Jump to content
Planeta.Ge

მამუკა ღლონტი პლანეტას სტუმარი


Recommended Posts

  • Replies 45
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

მოგესალმებით

 

polex

1) ბატონო მამუკა ვინ აფინანსებს მაესტროს ?

მაესტრო ფინანსდება სარეკლამო შემოსავლებიდან და გრანტებიდან რომელსაც ვიღებთ საერთაშორისო ორგანიზციებიდან .

 

 

2) რა გავლენა ჰქონდათ ძმებ გაჩეჩილაძეებს მაესტროს მმართველობაზე ?

ძმებ გაჩეჩილაძეებს , მაესტროს სარედაქციო საქმიანობაზე არანაირი გავლენა არ ჰქონიათ.

 

3) რატომ მოიტყუეთ და პირდაპირი ეთერის წარწერა დაადეთ წინა დღის ვიდეოს ?

ეს იყო შეცდომა , რომლის დამშვებიც სასტიკად გაიკიცხა.

 

4) უცნობი პატრიოტად მიგაჩნიათ ?

კი , რა თქმა უნდა .

 

5) რატომ უნდა დავიჯეროთ რომ ეროსი კიწმარიშვილს მართლაც მოპარეს 45 000 $ ?

იმიტომ რომ , წინააღმდეგ შემთხვევაში შსს საპირისპიროს დაამტკიცებდა..

 

 

6) თქვენი არხი ობიექტურია ?

ობიექტურობა ნიშნავს იმას , როცა გულწრფელად , აკეთებ იმას რისიც გჯერა და არა იმას რასაც გავალებენ . დიახ ჩვენი არხი ობიექტურია .

 

 

7) რა ახალი პროექტები იგეგმება ?

18 იანვრიდან გადავდივართ 24 საათიან საინფორმაციო ბადეზე ( ანუ მუსიკალური კლიპები აღარ იქნება ) ეს არის მთავარი სიახლე.

 

ჭანო

რატომ არის ქართული მასმედია(როგორც მულტიმედიალური ასევე ბეჭდვითი) მეცნიერებაზე "აცრილი"?

ყვითელს მეტი ფული მოაქვს.

 

proletari

არ გეშინიათ რომ მოღალატის იარლიყი გავთ მიკერებული?

არ მეშინია , მეამაყება .

 

არ გრცხვენიათ რომ მიხეილის იმიჯ მეიკერი მიიღეთ თქვენს მმართველად? გამოდის რომ ფულია უმთავრესი ვიდრე პრინციპები.

ამ გადაწყვეტილებიტ კი კიდევ ერთხელ დამტკიცეთრომ მოღალატე ხართ, და რატომ აკეთებთ ამას?

არსებობს ესეთი გამოთქმა : ჩემი მტერის მტერი ჩემი მოკავშირეა. მე ვთვლი , რომ სააკაშვილის ხელისუფლება , მტერია არამხოლოდ საქართველოსი , არამედ ზოგადად კაცობრიობის. მაესტროს დახურვა , მხოლოდ მის წისქვილზე დაასხამდა წყალს , მე კი ესეთI გეგმა არ მქონია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
ყვითელს მეტი ფული მოაქვს.

თქვენ იმმის თქმა გინდატ რომ შემეცნებით(ან სამეცნიერო) გადაცემებს არ ყავს საკმარისი მაყურებელი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

1) ცალმხრივი სიმართლის პროპაგანდირება განსაკუთრებით უცნობის გადაცემაში, არის ცოტა არ იყოს არაობიექტური. ხომ არ იქნებოდა უკეთესი რომ დაგებალანსებინათ ინფორმაციის გაცემის მექანიზმები?

საკანი არ არის საინფორმაციო პროგრამა , ეს არის საავტორო გადაცემა . თუ არ მოგწონს შეგიძლია გადართო აქვე დავამატებ , მაესტრო არ არის საზოგადოებრივი არხი. ჩვენ ჩვენი ბალანსი გვაქვს .

