Jump to content
Planeta.Ge

პირველი ქრისტიანები

Recommended Posts

მიოგეხსენებათ რომ 325 წლამდე ქრისტიანობა ორგანიზებული და ცენტრალიზებული არ ყოფილა..

როგორი იყო პირველი ქრისტიანობა, რითი განსხვავდება ის შემდგომ ქრისტიანობისგან?

ვინც იცის იქნებ ინფორმაციები დავდოთ ამის შესახებ, კარგი იქნება,...

როგორც ვიცი პირველი ქრისტიანები განსხვავდებოდნენ შემდეგ უკვე ნიკეის შემდეგ ქრისტიანებისგან...

ამ განსხვავებებზეც გველაპარაკა..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 51
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

Morfius

I საუკუნის შემდეგ, მოხდა ნამდვილი ქრისტიანობიდან გადახვევა. IV საუკუნის ბოლოს კი, ქრისტიანობის ნიღბით ჩამოყალიბდა სრულიად სხვა, (საყოველთაო) რელიგიური მიმდინარეობა. მოგვიანებით (1054 წ-ს) ეს მიმდინარე

Morfius

ობიექტური ინფორმაცია ასეთია: პირველი საუკუნის ქრისტიანობა სანამ ის რელიგიად ჩამოყალიბდებოდა იყო მრირერიცხოვან ადამიანთა სექტა ანუ დაჯგუფება და სიტყვა სექტაში საწყენი არაფერია, რაზედაც ალერგია ემართება

აზრი

Morfius   ისტორიას ამახინჯებ. წარმოდგენა არ გაქვს ადრეულ ქრისტიანებზე. აგერ ბმული და აქ გასაგებად მიწერია ყველაფერი რა როგორ იყო და რის შემდგე რა მოხდა:   http://planeta.ge/index.php?showtopic=36579&

Posted Images

I საუკუნის შემდეგ, მოხდა ნამდვილი ქრისტიანობიდან გადახვევა. IV საუკუნის ბოლოს კი, ქრისტიანობის ნიღბით ჩამოყალიბდა სრულიად სხვა, (საყოველთაო) რელიგიური მიმდინარეობა. მოგვიანებით (1054 წ-ს) ეს მიმდინარეობა გაიხლიჩა ორად - კათოლიკურ და მართლმადიდებულ დაჯგუფებად. საუნუნეების შემდეგ ამ ორ დაჯგუფებას გამოეყო სხვა უამრავი დაჯგუფეფები, ფორმირება მიიღო პროტესტანტულმა მიმდინარეობებმა და საბოლოოდ, ქრისტიანობა რომელიც I საუკუნეში არსებობდა - ღარიბი, მცირერიცხოვანი რელიგიური ჯგუფი, რომელსაც ქრისტიანები ერქვათ - შეცვალა მონოპოლიურმა რელიგიურ-პოლიტიკურმა ადამიანებმა; ერთ დროს ღარიბი, მცირე, პოლიტიკისგან შორს მდგარი სპეტაკი და პატიოსანი ადამიანები, რომლებიც ნამდვილ ქრისტიანულ ოჯახს წარმოადგენდნენ, შეცვალა ძლევამოსილი პოლიტიკურ-რელიგიური ადამიანების მიერ შექმნილმა "მანქანამ" (მექანიზმმა) - რათა მასები ემართა, და ამ "მანქანამ", უამრავი ჭირ-ვარამი მოუტანა მილიონობით ადამიანს აგერ უკვე საუკუნეებია.

