დაკვირვებას ქუთაისში ქარის რესურსის გამოყენებაზე. სწორედ ფარცხანაყანების მიდამოებში, წყალსადენის ტერიტორიაზე შეისწავლეს და დაათვალიერეს. ეს საკმაოდ ძვირი ღირს, მაგრამ სიძვირის გამო არ შეიძლება დასკვნის გაკეთება - საჭირო არ არისო. ერთმა ცნობილმა ეკონომისტმა თქვა, ყველაზე ცუდი ეკონომიკა ის არის, რომ არ გაქვს ეკონომიკაო. - გამოდის, ქუთაისის პოტენცია ქარის ენერგიის გამოყენების და განვითარების კუთხით სრულად შესწავლილი არ არის? - რაღაც დეტალები შესწავლილია. გარდა ქუთაისისა, რეზერვები სხვაგანაც არის, მაგრამ შესწავლა უნდა. ამ კუთხით დაცდა საჭირო არ არის, საქმე უნდა დავიწყოთ. გეტყვით, რომ ერთეული სიმძლავრის აგრეგატი რაც უფრო ძვირია, მით უფრო ეკონომიურია. დღეს ქუთაისის მოსახლეობა 50 მეგაბაიტის ფარგლებში მოიხმარს ელექტროენერგიას. როცა აღრიცხვა არ იყო, 100 მგვტი ჭირდებოდა. ფაბრიკა-ქარხნები როცა მუშაობდა, ელექტრო-ენერგიის ხარჯვა 300 მეგავატი იყო. თუ ქუთაისთან ახლოს ქარის ჰიდროელექტროსადგურების ველი გაკეთდება და ერთმეგავატიანი 50 ცალი დანადგარი აშენდება, ეს ელექტროენერგიის პრობლემას ქუთაისელებს მოუხსნის. ქარის ენერგიის უარყოფითი ფაქტორი მისი არასტაბილურობაა. პარალელურად კი მეცნიერების კიდევ ერთი დარგი უნდა განვითარდეს, რომელიც ქარის დროს გამომუშავებულ ელექტროენერგიას დააგროვებს. - რატომ ვერ დაასრულეს იაპონელებმა დაწყებული საქმე? - ვერ გეტყვით, არ ვიცი, რატომ შეფერხდა. დღეს ადამიანები შეჩვეულები ვართ იმ ენერგიის გამოყენებას, რაც გვაქვს და ახალზე არ ვფიქრობთ. მაგრამ ვართ მიმბაძველებიც. ადამიანმა ისწავლა თერმო-ბირთვული დაშლის პროცესი და დღეს საქართველოში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზეც საუბრობენ. ამას ქართველები ვეწინააღმდეგებით. ეს არსებითია. მოწინავე ქვეყნების ეკონომიკა ატომურ სადგურებზეა გათვლილი. ჩვენ თერმო-ბირთვული სინთეზის რეაქციაც უნდა ვისწავლოთ. ამ საკითხზე ფიქრი დაწყებულია, მაგრამ ფული სჭირდება, რომ განხორციელდეს. - ატომური სადგური ახსენეთ, რა დადებითი და უარყოფითი ფაქტორები შეიძლება მოჰყვეს მის მშენებლობას და შემდგომ ფუნქციონირებას საქართველოში? - ერთი შეხედვით უწყინარი კითხვა, რომელიც თქვენ დასვით, ატომურ ენერგიას შეიცავს. ამ საკითხის ცალმხრივად გადაწყვეტა არ შეიძლება. ამ საკითხს საქართველოში განსაკუთრებული სიფრთხილით უდა მოვეკიდოთ. როგორც გვეუბნებიან, ჩვენი მომავალი ბიზნესი ტურიზმია და თუ ჩვენ აქ ატომური სადგური გვექნება, ბუნებრივია, ამ ბიზნესის განვითარებას საფრთხე ემუქრება. - პარალელურად საფრთხე ემუქრება ეკოლოგიასაც? - მე პირადად, როგორც ენერგეტიკოსი, ვთვლი, რომ ატომური სადგური უფრო უსაფრთხოა, ვიდრე სხვა დანარჩენი სადგურები. ატომური სადგური გარემოს მუშაობის პერიოდში იმდენ ზიანს არ მიაყენებს, როგორც ჰესები. მაგრამ ერთი შემთხვევაც რომ მოხდეს მისი გლობალური გაჟონვისა, სერიოზულ ეკოლოგიურ საფრთხეს შექმნის. ამიტომ ყველა დეტალი უნდა გავთვალოთ. ჩვენ ჯერ გვაქვს დრო, რომ დავაკვირდეთ, თუ როგორ განვითარდება ატომური ენერგეტიკა მსოფლიოში და გადაწყვეტილება მერე მივიღოთ. ამ კუთხით შეგვიძლია გარკვეული პერიოდი მაყურებლის როლში ვიყოთ მსოფლიოში ენერგეტიკული ეკონომიკის და პოლიტიკის განვითარების. ამ ატომურ სადგურებს დღეს რამდენიმე დაცვის რეჟიმი აქვს და ეს კიდევ უფრო იხვეწება და ვითარდება. - და მაინც, რამ შეიძლება იმოქმედოს გარემოზე? - არასწორად დაპროექტებულმა ენერგიის წყაროებმა. გეტყვით, რომ 500 კილოვატიანი გადამცემი ხაზებიც ცუდ გავლენას ახდენენ გარემოზე. განახლებადი ენერგიები დღეს ყველაზე სუფთა ენერგიად ითვლება. მაგრამ ამ ენერგიასაც აქვს უარყოფითი მხარეები, აქაც ზომიერებაა საჭირო. მაგალითად, თუ მზის ენერგიას 100%-ით ავითვისებთ, სრულ სიბნელეში აღმოვჩნდებით.