 

 

2) თვლით თუ არა, რომ ჟურნალისტიკა დღეს მხოლოდ პოლიტიკურ იარაღის როლს ასრულებს? (როგორც ოპოზიციის მხრიდან, ასევე პოზიციის მხრიდან)

ჟურნალისტიკის დანიშნულებაც ეგ არის. თუმცა ვერ ვიტყვი რომ ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტები დგანან .

 

3) დღევანდელი ტელევიზები პოლიტიკურ პარტიების პროპაგანდის როლს ასრულებს?

სახელისუფლებო კი .

 

4) მიგაჩნიათ თუ არა, რომ საქართველოში არსებობს თავისუფალი ჟურნალისტიკა, რომელიც დამოუკიდებელი იქნება ყოველგვარ პოლიტიკურ პარტიისგან?

კი .

 

kisa

ბატონო მამუკა, როდის დაიწყება "მაესტროს" პროექტი - "ხალხი ასამართლებს"?

არ ვიცი , იმიტომ რომ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული . ჩვენ მხოლოდ გამზადებულ პროექტს გავუშვებთ ეთერში და როდის გაამზადებენ ეს ავტორებს უნდა ჰკითხოთ

 

lasalexx

ბატონო მამუკა, საქმის კურსში ხართ თუ არა, როგორ ვითარდება მაესტროს ოფისისთვის ხელყუმბარის სროლის ფაქტის გამოძიება?

დიახ , საქმის კურში ვარ . ვიცი , რომ ვანო ვანოს არ დაიჭერს.

 

 

 

vitaminC

იმაუწყებლებს თუ არა მაესტრო საქართველოს მასშტაბით?

დიახ , უახლოეს მომავალში .

 

 

გია გაჩეჩილაძის შუაღამის ჩხავილები (სტუმრების გასტუმრების შემდეგ ) თქვენის აზრით , თქვენი ტელევიზიისთვის არასერიოზულის იმიჯის შექმნას უწყობდა ხელს, თუ თვლით, რომ მასას ეს მოსწონდა ?

რახან თქვენ უსმენდით ამ ჩხავილებს , ესეიგი სწორად ჩხაოდა :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჭანო

მიზეზი?

ნახეთ 9 დეკემბრის საკნის ჩანაწერი .www.maestro.ge

 

machkatela

თქვენი აზრით, რით ჯობია "მაესტრო" რუსთავი 2–ს და იმედს?????

რუსთავი 2-ს იმით , რომ ტელევიზია ვართ. იმედს იმით რომ მარადიორები არ ვართ.

 

ჭანო

თქვენ იმმის თქმა გინდატ რომ შემეცნებით(ან სამეცნიერო) გადაცემებს არ ყავს საკმარისი მაყურებელი?

დიახ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Mamuka_Glonti

დიახ , საქმის კურში ვარ . ვიცი , რომ ვანო ვანოს არ დაიჭერს.

და ოფიციალური ვერსია არსებობს თუ არა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
დიახ

იყო უკვე მცდელობა მსგავსი გადმოცემის გაკეთების?

ანუ თქვენ არხზე იყო რაიმე კონკრეტული გადმოცემა რომელმაც ვერ გაამართლა, ვგულისხმობ შემეცნებით ან/და მეცნიერული გადმოცემა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

1)აპირებთ თუ არა უფრო მეტი აქცენტი გააკეთოთ პრინციპულ ,მიუკერძოებული არხის სტატუსზე,რომელიც ფაქტების გადმოცემას გულისხმობს და არა მის ინტერპრეტაციას(არ ვგულისხმობ ანალიტიკურ გადაცემებს) ;

მე არ ვთვლი , რომ ოპოზიციური ნიშა გვიჭირავს და საერთოდ ამ შეკითხვას არ განვიხილავ როგორც სერიოზულს .

 

 

 

 

2) აპოლიტიკური გადაცემები ალბათ საჭიროა თქვენ არხზე . პასეანსი, მუსიკალური მაესტრო,ამტანმდიდარღარიბები იყო ჯოკერი, რომლის გამოყენება გეხერხებათ საჭირო დროს ,საჭირო სიტუაციაში .