ენციკლოპედია "კაცობრიობის დიდებული ეპოქები" ამბობს, რომ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის მჭიდრო კავშირის დამყარების შედეგად "ახ. წ. 385 წლისთვის, როდესაც ქრისტიანების სასტიკი დევნის შემდეგ მხოლოდ ოთხმოციოდე წელი იყო გასული, ეკლესიამ თავად იწყო ერეტიკოსების სიკვდილით დასჯა; სასულიერო პირებს თითქმის ისეთივე ძალაუფლება ჰქონდათ, როგორიც იმპერატორებს". ამგვარად, დადგა ეპოქა, როდესაც ხალხთა მოსაქცევად დარწმუნების ნაცვლად მახვილს მიმართავდნენ და პირველი საუკუნის თავმდაბალი მქადაგებლები ტიტულოვანმა, ძალაუფლების მქონე სამღვდელოებამ შეცვალა (მათე 23:9, 10; 28:19, 20). ისტორიკოსი ჰ. უელსი წერდა იმ "რადიკალური განსხვავების" შესახებ, რომელიც მეოთხე საუკუნის ქრისტიანობასა "და იესო ნაზარეველის მოძღვრებას" შორის შეინიშნებოდა.

ამ "რადიკალურმა სხვაობებმა" ღვთისა და ქრისტეს შესახებ ძირითად სწავლებებზეც იქონია დიდი გავლენა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 year later...
ეხლა ობიექტური ინფორმაცია მჭირდება (ყოველგვარი პროპაგანდისტულ ინფორმაციის გარეშე, წყაროები და შეჯამება)... :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

I საუკუნის შემდეგ, მოხდა ნამდვილი ქრისტიანობიდან გადახვევა. IV საუკუნის ბოლოს კი, ქრისტიანობის ნიღბით ჩამოყალიბდა სრულიად სხვა, (საყოველთაო) რელიგიური მიმდინარეობა. მოგვიანებით (1054 წ-ს) ეს მიმდინარეობა გაიხლიჩა ორად - კათოლიკურ და მართლმადიდებულ დაჯგუფებად.

ამ თეორიას აკლია შემდეგი სიტყვები: მეოთხე საუკუნემდე ვაი ვაგლახით მიღწეული ნამდვილი ქრისტიანები ერთ დიდ გამოქვაბულში დასახლდნენ ალპებში და მეთვრამეტე საუკუნემდე იქ იმალებოდნენ, რადგან ელოდნენ ახალ მესიას ჩარლზ ტეიზ რასელის სახით და აი დადგა სანატრელი დრო და ჟამი და ისინიც გამოეცხადნენ ქვეყნიერებას, ე.წ იეჰოვას მოწმეების სახით :givi:, მეოთხე საუკუნემდე მოღწეულ ნამდვილ ქრისტიანებს რა ერქვათ მეხუთე საუკუნიდან მეთვრამეტე საუკუნემდე მისტერ აზრმა არ იცის, არც ის იცის სად იყვნენ და რატომ არაფერს წერს მემატიანე მათ შესახებ, არადა იესო ეუბნენა პეტრეს შენ ხარ კეფა, კლდე და შენზედ დავაფუძნებ ეკლესიას რომელსაც ვერ დასძლევს ჯოჯოხეთის ბჭენი, როგორც ვხედავთ მისტერ აზრის იდეოლოგიით იესოს ეს დაპირება მხოლოდ მეოთხე საუკუნემდე მოქმედებდა შემდეგ იშვიათი ცხოველებივით გადაშენებულან ქრისტიანები და აგერ მეთვრამეტე საუკუნეში თაღლით რასელში გაუღვიძია მათ გენეტიკურ კოდს, სწორედ მსგავს უსუსურ ტყუილს წერდა მეზობელ თემაში როდესაც მხილებული ტყუილში ჩემს გაჩუმებას მზაკვრული ხერხებითა და პროვოკაციებით ცდილობდა, მაგრამ ვერ მივართვი, ამ ფორუმის არსებობის მანძილზე მე აქ ვიქნები მარად და მარად და ყოველ მის მსგავს გაყალბებულ განცხადებაზე, რომელიც რეალობასთან ისეთ შორ მანძილზე დგას რომ შედარება ცა და დედამიწა აქ ცოტა უხერხულია, მუდამ ვამხელ.