*** ფაქტია, რომ განახლებადი და მცირე ენერგეტიკა დიდი ენერგეტიკის პრობლემას ვერ გადაწყვეტს, თუმცა პარალელურ რეჟიმში მან უნდა დაიკავოს გარკვეული სეგმენტი. განახლებადი ენერგეტიკის განვითარება ყოველწლიურად, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოხდეს საქართველოში, რათა ენერგეტიკულ ბალანსში ეტაპობრივად დაიკავოს ადგილი. ამისთვის კი სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკის სწორი მართვა და განვითარებაა საჭირო.მარიკა ვაჭარაძეhttp://www.psnews.info/php/newsshow.php?la...=433&page=3 Edited January 17, 2010 by ჭანო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted December 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 23, 2009 ეხლა დავიწყებ თუ რატომ არ უნდა დაიდაგას საქართველოში ატუმური სადგული.ბატონ ომარს მთავრ პრობლემებზე არ გაუმახვილებია ყურადღება:1. საჭირო რადიოაქტიული რესურსების საკმაოდ მცირეა, ანუ მალე გამოილევა როგორც ნავთობი.2. რადიოაქტიულუ ნარჩენების პრობლემა, რომელიც ძალიან მწვავედ დგას!3. ამით როგორც მან უკვე ისაუბრა ტურიზმზს მოუღებს ბოლოს,4. სოფლის მეურნეობასაც მიაყოლებს ზედ5. მისი აშენების ხარჯებით , შეიძლება ჰიდროელექტრო სადგურების აშენებაში დაიხარჯოს, ბევრად მომგებიან გამო, ანუ ფინასურადაც ბევრად გაუმართლებელია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted December 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 23, 2009 რა ჯანდაბად გვინდა ატომური სადგური, რომ არ გვყოფნიდეს უკვე აშენებული ჰიდროები კიდევ ჰო... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted December 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 23, 2009 რა ჯანდაბად გვინდა ატომური სადგური, რომ არ გვყოფნიდეს უკვე აშენებული ჰიდროები კიდევ ჰო...ყოფნით არა საკმარისი, მაგრამ სერიოზული ექსპორტიორი შეგვიძლია რომ გავხდეთ,არადა მომავალში ბევრი რამ გაძვირდება, ამიტომ საჩქაროდ უნდა მოხდეს განახლებად ენერგოს სადგურების შექმნა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted December 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 30, 2009 ლიტვამ უარი თქვა ატომზე და რამოდენიმე დღის წინ დაიხურა ატომური სადგური, მიუხედავად იმისა რომ ენრგიის წყარო ეხლა რუსეტიდან მომავალი გაზი რჩება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 10, 2010 მე მივესალმები ატომურ ენერგიას, თუ სათანადო უსაფრთხოების ზომები იქნება მიღებული..ნუ შევქმნით ბუას! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted January 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 10, 2010 მე მივესალმები ატომურ ენერგიას, თუ სათანადო უსაფრთხოების ზომები იქნება მიღებული..ნუ შევქმნით ბუას!ვერ დაგეთანხმები, ტუ რატომ ზემოთაც დავწერე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted January 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 დღეს მიიღო გერმანულმა მთავრობამ 70იან წლებში დამარხული რადიოაქტიული ნარჩენებსი ისევ ამოღება.ყოფილი მარილის საბადოებისი შენახული ნარჩენები, სადაც ტითქოსდა ყველაფერი მშრალად უნდა ყოფილიყო,ბზარები გაუჩნდა და სერიოზული საფჩხე დაემუქრა მიმდებარე ტერიტორიას.ეხლა ყველა კაცრები ისევ უნდა ამოირონ და სხვაგან გადაიტანონ, სერიოზული თანხებია საჭირო,რომელიც ისევ გადამხდელების კისერზე გადადის და არა ვინც ეგ ნაგავი თავის დროზე "გამოიმუშავა" და ფული გააკეთა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