ხომ არ ფიქრობთ ამ სფეროში ახალი პროექტებით "გაგვანებივროთ" მაყურებელი და ამ კუთხითაც უკან დახიოთ მიშავიზიები.

თებერვლსთვის ვაპირებ იუმორისტული გადაცემის გაკეთებას , პოლიტიკური იუმორი.

 

 

 

 

SHARI

1) რატომ ითვლება მაესტრო ოპოზიციურ არხად ? თქვენ როგორ ფიქრობთ ?

საზოგადოებაში განათლების ნაკლებობის გამო

 

 

2) ეროსი კიწმარიშვილის გაკეთებული ტელევიზია ყველას გვახსოვს.. რატომ არ გიდნათ რომ მაესტრო იყოს ობიექტური ?

მე არამარტო ის არ მინდა რომ მაესტრო იყოს ობიექტური , არამედ მინდა რომ საერთოდ დავხურო :)

 

 

3) გია გაჩეჩილაძე მაესტროს აფინანსებდა ?

არა

 

 

 

4) მართალია თუ არა რომ ჟურნალისტებმა დატოვეს მაესტრო უხელფასობის გამო ?

არა

 

 

5) თქვენ როგორ უყურებდით ფაქტს როდესაც გია გაჩეჩილაძე აშკარად უქმნიდა მაესტროს არასერიოზული არხის იმიჯს თავისი გადაცემით

სერიოზულად :)

 

 

 

 

6) ჯერ პანიკა ატეხეთ მაესტროს ლიცენზიას არ აძლევენ რომ სატელიტზე გავიდეთო.. ლიცენზია მიიღეთ და ეხლა იძახით ფული არ გვაქო.. ეს არასერიოზული მიდგომაა. ჯერ ფული გეშოვნათ და მერე მოგენდომათ ლიცენზია

ეს თქვენი და მიშას გადასაწყვეტი არ არის , ეს კანონის გადასაწყვეტია

Edited by Mamuka_Glonti
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
ჭანო

ციტატა(chano @ 24th December 2009 - 10:47 PM) *

მიზეზი?

 

ნახეთ 9 დეკემბრის საკნის ჩანაწერი .www.maestro.ge

როგოც გავიგე პირველი ხუთი წუთიდან, საშობაო არდადეგები აუღია,მაგრამ ვერ გავიგე რამდენი ხნით? (სანამ ბოლომდე ვნახავ პრესკონფერენციაც დამთავრდება:) )

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasalexx

და ოფიციალური ვერსია არსებობს თუ არა?

ოფიციალურად , საქმე აღძრულია , არა ტერაქტის მუხლით , არამედ შენობის განზრახ დაზიანების მუხლით. საინტერესოა იგივე მუხლით რატომ არ ეძებენ ბინ ლადენს , რომელმაც ამერიკაში ორი შენობა დააზიანა. თბილისში ტერორისტი დადის , რომელიც სად ააფეთქებს ახალ ბომბას არავინ იცის. . თუმცა ვცდები , ვანომ იცის. :)

 

 

 

ჭანო

იყო უკვე მცდელობა მსგავსი გადმოცემის გაკეთების?

ანუ თქვენ არხზე იყო რაიმე კონკრეტული გადმოცემა რომელმაც ვერ გაამართლა, ვგულისხმობ შემეცნებით ან/და მეცნიერული გადმოცემა?

ჩემო ჭანო , ეს კითხვა საზოგადოებრივ არხს უფრო უნდა დაუსვათ , ვიდრე კერძო ტელევიზიას. ესეთი ტიპის გადაცემების ხარისხიანი გაკეთება , ძვირი ჯდება . შემოსავალი კი ნაკლები მოაქვს. სწორედ ამიტომაა რომ ასეთი ტიპის არხებს მაგალითად როგორიც არიც National Georgraphic აფინანსებს სახელმწიფო..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
ჩემო ჭანო , ეს კითხვა საზოგადოებრივ არხს უფრო უნდა დაუსვათ , ვიდრე კერძო ტელევიზიას. ესეთი ტიპის გადაცემების ხარისხიანი გაკეთება , ძვირი ჯდება . შემოსავალი კი ნაკლები მოაქვს. სწორედ ამიტომაა რომ ასეთი ტიპის არხებს მაგალითად როგორიც არიც National Georgraphic აფინანსებს სახელმწიფო.

