Jump to content
Planeta.Ge

თავდასხმა ფონდ "ინკლუზივზე"


Recommended Posts

საქართველოს პრეზიდენტს

საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ სამსახურებს

საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს

საქართველოს სახალხო დამცველს

 

მ ი მ ა რ თ ვ ა

ქართულ სამოქალაქო სექტორზე თავდასხმის გამო

 

2009 წლის 15 დეკემბერს, საღამოს 7 სათზე ფონდ “ინკლუზივის” ოფისში 5 უფორმო, შეიარაღებული ადამიანი შეიჭრა. ფონდში, ხელმძღვანელის გარდა იმყოფებოდნენ ქალთა კლუბის წევრები. უცნობმა პირებმა ისინი გააფრთხილეს არ დაეტოვებინათ ოთახი და განუცხადეს, რომ მხოლოდ “მათი უფროსი” აინტერესებდათ. ფონდის ხელმძღვანელი რამდენიმე პირმა სხვა ოთახში გაიყვანა. ამის შემდეგ, მათ ტელეფონზე დარეკეს და 8 საათისათვის ოფისში უცხო პირთა რიცხვი უკვე 12-13-მდე გაიზარდა. იქ მყოფთა მონათხრობით, შემომჭრისას მათ არ ეცვათ პოლიციელთა ფორმები (რამდენიმე მათგანმა მხოლოდ ოფისში შემოიცვა ქურთუკი შესაბამისი წარწერით), არ უჩვენებიათ ჩხრეკის ორდერი, უარი თქვეს საბუთის წარდგენასა და იდენტობის გამჟღავნებაზე.

თვითმხილველთა თქმით, მათ შეახსენეს ოფისში შემოსულ პირებს, რომ ჩხრეკას, რომელიც მეორე ოთახში დაიწყო, მოწმეები სჭირდებოდა. ყველას ჩამოართვეს ტელეფონები, ცალკე ოთახში გადაიყვანეს და რამდენიმე “პოლიციელი” მიუჩინეს. გოგონები რამდენიმე საათის განმავლობაში გამოკეტილი ჰყავდათ ოთახში, არ მისცეს ახლობლებთან დაკავშირების საშუალება, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას – ეძახდნენ გადახრილებს, ავადმყოფებს, სატანისტებს, დასცინოდნენ და აშანტაჟებდნენ. ემუქრებოდნენ, რომ გადაუღებდნენ და გაავრცელებდნენ სურათებს. ჩამოხიეს კედლებზე გაკრული პლაკატიც. იყო ფიზიკური ლიკვიდაციის მუქარაც, განსაკუთრებით ფონდის თანამშრომლების ეკა აღდგომელაშვილისა და თინათინ ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც დაჟინებით მოითხოვდნენ ჩხრეკის ორდერის ან რაიმე საბუთის წარდგენას. ამ მოთხოვნაზე ისინი ცინიკურად პასუხობდნენ, რომ “ორდერსა და საბუთს მხოლოდ იმას აჩვენებენ, ვისაც საჭიროა.” ამ თავდასხმის შემდეგ დაკავებულ იქნა ორგანიზაციის ხელმძღვანელი პაატა საბელაშვილი.

ერთ-ერთმა პირმა, რომელიც განსაკუთრებული აგრესიულობითა და ჰომოფობიით გამოირჩეოდა, ფონდის თანამშრომელს თავი კუდი-ის ოპერატიულ თანამშრომლად, გიორგი გეგეჭკორად წარუდგინა. თუმცა, 18 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე იგი გამომძიებლის როლში წარსდგა სასამართლოს წინაშე დავით ხიდეშელის სახელითა და გვარით. ამას გარდა, მეორე პირი (როგორც მოგვიანებით გაირკვა პოლიციის ქვეგანყოფილების ერთ-ერთი ხელმძღვანელი), რომელიც განსაკუთრებით ბილწსიტყვაობდა, ფიზიკური ლიკვიდაციით დაემუქრა ეკა აღდგომელაშვილს თუ ის არ დაუყოვნებლივ გაჩუმდებოდა (“მოგსპობ, მიწასთან გაგასწორებ”, “გააჩუმეთ ეს ქალი, თორემ მოვკლავ” და სხვ.). ფონდის თანამშრომლის რეპლიკაზე, რომ ისინი აჭარბებენ საკუთარ უფლებამოსილებას და პასუხს აგებენ ასეთ საქციელზე, მან უპასუხა: “მიჩივლე, ფეხები არ მომჭამო”; “მე ვარ კანონიცა და სასამართლოც”.