fashisti Posted January 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 17, 2010 ჭანო არ მესმის სოფლის მეურნეობას და ტურიზმს რით შეუშლის ხელს თუმცა ფანტაზიებში გადავარდნაც არაა საჭირო მემგონი ყველამ იცის რომ საქართველოში ატომურ სადგურს არავინ არ ააშენებს და ამის მიზეზია ირანი... სხვა მიზეზებიც არის მაგრამ აქ თუ ატომურ სადგურს ააშენებენ მაშინ ირანს ვერაფერს ვეღარ ეტყვიან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted January 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 17, 2010 არ მესმის სოფლის მეურნეობას და ტურიზმს რით შეუშლის ხელსძალიან მარტივია, იმ ნარჩენებს სადრაც წაღება ხომ უნდა, საქართველო ძალიან პატარა ქვეყანა და ამასთან საკმაოდ მჭიდროდ დასხლებულიც(მთა გორიანობის გამო), ასევე თუ 90-იან წლებს გავიხსენებთ, სეისმოლოგიურად არც თუ ისე სტაბილურები ვართ. ისეტი პატარა ქვეყანა როგორიც საქართველო ტუ ერთი ატომური სადგური ექნება , ეგრე ეკოლოგიურად არც ტუ ისე უსაფრთხო რეგიონის მარკა მოგვეკრება არასტაბილურთან ერთად,ამასთან პოლიტიკურ არასტაბილურ ქვეყანა არ უნდა წავიდეს მასეთ რისკზე, თუ გავითვალისწინებთ ჩვენს საჰაერო თავდაცვას და ჩვენს მეზობლებს(ირანს და რუსეთს) + ჩვენს პოლიტიკას(დასავლეტისაკენ მისწრაფებას ვგულისხმობ), ძალიან დიდი საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის არსებობას. და ამ პრობლემის მოგვარებას უზარმაზარი ინფრა სრუტქტურა და ფინანსური რესურსები უნდა ,ფაქტიურად თავდაცვა უნდა აიყვანო ძალიან მაღალ დონეზე. პარალელურად განახლებადი ენერგიების ძალიან დიდი რესურსები გვაქვს, ყველა სფეროში დაწყებული წყლის ანუ კაშხლებით,ქარის,მზის, ზღვის ტალღებით და დინებებით მიღებული ენერგიით დამთავრებული. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
fashisti Posted January 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 17, 2010 მართალიხარ გეთანხმები მაგრამ ვინმე თუ განიხილავს საქართველოში ატომური ელექტროსადგურების მშენებლობას ეს მხოლოდ თეორიულადაა და რეალობაში არავინ არ დააპირებს ამას... ჩვენც ირანი ხომ არ ვართ რომ პრინციპულად ატომურ ენერგიას მივაწვეთ ჩვენთვის მთავარია მოგება ხოდა ამდენი მდინარე რომ გვაქ გაცილებით უფრო მომგებიანი იქნება კაშხლების აშენება ვიდრე ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted January 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 17, 2010 ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენერგეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ომარ ზივზივაძეეს პიროვნება ხომ განიხილავს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
fashisti Posted January 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 17, 2010 მაგას გინდ განუხილია და გინდ არა მაგი არაფერს არ წარმოადგენს დიდი ნოლია ამ საკითხში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lepori Posted January 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 18, 2010 საქართველო მზის ქვეყანაა და უნდა გამოვიყენოთ მზე, როგორც ენერგიის წყარო. არის ასევე ადგილები, სადაც ძალიან დიდი მარაგია ქარის რესურსებისა. რაც შეეხება წყლის რესურსებს, გეტყვით, რომ მხოლოდ 10% გვაქვს ათვისებული და გამოყენებული. სამწუხაროდ, ეს გვაკმაყოფილებს. დარჩენილი 90%-ც რომ ავითვისოთ, საქართველო ენერგეტიკის ექსპორტში ერთ-ერთი სერიოზული ქვეყანა იქნება. ეს უნდა ავითვისოთ და საკითხი სადავო არ უნდა გახდეს. აბა ატომური სადგური რაღა ჯანდაბად გვინდა? :unsure: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted January 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 18, 2010 მართალიხარ გეთანხმები მაგრამ ვინმე თუ განიხილავს საქართველოში ატომური ელექტროსადგურების მშენებლობას ეს მხოლოდ თეორიულადაა და რეალობაში არავინ არ დააპირებს ამას... ჩვენც ირანი ხომ არ ვართ რომ პრინციპულად ატომურ ენერგიას მივაწვეთ ჩვენთვის მთავარია მოგება ხოდა ამდენი მდინარე რომ გვაქ გაცილებით უფრო მომგებიანი იქნება კაშხლების აშენება ვიდრე ატომური ელექტროსადგურის მშენებლობასხვათა შორის კაშხლებსაც არანაკლები ზიანი მოაქვთ გარემოსთვის ვიდრე ატომურ სადგურებს. პრინციპულად განსხვავებული რამეებია, მაგრამ მაინც. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.