ვერ დაგეთანხმები, მაგალითა გალილეო(გერმანიაში და უკვე კარგა ხანია რუსეთსიც გადის) სწორედ რომ კერძო ტელევიზიების პროდუქტებია, ასევ არსებობს უამრავი მაგალითი. მოკლედ სურვილის საქმე უფროა, რადგან ნახევარი საათში ბევრი რამნის გაკეთება შეიძლება, თან ისეთის რომ ხალხი ეკრანებზე მიაწაჭვო, მაგრამ ამისთვის პროფესიანლიზმია საჭირო(იმჰო)

 

ს კითხვა საზოგადოებრივ არხს უფრო უნდა დაუსვათ

ვაპირებ, არამარტო კითხვის დასმას, არამედ ცოტა უფრო მეტსაც, მაგრამ დრო გამირბის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოში არ არის მიუკერძოვებული მედია.

რუსთავი2 და პირველი არხი ვთქვა სახელისუფლებოა.

მაესტრო ოპოზიციის ინტერესებზე მუშაობს.

ერთი მხვრივ ბალანსია ამით, მაგრამ მიუკერძოვებელი ტელევიზიარ არ არის საქართველოში.

 

სააკაშვილის რეჟიმის წასვლის შემთხვევაში, ხომ არ მოგვევლინება მაესტრო იგივე სტილში როგორცაა რუსთავი2?

 

არ გიფიქრიათ იმაზე, რომ დღევანდელ პირობებში აუცილებელია მიუკერძოვებული მედია რომ იყოთ?

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჭანო

ვერ დაგეთანხმები, მაგალითა გალილეო(გერმანიაში და უკვე კარგა ხანია რუსეთსიც გადის) სწორედ რომ კერძო ტელევიზიების პროდუქტებია, ასევ არსებობს უამრავი მაგალითი. მოკლედ სურვილის საქმე უფროა, რადგან ნახევარი საათში ბევრი რამნის გაკეთება შეიძლება, თან ისეთის რომ ხალხი ეკრანებზე მიაწაჭვო, მაგრამ ამისთვის პროფესიანლიზმია საჭირო(იმჰო)

გალილეო , არის სამეცნიერო პოპულარული ჟანრის და არის DISCOVERY-ს ერთ-ერთი გადაცემის ასლი. სამწუხაროდ , ამ ერთი გადაცემის ბიუჯეტი ალბათ მრავალჯერ აღემატება ჩვენი ტელევიზიის მთლიან ბიუჯეტს. პირობას გაძლევთ გამიჩნდება თუ არა ფული გავაკეთებ ამ ტიპის გადაცემას რომელიც აუცილებელია.

 

babuagiorgi

სააკაშვილის რეჟიმის წასვლის შემთხვევაში, ხომ არ მოგვევლინება მაესტრო იგივე სტილში როგორცაა რუსთავი2?

ვთვლი , რომ მხოლოდ მშრალი პასუხი არა არ დაგაკმაყოფილებთ . ეს დმოკიდებულია , მაესტროს თანამშრომლების კეთილ სინდისიერებაზე . ჩემს პასუხს ინტერნეტი ალბათ შეინახავს. თუ იგივე გავხდით ჩათვალეთ რომ უსინდისოები ვართ.

 

 

არ გიფიქრიათ იმაზე, რომ დღევანდელ პირობებში აუცილებელია მიუკერძოვებული მედია რომ იყოთ?

მეტსაც გეტყვით , სურვილიც კი მქონია , მაგრამ სამშობლო და სიმართლე ყველაზე მეტად მიყვარს. მხოლოდ სიმართლე გადაარჩენს ამ ქვეყანას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...