გაჩხრიკეს ფონდის ოფისში მყოფი ყველა გოგონას ხელჩანთა. რამდენიმე მათგანის ჩანთა გაიჩხრიკა სხვა ოთახში, ისე, რომ მათი მფლობელები არ ესწრებოდნენ ამ პროცედურას და მხოლოდ ამის მერე დაუბრუნეს ის პატრონს. ორ ქალს შეჰყავდა გოგონები საპირფარეშოში (ზოგი ცალკე, ზოგი ორ-ორად), აშიშვლებდნენ მათ და ჩხრეკდნენ, პარალელურად მათ უწოდებდნენ გადახრილებს, ავადმყოფებს. არც ერთი მათგანის ჩხრეკვის ოქმი ადგილზე არ შეუდგენიათ. პროცედურის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი “პოლიციელი” ქალბატონი პირჯვრისწერით ამბობდა, რომ “ამათ ქალის სხეული შეაზიზღეს”.

ოფისსა და ოფისის თანამშრომლებზე დღემდე ხდება ზეწოლა – გაურკვეველი პირები ღიად უთვალთვალებენ და დაყვებიან მათ. ოფისთან მუდმივად მორიგეობს მანქანა; ასევე რამდენიმე პირი დგას ერთ-ერთი თანამშრომლის სადარბაზოსთანაც რომელიც ოფისის მახლობლად ცხოვრობს.

ფონდში შემოჭრის მიზეზის მიუხედავდ, “ინკლუზივის” დარბევა იმ ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც საქართველოში ადამიანთა უფლებათადაცვითი ორგანიზაციების მიმართ ხორციელდება და მათ დისკრედიტაციას ემსახურება. Aმ მხრივ საყურადღებოა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მანამდე გავრცელებული სიუჟეტი “ადამიანთა უფლებების პრიორიტეტის” წევრთა მიერ დევნილებისათვის თანხის გამოძალვის თაობაზე, რუსთავი 2-ს სიუჟეტი საია-ს მიერ სტრასბურგში საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელის თაობაზე ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედების კონოტაციით და სხვ. ამ მოვლენებს წინ უსწრებდა გაზეთ “ბათუმელების” ჟურნალისტის დაშანტაჟების მცდელობა, რომლის მონაწილენიც დღემდე დაუსჯელნი არიან.

შესაბამისად, არსებობს საშიშროება, რომ ორგანიზაციის პროფილის გათვალისწინებით, მოხდეს ჰომოსექსუალობის თემით მანიპულირება და საზოგადოების რადიკალურად განწყობილ ჯგუფებში აგრესიის ხელოვნურად გაღვივება.

საგულისხმოა, რომ ხელისუფლება მსგავს შემთხვევებში განყენებულ პოზიციას იკავებს და ქვეყნის შიგნით თუნდაც დემოკრატიული პრინციპების უგულვებელყოფის ხარჯზე მართლმადიდებლური ინტერესების დამცველად, ხოლო მის საზღვრებს გარეთ ფუნდამენტალისტურ და სამოქალაქო სექტორის დაპირისპირების მსხვერპლად წარმოაჩენს თავს. აქედან გამომდინარე არსებობს საფრთხე რომ მიზანმიმართულად ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერთა მარგინალიზაცია, მათი კრიმინალიზაციის ან დისკრედიტაციის გზით.

ამრიგად,

 

1) ვაპროტესტებთ ადამიანის ღირსების, უფლებებისა და იდენტობის შეურაცხყოფას და მოვითხოვთ დაისაჯონ ის პირები, რომლებიც ზეპირსიტყვიერ, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას სჩადიოდნენ ფონდ “ინკლუზივის” თანამშრომლების მიმართ.

 

2) მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებამ კანონით დადგენილი რეაგირება მოახდინოს ძალადობის ყველა მსგავს შემთხვევაზე, მოიკვლიოს და დასაჯოს მსგავს შემთხვევებში მონაწილე ყველა პირი.

 

 

3) ვთხოვთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ სამსახურებს მუდმივი მონიტორინგი გაუწიონ პაატა საბელაშვილის პატიმრობის პირობებს და მისი უფლებების ზედმიწევნითი დაცვის მოთხოვნით მიმართონ საქართველოს ხელისუფლებასა და სამართალდამცავ ორგანოებს. Aასევე ვთხოვთ, მუდმივი მონიტორინგი გაუწიონ მსგავს შემთხვევებსა და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მისი მოქალაქეების დაცვის ვალდებულების შესრულებას.

 

3) მოვითხოვთ საინფორმაციო საშუალებებმა მკაცრად დაიცვან უდანაშაულობის პრეზუმფცია და პიროვნების ღირსების ხელშეულებლობა და თავი შეიკავონ ყოველგვარი დეზინფორმაციის და შესაბამისად გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან.

 

4) მოვითხოვთ დაუყოვნებლივ შეწყდეს ფონდის თანამშრომლების დევნა, თვალთვალი და ფსიქოლოგიური ზეწოლა.