აი ამის დაწერა უნდოდა მისტერ აზრს და ჯერ ნიადაგს სინჯავს პუბლიკას არჩევს ვინ დაიჯერებს ისტორიის გამყალბებელ მის თხზულებას და ვინ არა, ნუკრიკოს თქმისა არ იყოს ლევანიკო და გიორგიჩოხელი ალბათ უსიტყვოდ დაიჯერებს :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა ობიექტური ინფორმაცია მჭირდება (ყოველგვარი პროპაგანდისტულ ინფორმაციის გარეშე, წყაროები და შეჯამება)... :)

ობიექტური ინფორმაცია ასეთია: პირველი საუკუნის ქრისტიანობა სანამ ის რელიგიად ჩამოყალიბდებოდა იყო მრირერიცხოვან ადამიანთა სექტა ანუ დაჯგუფება და სიტყვა სექტაში საწყენი არაფერია, რაზედაც ალერგია ემართება ხოლმე მისტერ აზრს თავად ამ სიტყვის მნიშვნელობის არ ცოდნის გამო, რომელთა მრწამსსაც დასაბამი მისცა ბიბლიური წყაროს მიხედვით ხორციელ ფიზიკურ სხეულში, ადამიანად მოსულმა ღვთის ძემ იესო ნაზარეველად წოდებულმა, იქადაგა რა იუდაიზმისაგან რადიკალურად განსხვავებული და ჭეშმარიტი ღვთისათვის მოსაწონი მოძღვრება იესო ნაზარეველმა, მისი იდეოლოგია ჩამოყალიბდა ახალ კონცეფციად იუდეველთა რელიგიურ სამყაროში, რის გამოც იგი როგორც ავაზაკი სიკვდილით დასაჯეს, ვინაიდან მის მოძღვრებაში იუდეველი მღვდელთმსახურები და სასულიერო პირები ხედავდნენ აშკარა განსხვავებას და შეუსაბამლობას იმ რჯულთან და კანონთან რაც მათ ღვთისაგან მიცემული ქონდათ ებრაელი წინასწარმეტყველის მოსეს მიერ, ბრალდების მთავარი მოტივი კი საზოგადოდ ცნობილი ვერცხლისმოყვარეობა იყო, ვინაიდან მღვდელთმსახურები ხედავდნენ რომ ებრაელი ერის უმრავლესობა დაინტერესებული და ლოიალური იყო ამ მოძღვრობით მათ გაუჩნდათ მრევლის ანუ ფულის კეთების წყაროს დაკარგვის რეალური შიში, ამიტომ შეთხზეს ათასგვარი ცრუ ბრალდება, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა და იმჟამად იერუსალიმის მმართველ ჰეგემონ პონტოელ პილატესთან მიიყვანეს უსამართლოდ დატყვევებული, რომელიც რომის იმპერიის ხელისუფლების წარმომადგენელი იყო დაბყრობილ იერუსალიმში, მან მოისმინა ეს ცრუ ბრალდებები და იმიტომ რომ საგანგაშო ვერაფერი აღმოაჩინა მის იესოს გაშვებას აპირებდა, მაგრამ ააბუნტეს წინასწარდარიგებული ხალხის მასა პროკონსულის სასახლესთან და იგი იძულებული გახდა მიეღო პოლიტიკური და არა სამართლიანი გადაწყვეტილება, სიკვდილით დასჯა, ამის შემდგომ წმინდა წერილი მოგვითხრობს რომ იესო მკვდრეთით აღდგა და ზეცად ამაღლდა ხოლო მის მოწაფეებს ანუ პირველ ქრისტიანებს ნუგეშისმცემლად მოუვლინა ღვთის სული წმინდა, მოციქულთა საქმეები მოგვითხრობს პირველი ქრისტიანების მოღვაწეობასა და საქმიანობაზე, რომელიც ძირითადად შემოიფარგლებოდა სხვადასხვა სახელმწიფოებში და თავად რომის იმპერიაში იესოს მიერ ნაქადაგები მოძღვრების გავრცელებით, სნეულთა განკურნებით და იმ სასწაულქმედებებით რასაც იესო მიწაზე ყოფნის პერიოდში ახდენდა, პირველ ქრისტიანებს სანამ ისინი მრევლს და მოწაფეებს შეიძენდნენ ფართო მასშტაბით არ ქონდათ ტაძრები და ღვთისმსახურობისთვის იუდეველებისა და სხვა ქვეყნებისათვის დამახასიათებელი პოსტულატები, როგორიცაა საეკლესიო ლიტურგია, წირვა, მესა და ასე შემდეგ, ისინი იდევნებოდნენ თავად იუდეველებისა და რომის იმპერიის მიერ, ამიტომ ხშირად იატაქქვეშა მალულ შეხვედრებს მართავდნენ, მალულად გადაადგილდებოდნენ მაგრამ თავის გასაკეთებელ საქმეს მაინც აკეთებდნენ, პირველ საუკუნეშივე შეიმჩნევა სქიზმის ანუ მათ შორის განხეთქილების ელემენტები, ვინაიდან ზოგი ყვიროდა მე პეტრესი ვარ, მე პავლესი, მე ნიკიფორესი და მე კიდევ ტიტესი, მაგრამ თავად მოციქულების მიერ დაიგმო ასეთი გამოხდომები და მკაცრად შეახსენეს მრევლს რომ ასეთი გამოხდომები ეშმაკისგან იყო და ისინი ყველანი ქრისტეს ცხვრები იყვნენ, თუმცა მიუხედავად ამისა მაინც ჩამოყალიბდა სხვადასხვა ქრისტიანული რელიგიური მიმდინარეობები ჭეშმარიტი ქრისტიანობის პარალელურად ისინი იწოდებოდნენ ნიკოლაელებად და არიანელებად, ნიკოლაელთა მოძღვრება, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს თაღლით რასელის იდეოლოგიას ვინაიდან ძველი და ახალი რჯულის არასწორედ შეფასება-შეჯამების შედეგად გაკეთებულ მცდარ დასკვნებზე იყო აგებული, მოციქულ იოანეს პირით თავად დაგმო უფალმა იესომ, არიანელთა მოძღვრება კი ეკლესიის მიერ დაიგმო საეკლესიო კრებაზე. რაც შეეხება 325 წელს დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე ქ.ნიკეაში ჩატარებულ პირველ საეკლესიო კრებას ეს მას შემდეგ მოხდა რაც ქრისტიანულმა მრწამსმა რომის იმპერიისგან პოლიტიკური მხარდაჭერა მიიღო და ის იმპერიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, დაინგრა მარსის, ვენერას, სატურნის, (სატურნ ნუ მიწყენ) კერპები, ტაძრები და აიგო ქრისტიანული ტაძრები, სადაც მათ უკვე თავისუფლად შეეძლოთ ესწავლებინათ მრევლისთვის იესოს მოძღვრება, აქვე საფუძველი ეყრება პირველ რიტუალურ კატეხიზმოებსაც, რომელსაც საფუძვლად უდევს ის აწ უკვე აპოკრიფული და მისტერ აზრისთვის უცნობი ბიბლიის წიგნები, სადაც გაწერილი იყო მღვდელთმსახურების წესი, 325 წელს კი შეიკრიბნენ სხვადასხვა ქვეყნის რელიგიური წინამძღოლები რათა დაედგინათ ქრისტიანული კანონიკური სამართლის სახით ის უდაო ჭეშმარიტებები ანუ დოგმატები რაც ამ აწ უკვე რელიგიას ახასიათებდა, მასში მონაწილეობას იღებდა საქართველოდან ბიჭვნითის ეპისკოპოსიც რაც ცხადყოფს იმას რომ ეს რელიგია საქართველოში პირველად წმინდანად შერაცხულმა კაბადოკიელმა ნინომ კი არა ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა შემოიტანეს. ამის მოხდა სქიზმა და ქრისტიანობას გამოეყო შუასაუკუნეების ერეტიკოსთა კათოლიკეებად წოდებული ჯგუფი, ხოლო ამ ჯგუფისაგან განსასხვავებლად ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა მიიღეს დასახელება მართლის მადიდებლისა და იწოდნენ მართლმადიდებელ ქრისტიანებად და დღემდე ასე იწოდებიან, კათოლიციზმის ერეტიკოს ფანატიკოსობას ისიც ამტკიცებს რომ თავად ამ მიმდინარეობას პროტესტანტული ეკლესიის სახით გამოეყო ლუთერანული ეკლესია რომელმაც თავის მხრივ დასაბამი მისცა ახალ რელიგიურ სექტებსა და მიმდინარეობებს, ამისვე დასტურია ინდულიგენცია და ე.წ ალქაჯთა და პროგრესულად მოაზროვნე მეცნიერთა კოცონზე დაწვები, ილუმინატებისა და ვამპირიზმთან მებრძოლი ჯგუფებისა და ორდენების ჩამოყალიბება, ჯვაროსნული ეგიდით მოწყობილი ლაშქრობები, პლიუს ამას თითქოს მიწას ამდენი ერეტიკოსი და ცრუწინასწარმეტყველ ფანატიკოსი არ ყოფნიდა, მეთვრამეტე საუკუნეში მეცამეტე გოჭივით გვერდიდან მოულოდნელად გამოხტა, თაღლით რასელის ფანატიკურ იდეოლოგიაზე დაფუძნებული ახალი მოძღვრება, რომელმაც რელიგიური უცოდინარობისა და უვიცობის პიკს ოცდამეერთე საუკუნეში მიაღწია და აქტიურად ებრძვის ყველასა და ყველაფერს, აი ობიექტური სინამდვილე ასეთია და არა ღრმადიუზერთაპოსტებშიპატივცემული აზრის მიერ შეთხზული ლეგენდა, მეოთხესაუკუნემდე მოღწეულ და მერე სადღაც გადაშენებულ მეთვრამეტე საუკუნეში ახლადაღმოჩენილ ქრისტიანებზე.