 

5) ვთხოვთ საქართველოს სახალხო დამცველს განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს ფონდი ინკლუზივის დარბევის საკითხს და მონიტორინგი განახორციელოს პაატა საბელაშვილის ყველა სამოქალაქო უფლებების ზედმიწევნით დაცვაზე.

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ეკა აღდგომელაშვილს.

ფონდი “ინკლუზივი”

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი ესეთ საკითხებზე რომ არ გიჩნდებათ პროტესტის გრძნობა,იმიტომაც ვართ იქ,სადაც ვართ. :D

 

 

ვინ ჩემი ფეხები არიან ეგ ძაღლები მაგდენს რომ ბედავენ?

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი ესეთ საკითხებზე რომ არ გიჩნდებათ პროტესტის გრძნობა,იმიტომაც ვართ იქ,სადაც ვართ. :)

ვინ ჩემი ფეხები არიან ეგ ძაღლები მაგდენს რომ ბედავენ?

 

ძაღლებს ვის ეძახი პოლიციელებს?

 

ცუდია ცუდი ასეთი აზროვნება დამრთავდა ჩვენთან

 

იმიტომაც გავანადგურეთ ქურდები ჩამოდი აქ და პოლიციელს ძაღლი შენთან ახლოს რომ იდგეს ისე დაუძახე

 

ნებისმიერ საეჭვო ორგანიზაციაში ჩატარდება ჩხრეკვა

 

მოქალაქე საბელაშვილ პაატას პირადი ჩხრეკვის შედეგად აღმოაჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა

Edited by FRIDRIX
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

 

 

წაიკითხე საერთოდ როგორ ექცეოდნენ ადამიანებს და მაგისთანას სამართალ დამცავი უნდა დავუძახო შენის აზრით?

 

 

პლანის შენახვაზე დააკავეს თურმე არა? :)

 

On December 15 2009 the office of the Inclusive Foundation, a well known Georgian LGBT organisation, was raided by the police. They did not wear police uniforms, did not provide a search warrant, did not inform about their identity or agency they represented and did not explain the purpose of their intrusion. Members of the LGBT community were present in the office during the raid for a regular meeting of the “Women’s Club”. The men confiscated cell phones of all those present in the office, did not allow them to contact their families, and made degrading and humiliating remarks, such as ‘perverts’, ‘sick persons’, Satanists. They threatened to take photos of the women and disseminate them to reveal their sexual orientation. They also threatened ‘to kill’ and ‘tear to pieces’ one of the leaders of the organisation, Eka Agdgomelashvili, if she did not stop demanding the search warrant and identification documents of the police.

 

Paata Sabelashvili, the leader of the organization, was arrested as a result of the raid. Soon after arrest he confessed to the possession of 8 grams of marijuana. However, because he made the confession before seeing his lawyer, without the presence of anyone except law enforcement officials, the validity and voluntary character of the confession is highly suspicious.

 

Staff members of the organization are under continuous surveillance up till now. Their homes, movement in the city and office are under constant surveillance by cars full of men without uniform. One such car is permanently stationed outside the entrance to the house of one of the staff members.

 

The raid on the Inclusive Foundation represents a logical continuation of the policy of repression of non-governmental organizations conducted by the Georgian government. It aims at marginalizing, intimidating and discrediting human rights defenders in Georgia.

 

Please, find below the full details of the case in our appeal to the Georgian President, the Public Defender of Georgia, the Diplomatic Missions accredited in Georgia as well as international organisations.

 

Inclusive - Foundation

 

და შენისთანებმა უნდა დაიცვან ჩვეულებრივი მოქალაქეები?

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასევე მოქალაქე საბელაშვილი პაატა ორგანიზებას უწევდა კლუბ "კუბიკში" საიტის GAY.GE შექმნიდან 6-წლისთავის აღნიშვნას

 

ჩვენი ქვეყანა იცავს და დაიცავს სექსუალური უმცირესობების უფლებებს

 

ამ საკითხს უკავშირდება პროფილაქტიკური ჩხრეკვაც რომ ამ მოქალაქემ არ დაარღვიოს სექსუალური უმცირესობობების წარმომადგენლების უფლებები და ბოროტად არ გამოიყენოს მისდამი ამ ადამიანების ნდობა თავისი ორგანიზაცია და ფონდი რაიმე თანხების უკანონო მიმოქცევა არ ხდებოდეს თანხების გამოძალვა მარიხუანა და ასე შემდეგ

 

შეიძლება ნარკოტიკული ნივთიერებებიც იყოს საქმეში გარეული

 

და კიდევ ძალიან ბევრი საეჭვო გარემოება გამოიკვეთა რომელსაც გამოძიება დაადგენს

 

პროფილაკტიკური ჩხრეკვა

 

რა ტრაგედია შექმენი

Edited by FRIDRIX
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

 

 

მე შენთან დავამთარე საუბარი ამ ფორუმზე და იმას გაგიმეორებ,რომ არ ფიქრობ სწორად.მოვა დრო და ეს ჩემი სიტყები გაგახსენდება. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

მე შენთან დავამთარე საუბარი ამ ფორუმზე და იმას გაგიმეორებ,რომ არ ფიქრობ სწორად.მოვა დრო და ეს ჩემი სიტყები გაგახსენდება. :)

 

 

კარგი რა კარგი კარგი კარრგი კაააააარგი რატო იბუტები!!!!!