Edited by Morfius

ჰო კიდევ ნესტორიანელები გამომრჩა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Morfius

ისტორიას ამახინჯებ. წარმოდგენა არ გაქვს ადრეულ ქრისტიანებზე. აგერ ბმული და აქ გასაგებად მიწერია ყველაფერი რა როგორ იყო და რის შემდგე რა მოხდა:

http://planeta.ge/index.php?showtopic=36579&st=0

ამ ბმულის პირველ გვერდზე წერია სინამდვილე. ასე რომ მკითხველს ვეღარ შეიყვან შეცდომაში.

აი მაგ ბმულზე დევს სწორედ ისტორიის დამახინჯების კლასიკური და ნაგლი მაგალითი, საოცარო ისტორიკოსო, მოკლედ ბიბლიის წერას საშენოდ არ ეშვები და ახლა უკვე ისტორიის წერა დაიწყე ახლებურად? ნუ საზოგადოებას გააჩნია შეიძლება გაუნათლებელს მართლა დააჯერო რაღაც, მაგრამ აქ მისამართი გეშლება ნამდვილად, წარმოდგენა შენ არ გაქვს არც ადრეულ ქრისტიანებზე და არც დღევანდელებზე და საერთოდ შენ ღმერთი ენერგია გგონია და აბა რაზე უნდა გელაპარაკო, გვერდით თემაში სანამ ფაქტები არ დაგიდეს წლების განმავლობაში შენნაირ ნიჭიერებს როგორ შეყავდა ხალხი შეცდომაში არ გაჩერდი და ბოლოს ნაძალადევად გაიკრიჭე, არაუშავს დრო გავა გაიზრდები და მსოფლმხედველობაც შეგეცვლება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მისტერ Morfius

კიდევ ერთხელ დაგიწერ რომ გაიაზრო:

ისტორიას ამახინჯებ. წარმოდგენა არ გაქვს ადრეულ ქრისტიანებზე. აგერ ბმული და აქ გასაგებად მიწერია ყველაფერი რა როგორ იყო და რის შემდგე რა მოხდა:

http://planeta.ge/index.php?showtopic=36579&st=0

ამ ბმულის პირველ გვერდზე წერია სინამდვილე. ასე რომ მკითხველს ვეღარ შეიყვან შეცდომაში. ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.dorogadomoj.com/dr68/dr68smi0.html

ОГЛАВЛЕНИЕ

Введение

1. Понятие об истории Церкви

2. Предмет истории Церкви

3. Цель истории Церкви

4. Разделение истории Церкви

§ 1. Сошествие Святого Духа на апостолов

§ 2. Первые успехи Христовой веры между иудеями и иудейскими прозелитами

§ 3. Жизнь первых христиан

§ 4. Избрание диаконов

§ 5. Первое гонение иудеев на Церковь. Святой первомученик Стефан. Рассеяние христиан

§ 6. Проповедь диакона Филиппа

§ 7. Обращение Савла

§ 8. Призвание в Церковь язычников. Христиане в Антиохии

§ 9. Первое путешествие апостола Павла

§ 10. Апостольский собор в Иерусалиме

§ 11. Второе путешествие апостола Павла

§ 12. Третье путешествие апостола Павла

§ 13. Суд над апостолом Павлом и мученическая кончина его

§ 14. Благовестнические труды апостола Петра

§ 15. Святой апостол Иаков, брат Господень, первый Иерусалимский епископ

§ 16. Святой апостол и евангелист Иоанн Богослов

§ 17. Благовестнические труды других апостолов. Мужи апостольские

Обстоятельства, благоприятствовавшие распространению христианства

§ 18. Краткий обзор гонений на христиан от иудеев. Падение иудеев

§ 19. Гонения на христиан от язычников

§ 20. Святые мученики

Игнатий, епископ Антиохийский

Поликарп, епископ Смирнский

Иустин Философ

Киприан, епископ Карфагенский

§ 21. Святые мученицы

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 years later...

მეგობრებო თქვენი ცნობები პირველი ქრისტიანობის შესახებ მცდარია!!!

პირველი ქრისტიანები არც რომაელები არც ბიზანტიელები და არც არაბები არ ყოფილან... ახლა რო წავიკითხე არა მარტო თქვენი ნაწერები არამედ ისტორიული ცნობები გამოვშტერდი. ეს ასე არ არი. პირველი ქრისტიანები იყვნენ ასირიელები ეგრედ წოდებული ასურელები. ეს დღევანდელმა მასწავლებელთა უმეტესობამ არ იცის .ასურეთი ეს იყო პირველი სახელმწიფოთაგანი და პირველი იმპერია სწორედ ეს ერი არის პირველი ქრისტიანი.სწორედ აქედან მოდის 13 ასურელი მამა რომლებმაც იქადაგეს საქართველოში და მათ სახელს უკავშირდება მრავალი ეკლესია მოანსტრის აშენება. მე თვითონ მათი შთამომავალი ვარ მეც ასურელი ვარ და ეს ცოდნა რაც დგეს არსებოსო სრული სისულელეა ად ისტორიის დამახინჯებააა.!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დამლაგებელი გვაყავს ერთი ასურელი (სამსახურში), ის გვეუბნება ხოლმე, პირველი ქრისტიანები ვართო..
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დამლაგებელი გვაყავს ერთი ასურელი (სამსახურში), ის გვეუბნება ხოლმე, პირველი ქრისტიანები ვართო..

ეეეგრეეა ეგრე ძმა თვით ისეოც ამ ენაზე საუბრობდა ამათმა რო დაა მახინჯეს ეგრე არააა...ებრაული ენა არ არსებობდა ეგ ენა ასურული იყო მარა ახლა ყველაფერი მიითვისეს... რა რომი სად იყო რომი როცა ასურელებს ღმერთის სწამდათ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეეეგრეეა ეგრე ძმა თვით ისეოც ამ ენაზე საუბრობდა ამათმა რო დაა მახინჯეს ეგრე არააა...ებრაული ენა არ არსებობდა ეგ ენა ასურული იყო მარა ახლა ყველაფერი მიითვისეს... რა რომი სად იყო რომი როცა ასურელებს ღმერთის სწამდათ

ვიცი, ასურეთი უფრო ძველი სახელმწიფოა, ვიდრე პალესტინა.. ნუ რომზე ხო საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი, მაგრამ იესო თუ ასურელი იყო და ასურეთში ცხოვრობდა, არ ვიცოდი.. ანუ ასურელებმა აცვეს ჯვარს, თუ..?

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...