 

არ შეიძლება ვიკამათოდ და ვისაუბროდ

 

არ არსებობს ჭეშმარიტება არც შენ ღაღადებ მას და არც მე

 

მაგრამ ხო არ შეიძლება ასე გამებუტო მერე სადმე შენ პოსტ რო ვნახავ იმაზე უდნა ვიფიქრო რომ არ გიპასუხო იმიტომ რომ გავიბუთეთ

 

 

 

არსებობს საწინააღდეგო აზრიც რომელსაც მე თუ არა სხვა დააფიქსირებს

 

მერე იმას გაებუტე და ეგრე აღარავის არ დაელაპარაკო

 

 

:) :mamao: :)

Edited by FRIDRIX
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგი რა კარგი კარგი კარრგი კაააააარგი რატო იბუტები!!!!!

 

 

რაზე უნდა გეკამათო აბა მითხარი,როცა ყველანაირ უსამართლობას ამართლებ?

 

 

არ შეიძლება ეგრე ფიქრი როგორც შენ ფიქრობ.ცხოვრება დაგანახებს მაგას,რომ მე მართალი ვარ.

 

 

არ გებუტები,მაგრამ აზრსაც ვერ ვხედავ შენს პროსტებს რომ ვუპასუხო.სმაილების დასმა ისწავლე. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაზე უნდა გეკამათო აბა მითხარი,როცა ყველანაირ უსამართლობას ამართლებ?

არ შეიძლება ეგრე ფიქრი როგორც შენ ფიქრობ.ცხოვრება დაგანახებს მაგას,რომ მე მართალი ვარ.

არ გებუტები,მაგრამ აზრსაც ვერ ვხედავ შენს პროსტებს რომ ვუპასუხო.სმაილების დასმა ისწავლე. :))

 

 

ანუ ვისწავლე თუ ვისწავლო

 

 

მამაო სპეციალურად მყავს ორ ეშმაკს შუა ვგიიიიიიიიიიიიიიიიჟდები მაგ სმაილებზე :) :) :) :)) :)) :)) :)) :)) :)) :))

 

 

კარგია რომ არ მებუტები

Edited by FRIDRIX
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

 

როგორ სმაილებს სვამ,ეგ შენს განათლებაზე და ეთიკაზე ლაპარაკობს.რაც უფრო მეტს დასვამ და დაპოსტავ,უკეთ გაგიცნობ. :)

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

 

როგორ სმაილებს სვამ,ეგ შენს განათლებაზე და ეთიკაზე ლაპარაკობს.რაც უფრო მეტს დასვამ და დაპოსტავ,უკეთ გაგიცნობ. :)

 

 

მთავარია განაგრძე ჩემი გაცნობა და არ გამებუტო

 

:) :mamao: :) აი რა შუაშია განათლება უბრალოდ ვხუმრობ და განწყობას მიმაღლებს მეცინება ამ 3-სმაილზე ხო შეიძლება რაღაცას მაინც მივუდგეთ მსუბუქად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

ძაღლებს ვის ეძახი პოლიციელებს?

კი

 

ყველა, ვინც მასე იქცევა, ვისაც მუნდირი იმიტომ აცვია, რომ საკუთარი კომპლექსები დამალოს, ვინც კაცს ემსახურება და არა კანონს, არის ძაღლი და ნაბიჭვარი

 

და აქ ქურდი და ძველი კაიბიჭი არაფერ შუაშია, არაფრით არიან მათზე უკეთესები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველა, ვინც მასე იქცევა, ვისაც მუნდირი იმიტომ აცვია, რომ საკუთარი კომპლექსები დამალოს, ვინც კაცს ემსახურება და არა კანონს, არის ძაღლი და ნაბიჭვარი

 

 

გაგამწარეს შენც იქით? :D მე რომ გავხსენი თემა,მეცოდებით მეთქი,დაიბოღმნენ და ექვსი თვით აიპი ბანი მითავაზეს.ეს ჟურნალია ჩოხა ბატონო,მაგრამ პატიოსანმა ხალხმა რა უნდა გააკეთოთ ეგ არის დიდი პრობლემა. გილოცავ დამდეგ დღესასწაულებს და ნერვებს გაუფრთხილდი.:D

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...